საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
სიუჟეტი
აგვისტოს ომის გამოძიება - როგორია მოლოდინი და ჰააგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აუცილებლად თვლის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები შეისწავლოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს. ჰააგაში გამოძიება იმის დადგენას შეეცდება, რა სახის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი პირველი ივნისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით და ვინ არის პასუხისმგებელი. გამოძიების დაწყებით მოსკოვი უკმაყოფილოა. კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ისიც გახდა, რომ ამ საქმეში მხოლოდ ორი მხარეა - რუსეთი და საქართველო. სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები მტკიცებულებების მოსაპოვებლად ემზადებიან. მალე ისინი საქართველოში ჩამოვლენ და დაზარალებულებს გამოკითხავენ. მანამდე კი საოკუპაციო მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ჩავიდა. როგორია მოქალაქეების მოლოდინი და ჰააგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა - ნახეთ ლიკა ხურციძის რეპორტაჟში.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 31 იანვარი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
•  „მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ აგვისტოს ომის პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან; •  აგვისტოს ომის გამოძიება - როგორია მოლოდინი და ჰააგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა, - ლიკა ხურციძის სიუჟეტი.• ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე და ნაცისტებს გადარჩენილი ადამიანების მძიმე მოგონებები, - ქეთევან ბერაიას სიუჟეტში. • ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე - რატი ხვისტანის ინტერვიუ ისრაელის ელჩთან;• პედრო აგრამუნტის განცხადება - რამ გამოიწვია ქართველი დეპუტატების ნაწილის გაღიზიანება - ქეთევან ქარდავას რეპორტაჟი.• ქართული დელეგაცია სტრასბურგში
წაკითხვა
სტუმარი
მთავრობის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა - ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური რეფორმები, - ამ თემაზე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეკონომიკის მინისტრს ესაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ რეფორმის სხვადასხვა მიმართულებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და პროექტი მალე დასრულებულ სახეს მიღებს. რატომ ენიჭება უპირატესობა ესტონურ მოდელს, როგორია გათვლები და რა შედეგს ელოდება მინისტრი რეფორმის გატარებით, - დიმიტრი ქუმსიშვილი „მოამბესთან“ ინტერვიუში იმ მიზეზებსა და გათვლებზე საუბრობს, რის გამოც ეკონომიკური განვითარების წახალისებისთვის საქართველოში ესტონური მოდელის დანერგვა იგეგმება.
წაკითხვა
სიუჟეტი
ენობრივი ბარიერი - მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა პრობლემები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
საკითხი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აწუხებთ - მარნეულის მცხოვრებთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა. ამის გამო, მოქალაქეებს უჭირთ დასაქმება, უმაღლესი განათლების მიღება და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა. რა იწვევს და როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა, - ვიკა ბუკია ჩავიდა მარნეულში და ადგილობრივებთან ერთად, განათლების სამინისტროს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებიც გამოკითხა.
წაკითხვა
სტუმარი
რა მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს ქართულ-ირანული ურთიერთობები - ირანის ელჩმა „მოამბის“ კითხვებს უპასუხა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
ირანის დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე: რა მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს ქართულ-ირანული ურთიერთობები, - ამ თემაზე ირანის ელჩმა „მოამბის“ სტუდიაში ისაუბრა.
წაკითხვა
სიუჟეტი
ირანის დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე და გლობალური ეკონომიკა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევების ფონზე, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ირანი ბრუნდება და აქტიურ მოქმედებაზეც გადადის. სანქციების მოხსნის შემდეგ, თეირანი საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ფუნქციის დაბრუნებას ცდილობს. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ირანში ინვესტიციების განსახორციელებლად მზად არიან. თეირანში უკვე ჩავიდა ჩინეთის პრეზიდენტი.
წაკითხვა
სიუჟეტი
ნავთობის ფასის ისტორიული მინიმუმი - დგას თუ არა მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის წინაშე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
დგას თუ არა მსოფლიო მორიგი ეკონომიკური რეცესიის წინაშე - ნავთობზე ფასის დაცემამ შავი ოქროს მომპოვებელ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თუ ბარელი 25 დოლარამდე ჩამოვიდა, რუსეთს დეფოლტი ემუქრება, ჩვენს მეორე მეზობელს - აზერბაიჯანს კი, მანათის გაუფასურებასთან ერთად, ბიუჯეტის შევსების პრობლემა ექმნება. ამ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, ექსპერტების აზრით, აუცილებლად ნეგატიურად აისახება საქართველოზე. რატომ ეცემა ნავთობის ფასი, რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საკუთარი რესურსით ირანი უბრუნდება - ნავთობის გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებში ნიკა მოლოდინაშვილი გაგვარკვევს.
წაკითხვა
სტუმარი
ლარის გაუფასურების მიზეზები და მთავრობის ხედვა - „მოამბის“ ინტერვიუ ნოდარ ხადურთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - რას ასახელებს მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის მიზეზად, მოსალოდნელია თუ არა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას - ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა „მოამბის“ შეკითხვებს.
წაკითხვა
სიუჟეტი
ლარის გაუფასურება გრძელდება - რას ასახელებენ მთავარ მიზეზებად პოლიტიკოსები და ექსპერტები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს გასცდა: ახალი წლის შემდეგ, ცენტრალურმა ბანკმა ორი ინტერვენცია განახორციელა. პირველი 20 მილიონი და მეორე 20 მილიონი დოლარის გაყიდვამ კურსი ვერ შეინარჩუნა. მთავრობა თვლის, რომ ქვეყნის შიდა ფაქტორებს ლარზე გავლენა არ აქვს და კურსის ცვლილება საგარეო რყევების ბრალია, რასაც არ ეთანხმება ექსპერტების ნაწილი და ოპოზიცია. ლარის გაუფასურების ტენდენციას ქეთი ბერაია გაგაცნობთ. ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური რეფორმები - როგორია ესტონური მოდელი და რა მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წახალისებისთვის მთავრობა რეფორმებს აანონსებს. ამ რეფორმების შედეგად, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მოიმატოს, უნდა გაჩნდეს ახალი და გაძლიერდეს არსებული ბიზნესი. გიორგი კვირიკაშვილი ესოტნური მოდელის გადმოღებას გეგმავს, რაც რეინვესტირების შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. კონკრეტულად რა არის ესტონური მოდელი, რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენი საგადასახადო სისტემა, რას მოუტონს ის ეკონომიკას, - ეს იმ კითხვების ნაწილია, რომლებიც პრემიერის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ გაჩნდა. მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზებაზე და გადაწყვეტილების მიღებაში ბიზნესის მეტ ჩართულობაზეც მუშაობს. სიახლეებია მოსალოდნელი საგადასახადო ადმინისტრირებაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ცვლილებებს ითხოვს ბიზნესი, რომელიც პრობლემებზე ღიად საუბრობს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ესტონურ მოდელს ეკონომისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ესაუბრა.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 24 იანვარი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 24 იანვარი, 2016
•  რაგბის კავშირს გოჩა სვანიძე უხელმძღვანელებს;•  ISIS-ის რიგებში მებრძოლი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა;•  მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური რეფორმები - როგორია ესტონური მოდელი და რა მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს;•   ლარის გაუფასურება გრძელდება - რას ასახელებენ მთავარ მიზეზებად პოლიტიკოსები და ექსპერტები;ლარის გაუფასურების მიზეზები და მთავრობის ხედვა - „მოამბის“ ინტერვიუ ნოდარ ხადურთან;•  ირანის დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე და გლობალური ეკონომიკა - რა მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს ქართულ-ირანული ურთიერთობები - ირანის ელჩმა „მოამბის“ კითხვებს უპასუხა;•  ენობრივი ბარიერი - მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა პრობლემა;•  მთავრობის ახალი ეკონომიკური პ
წაკითხვა
ანონსი
კვირას, 24 იანვარს, 20:00 საათზე - „მოამბე“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 იანვარი, 2016
ლარის გაცვლითი კურსი ისტორიულ მინიმუმზე. რა გეგმა და პასუხი აქვს მთავრობას - ნოდარ ხადური კვირის "მოამბეში";ესტონური მოდელი საქართველოსთვის. როდის დასრულდება საკანონმდებლო პაკეტი და უპასუხებს თუ არა დაგეგმილი ცვლილებები რეგიონის ეკონომიკურ გამოწვევებს - დეტალებით ვიცეპრემიერი; დაბრუნება ნავთობის გლობალურ ბაზარზე. ირანის მთავარი პრიორიტეტები და ინტერესი კავკასიის რეგიონში - აბას თალებიფარი ირანის ელჩი საქართველოში  - კვირას, 24 იანვარს, 20:00 საათზე
წაკითხვა
სიუჟეტი
ქართული თეატრის დღემდე უცნობი მემკვიდრეობა „მოამბის“ ობიექტივში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
ანტიკური ხანიდან პირველ წარმოდგენამდე - სიუჟეტი ქართული თეატრის ისტორიის შესახებ, რომლის დღეც 14 იანვარს აღინიშნა. ფართო საზოგადოებისთვის თეატრის დღემდე უცნობ მემკვიდრეობას ვიკა ბუკია გაგაცნობთ. 
წაკითხვა
სიუჟეტი
დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი - 25 წელი ვილნიუსის ტრაგედიიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი და ერთობით მოპოვებული თავისუფლება - ვილნიუსის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 13 იანვარი ლიტვის ისტორიაში ისეთივე თარიღია, როგორიც საქართველოში 9 აპრილი. საკუთარი უფლების დასაცავად მოქალაქეების მიერ მოწყობილ მშვიდობიან პროტესტს კრემლმა ტანკები და სპეციალური სამხედრო დანაყოფები დაუპირისპირა. შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 1000-მდე კი დაშავდა. ტრაგიკული მოვლენების მონაწილეებს, ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებს ვილნიუსში რატი ხვისტანი შეხვდა.
წაკითხვა
სიუჟეტი
ბრძოლა ტერორიზმთან და გეოპოლიტიკური ინტერესები სირიაში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო პროტესტი უკვე 5 წელია ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური სისხლიანი კონფლიქტით გრძელდება. საკუთარი სახლები, გაერო-ს მონაცემებით, მილიონობით ადამიანმა დატოვა. მსხვერპლის რაოდენობა კი უკვე დიდი ხანია გასცდა ასი ათასს. „ისლამური სახელმწიფო“ დღეს მსოფლიო უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევაა, თუმცა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გაერთიანებული თუ ცალკე მოქმედი სახელმწიფოები სირიაში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებისთვისაც იბრძვიან. ამ ინტერესების ჩახლართული ქსელი ნიკა მოლოდინაშვილმა გაშალა.
წაკითხვა
სიუჟეტი
როგორ იმოქმედებს სანქციების გაუქმება ირანზე და მსოფლიო ეკონომიკაზე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები მოუხსნეს. სანქციების გაუქმების საკითხს ვრცელი განცხადებით უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. რისი საშუალება ეძლევა ახლა ირანს, როგორ იმოქმედებს სანქციების გაუქმება ამ ქვეყნის და მსოფლიო ეკონომიკაზე - ნიკა მოლოდინაშვილი მუშაობდა თემაზე.
წაკითხვა
სიუჟეტი
სირიელი დევნილების ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად და უდაბნოში გაშენებული ბანაკები „მოამბის“ ობიექტივში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
სირიის მოქალაქეებმა კონფლიქტის დაწყებისთანავე, სიცოცხლის გადასარჩენად, მეზობელ იორდანიას მიაშურეს. უდაბნოში გაშენებული ბანაკები ქართველი ჟურნალისტებიდან პირველებმა ქეთი ბერაიამ და ლევან ქართველიშვილმა გადაიღეს.
წაკითხვა
სიუჟეტი
როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ სია მომავალი არჩევნებისთვის
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
„გაზპრომის“ საკითხმა მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ რუსული ენერგოგიგანტის მოთხოვნა საქართველოსთვის წამგებიანია. თუმცა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხზე უფრო მეტად დეპუტატების კონკრეტული ჯგუფი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებამ შეაშფოთა, რომელმაც თქვა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები ისე ჭარბად, როგორც დღეს, აღარ იქნებიან წარმოდგენილი. როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ სია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, თუ რა უნდა გააკეთონ არჩეულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ.
წაკითხვა
სტუმარი
„გაზპრომის“ პირობა და ქართული მხარის პოზიცია - რატომ უნდა დათანხმდეს საქართველო კომპანიის შემოთავაზებას
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
სიუჟეტი
„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები და პასუხგაუცემელი კითხვები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 იანვარი, 2016
კვირისა და ბოლო რამდენიმე თვის მთავარი თემა - „გაზპრომი“: თბილისში კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო ამ საკითხზე განმარტებებს აღარ აკეთებს. კამერების წინ აღარც მინისტრი კალაძე გამოჩენილა, მაგრამ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება. რა და როგორ ხდება საქართველოს გაზმომარაგებაში - ნიკა მოლოდინაშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ.
წაკითხვა