საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
სიუჟეტი
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი შეიძლება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გახსნას - ქართული პასპორტი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
ევროპის 30 სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი შეიძლება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გახსნას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკება ამის შესახებ აქტიურ ფაზაშია. მანამდე ცნობილი ხდება, რომ ვიზალიბერალიზაცია ქართული პასპორტის საერთაშორისო რეიტინგზე პოზიტიურად უკვე აისახა. ოთარ გიორგაძის სიუჟეტი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
თურქეთი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება - შეცვლის თუ არა რეჯებ ტაიპ ერდოღანი პოლიტიკას
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
ამბობს თუ არა თურქეთი უარს ევროპულ ღირებულებებზე. რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, თურქეთი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება. ქვეყნის პირველ პირს უპრეცედენტოდ მაღალი ძალაუფლება ენიჭება. ერდოღანი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი შეკითხვით აპირებს მიმართვას. უნდა აღდგეს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროპელმა ლიდერებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა ანკარას პასუხი არ მორიდებია. ეუთო ქვეყანას ახლა რეფერენდუმის შედეგების გადათვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პროცესი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ერდოღანს გამარჯვება უკვე მიულოცა დონალდ ტრამპმა. იცვლება თუ არა თურქეთის პოლიტიკა და ურთიერთობა მოკავშირეებთან.  რატი ხვისტანი ისაუბრებს სტამბოლიდან.  
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე მიმდინარეობს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
გამკაცრებული უსაფრთხოების ფონზე ირჩევს საფრანგეთი ახალ პრეზიდენტს. ელისეს მინდვრებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ , რომელსაც პოლიციის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებს პოლიცია და სამხედროები იცავენ. ხმის მიცემის პროცესი ძირითად უბნებზე ერთ საათში დასრულდება, თუმცა ვინ გახდება ქვეყნის პირველი პირი, ეს მეორე ტურმა უნდა გადაწყვიტოს. წინასწარი გამოკითხვებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი 11 კანდიდატიდან 5-ს აქვს. აქედან მეორე ტურში გადასვლის დიდი შანსი აქვს ორ კანდიდატს - ემანუელ მარკონის და მარინ ლე პენს. პირველი ცენტრისტია და მისი გამარჯვების შემთხვევვაში რადიკალურ ცვლილებებს პოლიტოლოგები არ ელოდებიან. ლეპენი კი
წაკითხვა
სიუჟეტი
საქართველოს კონსტიტუციის ახალი დოკუმენტი - რომელი საკითხები იწვევს პრეზიდენტისა და ოპოზიციის უთანხმოებას
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
საქართველოს კონსტიტუციის ახალი დოკუმენტი მზად არის. ძირითად სადავო საკითხებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საკონსტიტუციო კომისია დოკუმენტს ახლა პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაუგზავნის, დაიწყება სახალხო განხილვები. კონსტიტუციის ახალი ვარიანტის მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემოდგომაზე იგეგმება. შემუშავებული ცვლილებების ნაწილი არ მოსწონს უმრავლესობის მაჟორიტარებსაც. აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს არჩევის საკითხებს ეხება.   საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასკვნით რაუნდზე შორენა ხვიჩია ისაუბრებს.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 23 აპრილი/ 2017/ LIVE
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 23 აპრილი, 2017
• საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს/ • თურქეთი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება/ • საქართველოს კონსტიტუციის ახალი დოკუმენტი - რომელი საკითხები იწვევს პრეზიდენტისა და ოპოზიციის უთანხმოებას /• საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი შეიძლება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გახსნას/•  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია/  •   „ღირსეული სიბერე“- საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემები და ომბუდსმენის რეკომენდაციები მთავრობას  #მოამბე 20:00 კვირის შემაჯამებელი გამოშვება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად. #საზოგადოებრივი  #პირველიარხი 
წაკითხვა
სიუჟეტი
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 1600 კანდიდატი დარეგისტრიდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 1600 კანდიდატი დარეგისტრიდა. რეგისტრაციის პროცესი 15 აპრილს დასრულდა. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 19 მაისს გაიმართება. დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 137 ქალია, 1499 – კაცი. ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი 18 წლისაა, უხუცესი – 92 წლის. რეგისტრაციის ბოლო დღეს ,დარეგისტრირდნენ ირანის პირველი ვიცეპრეზიდენტი ისხაკ ჯაჰანგირი და თეირანის მერი მოჰამედ ბაგერ გალიბაფი, რომელიც კონსერვატორების კოალიციას წარმოადგენს. არჩევნებში ასევე დარეგისტრირდა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ახლო თანამებრძოლი იბრაჰიმ რაისი, რომელიც მედიის ცნობით, ირანის მოქმედი პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ყველაზე რეალური კონკურენტია. როუჰანმა მეორე ვადით კენჭისყრა გადაწყვიტა. არჩევნებში მონაწილეობს ასევე ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი. 16 აპრილიდან კანდიდატების შერჩევა დაიწყება. ირანის კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო 16-დან 20 აპრილამდე კანდიდატებს კომპეტენტურობის მიხედვით შეისწავლის. 27 აპრილს, ირანი უკვე დადასტურებულ კანდიდატთა საბოლო  სიას გამაოქვეყნებს. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 28 აპრილიდან კანდიდატები საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.
წაკითხვა
სიუჟეტი
ალეპოში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
ალეპოში ავტობუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 112-მდე  გაიზარდა. დაღუპულებს შორის ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის წარმომადგენლები და ამბოხებულები არიან, რომლებიც ავტოკოლონის გადადგილებას უწევდნენ მონიტორინგს. ავტობუსით ქალაქ ფუადან და კერაიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობდა, რა დროსაც, ავტობუსთან ახლოს თავი თვითმლკვლელმა ტეროსიტმა აიფეთქა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხიმგებლობა არც ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია. 
წაკითხვა
სიუჟეტი
საუკუნოვანი ტრადიცია გურიაში - წლის ლელობურთის გამარჯვებული ცნობილია
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
2017 წლის ლელობურთის გამარჯვებული ცნობილია. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, გურიაში საუკუნოვანი ტრადიცია არც წელს დაირღვა. ზემო და ქვემო შუხუთელები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. შერკინებაში რამდენიმე მოქალაქეც დაშავდა. ადგილობრივებთან ერთად, წლევანდელი ლელობურთის სანახავად ასობით სტუმარი ჩავიდა. თეა აბსარიძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კორეას ეწვია
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აზიური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეას ეწვია. პენსის ტურნე მიზნად ისახავს ამერიკის თანადგომის დემონსტრირებას მოკავშირე ქვეყნებისადმი, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში, ჩრდილო კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გახშირებული გამოცდების ფონზე. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ირანში სტიქიას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გადაუღებელი წვიმების შედეგად ირანის ჩრდილო-დასავლეთით დაწყებულ წყალდიდობას. ათამდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში მეწყერიც გამოიწვია. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. 150-მდე ადამიანი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა. სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა აზერბაიჯანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებს. 
წაკითხვა
სიუჟეტი
აღდგომას კათოლიკეები, მართლმადიდებლები და კოპტები წელს ერთად ზეიმობენ
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
შაბათს ღამით სააღდგომო მესა აღავლინა რომის პაპმა. ტრადიციულად პონთიფიკოსი მრევლს წმინდა პეტრეს ჩაბნელებულ ტაძარში შეუძღვა, რომელიც სიმბოლურად იესოს აკლდამას განასახიერებს. ქრისტეს აღდგომის ნიშნად ეპისკოპოსებმა სანთლები აანთეს, რის შემდეგად ბაზილიკაც განათდა. მსახურების დროს პაპმა 11 ადამიანი მონათლა. ფრანცისკემ დღეს დილიდან საკვირაო მესა ვატიკანში აღავლინა და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს კათოლიკეები, მართლმადიდებლები და კოპტები წელს ერთ დღეს ზეიმობენ. თბილისში ლიტურგია  ეპისკოპოსმა  ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
შს მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას წმ. გიორგის ეკლესიაში, უწყების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
შინაგან საქმეთა მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოჯახთან ერთად დაესწრო. გიორგი მღებრიშვილმა მისი უწყების თანამშრომლებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა.მინისტრთან ერთად, ლიტურგიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
რეფერენდუმი თურქეთში - ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
თურქეთში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია. ქვეყანაში რეფერენდუმი დასასრულს უახლოვდება. დიარბაქირის პროვინციაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, დღეს ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა ორი ადამიანი.55-მილიონიანი ამომრჩეველი ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილეა. მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს, სურს თუ არა, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ერდოღანის პროექტის მიხედვით, იზრდება პრეზიდენტის უფლებები, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი უქმდება. ასევე ცვლილებები საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას გულისხმობს. ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილი ცვლილებებს კატეგორულად ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის მიმდინარეობას #მოამბის გადამღები ჯგუფი აშუქებს. სტამბოლში რატი ხვისტანი მუშაობს.  
წაკითხვა
სიუჟეტი
აღდგომის დღესასწაული მსჯავრდებულებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
აღდგომის დღესასწაული მსჯავრდებულებს მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა. მსჯავრდებულებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელნაკეთი სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
წაკითხვა
სიუჟეტი
აღდგომის დღესასწაული ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის ბაზაზე აღნიშნეს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს აღდგომის დღესასწაული, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა. საზეიმო ლიტურგიას ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ. სააღდგომო მზადება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წითელ პარასკევს დაიწყეს. სამხედრო მოსამსახურეებმა, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს ტერიტორიაზე, საქართველოდან ჩატანილი ნაძვის და ბზის ნერგები დარგეს.
წაკითხვა
სიუჟეტი
სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში შესრულდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
სააღდგომო საგალობლების ხმა ისმოდა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია - მონასტერში. საზეიმო ლიტურგია აღევლინა ფოთის საკათედრო  ტაძარში. ხალხმრავლობა იყო შიდა ქართლშიც, საოკუპაციო ხაზიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ნიქოზის ღვთაების ეკლესიაში, ლიტანიობა ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწო. საზეიმო მსახურებით აღნიშნეს ქრისტეს აღდგომა ქუთაისსა და ბათუმშიც.
წაკითხვა
სიუჟეტი
მსვლელობა სანთლებით და ჯვრის საგალობელი - სააღდგომო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
უფლის აღდგომას ტაძრებში ზარების რეკვით შეხვდნენ. ეკლესია-მონასტრებში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში  საზეიმო ლიტურგია ილია მეორემ აღასრულა. მსვლელობა ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო და ჯვრის საგალობელი, - ლიტანიობა ეკლესიებში დილამდე გაგრძელდა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა და პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი გზავნილები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრში საზეიმო ლიტურგია აღავლინეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს წუხელ სამების საკათედრო ტაძარში. მიმართვაში ილია მეორემ ეკლესიის ერთიანობაზე და მასში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე საუბრობს . უწმინდესი სინანულზე, სასოწარკვეთასა და თვითმკვლელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ეპისტოლეს დიდი ნაწილი კი უნგარო სიკეთისა და რწმენის მნიშვნელობას ეთმობა.   
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 16 აპრილი/ 2017/ LIVE
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 16 აპრილი, 2017
• აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა და პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი გზავნილები• მსვლელობა სანთლებით და ჯვრის საგალობელი - სააღდგომო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში• სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია -მონასტერში შესრულდა• აღდგომის დღესასწაული ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის ბაზაზე აღნიშნეს• აღდგომის დღესასწაული მსჯავრდებულებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა• შს მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას წმ. გიორგის ეკლესიაში, უწყების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო• აღდგომის დღესასწაულს კათოლიკეები, მართლმადიდებლები და კოპტები წელს ერთად ზეიმობენ• რეფერენდუმი თურქეთში - ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია• ირანში სტიქიას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წაკითხვა
სიუჟეტი
ღვთისმსახურება ჟესტების ენაზე - საღმრთო ლიტურგია სმენადაქვეითებული მრევლისთვის
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 9 აპრილი, 2017
გამორჩეული ღვთისმსახურება, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთ ტაძარში აღევლინება.თითქმის 8 წელია, მამა გიორგი კალანდია მსახურებას ჟესტების ენაზე აღავლენს. მისი მრევლის ძირითადი ნაწილი სმენადაქვეითებული მოქალაქეები არიან. უკვე 5 წელია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სპეციალური მსახურებისთვის ტაძარი გამოიყო. ქეთევან ბერაიას სიუჟეტი.  
წაკითხვა