საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
სიუჟეტი
მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ იმსჯელა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ იმსჯელეს დღეს მმართველი გუნდის ლიდერებმა. საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით სხდომას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოახლოებული არჩევნების საორგანიზაციო საკითხები, პარტიის პროგრამა და ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ. 
წაკითხვა
სიუჟეტი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე - როგორ აღმოჩნდა აფგან მუხტარლი თბილისიდან ბაქოში პასპორტის გარეშე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის რეზონანსულ საქმეზე მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება - როგორ აღმოჩნდა აფგან მუხტარლი თბილისიდან ბაქოში. ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა საქმის დროული და სრულყოფილი გამოძიებაა. ჟურნალისტის მეუღლეს და ადვოკატს სურთ, გასაჯაროვდეს მასალები და საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცეს. შესაბამისი განცხადებით უფლებადამცველი უწყებას ხვალ მიმართავს.გამოძიების სწრაფად და გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. აზერბაიჯანულ მხარეს კი მიმართავს, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი. აფგან მუხტარლი გადაწყვეტილებას ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 4 ივნისი/ 2017/ #Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
• ლონდონში მომხდარი ტერაქტი - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა/• აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე - როგორ აღმოჩნდა აფგან მუხტარლი თბილისიდან ბაქოში პასპორტის გარეშე/• ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში, ქართული კონტიგენტის შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება/• მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ იმსჯელა/• ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და საქართველოს ბეისბოლისტთა ეროვნული ნაკრების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა/• თურქეთში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დააკავეს - ბიროლ ერდემი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ბრალდებული/• შვედეთში, მიგრანტების განთავსების ცენტრში ხანძარი გაჩნდა/• U-20 - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრა ანგარიშით 14:38
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
„სიყვარულის ნექტარი“ - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაეტანო დონიცეტის ოპერას მასპინძლობს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
იტალიისა და ესპანეთის შემდეგ, გაეტანო დონიცეტის ოპერა სიყვარულის ნექტარს დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს. 165 სეზონის მორიგ პრემიერას მარიკა შალიკაშვილი ესწრება. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ლურჯი ღვინის ისტორია - როგორ შეიქმნა არატრადიციული ღვინო ბილბაოში - რეპორტაჟი ესპანეთიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
ბილბაოში, ახალგაზრდა ხელოვანებმა ბიზნესიდეაზე ფიქრისას, გადაწყვიტეს, ღვინის განსხვავებული სახეობა შეექმნათ. ამ იდეაზე მუშაობისას მათ ტრადიციული მეღვინეობის მქონე ქვეყანაში ლურჯი ღვინო გამოუშვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელები არატრადიციულ ღვინოს სკეპტიკურად შეხვდნენ. ნაწარმს ღვინოდ წოდების უფლებაც ჩამოართვეს, თუმცა ორი წლის წინ გაჩენილი იდეა ნელ-ნელა წარმოებას ზრდის და 200 სატესტო ბოთლით დაწყებული წარმოება დღეს უკვე 200 000 ბოთლს აღწევს და ექსპორტზე ევროპის 20 ქვეყანაშიც გადის.  
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
18 წლის ბიზნესმენი, რომელიც წინაპრების დანატოვარს უვლის - რეპორტაჟი თუშეთიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
საქართველო და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე. ადგილი, რომელიც განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს როგოც ტურისტებზე, ისე ყველა ადგილობრივზე. ეს თუშეთია. ნინუცა კახნიაური შენაქოს ესტუმრა და 18 წლის ბიჭი გადაიღო, რომელიც წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და ბებიისგან მიღებული ცოდნით მეწარმეობასაც ეწევა. მისი თუშური ჩაი უკვე იყიდება თბილისის მაღაზიებში, წელს კი ექსპორტზეც გავა. რეპორტაჟი თუშეთიდან. 
წაკითხვა
სიუჟეტი
მსოფლიო კონსტიტუციების ისტორია, რომლებშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შევიდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. უმრავლესობამ ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება თბილისში დაწყებული და ჩაშლილი მსჯელობის შემდეგ მიიღო. მოქალაქეებთან გასული კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე, კვლავ აქტუალური იყო საარჩევნო სისტემების საკითხი, როგორც პრეზიდენტის ისე პარლამენტის. ასევე, უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის თემა. მომდევნო სიუჟეტში გთავაზობთ მსოფლიოს უძველეს კონსტიტუციებს, რომლებმაც ათწლეულებთან ერთად მხოლოდ შესწორება განიცადეს და არა სრული გარდაქმნა. ამ ნიშნით დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა, მათ შორის ყველაზე ძველი ჯუჯა სახელმწიფო სან-მარინოა. როგორია ამ ქვეყნების უზენაესი კანონის დაფუძნების ისტორია? რომელი ქვეყნის სამართლებრივი აქტებიდან იწყება საკონსტიტუციო სამართალი და რა შეცვალა დასავლურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციამ? ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რა გზა გაიარა საქართველოს უზენაესმა კანონმა შექმნიდან დღემდე და რას მოიცავს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
გასულ პარასკევს საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 99 წლის, აღდგენიდან კი 26 წლისთავი იზეიმა. დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად საქართველოში დაიწყო ზრუნვა ქვეყნის უზენაეს კანონზე. კონსტიტუციაზე, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება, თუმცა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლები, კონსტიტუციის პირველი წლებიც საკმაოდ რთული იყო. დღეს კონსტიტუცია იცვლება. მომზადებული პროექტის სახალხო განხილვები რეგიონებში სრულდება და პროცესი ხვალიდან თბილისში გაგრძელდება. შექმნიდან დღემდე, რა გზა გაირა ქვეყნის უზენაესმა კანონმა ნახეთ ეკა კოპალიანის სიუჟეტში.
წაკითხვა
სიუჟეტი
ოთხი გარდაცვლილი, 200-მდე დაშავებული - 6 წელი 26 მაისიდან - რა ეტაპზეა გამოძიება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
ოთხი გარდაცვლილი, 200-მდე დაშავებული და გამოძიება, რომელიც დღემდე გრძელდება. ასეთია 2011 წლის სისხლიანი 26 მაისის რეალობა. მოამბე კვირას დაინტერესდა, რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე მომხდარიდან 6 წლის თავზე. აქციის მონაწილეებს, დაზარალებულებსა და საქმის პროკურორს ხათუნა გაგნიძე ესაუბრა.  
წაკითხვა
სიუჟეტი
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი წინასაექსტრადაციო პატიმრობაშია - რას ითხოვს ოფიციალური ანკარა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
ქართველი სამართალდამცველები თურქი კოლეგებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან. დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი კი წინასაექსტრადაციო პატიმრობაში რჩება. თურქეთის მოქალაქეს ოფიციალური ანკარა ტერორისტულ საქმიანობასა და ფეთჰულა გიულენთან კავშირს ედავება. ამ ბრალდებით თურქეთში უკვე დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს ათი ათასობით მოქალაქე. ვიდრე იუსტიციის სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩუბუკის ექსტრადაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ინტერნეტში დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება. რატი
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
„აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”- გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი გზავნილები - რეპორტაჟი ბრატისლავადან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ განცხადება ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენელმა ბრატისლავაში გააკეთა. გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია 2017 ვიაჩესლავ ნიკონოვის პროვოკაციული და ირონიული განცხადებებით დასრულდა. ბრატისლავაში გამართულ ერთ-ერთ სესიაზე, რუსეთის დუმის დეპუტატმა, საქართველოსა და უკრაინის საგარეო კურსი გააკრიტიკა და რუსეთს ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანა უწოდა. ამ განცხადებებს კონკრეტული არგუმენტები დაუპირისპირეს სესიის სხვა მონაწილეებმა. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის გამოსვლასაც დარბაზში ოვაცია მოყვა. გიორგი კვირიკაშვილმა რუს პოლიტიკოსს განუმარტა, რომ საქართველო აღარ არის „პოსტ“-საბჭოთა ქვეყანა და რომ სახელმწიფო სწრაფად და დინამიურად ვითარდება. ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს, სლოვაკეთის დედაქალაქიდან გურამ როგავა გაგვაცნობს.
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია და ნატო-ს გზავნილი რუსეთს - რას აცხადებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კანონმდებლები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
ნატო-ს გზავნილი რუსეთს თბილისიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრემლს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა, რომლის საგაზაფხულო სესიას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ხვალ თბილისის დეკლარაციას დაამტკიცებს. საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის გარდა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლები საკუთარ მხარდაჭერას პირადად აფიქსირებენ. მათ შორის კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მაპის – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშეც შესაძლებელია, შესაბამისი გარემოებების არსებობის პირობებში, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
ვინ გახდება საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე - როგორ მიმდინარეობდა გასაუბრება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
ვინ გახდება საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე. ხელახალი კონკურსი და 23 კანდიდატი ერთ ვაკანტურ ადგილზე. იუსტიციის სამინისტროში მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრების მეორე დღე დასრულდა. სპეციალურმა კომისია 5 რჩეულზე უნდა ჩამოყალიბდეს და მთავრობას გადაუგზავნოს. საქართველოს მთავრობამ კი სამი კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. შარშან გამართული კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები ევროპის საბჭომ დაიწუნა. როგორ აფასებენ კონკურსს მოსამართლეობის მსურველები და სპეციალურ შესარჩევ კომისიაში შემავალი წევრები. ხათუნა გაგნიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 28 მაისი/ 2017/ LIVE
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 მაისი, 2017
კვირის შემაჯამებელი გამოშვება:➡ ვინ გახდება საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე - როგორ მიმდინარეობდა გასაუბრება/➡ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია და ნატო-ს გზავნილი რუსეთს - რას აცხადებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კანონმდებლები/➡ აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”- გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი გზავნილები - რეპორტაჟი ბრატისლავადან/➡ დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი წინასაექსტრადაციო პატიმრობაშია - რას ითხოვს ოფიციალური ანკარა/➡ ოთხი გარდაცვლილი, 200-მდე დაშავებული - 6 წელი 26 მაისიდან - რა ეტაპზეა გამოძიება/➡ რა გზა გაიარა საქართველოს უზენაესმა კანონმა შექმნიდან დღემდე და რას მოიცავს საკონსტიტუციო რეფორმა/➡ 18 წლის მეწარმე ბიჭი, რომელიც წინაპრების დანატოვარს უვლის - რეპორტაჟი თუშეთიდან/➡ გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს დაიდგმევა #მოამბე
წაკითხვა
სიუჟეტი
როგორ აღინიშნა მიხეილ ბულგაკოვის 126 წლის იუბილე - რეპორტაჟი კიევიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
15 მაისს ცნობილი რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის 126 წლის იუბილე აღინიშნა. კვირის მოამბემ კიევში, ანდრეევის დაღმართის 13 ნომერში, მწერლის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გადაიღო. მუზეუმი 1991 წლიდან არსებობს და მწერლის მემორიალურ ნივთებს ინახავს. ბულგაკოვების ოჯახი აღნიშნულ სახლში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი მწერალმა აქ გმირები ნაწარმოებიდან -თეთრი გვარდია, დაასახლა. მოგზაურობა ბულგაკოვის პირველ რომანში - მარიკა შალიკაშვილისა და გიორგი შეწირულის რეპორტაჟი უკრაინის დედაქალაქიდან.   
წაკითხვა
სიუჟეტი
კალათბურთში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
კალათბურთში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თუ აქამდე ამ ტურნირზე მოსახვედრად, ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ექვსეულში ან შვიდეულში მოხვედრა იყო აუცილებელი, ამიერიდან ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება. 2019 წელს, ჩინეთში გასამართი მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც სამ ნაწილად ჩატარდება, წელს დაიწყება და 2019–ში დასრულდება. რა სისტემით და როგორ გამოვლინდებიან ფინალურ ტურნირზე მოასპარეზე გუნდები - ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილისა და დავით ვაშაკიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
სტუმარი
რა ხარვეზები აქვს შრომის ინსპექციას და რა ინიციატივები აქვს მთავრობას - ბექა ნაცვლიშვილი #მოამბეში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სოციალ-დემოკრატების წევრი ბექა ნაცვლიშვილი მოამბის კითხვებს პასუხობს. 
წაკითხვა
სიუჟეტი
მცოცავი ოკუპაცია - ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის სკანდალური განცხადება და ოფიციალური თბილისის პროტესტი
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
ტურისტულ სეზონთან ერთად, საქართველოში მცოცავი ოკუპაციის სეზონიც იწყება. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრაზე ღიად განაცხადა, რასაც ოფიციალური თბილისის პროტესტი მოყვა. აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დღემდე 100 კილომეტრი სიგრძის მავთულხლართია გავლებული, თუმცა მალე მას ახალი უკანონო ბარიერი დაემატება. ქარელის რაიონის ის სოფლები, სადაც სავარაუდოდ, მალე საოკუპაციო ძალები უკანონო დემარკაციას დაიწყებენ, მოამბის ჟურნალისტებმა მოინახულეს. იმედა დარსალიას რეპორტაჟი.
წაკითხვა
სიუჟეტი
რამდენად დაცულია საქართველოში დასაქმებულთა უფლებები - როგორ მუშაობს შრომის ინსპექცია
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
ვინ იცავს საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს? ტყიბულის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მონიტორინგი გამკაცრდა. შრომის ინსპექციას პირდაპირ ევალება დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმები შეამოწმოს. მაგრამ რა ხდება, თუ თქვენ არა ინდუსტრიულ, არამედ სხვა მაგალითად, მომსახურების სექტორში ხართ დასაქმებული.  საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი პირდაპირ არეგულირებს ურთიერთობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, მაგრამ უწყება, რომელიც ამ ურთიერთობაში არსებულ დარღვევებს შეამოწმებდა და სანქციებს აამოქმედებდა, არ არსებობს. პროფესიულ გაერთიანებებში აცხადებენ, რომ ამ ვითარებით დამსაქმებლები სარგებლობენ და უხეშად არღვევენ დაქირავებულების უფლებებს. გამოსავალი კი მხოლოდ სასამართლოა, რომელსაც დაზარალებულები უსახსრობის გამო, უმეტესწილად არ მიმართავენ. თემაზე ვიკა ბუკიამ იმუშავა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რატომ გეგმავს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას და რას გამოიწვევს აღნიშნული პროცესი
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
რატომ გეგმავს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას. მმართველი გუნდის განზრახვას მოქალაქეების ნაწილი, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და ოპოზიცია იწუნებს და კითხვებზე პასუხსაც ითხოვს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საიდანაც წამოვიდა ინიციატივა, ბიუროკრატიის და შესაბამისად, მისი შენახვისთვის აუცილებელი თანხების დაზოგვაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მსგავსად, მათემატიკა აქაც დავის მიზეზია. სამოქალაქო საზოგადოება 5 მილიონიან ეკონომიას ითვლის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი 40 მლნ-ს. ვიდრე მხარეები დავობენ, თვითმმართველი ერთეულების ნაწილმა ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი. რატი ხვისტანი თემის დეტალებით.
წაკითხვა