საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
786
ილუზიონი - „შიშის საფასური“
გამოქვეყნებულია: 2017-11-04, 22:00

სეზონი პირველი, ეპიზოდი მეორე   „შიშის საფასური“

ავტორები: გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
ილუზიონი
განახლებული „ილუზიონი" არის რეპლიკა ჩვენი არხის ძველი საკულტო გადაცემისა, რომელის წყალობით, საბჭოთა ეპოქის ქართველი ტელემაყურებელი სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მაყურებელთან შედარებით, კულტურულ კონტექსტში პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადაცემამ ერთგვარი უნივერსალური სარკმელი გაჭრა ეკლიანი მავთულხლართებით დაცულ უზარმაზარ თვითიზოლირებულ საბჭოთა სივრცეში, არა მხოლოდ ფილმების ჩვენებით, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი შესანიშნავი ავტორების მიერ მსოფლიო კინო შედევრების ანალიზის წყალობით! გადაცემის ახალი ვერსიის სახელი და ლოგოს თემა ერთგვარი პატივის მიგებაა მათი დამსახურებისადმი.

ახალი ფორმატი მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველისგან - ჩვენ სრულიად სხვა, ღია და გამარტივებული ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში ვცხოვრობთ. რაც საშუალებას გვაძლევს თავად შევადგინოთ ჩვენთვის სასურველი კინო სეანსების პროგრამა ტელე თუ ვებ პლატფორმაზე. თუმცა ასეთი პროგრამის შედგენა ხშირად არც ისე ადვილია ამა თუ იმ ფილმის ღირსებების, იმ ეპოქების ისტორიული თუ სოციალური კონტექსტის ანალიტიკური პრეზენტაციის გარეშე, რომლებშიც ისინი შეიქმნენ. სწორედ ამ მიზეზით უამრავი შესანიშნავი და საკულტო ფილმი, რომელსაც სხვადახვა ტელეარხსა თუ სინეფილურ ინტერნეტ პორტალზე წააწყდებით, ხშირად უბრალოდ მექანიკური პროგრამის შთაბეჭდილებას ტოვებს.

განახლებული „ილუზიონის" პრიორიტეტი იმ ძველი კინო ფირების ჩვენებაა, რომლებსაც ეპოქალურ შედევრებთან ერთად დიდი როლი აქვს შესრულებული კინემატოგრაფიის განვითარებაში და რომლებსაც ჩვენი მაყურებელი ან საერთოდ არ იცნობს, ან სამწუხაროდ სათანადოდ ვერ აფასებს მათ ღირსებებსა და მნიშვნელობას. სწორედ ამ მიზეზით ახალი „ილუზიონის" ფილმების სელექცია იქნება მრავალჟანრობრივი - დაწყებული ე.წ. „სპაგეტი ვესტერნებითა” და სამეცნიერო ფანტასტიკით, დამთავრებული მუსიკალური კომედიებითა თუ ანიმაციით. ეს არის ფილმები, რომლებმაც თანამედროვე საზოგადოების ფორმირების ერთგვარი მხატვრული ქრონიკა შექმნეს გასულ საუკუნეში; პოპ კულტურა მაღალი ხელოვნების რანგში აიყვანეს და დღევანდელი ეპოქის ისეთივე ფუნდამეტად იქცნენ, როგორც ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობი დიდი კინოკლასიკოსების შემოქმედება.

„ილუზიონის" ყოველი ტელე სეანსის წინ, რომელიც ყოველ შაბათ საღამოს გაიმართება, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს და მოუსმინოს გადაცემის ავტორების - ბაშო ოდიშარიასა და გური სულთანიშვილის მიერ გრაფიკული ვიზუალური ფორმით შესრულებულ ანალიზს კონკრეტული ფილმის შესახებ.