საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
პირდაპირი რეპორტაჟი
საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს - ვინ ლიდერობს არჩევნების მეორე ტურში - რეპორტაჟი პარიზიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
ორი საათი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე. ქვეყანა არჩევანს ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის აკეთებს. ფრანგების გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ელოდება. ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი პრეზიდენტობის შემთხვევაშიც ევროკავშირის დატოვებას გეგმავს. მაკრონი კი გაერთიანების გაძლიერებაზე და რეფორმებზე საუბრობს. უკვე ცნობილია არჩევნების წინასწარი შედეგები. ეგზიტპოლების მონაცემებს ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაწვრილებით ინფორმაციას პარიზიდან ქეთევან ქარდავა გაგვაცნობს.
წაკითხვა
სიუჟეტი
საქართველო ევროპის კვირეულს მასპინძლობს - რა ღონისძიებები იგეგმება 14 მაისამდე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
საქართველო ევროპის კვირეულს მასპინძლობს. 5 მაისიდან დაწყებული აღნიშვნა ქვეყანაში 14 მაისამდე გაგრძელდება. სხვადასხვა სახის ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში იმართება. თბილისშია ჩამოსული ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ღონისძიებებს რიყის პარკში ესწრება. ევროპის მოედანზეა მარიამ სეთურიძე. 
წაკითხვა
სტუმარი
არჩილ თალაკვაძე: ახალი კონსტიტუცია სამართლიანობის, ადამიანის უფლებების და ბალანსის დაცვის გარანტი იქნება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მოამბეში საუბრობს. 
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად - 7 მაისი, 2017 / Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
• ქუთაისი, ამბროლაური, ჩოხატაური -როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა• არჩილ თალაკვაძე: ახალი კონსტიტუცია სამართლიანობის, ადამიანის უფლებების და ბალანსის დაცვის გარანტი იქნება• საქართველო ევროპის კვირეულს მასპინძლობს - რა ღონისძიებები იგეგმება 14 მაისამდე• საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს - ვინ ლიდერობს არჩევნების მეორე ტურში - რეპორტაჟი პარიზიდან• რა თავისებურებებით ხასიათდება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები• შიდა პოლიტიკური კრიზისი, ე.წ ბრექსიტი და შესაძლო რეორგანიზება - როგორ ხვდება ევროკავშირი 60 წლის იუბილეს• ღამით ხმაურზე, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს - მოსახლეობის პროტესტი და კანონმდებლების ინიციატივა• ირბინე მსოფლიოსთან ერთად - კახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართა• ყვავილების ორთაბრძოლა - როგორ აღნიშნავენ გაზაფხულს ესპანეთის ქალაქ კორდობაში• კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა
წაკითხვა
სიუჟეტი
ქუთაისი, ამბროლაური, ჩოხატაური -როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 მაისი, 2017
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების სახალხო განხილვა გრძელდება. სამი რაუნდი უკვე შედგა. უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებების შინაარსი ხვალ ბათუმში უნდა განიხილონ. სავარაუდოდ, ხვალიდან პროცესში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთვება, რომელიც როგორც ცნობილია, ინიციატივების ნაწილს იწუნებს.როგორ მიმდინარეობს საყოველთაო-სახალხო განხილვა - რატი ხვისტანი განავრცობს თემას.
წაკითხვა
სიუჟეტი
„ქოლგა თბილისი ფოტო" 5 მაისს საზეიმოდ გაიხსნება - რა ღონისძიებებს მოიცავს ფოტოფესტივალი
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
5 დან 11 მაისის ჩათვლით დედაქალაქი ტრადიციულ ფოტოფესტივალს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მონაწილეებს და დამთვალიერებელს სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეულ ნამუშევრებს წარუდგენს. გამარჯვებულების გამოვლენის გარდა, ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებები წელსაც გაიმართება. 
წაკითხვა
სიუჟეტი
საქართველო ახალგაზრდა მორაგბეთა პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო ახალგაზრდა მორაგბეთა ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს.  ჩემპიონატის დაწყებამდე მთავარი ჯილდო საქართველოში მოგზაურობს. ყველაფერი გურიაში, ტრადიციული ლელობურთის დროს შუხუთში დაიწყო, შემდეგ კი სვანეთში და სამეგრელოში გაგრძელდა.  მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ტროფი ტურში. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ხელფასი გენდერის მიხედვით - ქალებსა და კაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობის მიზეზები და საქსტატის მონაცემები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
შეიძლება თუ არა გენდერი განსაზღვრავდეს ხელფასის ოდენობას? საქსტატის მონაცემებით, საქართველოში კაცები უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე ქალები. რა იწვევს ამ განსხვავებას უცნობია. სპეციალიზებული კვლევა ამ მიმართულებით ქვეყანაში არ ჩატარებულა. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლები დისკრიმინაციაზე საუბრობენ, რომელიც კანონით უნდა აღმოიფხვრას. 
წაკითხვა
სიუჟეტი
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე - როგორია აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
პრეზიდენტობის პირველი ასი დღე და რეიტინგის ისტორიულად დაბალი ნიშნული. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პირველი პირის რანგში თვლის, რომ მისი ადმინისტრაციის მუშაობის პირველი სამი თქვე ყველაზე წარმატებულია. თეთრი სახლის დაკავების შემდეგ შტატების 45-ე პრეზიდენტმა საკუთარი პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. ურთიერთობა მოსკოვთან, სირიის სამთავრობო პოზიციების დაბომბვა, ყველაზე დიდი არაბირთვული ჭურვის აფეთქება ავღანეთში და შტატების საზღვაო ძალების მობილიზება კორეის ნახევარკუნძულთან, -  ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქმედებების, რომელთა გამოც, დონალდ ტრამპის პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების შეფასების მთავარ ობიექტად რჩება. 
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
ე.წ. ბრექსიტის პროცედურები - რა მეთოდებსა და პრინციპებზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ლიდერები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
სტრასბურგის შემდეგ ბრიუსელი და საუბარი დიდ ბრიტანეთზე დიდი ბრიტანეთის გარეშე. ევროკავშირის ლიდერები იმ პრინციპებსა და მეთოდებზე შეთანხმდნენ თუ როგორ უნდა წარიმართოს ბრექსიტი. პროცესი, რომელიც როგოც თავად ამბობენ, მათი მიზეზითა და სურვილით არ დაწყებულა. ევროგაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლა ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია. მოლაპარაკებები 8 ივნისის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ამჯერად აღარ მიუწვევიათ. ტერეზა მეის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია დაუსწრებლად გააცნეს. რამდენად პრინციპულია ევროკავშირი ე.წ. ბრექსიტზე - ქეთევან ქარდავა თემის დეტალებით.
წაკითხვა
სიუჟეტი
ბრალდებები პედრო აგრამუნტის მისამართით - დატოვებს თუ არა თანამდებობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
პირველად ევროსაბჭოს არსებობის ისტორიაში მის პრეზიდენტს დეპუტატებმა უნდობლობა გამოუცხადეს. პედრო აგრამუნტის მისამართით ბრალდებების ნიაღვარი არ წყდება. „მან ევროპული ღირებულებები შეურაცხყო, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოს“- ასეთია ევროსაბჭოს წევრების პოზიცია. მათ შორის თავად სახალხო პარტიის წარმომადგენლების, რომლებიც პარტიიდან აგრამუნტის გარიცხვასაც გეგმავენ. უპრეცედენტო სკანდალი და შემზღუდავი ზომები სირიაში ბაშარ ასადთან აგრამუნტის შეხვედრას მოყვა. მიშა ფეიქრიშვილი განავრცობს თემას. 
წაკითხვა
სიუჟეტი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა - მოსამართლის მწვავე კრიტიკა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარანტია კონსტიტუციაში უცვლელად რჩება, თუმცა ამ ღირებულებისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ინიციატივა. მოსამართლეები მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკისა და შეურაცხყოფის გამიჯვნას და ამ უკანასკნელისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ქეთი ქაშაკაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
სტუმარი
ცვლილებები კონსტიტუციაში - რა დატვირთვა აქვს პროექტის სახალხო განხილვას და როგორია კონსტიტუციონალისტების მოლოდინები - ვახუშტი მენაბდე #მოამბეში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
რა ხარვეზები აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მოამბის კითხვებს პასუხობს. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რა იცვლება კონსტიტუციაში - უზენაეს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიმოხილვა #მოამბეში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
2017 დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაში შეიძლება კიდევ ერთი ისტორიული წელი გახდეს. ქვეყანაში კონსტიტუცია იცვლება. უზენაეს კანონში საკონსტიტუციო კომისიამ 50-ზე მეტი ცვლილება მოამზადა. მათი ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. დოკუმენტი ორშაბათს პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს, შემდეგ ვენეციის კომისიას. დაიწყება სახალხო განხილვები და საბოლოოდ დამტკიცების პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში. სადავო მუხლებსა და უზენაეს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ნახეთ რატი ხვისტანის სიუჟეტი.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 30 აპრილი/ 2017/ Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 30 აპრილი, 2017
კვირის შემაჯამებელი გამოშვება #საზოგადოებრივი  #პირველიარხი • რა იცვლება კონსტიტუციაში - უზენაეს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიმოხილვა #მოამბეში• ცვლილებები კონსტიტუციაში - რა დატვირთვა აქვს პროექტის სახალხო განხილვას და როგორია კონსტიტუციონალისტების მოლოდინები - ვახუშტი მენაბდე #მოამბეში• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა - მოსამართლის მწვავე კრიტიკა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს• ბრალდებები პედრო აგრამუნტის მისამართით - დატოვებს თუ არა თანამდებობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი• ე.წ. ბრექსიტის პროცედურები - რა მეთოდებსა და პრინციპებზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ლიდერები• დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე - როგორია აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკა• ხელფასი გენდერის მიხედვით - ქალებსა და კაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობის მიზეზები და საქსტატის მონაცემები• საქართველო ახალგაზრდა მორაგბეთა პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს• „ქოლგა თბილისი ფოტო" 5 მაისს საზეიმოდ გაიხსნება - რა ღონისძიებებს მოი
წაკითხვა
სიუჟეტი
გამორჩეული პრემიერა - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „კარმენი“ დაიდგა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
გამორჩეული პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. თბილისელი მაყურებლის წინაშე ჟორჟ ბიზეს კარმენი გათამაშდა. ლევან წულაძის თამამი ცვლილებები სცენოგრაფიაში და ოპერის ქართველი მსოფლიო ვარსკვლავის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული მთავარი პარტია. მარიკა შალიკაშვილის და აკაკი გურგენიშვილის სიუჟეტი.  
წაკითხვა
სიუჟეტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. გუნდური ასპარეზობის ფინალში, ირაკლი ცირეკიძის გუნდი შარშანდელის მსგავსად, წელსაც რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ტიტული შეინარჩუნა. მანამდე კი ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა, თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 
წაკითხვა
სიუჟეტი
„ღირსეული სიბერე“- საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემები და ომბუდსმენის რეკომენდაციები მთავრობას
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
განვითარებული ქვეყნების პენსიონერი მოქალაქეები საერთაშორისო პასპორტს აქტიურად იყენებენ. მოგზაურობა მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშით კი, ჩვენთან ხანდაზმულები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. არათუ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ხშირად მოხუცებს სახლიდან გასვლაც  კი უჭირთ. ომბუდსმენი საკუთარ ანგარიშში ყურადღებას რამდენიმე პრობლემურ მიმართულებაზე ამახვილებს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალადობა, მიზნობრივი პროგრამების არ არსებობა. პრობლემა ბევრია, თუმცა საბედნიეროდ არიან მოქალაქეები რომლებიც საკუთარ თავთან ერთად, სხვებზეც აქტიურად ზრუნავენ. ამის ჯერჯერობით ერთადერთი კარგი მაგალითი ქობულეთში მოქმედი ასოციაცია ღირსეული სიბერეა. ის თავის დროზე 85 წლის ტატიანა სირაძემ დააფუძნა და ახლა ევროკავშირის დაფინანსებით უზრუნველყოფს ხანდაზმულების აქტიურ ცხოვრებას. ქობულეთში ქეთევან ბერაია და გიორგი ჯაფარიძე ჩავიდნენ.
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს - ვინ ლიდერობს საპრეზიდენტო მარათონში-რეპორტაჟი პარიზიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
პირველი ტურის პირველი წინასწარი მონაცემები უკვე ვრცელდება. ვინ ლიდერობს საპრეზიდენტო მარათონში -  ქეთევან ქარდავა ისაუბრებს პარიზიდან. 
წაკითხვა
სიუჟეტი
არჩევნები საფრანგეთში - ელისეს სასახლეში მოსახვედრად 11 კანდიდატი იბრძვის
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
საფრანგეთში საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე ოდნავ ნაკლები დრო რჩება.ხმების დათვლის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იბრძოლებს მეორე ტურში 11 კანდიდატიდან ელისეს სასახლეში მოსახვედრად. 
წაკითხვა