პროექტ#თქვის სტუმარი ამჯერად ვახო ხეთაგურია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი
რამდენიმე წუთით საკუთარ კამერას გვერდზე დებს და ჩვენი ობიექტივის
პირისპირ რჩება. რეალურსა და ირეარულ სამყაროს შორის გაჭედილი ხელოვანის
მთავარი სათქმელი გადაცემის მთავარი თემაა. ის ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც
უხარია და რაც აწუხებს. კადრში დაჭერილი სამყარო, თანამედროვე ფოტოგრაფიის
გამოწვევები და უბრალოდ, ხელოვანის თვალით დანახული სამყარო სულ რამდენიმე
წუთს წაგართმევთ. ასე რომ, თქვენს წინაშეა #თქვის შემდეგი სტუმარი, ვახო
ხეთაგური.
საზოგადოებრივის ვებგვერდი ახალ პროექტს იწყებს. თქვი შენი სათქმელი - ეს პროექტ "თქვის" მთავარი დევიზია. კვირაში ერთხელ, მაუწყებელი სხვადასხვა საინტერესო ადამიანის ვიდეომიმართვებს შემოგთავაზებთ. ისინი საკუთარ პრობლემებზე, ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე საუბრობენ.
აქ მნიშვნელობა არ აქვს ხარ თუ არა ცნობილი, მთავარია გქონდეს შენი სათქმელი.