საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 14 თებერვალი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
•  მიუნხენის კონფერენციის შედეგები - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმა - ქეთევან ქარდავას რეპორტაჟი.•  ექნება თუ არა კონკრეტული შედეგი მიუნხენის კონფერენციას - გიორგი გოგელიამ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.•  პრაიმერი და კოკუსი - ვინ იბრძოლებს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის და როგორია კანდიდატთა გზავნილები, - ნიკა მოლოდინაშვილის სიუჟეტი.•  შიდაპარტიული არჩევნები და საარჩევნო კამპანია აშშ-ში - მათე გაბიცინაშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.•  მსოფლიო ლიდერების მთავარი გზავნილები მიუნხენის ტრიბუნიდან.•  რა მდგომარეობაა საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, -  ქეთი ბერაიას სიუჟეტი;•  რა პრობლემები აწუხებთ ახალქალაქში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, - ვიკა ბუკიას სიუჟეტი;•  ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა.
წაკითხვა
სიუჟეტი
მიუნხენის კონფერენციის შედეგები - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია დასრულდა. მსოფლიო ლიდერები მიუნხენს ტოვებენ, სადაც უსაფრთხოების კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. მათ შორის იყო ქართული დელეგაცია გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. „სამომავლო მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - თემატურ პანელზე სიტყვის გამოსვლის გარდა, პრემიერმინისტრმა რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა. რისთვის გამოიყენა მიუნხენის ტრიბუნა საქართველოს პრემიერმინისტრმა, რაზე დასვა აქცენტები გიორგი კვირიკაშვილმა - ქართული დელეგაციის ვიზიტს ქეთი ქარდავა აშუქებდა. ამავე თემაზე „მოამბის“ კითხვებს ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დირექტორმა გიორგი გოგელიამ უპასუხა.
წაკითხვა
ანონსი
კვირას, 14 თებერვალს, 20:00 საათზე - „მოამბე“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
ტერორიზმი და სირიის კრიზისი - უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში - როგორ აპირებენ მსოფლიოს ლიდერები რისკებთან ბრძოლას;რადიაციული უსაფრთხოება ქვეყანაში  - რა მდგომარეობაშია მცხეთის რეაქტორი;ენის ბარიერი,  გაუცხოება ადამიანსა და ინფორმაციას შორის - ეთნიკური უმცირესობების პრობლემები ახალქალაქში.ინტერვიუ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან.
წაკითხვა
სიუჟეტი
ბრძოლა ალეპოსთვის და ათეულობით ათასი ლტოლვილი თურქეთის საზღვართან - ვითარება სირიაში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
რა ხდება დღეს სირიაში: სამთავრობო არმია ალეპოსა და მის შემოგარენში კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვის. შეიარაღებული დაპირისპირება ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება. ასადის არმია, რუსეთის ავიაციის დახმარებით, სტრატეგიული საკვანძო ქალაქის, ალეპოსა და რადიანის გათავისუფლებას ცდილობს. ქვეყნის ჩრდილოეთით საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობის ზრდამ ლტოლვილთა ახალი ნაკადები გააჩინა. გასული 48 საათის განმავლობაში თურქეთის საზღვარს 35 000-მდე ლტოლვილი მიაწყდა. თუმცა, ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, ოფიციალურ ანკარას საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს. ლტოლვილებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები თურქულ ჰუმანიტარულ ავტოკოლონებს მიაქვს. პარალელურად კი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და საუდის არაბეთსა და ბაჰრეინს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქმედება სუვერენიტეტის დარღვევად შეფასდება და რეაგირებაც მოჰყვება.
წაკითხვა
სიუჟეტი
ვისი ხელით სიკვდილის ეშინიათ ყველაზე მეტად დაიშის წევრებს - ექსკლუზიური რეპორტაჟი ერაყიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
„ისლამური სახელმწიფო“ პლანეტის ნომერ პირველ ტერორისტულ საფრთხედ არის გამოცხადებული. თავად დაიშის წევრებისთვის კი ყველაზე დიდი საფრთხე არა მათ წინააღმდეგ გაერთიანებული სამხედრო კოალიცია, არამედ საკუთარი სახლის დასაცავად ქალების მიერ შექმნილი ბატალიონია. სიკვდილის ანგელოზები, როგორც მათ უწოდებენ, ქურთი დიასახლისებისგან შემდგარი სამხედრო შენაერთია. ისინი იბრძვიან წინა ხაზზე, ასრულებენ მნიშვნელოვან დავალებებს ზურგში, ცდილობენ ყურადღება მიაქციონ ოჯახს და ოცნებობენ საკუთარი შვილების მშვიდობიან მომავალზე. პეშმერგას – ერაყის ქურთისტანის სამხედრო ფორმირებების 36 დანაყოფს შორის ეს ერთადერთი ქალთა ბატალიონია. მისი მეთაურიც ერთადერთი ქალი პოლკოვნიკია. ბატალიონის წევრებმა იციან, რომ ტყვედ არ უნდა ჩავარდნენ. უკიდურესი შემთხვევისთვის მათ ერთი ტყვია ყოველთვის საკუთარი თავისთვის აქვთ შენახული. ნახეთ ქეთი ბერაიას და ზაზა შუკვანის ექსკლუზიური რეპორტაჟი ერაყიდან.
წაკითხვა
სიუჟეტი
შრომითი უსაფრთხოება და სამწუხარო სტატისტიკა - რამდენად დაცულია ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
პრობლემა, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და დაშავების მიზეზი ხდება - შრომითი უსაფრთხოება. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს მაქსიმალურად უსაფრთხო შრომითი გარემო შეუქმნას, თუმცა ეს ვალდებულება რომ ყოველთვის არ სრულდება, ამაზე ნათლად მეტყველებს სამწუხარო სტატისტიკა. უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ერთი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი ინსპექცია მუშაობს, მაგრამ უწყებას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის ნებართვა აქვს და სანქციების გამოყენების საკითხი დამუშავების ეტაპზეა. თბილისში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს კი მონიტორინგს მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ რეპორტაჟის მომზადებისას მშენებლობებზე „მოამბის“ ჯგუფმა დარღვევები გადაიღო, ამბობენ, რომ დედაქალაქში გადაცდომები თითქმის არ ფიქსირდება.
წაკითხვა
სტუმარი
მერიის ახალი პროექტები - „მოამბის“ კითხვებს თბილისის მერმა უპასუხა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
დედაქალაქის მერიის ახალი პროექტები: არის თუ არა შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც ამ პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას უზრუნველყოფს, -„მოამბის“ კითხვებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
მერიის ახალი პროექტები - რა შენიშვნები აქვთ სპეციალისტებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
უკვე ცნობილია იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებასაც დედაქალაქის მერია 2016 წლის განმავლობაში აანონსებს. თეორიული ნაწილი დასრულებულია, ჯერი ახლა პრაქტიკულ სამუშაოებზეა. ნიკა მოლოდინაშვილი გაეცნო ამ პროექტებს და იმ კრიტიკულ პოზიციებსაც, რომელიც მათ განხორციელებას უკავშირდება. მთავარ დაბრკოლებად ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არარსებობა სახელდება, რომელზეც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა.
წაკითხვა
სტუმარი
MAP-ი და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები - „მოამბის“ კითხვებს თინა ხიდაშელმა უპასუხა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
საქართველოსთვის MAP-ის მონიჭებით გაიზრდება რუსეთისგან მომდინარე რისკების დონე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი რეალურად მოქმედებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებზე, - „მოამბის“ კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უპასუხა.
წაკითხვა
ინტერვიუ
რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ის ნაცვლად - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
MAP-ი ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელია, თუმცა ის არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რუსეთისგან
წაკითხვა
სიუჟეტი
„ფრონტერას“ სენსაციური განცხადება - რა კვლევებს ეყრდნობა კომპანია და რას მოუტანს ეს განაცხადი ქვეყანას
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ენერგოდამოუკიდებლობა. გასულ კვირას კომპანია „ფრონტერამ“ გააკეთა განაცხადი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი კახეთში, მიწის ქვეშ ტრილიონობით კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. შეესაბამება თუ არა ეს განცხადება სიმართლეს, ამის დადგენას რამდენიმე მილიარდი დოლარი სჭირდება. დარგის სპეციალისტების ნაწილი ქვეყანაში გაზის მასშტაბური საბადოს არსებობას გამორიცხავს, ნაწილი კი თვლის, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკურად დასუსტებულმა კომპანიამ ეს ნაბიჯი საკუთარი აქციების ფასის გაზრდისთვის გადადგა. დეტალებს რატი ხვისტანი არკვევდა. 
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 7 თებერვალი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
•  „ფრონტერას“ სენსაციური განცხადება - რა კვლევებს ეყრდნობა კომპანია და რას მოუტანს ეს განაცხადი ქვეყანას - რატი ხვისტანის სიუჟეტი; •  რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ის ნაცვლად - ქეთევან ქარდავას ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან; •   MAP-ი და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები - „მოამბის“ კითხვებს თინა ხიდაშელმა უპასუხა; • მერიის ახალი პროექტები - რა შენიშვნები აქვთ სპეციალისტებს, - ნიკა მოლოდინაშვილის რეპორტაჟი; • მერიის ახალი პროექტები - „მოამბის“ კითხვებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა; •
წაკითხვა
ანონსი
აპატურაი: საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს; ექსკლუზიური რეპორტაჟი ერაყიდან; „ფრონტერას“ სკანდალური განცხადება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 თებერვალი, 2016
•  ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო ვარშავის სამიტზე სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, რა მიზეზით ვერ თანხმდება ალიანსი MAP-ის საკითხზე? - როგორია სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის გზავნილი საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისთვის? ჯეიმს აპატურაის ექსკლუზიური ინტერვიუ დღეს, 7 თებერვალს, "მოამბეში" 20 საათზე. •  ვისი ხელით სიკვდილის ეშინიათ ყველაზე მეტად "დაიშის" წევრებს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ნომერ პირველ ძებნილად გამოცხადებული ქალბატონი. "სიკვდილის ანგელოზების" ბატალიონის გენერალი ნაიდა აჰმად რაშიდი. ქურთი მებროძოლი ქალების სამხედრო ბაზის კარი "მოამბისთვის" ექსკლუზიურად იღება. სპეციალური რეპორტაჟი ერაყიდან - ქალები ფრონტის წინა ხაზზე; • 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი - არის თუ არა საქართველო გაზის ყველაზე დიდი მარაგის მფლობელი რეგიონში? "ფრონტერას" სკანდალური განცხადება - რა კვლევებს ეყრდნობა კომპანია და რას მოუტანს ეს განაცხადი ქვეყანას და თავად
წაკითხვა
სიუჟეტი
თურქეთის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა - ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ისევ მწვავდება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
საჰაერო სივრცის დარღვევა ანკარასა და მოსკოვს შორის ვითარებას ისევ ძაბავს. სირიის საზღვართან მომხდარი მორიგი ფაქტი ვაშინგტონისა და ნატო-ს შეშფოთების მიზეზიც გახდა. თურქული მხარის მტკიცებით, რუსული ავიაგამანადგურებელი თურქეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და გაფრთხილებაზე რეაგირება არ ჰქონდა. პრეზიდენტი ერდოღანი, ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, მოსკოვს შესაბამისი ზომების მიღებით ემუქრება. ვაშინგტონი და ნატო კი რუსეთს სუვერენული ქვეყნის პატივისცემისკენ მოუწოდებენ. სალომე თორაძის სიუჟეტი.
წაკითხვა
სიუჟეტი
ოპერის თეატრის საზეიმო გახსნა - ისტორია და დღევანდელობა „მოამბის“ სიუჟეტში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პირველ სტუმრებს საზეიმო გახსნაზე უმასპინძლა. ისტორიული შენობა სრულად განახლდა და ძველი, მსოფლიოში განთქმული იერი დაიბრუნა. ოპერის ისტორია და დღევანდელობა - ნახეთ ვიკა ბუკიას სიუჟეტში.
წაკითხვა
სიუჟეტი
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე - ინტერვიუ ისრაელის ელჩთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. რატი ხვისტანმა საქართველოში ისრაელის ელჩი ჩაწერა, რომელიც დღემდე ცდილობს, საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლული ნათესავების შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს.
წაკითხვა
სტუმარი
ექსკლუზიური ინტერვიუ აგვისტოს ომის პროკურორთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
ჰააგაში დაწყებული გამოძიების მთავარი მიზანი ომის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაა. საქმის მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებასთან ყველა ითანამშრომლებს და უკვე არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ყველა დამნაშავე დაისჯება. ჰააგაში აგვისტოს ომის პროკურორთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი ქარდავამ ჩაწერა.
წაკითხვა
სტუმარი
ქართული დელეგაცია სტრასბურგში - რას პასუხობს აგრამუნტის განცხადებებს მანანა კობახიძე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პოზიცია: როგორ პასუხობს აგრამუნტის განცხადებებს საქართველოს მმართველი ძალა - „მოამბის“ კითხვებს ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
პედრო აგრამუნტის განცხადება - რამ გამოიწვია ქართველი დეპუტატების ნაწილის გაღიზიანება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წევრი დეპუტატები უმრავლესობიდან ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ. კანონმდებლების კრიტიკა პედრო აგრამუნტის პირველივე სიტყვაში, უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოსთან ერთად, პოლიტპატიმრად გიგი უგულავას მოხსენიებას მოჰყვა. თუმცა, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. პედრო აგრამუნტის კრიტიკული განცხადებები აქამდეც გაუკეთებია. ვნახოთ როგორია ევროპის სახალხო პარტიის ყოფილი თავმჯდომარის პოზიცია და როგორ პასუხობს მის განცხადებებს საქართველოს მმართველი ძალა.
წაკითხვა
სიუჟეტი
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე და ნაცისტებს გადარჩენილი ადამიანების მძიმე მოგონებები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ყველაზე გახმაურებული ისტორიული სასამართლო ნიუნბერგში გაიმართა. საერთაშორისო ტრიბუნალმა ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნებსა და მათ მოკავშირეებს პასუხი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის მოსთხოვა. ჰოლოკოსტი - გენოციდი, რომელსაც 6 მილიონი ებრაელის, ორი მილიონი ბოშისა და ამდენივე დატყვევებული სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მიზანმიმართული დევნის შედეგად, საკონცენტრაციო ბანაკებში ევროპაში მცხოვრები ებრაელების ნახევარზე მეტი მოკლეს. 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. საქართველოში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ოკუპირებული უკრაინიდან ნაცისტებს სასწაულებრივად გაექცა. ასევე, 89 წლის ალბერტ ისრაელი, რომელიც ოსვენციმის ბანაკში გატარებულ საშინელ დღეებს „მოამბესთან“ იხსენებს - ქეთი ბერაიას რეპორტაჟში.
წაკითხვა