საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
13826
„ღირსების სასამართლო“ - დისიდენტთა დაპირისპირება, რომელმაც შეცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია
გამოქვეყნებულია: 2017-04-01, 21:00

• ღირსების სასამართლო - ფაქტი, რომელმაც შეცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია. 

• დისიდენტთა დაპირისპირება, მოწვეული მოსამართლეები, მოწმეები და უცხოელი დამკვირვებელი. 

• საიდუმლოდ, საარქივოდ გადაღებული მასალა, რომლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაიცა. 

• ეს კადრები საზოგადოებას არ უნდა ენახა.

მაშ ასე, 28 წლის წინ, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე თანამოაზრეებთან ერთად მიდიან შეხვედრაზე დაპირისპირებულ მხარესთან. ზვიად გამსახურდია ითხოვს საბუთს, რომელიც დაამტკიცებს მის დანაშაულს, თითქოს მან ემიგრანტ ზაქარია ლაშქარაშვილს, ბრალი დასდო საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაში. ზურაბ ჭავჭავაძის მიერ მოტანილი მასალა და მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მტკიცებულება დამსწრეთათვის. გამსახურდია მოწინააღმდეგეს სუკ-ის აგენტს უწოდებს, გიორგი ჭანტურია კი ზურაბ ჭავჭავაძეს შუბლის გახვრეტით ემუქრება. საკუთარ აზრს გამოთქვამენ არაფორმალური მოსამართლეები - ჯაბა იოსელიანი, ნოდარ წულეისკირი და აკაკი ბაქრაძე, მაგრამ მათ მოწოდებებს შერიგებისკენ თითქმის არავინ უსმენს. 9 აპრილამდე რამდენიმე თვით ადრე, დაძაბული ურთიერთობის გარჩევა ეროვნული მოძრაობის ერთერთი წევრის, კოკა გაწერელიას სახლში მიმდინარეობს. 

სტუმრები: ნინო ჭავჭავაძე - ზურაბ ჭავჭავაძის შვილი; კონსტანტინე გამსახურდია - ზვიად გამსახურდიას შვილი; თამარ ჩხეიძე, ირაკლი ბათიაშვილი, მამუკა გიორგაძე - ეროვნული მოძრაობის წევრები; პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

გადაცემის სტუმრები საუბრობენმ როგორც კონკრეტულად ღირსების სასამართლოს, ასევე ეროვნულ მოძრაობაში არსებული პრობლემების შესახებ, რომელთა კვალი საქართველოს უახლოეს ისტორიაში დატოვეს და დღემდე აქტუალურია. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი