საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
ინტერვიუ
საკონსტიტუციო რეფორმის მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები - ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 მაისი, 2017
ეკონომიკური თავისუფლების აქტი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც პარლამენტის სპიკერს ინტერვიუში გიორგი გვიმრაძე ესაუბრება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში 94-ე მუხლი რომ არ ყოფილიყო, მის დამატებაზე უმრავლესობა დღეს არც კი იფიქრებდა, მაგრამ ჩანაწერის ამოღება, რომელიც გადასახადების გაზრდას რეფერენდუმით გულისხმობს, შესაძლოა, ნეგატიურ ფაქტორად აღიქვან ინვესტორებმა. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იმ არგუმენტებზეც საუბრობს, რომელთა გამოც უნდა აიკრძალოს საარჩევნოდ პოლიტიკური ბლოკების შექმნა, თუმცა კობახიძეს უჭირს იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს ცვლილების შემდეგ პარტიების ასპარეზობის ველი. იხილეთ სრული ვერსია.
წაკითხვა
ინტერვიუ
საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი გახდა - ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპოლის პრეზიდენტთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 9 აპრილი, 2017
საერთაშოროსო ტერორიზმსა თუ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, საქართველო ევროპულ ოჯახში წევრიანდება. გასულ კვირას, ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტი, რომლითაც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა ევროპოლს უერთდება. შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, საქართველოს ძალოვანი უწყებები ევროკავშირის ქვეყნებთან ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას შეძლებენ. რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობის ახალი ეტაპი და როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით. ევროპის გამოწვევებთან ერთად, ამ თემებზე ევროპოლის დირექტორი საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს
წაკითხვა
ინტერვიუ
კარლო ნატალე: საქართველოს და ევროკავშირს ერთნაირი ღირებულებები აქვთ
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 26 მარტი, 2017
საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე მოამბეში. 
წაკითხვა
ინტერვიუ
როგორ უნდა მოგვარდეს ევროკავშირის შიდა პრობლემები - „მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პიტერ სიიარტოსთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
როგორ უნდა მოგვარდეს ევროკავშირის შიდა პრობლემები, ურთიერთობა თურქეთთან თუ დაპირისპირება რუსეთთან. ამ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები საზოგადოებრივთან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა. პიტერ სიიარტოს მოსაზრებით, ევროპამ ჯერ საკმაოდ ბევრი საკითხი სახლში უნდა გადაწყვიტოს და დიალოგის გზით მიაღწიოს უკეთეს შედეგს პარტნიორებთან. მათ შორის, ის იმ მიმართულებებზეც საუბრობს, რის გამოც აუცილებელია დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. მინისტრი მიიჩნევს, რომ საქათველოს უკვე უნდა ჰქონდეს მაპი და უვიზო რეჟიმიც აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო. პიტერ სიიარტოსთან ინტერვიუ გიორგი გვიმრაძემ ჩაწერა
წაკითხვა
ინტერვიუ
კრისტიან დანიელსონი: საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ქვეყანაში განათლების ხარისხი გაიზარდოს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 5 თებერვალი, 2017
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ევროკავშირის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შესახებ ესაუბრა გიორგი გვიმრაძე, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დირექტორატის ხელმძღვანელს თბილისში. კრისტიან დანიელსონი პოზიტიურად აფასებს ჩვენი ქვეყნის მიღწევებს და თვლის, რომ ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ შედეგს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ. მისი შეფასებით, პროგრესი სახეზეა და ის უფრო მეტი შედეგის მომტანია. ინტერვიუს სრული ვერსია.
წაკითხვა
ინტერვიუ
როგორ აფასებს ჯანი ბუკიკიო მოქმედ კონსტიტუციას და დაგეგმილ ცვლილებებს - ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ #მოამბეში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 22 იანვარი, 2017
გაზაფხულზე უნდა გახდეს ცნობილი, კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანას გეგმავს მმართველი გუნდი საქართველოს კონსტიტუციაში. კომისიის პირველმა თემატურმა ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. თვის ბოლომდე შეიკრიბება დარჩენილი სამი ჯგუფიც. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიის, სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი შეხვდა. როგორ აფასებს ჯანი ბუკიკიო მოქმედ კონსტიტუციას და დაგეგმილ ცვლილებებს. კომისიის პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ ჩაწერა.  ინტერვიუს სრული ვერსია.
წაკითხვა
ინტერვიუ
რა იწვევს ევროსკეპტიციზმს საქართველოს მოქალაქეებში - სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი #მოამბეში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 22 იანვარი, 2017
რა იწვევს ევროსკეპტიციზმს საქართველოს მოქალაქეებში - სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი #მოამბეში.
წაკითხვა
ინტერვიუ
რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს საქართველომ სირიაში დაზარალებულ მოსახლეობას - ინტერვიუ ნილ სკოტთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 25 დეკემბერი, 2016
რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს სირიის კონფლიქტში დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას საქართველომ? სისხლიანი კონფლიქტის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩს გიორგი გვიმრაძე ესაუბრა. რა ბერკეტები აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რამდენად ეფექტურია უშიშროების საბჭო და რა საფრთხეებს მოიცავს სირიის კონფლიქტი?- დიპლომატის პასუხები ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე.ნილ სკოტთან ინტერვიუს სრული ვერსია.
წაკითხვა
ინტერვიუ
უმუშევრობა - როგორია არსებული რეალობა და რამდენად რეალისტურია წინასაარჩევნო დაპირებები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 25 სექტემბერი, 2016
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, პაატა გურგენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
ინტერვიუ
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და პასუხი ოპონენტების ბრალდებებზე - მიხეილ ჯანელიძე „მოამბეში“
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 11 სექტემბერი, 2016
„მოამბის“ კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა.
წაკითხვა
ინტერვიუ
რა შიდა პრობლემები აქვს ევროკავშირს და როგორია მისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით - ინტერვიუ პავოლ დემაშთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 11 სექტემბერი, 2016
ევროინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსია, მაგრამ თავად ევროგაერთიანების მომავალი, „ბრექსიტის“ შემდეგ, ფართოდ განხილვადი თემა გახდა. დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმამდე კი ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ საემიგრაციო კრიზისში აღმოჩნდა. რამდენად აქტუალურია, შიდა პრობლემების ფონზე, ევროპელი ლიდერებისთვის დღეს საქართველო და კავკასიის რეგიონი; მოქმედებს თუ არა ჩვენს ურთიერთობაზე რუსეთი; რა აფერხებს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას, - ეს მცირე ჩამონათვალია, რაზეც თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს, რომელსაც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მოდერატორობდა. პავოლ დემაშთან, პანელის დასრულების შემდეგ, ინტერვიუ გიორგი გვიმრაძემ ჩაწერა.
წაკითხვა
ინტერვიუ
მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და გამოწვევები - საქართველოს ელჩების შეფასებები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 ივლისი, 2016
8 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის ბედი გადაწყდება. ადგილობრივ პოლიტიკასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ახლო თუ შორეულ, მაგრამ მჭიდრო ურთიერთობის მქონე სამეზობლოში მიმდინარე პროცესები. მსოფლიო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - ტერორიზმის დამარცხებას ცდილობს. სტაბილურ ქვეყანაში, სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას აქვს ადგილი, ევროკავშირის უძლიერესთა სიას დიდი ბრიტანეთი ტოვებს. როგორ აფასებენ ჩვენი ელჩები ვითარებას ქვეყნებსა თუ რეგიონში, რომელიც ბოლო დროს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო - თბილისში ამბასადორიალზე მყოფ დიპლომატებს გიორგი გვიმრაძე ესაუბრა. იხილეთ ინტერვიუების სრული ვერსიები.
წაკითხვა
ინტერვიუ
ვარშავის სამიტის შედეგები და გზავნილები ნატო-სგან - „მოამბის“ ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 ივლისი, 2016
რა მოუტანა საქართველოს ნატო-ს ვარშავის სამიტმა და როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები - შემოდგომაზე თბილისში ალიანსის გენერალურ მდივანს ელოდებიან. დედაქალაქი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას უმასპინძლებს. მანამდე კი ვარშავის დეკლარაციაში არსებულ ჩანაწერებსა და მათ მნიშვნელობაზე ქეთევან ქარდავა ჯეიმს აპატურაის ესაუბრა.
წაკითხვა
ინტერვიუ
როგორ აპირებს, ტყვეობის შემდეგ, ბრძოლის გაგრძელებას ნადეჟდა სავჩენკო - „მოამბის" ექსკლუზიური ინტერვიუ
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 29 მაისი, 2016
„მე არ ვებრძვი რუსებს ან რუსეთს, მე ვებრძვის მთავრობის აგრესიულ პოლიტიკას", - აცხადებს სავჩენკო, რომელიც გაჩერებას არ გეგმავს. გათავისუფლებიდან მეორე დღეს, კიევში, უკრაინელ მფრინავთან ინტერვიუ რატი ხვისტანმა ჩაწერა. 
წაკითხვა
ინტერვიუ
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში არსებულ ვითარებას საქართველოზე - ინტერვიუ რადოსლავ მარკოვსკისთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 17 აპრილი, 2016
რატომ იზრდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნაციონალისტური იდეების პოპულარობა, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში არსებულ ვითარებას საქართველოზე და რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევბი, - ამ და სხვა თემებზე ვარშავის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ რადოსლავ მარკოვსკისთან ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ ჩაწერა.
წაკითხვა
ინტერვიუ
როგორია უკრაინელი მფინავის მდგომარეობა და რა მოლოდინი არსებობს განაჩენთან დაკავშირებით - „მოამბის“ ინტერვიუ სავჩენკოს ადვოკატთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 13 მარტი, 2016
ნადეჟდა სავჩენკო ბრძოლის შეწყვეტას არ გეგმავს. როგორია უკრაინელი მფრინავი ქალის გეგმები და მისი დამცველების მოლოდინი მოახლოებულ განაჩენთან დაკავშირებით - „მოამბის“ ინტერვიუ სავჩენკოს ადვოკატ მარკ ფეიგინთან.
წაკითხვა
ინტერვიუ
რა პერსპექტივას აჩენს ევროპასთან უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისათვის - ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
რა პერსპექტივას აჩენს ევროპასთან უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისათვის, გაჩნდა თუ არა პირველი პოზიტიური სიგნალები მათთან ურთიერთობაში; რატომ გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და რა საფრთხეს შეიძლება ველოდოთ რუსეთიდან; ასევე, როგორია ეთნიკური უმცირესობების ყოველდღიური პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს მათ გადასაჭრელად, - ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტი რატი ხვისტანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
წაკითხვა
ინტერვიუ
რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ის ნაცვლად - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 7 თებერვალი, 2016
MAP-ი ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელია, თუმცა ის არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რუსეთისგან
წაკითხვა
სტუმარი
ექსკლუზიური ინტერვიუ აგვისტოს ომის პროკურორთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 31 იანვარი, 2016
ჰააგაში დაწყებული გამოძიების მთავარი მიზანი ომის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაა. საქმის მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებასთან ყველა ითანამშრომლებს და უკვე არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ყველა დამნაშავე დაისჯება. ჰააგაში აგვისტოს ომის პროკურორთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი ქარდავამ ჩაწერა.
წაკითხვა