25 April 2017
  • 950 ნახვა

„ბრექსითის“ თავსატეხი

ფოტო გარეკანზე, წყარო: flickr 

საქართველოს ყველა ყოფილი და ახლანდელი მთავრობა აცხადებდა და აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის უალტერნატივო არჩევანი. საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რითიც განამტკიცა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობები მრავალი მიმართულებით. ამასთან, ქართული პოლიტიკური ელიტა გამოხატავს  მტკიცე სურვილს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროკავშირში. მოყოლებული 2008 წლიდან, ევროკავშირში ევროსკეპტიკური განწყობები იზრდება, რაც გამოწვეულია ფინანსური კრიზისის და ეკონომიკური ვარდნის უარყოფითი შედეგებით. „ბრექსითი“ იყო ერთგვარი კვინტესენცია ევროკავშირში ამგვარი განწყობების ზრდის მხრივ. შესაძლოა,  დეზინტეგრაციულმა პროცესებმა ევროპული პროექტი დასასრულამდე მიიყვანოს. მემარჯვენე პოპულისტური ტენდენციების ზრდა, მათ შორის დასავლეთ ევროპაში კიდევ უფრო ზრდის ამგვარი ნეგატიური დასასრულის ალბათობას. ევროკავშირის მომავალი ასევე დამოკიდებულია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც მიმდინარე წლის 7 მაისს გაიმართება. საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი ღიად აცხადებს სურვილს საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ. თუმცა, პოლიტიკური განწყობები საფრანგეთშიც და სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც ევროპის მიმართ, კორელაციაშია იმასთან თუ როგორ წარიმართება  მოლაპარაკებები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითის“ შესახებ.

 „ბრექსითის“ მიზეზები

თანამედროვე ეკონომისტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ „ბრექსითის“ უმთავრესი  მიზეზი იყო 1980-იანი წლებიდან მოყოლებული დიდ ბრიტანეთში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის  ზრდა. სიმდიდრის გლობალური ეკონომიკური გადანაწილების მხრივ 1988 წლის შემდგომ ყველაზე ნაკლებად იხეირა დასავლეთ ევროპის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საშუალო და მუშათა კლასმა. ამის შედეგად შეიქმნა, ე.წ.  „ოუთსაიდერების“ უზარმაზარი ფენა, რომელიც უკმაყოფილო იყო გლობალიზაციის შედეგებით. ბრიტანული საშუალო ფენა და მუშათა კლასი, ეკონომიკური განვითარების ამგვარ ნეგატიურ შედეგებს მიაწერდა ერთი მხრივ ევროკავშირს და მეორე მხრივ კი მიგრაციულ ზეწოლას.

 პოლიტიკურ კომენტატორთა და მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ბრექსითი“ იყო პასუხი გლობალიზაციის წინააღმდეგ. პროპორციულად „ბრექსითს“ უფრო მეტმა დაუჭირა მხარი ცენტრალური და ჩრდილოეთი საგრაფოებიდან, სადაც დეინდუსტრიალიზაციის მაღალი დონე იყო და ხელფასები არ იზრდებოდა. რეფერენდუმის წინ არსებული დევიზი „take back control“, სწორედ ამგვარი განწყობების აქტუალობაზე მიუთითებს. ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას ემატება მიგრაციული პრობლემებიც. დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს მეტწილად მიგრანტები იკავებენ, რაც ბუნებრივად იქცევა ქსენოფობიური განწყობების მიზეზად.

„ბრექსითის“ პროცედურა

2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანეთის მოსახლეობამ მცირე უმრავლესობით (51.89%) მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას.  მიმდინარე წლის 29 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ ვესტმინსტერის თანხმობის საფუძველზე დაიწყო „ბრექსითის“ პროცესზე მუშაობა. შესაბამისი წერილი გაეგზავნა ევროკავშირს და გადაეცა დონალდ ტუსკს (ევროპული საბჭოს პრეზიდენტს), ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის პროცედურის ამოქმედების შესახებ. ამ მუხლის მიხედვით, ბრიტანეთს და ევროკავშირს აქვთ 2 წელი მოლაპარაკებისთვის, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ამ ვადაში შესაბამის პირობებზე, ბრიტანეთი მაინც ავტომატურად გაირიცხება ევროკავშირის წევრობიდან. „ბრექსითის“ მნიშვნელოვანი ეტაპები იქნება: ევროპული საბჭოს სამიტი მოლაპარაკების პირობებზე შეთანხმების შესახებ, ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და ბრიტანეთის სამიტი მოლაპარაკების პროცესის შეთანხმებაზე (ივლისში), გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები (2017 წლის სექტემბერში ჩატარდება და მოახდენს გავლენას მოლაპარაკების შინაარსზე და პროცესზეც, იქიდან გამომდინარე თუ რომელი პარტია მოვა სათავეში), მოლაპარაკების დამთავრება (რატიფიკაციის დაწყება 2018 წლის ბოლოს) და 2019 წელს შესაბამისი შეთანხმების რატიფიკაცია და ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება.    

„განხეთქილების ვაშლი“ ანუ კრიტიკული საკითხები მოლაპარაკების პროცესში

როგორც ზემოთ არის აღნიშნული ბრიტანული ელექტორატის ის ნაწილი, ვინც ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი უკმაყოფილოა ბრიტანეთში არსებული ეკონომიკური სტაგნაციით, საშუალო ფენისა და მუშათა კლასის გაღარიბებით და მიგრაციული ზეწოლით. ამიტომაც, ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობა, ტერეზა მეის მეთაურობით ცდილობს მხედველობაში მიიღოს ამომრჩეველთა უმრავლესობის განწყობები და დააწესოს მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის 4 თავისუფლების იდეას, რომელთაგან ერთ-ერთი  გადაადგილების თავისუფლებაა ევროკავშირის შიგნით. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ერთ-ერთ მოხსენებაში პირდაპირ დაუკავშირა გადაადგილების თავისუფლების პრინციპი „ერთიანი ბაზრის“ (single market) წევრობასთან, იმაზე მინიშნებით რომ თუ დიდი ბრიტანეთი შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, იგი დაკარგავს ერთიანი ბაზრის წევრობას. მეორე მხრივ, ტერეზა მეი ამ პროცესში უპირატესობას ანიჭებს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ერთიანი ბაზრის წევრობას მეორე ადგილზე აყენებს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ბრიტანეთის მზადყოფნაზე დატოვოს „ერთიანი ბაზარი“.  „ერთიანი ბაზრის“ დატოვება საფრთხეს უქმნის ბრიტანეთში არსებულ საწარმოებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ახდნენ ევროკავშირში. 2015 წლის მონაცემებით ბრიტანული ექსპორტის 46% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს, თუმცა ბრიტანეთის სურვილია ევროკავშირთან დადოს ახალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც შეუნარჩუნებს ბრიტანულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზრის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. ამ მხრივ მოდელად განიხილება ევროკავშირ-ნორვეგიის სავაჭრო ურთიერთობა, თუმცა სკეპტიკოსები მიიჩნევენ რომ  ამგვარი ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობას შესაძლოა ორი წელი არ ეყოს. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდება ბრიტანეთი ემუქრება ევროკავშირს დაბალი გადასახადებით და ფაქტიურად ბრიტანეთის დიდ ოფშორად გადაქცევით, რითიც მიიზიდავს ევროპულ ფინანსებს. ბრიტანული ოპოზიციის ლიდერის ჯერემი კორბინის მოსაზრებით ეს არის ევროკავშირის შანტაჟი, რომელიც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ბრიტანელთა ინტერესებთან, რადგან ახალისებს „სრბოლას ფსკერისკენ“.  მეორე უმთავრესი საკითხი, რომელიც დგას ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ეხება ჯარიმას, რომლის გადახდაც შეუძლია მოუწიოს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის გამო. ეს ჯარიმა შეადგენს 60 მილიარდ ევროს. რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთი ამ ეტაპზე უარს ამბობს ამ ჯარიმის გადახდაზე და უფრო მკაცრი პოზიციის მატარებლები ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ თავად ევროკავშირს აქვს დიდი ბრიტანეთის ვალი. ამის გამო ბრიტანეთის პოზიციაა, შეთანხმება მოხერხდეს ერთობლივად როგორც სავაჭრო საკითხებზე, ასევე ბრიტანეთის გასვლის პირობებზე (ანუ ჯარიმის გადახდა-არ გადახდაზე). თავის მხრივ ევროკავშირის პირობაა, რომ ჯერ ბრიტანეთი უნდა დათანხმდეს ჯარიმის გადახდას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაჭრობის საკითხზე შეთანხმება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის ერთი მხრივ ბრიტანული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთის ერთიანობის კუთხით. კერძოდ, შოტლანდიის მთავრობამ უკვე მიმართა დიდი ბრიტანეთს დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე 2018 წლის შემოდგომიდან 2019 გაზაფხულამდე. ამის  მიზეზი ის არის რომ შოტლანდიას არ სურს „ერთიანი ბაზრის“ დატოვება. თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობა ყველანაირად შეეცდება დაბლოკავს შოტლანდიის რეფერენდუმი ევროკავშირთან მოლაპარაკების დასრულებამდე, რაზეც უკვე ტერეზა მეიმ საკუთრი პოზიცია დააფიქსირა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

25 April 2017

თურქული გამბიტი

25 April 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

25 April 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

25 April 2017

ობამა

25 April 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

25 April 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

25 April 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

25 April 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

25 April 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

25 April 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

25 April 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

25 April 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

25 April 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

25 April 2017

'პატივი კატალონიას?!'

25 April 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

25 April 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

25 April 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

25 April 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

25 April 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

25 April 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

25 April 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

25 April 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

25 April 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

25 April 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

25 April 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

25 April 2017

ბრექსიტის ლოგიკა

25 April 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

25 April 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

25 April 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

25 April 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

25 April 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

25 April 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

25 April 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

25 April 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

25 April 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

25 April 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

25 April 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

25 April 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

25 April 2017

უნგრული სუვერენულობა

25 April 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

25 April 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

25 April 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

25 April 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

25 April 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

25 April 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

25 April 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

25 April 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

25 April 2017

დასავლური გახლეჩა

25 April 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

25 April 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

25 April 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

25 April 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

25 April 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

25 April 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

25 April 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

25 April 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

25 April 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

25 April 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

25 April 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

25 April 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

25 April 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

25 April 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

25 April 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

25 April 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

25 April 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

25 April 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

25 April 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

25 April 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

25 April 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

25 April 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

25 April 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

25 April 2017

რეფერენდუმი თურქეთში

25 April 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

25 April 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

25 April 2017