საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
სიუჟეტი
ე.წ თორდია-ფარცხალაძის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება და როგორია მხარეთა პოზიციები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
ვინ და რატომ სცემა გენერალურ აუდიტორს? -13 მაისის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, ამ დრომდე უცნობია. გამოძიება კომენტარისგან თავს იკავებს. ლაშა თორდია თავდასხმაში კვლავ ოთარ ფარცხალაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს ადანაშაულებს. უნდობლობა გამოძიებას და მხარეთა საჯარო ურთიერთბრალდებები. ყოფილი მთავარი პროკურორი გენერალური აუდიტორის ცუდ სიმთვრალეზე საუბრობს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი კი აუდიტის მიერ მოკვლეული დოკუმენტების გასაჯაროებას გეგმავს, რომლითაც მისი პოზიციით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოიკვლიოს შესაძლო კორუფციული გარიგების ნიშნები თბილისის მერიასა და იმ კომპანიას შორის, რომელსაც დღეს ოთარ ფარცხალაძე ფლობს. დოკუმენტების გასაჯაროება მომდევნო ორ დღეში იგეგმება მანამდე კი მთელი ყურადღება ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებისკენ არის მიპყრობილი. სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმაც. 
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 21 მაისი/ 2017/ Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 მაისი, 2017
#მოამბე - კვირის შემაჯამებელი გამოშვება #საზოგადოებრივი  ➡  ე.წ თორდია-ფარცხალაძის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება და როგორია მხარეთა პოზიციები/➡  რატომ გეგმავს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას და რას გამოიწვევს აღნიშნული პროცესი/➡  მცოცავი ოკუპაცია - ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის სკანდალური განცხადება და ოფიციალური თბილისის პროტესტი/➡  რამდენად დაცულია საქართველოში დასაქმებულთა უფლებები - როგორ მუშაობს შრომის ინსპექცია/➡  კალათბურთში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს/ ➡  როგორ აღინიშნა მიხეილ ბულგაკოვის 126 წლის იუბილე - რეპორტაჟი კიევიდან.  
წაკითხვა
სტუმარი
რა გამოწვევების წინაშე დგას ემანუელ მაკრონი - ინტერვიუ პაატა ქურდაძესთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე მოამბის კითხვებს პასუხობს.  
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა - რეპორტაჟი პარიზიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
ნაპოლეონ ბონაპარტის შემდეგ, საფრანგეთის სადავეებს ხელში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იღებს. ელისეს სასახლე მომდევნო 5 წლით ემანუელ მაკრონიმ დაიკავა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ყურადღების ცენტრშია ახალი პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონიც, რომელსაც როგორც ცნობილია, სასახლეში სპეციალური სტატუსი და გავლენა ექნება. ფრანგები მაკრონის გადაწყვეტილებების მოლოდინში არიან. მათ შორის ისინიც ვინ ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი სტატუსი ავანსად მიიღო. ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს უფლებამოსილება უკვე გადასცა. ახალი პრეზიდენტის პირველი დღე ზუსტად ისეთივე გამოდგა, როგორიც წინამორბედის. პარიზიდან დეტალებით ქეთი ქარდავა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ოთარ ფარცხალაძე - კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად გთავაზობთ: „მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თოდრიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა. როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ, იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს. მთავარი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ მე მზად ვარ, სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ კამპანია, რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. რაც შეეხება იმ  განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა, თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს. საზოგადოებამ  მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია, აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ, რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორობის თანადებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სე
წაკითხვა
ინტერვიუ
საკონსტიტუციო რეფორმის მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები - ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
ეკონომიკური თავისუფლების აქტი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც პარლამენტის სპიკერს ინტერვიუში გიორგი გვიმრაძე ესაუბრება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში 94-ე მუხლი რომ არ ყოფილიყო, მის დამატებაზე უმრავლესობა დღეს არც კი იფიქრებდა, მაგრამ ჩანაწერის ამოღება, რომელიც გადასახადების გაზრდას რეფერენდუმით გულისხმობს, შესაძლოა, ნეგატიურ ფაქტორად აღიქვან ინვესტორებმა. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იმ არგუმენტებზეც საუბრობს, რომელთა გამოც უნდა აიკრძალოს საარჩევნოდ პოლიტიკური ბლოკების შექმნა, თუმცა კობახიძეს უჭირს იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს ცვლილების შემდეგ პარტიების ასპარეზობის ველი. იხილეთ სრული ვერსია.
წაკითხვა
სიუჟეტი
საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი - აზრთა სხვადასხვაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტის წინაშე დოკუმენტი, შესაძლოა, კიდევ გარკვეული ცვლილებებით წარდგეს დასამტკიცებლად. საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან. უმრავლესობა აცხადებს, რომ საერთაშორისო სპეციალისტების რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებს. ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, უკვე შემუშავებულ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს იწუნებენ მმართველი გუნდის წევრებიც, ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატები. აზრთა სხვადასხვაობა კი კონსტიტუციის პროექტის რამდენიმე თავს ეხება. დაწვრილებით ამ თავებისა და შეთავაზებული ცვლილებების შინაარსის შესახებ შორენა ხვიჩიას სიუჟეტში გაიგებთ.
წაკითხვა
სიუჟეტი
როგორ აფასებს მოსახლეობა საკონსტიტუციო რეფორმის სახალხო განხილვას - რეპორტაჟი რეგიონებიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
თბილისში საყოველთაო სახალხო განხილვა სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გამართულიყო, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დარბაზი შეიცვალა. განხილვა ხვალ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება.   რამდენად ამომწურავი იყო პასუხები, რომლებიც მოქალაქეებმა საყოველთაო განხილვაზე მიიღეს?  მოამბე კვირას იმ ქალაქების მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც ქვეყნის უზენაეს კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.  საზოგადოების აზრი ვიკა ბუკიამ მოისმინა.
წაკითხვა
სიუჟეტი
საკონსტიტუციო რეფორმა - როგორ წარიმართა პროექტის სახალხო განხილვა საქართველოს მასშტაბით
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
კამათი არ წყდება არც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. დაგეგმილი სიახლეები მოქალაქეებს დღეს საჯარო განხილვაზე რუსთავში გააცნეს. პროცესი საბოლოოდ ხვალ თბილისში უნდა დასრულდეს. მთავარი სადავო მიმართულებები კი თითქმის ყველგან უცვლელია. როგორ წარიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვების პროცესი საქართველოს რეგიონებში? ქეთი ქაშაკაშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
სოფელ მუგუდაში მაღალი ძაბვის ელექტრომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
ჭართალისა და ფასანაურის შემდეგ, ბუშეთის რაიონის მცხოვრებლები სოფელ მუგუდაში მაღალი ძაბვის ელექტრომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სასაფლაოს სიახლოვეს ანძების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას. კომპანია ენერგო ტრანსში აცხადებენ, რომ სამუშაოები საფლავებს საფრთხეს არ უქმნის, ძველი ნამარხების აღმოჩენის შემთხვევაში კი გადასვენების შესაბამისი პროცედურები ამოქმედდება.  მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
სიუჟეტი
დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმები - როდის დაიწყება საწარმოებზე მონიტორინგი და რას ითხოვენ მაღაროელები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
ეს არ არის პირველი შემთხვეევა, როდესაც დასაქმებულები სამუშაოს შესრულებისას იღუპებიან, თუმცა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით იქმნება მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომელმაც საწარმოები უნდა შეამოწმოს. პროფკავშირები კი შრომის ქმედითი ინსპექციის შექმნას უკვე დიდი ხანი ითხოვენ. მომხდარ  შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ამ მუხლით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 280-მდე საქმე აღიძრა. სასამართლომდე მხოლოდ 20 მივიდა, თავისუფლების აღკვეთით კი ოთხი პირი დაისაჯა.
წაკითხვა
სიუჟეტი
ტყიბულში დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
ტყიბული ტრაგიკულად დაღუპულ მაღაროელებს დაემშვიდობა. მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს დაღუპული ოთხი მეშახტე - ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე დღეს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე მეშახტეების გასაცილებლად, ტყიბულში პროფკავშირების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურ მანგანუმში დასაქმებულები ჩავიდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა ტრაგედია პრემიერ-მინისტრმა. ტყიბულში ირმა ჭოლაძე მუშაობდა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
დაპირისპირება ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის - რა დეტალებს მიაკვლია აუდიტის სამსახურმა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ დრომდე დუმს. ქვეყნის მოქმედი გენერალური აუდიტორი კი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პირდაპირ ადანაშაულებს. ღამის კლუბ ელ ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას ლაშა თორდია მის საქმიანობას უკავშირებს. დაშავებულის ინფორმაციით, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ოთარ ფარცხალაძე უკმაყოფილო იყო თბილისის მერიაში აუდიტის სამსახურის მუშაობით. ლაშა თორდიას თქმით, მისმა სამსახურმა საინტერესო დეტალებს მიაკვლია მიწის იმ ნაკვეთებთან მიმართებაში, რომლებიც სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორის საკუთრებაშია.  რა ქონებაზე შეიძლება იყოს საუბარი და როგორ განვითარდა მოვლენები ღამით, რომლის შემდეგაც, საქართველოს გენერალური აუდიტორი საავადმყოფოში მოხვდა - დეტალების დადგენას სალომე ქოქიაშვილი შეეცადა. 
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 14 მაისი/ 2017/ Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
• „მოამბე“ - კვირის შემაჯამებელი გამოშვება #პირველიარხი • რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის - რა დეტალებს მიაკვლია აუდიტის სამსახურმა• ტყიბულში დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს• დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმები - მთავრობის გადაწყვეტილებით, საწარმოებზე მონიტორინგი დაიწყება• სოფელ მუგუდაში მაღალი ძაბვის ელექტრომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ• საკონსტიტუციო რეფორმა - როგორ წარიმართა პროექტის სახალხო განხილვა საქართველოს მასშტაბით• როგორ აფასებს მოსახლეობა საკონსტიტუციო რეფორმის სახალხო განხილვას - რეპორტაჟი რეგიონებიდან• საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი - აზრთა სხვადასხვაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე•
წაკითხვა
სიუჟეტი
კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
კიევში ევროვიზია 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციულად, საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე, ევროფესტივალის მონაწილეებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან. 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, საქართველოს წელს თამარა გაჩეჩილაძე წარადგენს. საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მომღერალი წითელ ხალიჩაზე გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე უკვე წარდგა. ქართველი მომღერალი ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს მეორე ნომრად გამოვა. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ყვავილების ორთაბრძოლა - როგორ აღნიშნავენ გაზაფხულს ესპანეთის ქალაქ კორდობაში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
გადაცემის მიწურულს ქეთევან ბერაია ბრძოლაში გეპატიჟებათ. ბრძოლაში, რომელიც სამხრეთ ესპანეთის ულამაზეს ქალაქ კორდობაში შედგა. ანდალუსიაში გაზაფხულის დღესასწაულებს ზეიმობენ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილების ბრძოლაა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ირბინე მსოფლიოსთან ერთად - კახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
საერთაშორისო მარათონი, რომელშიც საქართველოში 5 000 მოქალაქე ჩაერთო. მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციასთან ერთად, დღეს, სიცოცხლის გადასარჩენად კახეთში მსოფლიო რბენა გაიმართა.საქველმოქმედო რბენაში პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებისთვის წელს სპეციალური კუთხეები მოაწყო. მაუწყებლის სხვა თანამშრომლებთან ერთად მსოფლიო რბენში ნინო გაბელიაც ჩაერთო. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ევროკავშირის 60 წლიანი ისტორია დაარსებიდან დღემდე, კრიზისი და გამოსავალი - როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
როგორ ხვდება ევროკავშირი 60 წლის იუბილეს. შიდა პოლიტიკური კრიზისი, ე.წ ბრექსიტი და საუბარი გაერთიანების მასშტაბურ
წაკითხვა
სიუჟეტი
ღამით ხმაურზე, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს - მოსახლეობის პროტესტი და კანონმდებლების ინიციატივა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
საქართველოში აკრძალული, მაგრამ დღემდე არარეგულირებადი პრობლემა - ხმაური. 2001 წელს, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით, ქვეყანაში განსაზღვრულია ადგილები სადაც ხმაური იკრძალება, ასევე დადგენილია მისი ზედა ზღვარი. თუმცა დამრღვევი, რომელმაც შეიძლება ღამით ან დღისით ძილი, ან თუნდაც თქვენი დაწესებულების სტუმრები დააფრთხოს, არ დაჯარიმდება.პარლამენტი უკვე ორი წელია ვერ ახერხებს სანქციების კანონზე შეთანხმებას. კანონპროექტი, რომელიც საკრებულომ მოამზადა ორჯერ ჩავარდა. ხმაური კი გრძელდება. გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რა თავისებურებებით ხასიათდება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ორ საათში დასრულდება. ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფოს პირველი ქალი ან პირველი ცენტრისტი მეთაური ეყოლება.პრეზიდენტის ინსტიტუტის თითქმის საუკუნე-ნახევრიანი არსებობის განმავლობაში, წლევანდელი არჩევნები უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა. როგორია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია და რა თავისებურებები გამოვლინდა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის არსებობის 70-წლიან ისტორიაში?!
წაკითხვა