შეცდომა, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
ქართული რაგბის ქომაგი - "რაგბი ეს არის ერთობა"
გამოქვეყნებულია: 2017-06-27, 13:50
რაგბი პირველად სტადიონზე აღმოაჩინა. მას შემდეგ ამ სპორტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა. მართალია, ტრავმის გამო, ქართველი მორაგბეების რიგებს ვერ შეუერთდა, თუმცა დიდი ოჯახის წევრად მაინც იქცა. ლევან ჯობავა რაგბის ქომაგი და პროექტ "რაგბი აქაურობის" ავტორია. პროექტის მეშვეობით საქართველოში მოგზაურობს და ახალგაზრდებს რაგბის აღმოჩენაში ეხმარება. მისი პროექტის წყალობით, ქართულმა რაგბმა მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა იპოვა და ჯანსაღი ცხოვრების გზას გაუყენა. პროფესიით, თავადაც ჟურნალისტია. რესპონდენტის ამპლუაში რაგბზე საუბარი პირველად უწევს. მაშ ასე, პროექტი "თქვი" გთავაზობთ ლევან ჯობავას პროფაილს.
საზოგადოებრივის ვებგვერდი ახალ პროექტს იწყებს. თქვი შენი სათქმელი - ეს პროექტ "თქვის" მთავარი დევიზია. კვირაში ერთხელ, მაუწყებელი სხვადასხვა საინტერესო ადამიანის ვიდეომიმართვებს შემოგთავაზებთ. ისინი საკუთარ პრობლემებზე, ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე საუბრობენ.
აქ მნიშვნელობა არ აქვს ხარ თუ არა ცნობილი, მთავარია გქონდეს შენი სათქმელი.