11 May 2017
  • 640 ნახვა

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

შესავალი

2 მაისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა გერმანიის ფედერაციის კანცლერი ანგელა მერკელი. გერმანიის ლიდერი რუსეთს ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად ეწვია (ბოლოს მერკელი მოსკოვში 2015 წლის 10 მაისს იყო). გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის სიტყვებით, ვიზიტი ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის მომზადებას უკავშირდება. შეხვედრაზე სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო გარემოს ფონზე რუსულ-გერმანული და რუსულ-ევროპული ურთიერთობებიც განიხილეს. ორი ლიდერის შეხვედრამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, თუმცა კარდინალური გარღვევა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, თვით შეხვედრის ფაქტი და მის ფარგლებში უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარების გზებზე საუბარი, მნიშვნელოვანია.

უკრაინის მოვლენებამდე მოსკოვსა და ბერლინს შორის ახლო ურთიერთობა იყო. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი გერმანიამ და საფრანგეთმა გაააქტიურეს რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობა ევროპაში, რამაც გერმანიასა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება გამოიწვია (2012 წელს 80 მილიარდი ევროდან იგი 2016 წელს 50 მილიარდ ევრომდე შემცირდა). გარკვეულწილად, ბერლინსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა დაძაბულობის მიუხედავად მაინც მიმდინარეობს. მაგალითად, ორი ქვეყანა თანამშრომლობს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანის პროექტში. აღნიშნული გაზსადენი გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით მოამარაგებს და მას ტრანზიტის საშუალებით მრავალმილიონიან შემოსავლებს მოუტანს. ანალიტიკოსების აზრით, სწორედ გერმანელების ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ უარი თქვა აღნიშნული პროექტის დაბლოკვაზე და მოუწოდა ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებს ხელი არ შეუშალონ მილსადენის გაყვანას. თუმცა, 2016-2017 წლებში მოხდა მთელი რიგი მოვლენებისა, რომელმაც გერმანიასა და რუსეთს შორის ძველი ურთიერთობების აღდგენა გაართულა.

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, რომელიც უარს აცხადებდა რუსეთის შეკავებაზე და მზად იყო კრემლთან ეთანამშრომლა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტრამპის რიტორიკა ანტირუსულ ხასიათს ატარებს, ბევრი თვლის, რომ ეს აშშ-ში ტრამპის დაბალი რეიტინგითაა განპირობებული, რომლის გაზრდაც მას საგარეო პოლიტიკური აქტიურობით სურს. მეორე მხრივ კი, ობამასგან განსხვავებით ტრამპი ანტირუსული რიტორიკიდან ანტირუსულ ქმედებებზე იშვიათად გადადის (სირიული ავიაბაზის დაბომბვა წარმოადგენდა ერთჯერად აქციას, რომლის უმთავრეს მიზანიც სწორედ შიდა პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა იყო).

თავის მხრივ მოხდა „უკრაინული აქტივის“ გაუფასურებაც. გერმანიის ხელისუფლება გარკვეულწილად უკმაყოფილოა უკრაინის მთავრობის პოლიტიკით. მაგალითად, გერმანიის ელჩი უკრაინაში პოროშენკოს მთავრობას მოუწოდებს მოლაპარაკებები გამართოს ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერებთან.

 

უკრაინის საკითხი

მერკელისა და პუტინის შეხვედრის უკრაინულ ჭრილში გაანალიზების დროს აუცილებელია აღინიშნოს, რომ ორი ლიდერის მიერ პირისპირ უკრაინული საკითხის განხილვა გასული წლის შემდეგ არ მომხდარა. 2017 წლის პირველი ნახევარი მიმდინარეობდა სატელეფონო საუბრების რეჟიმში. ამ პერიოდში კი კონფლიქტის მოგვარების კუთხით წარმოიშვა ახალი ტენდენციები, რომლებიც მის სწრაფ მოგვარებას არ განაპირობებენ.

უკრაინულ პოლიტიკაში დონბასთან დაკავშირებით შეინიშნება აშკარა დისონანსი - ოფიციალური განცხადებების დონეზე საუბარია რეგიონის უკრაინული პირობებით რეინტეგრაციაზე, რომლის პრინციპიცაა „ჯერ უსაფრთხოება და საზღვარი, ხოლო შემდგომ პოლიტიკური პროცესი“. ამავდროულად პოლიტიკურ დისკურსში სულ უფრო აქტუალური ხდება ფაქტიური უარი დონბასზე და მასზე პასუხისმგებლობის მოსკოვისთვის დაკისრება. უკრაინულ საზოგადოებაში დონბასის ბლოკადამ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებსა და სამომავლოდ რეგიონის რეინტეგრაციის პერსპექტივებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

დიდწილად ეს გამოიწვია იმ პოლიტიკის ამოწურვამ, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ არსებობს. რუსეთი გამოცხადდა აგრესორად, თუმცა პარალელურად მიმდინარეობდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ეკონომიკური ურთიერთობა. ამავდროულად უკრაინას კატეგორიულად არ სურდა იმ როლის დაკარგვა, რომელიც მის ენერგოსატრანსპორტო სისტემას რუსული გაზით ევროპის მომარაგების პროცესში აკისრია. უკრაინის ხელისუფლება ერთი მხრივ მოგებას იღებდა სავაჭრო ურთიერთობებისგან, ხოლო მეორე მხრივ მას ყოველთვის შეეძლო საგარეო საფრთხის წინაშე მოსახლეობის მობილიზება. თუმცა დღეს აღნიშნულმა პოლიტიკამ აქტუალობა დაკარგა და უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას. მითუმეტეს, საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში დონბასის და ლუგანსკის ბლოკადა მოსკოვისთვის მიუღებელია, რადგანაც იგი ამ რეგიონების საშუალებით დანარჩენ უკრაინაზე გავლენის მოხდენის საშუალებას კარგავს.  

დღეს უკრაინაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ დონბასის დაბრუნება უკრაინისთვის მიუღებელი პირობებით ქვეყნის უკონტროლო დაშლის რისკს და სხვა რეგიონების მხრიდან ფედერალიზაციის მოთხოვნას გააჩენს. ამავდროულად უკრაინის ელექტორალურ ველში დაბრუნდება რამდენიმე მილიონი კიევისადმი არალოიალური ადამიანი. დონბასის დეინდუსტრიალიზაცია და მისი აგრარიზაცია კი ფაქტიურად დაასამარებს უკრაინული ინდუსტრიის მომავალს და დიდ საფრთხეს შეუქმის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

თუმცა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ ერთპიროვნულად მიღებას უკრაინა ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში იგი დაარღვევს მინსკის ხელშეკრულებას, რომელშიც კრიზისის მოგვარების სხვა ალგორითმზეა საუბარი. უკრაინისთვის ეს განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგანაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობაზეა მიბმული. უკრაინის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევა მისთვის სანქციების დაწესების ფორმალურ საფუძველს შექმნის. დღეს უკვე ცხადია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის უფრო ფართო კონტექსტს უკავშირდება. შესაბამისად, ფორმალური საფუძვლის გაჩენა შანსს მისცემს იმ ძალებს, რომლებიც ევროპაში სანქციების წინააღმდეგ გამოდიან. შექმნილი ვითარების ფონზე უკრაინის ხელისუფლების მიზანია შეინარჩუნოს დალოდების პოლიტიკა. მსოფლიო სავალუტო ფონდისგან მიღებული შეზღუდული დახმარება კი მის ეკონომიკას ჩამოშლისგან იცავს და მცირე ეკონომიკურ ზრდასაც უზრუნველყოფს.

მერკელის ვიზიტმა აჩვენა, რომ უკრაინასთან მიმართებით მოსკოვისა და ბერლინის პოზიციების დაახლოებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. უკრაინის პრობლემატიკის აქტუალობა რუსეთისა და გერმანიის ლიდერების საუბრისას მოლაპარაკებების რთულ და ნეგატიურ ფონზე მიუთითებს. ეს დაადასტურა მერკელის განცხადებებმაც, რომელიც მან პრესკონფერენციის დროს გააკეთა. კანცლერმა ფაქტიურად მოითხოვა თანმიმდევრულობის „უსაფრთხოება - პოლიტიკური დარეგულირება“ დაცვა და პირველი მათგანის შეუსრულებლობაში რუსეთი დაადანაშაულა. ასევე მერკელმა გააკეთა განცხადება საზღვრის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, რაც მოსკოვისთვის მიუღებელია. მან შეშფოთებით ისაუბრა მოსკოვის გადაწყვეტილებაზე შეცვალოს საპასპორტო რეჟიმი რესპუბლიკის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად მინსკის ხელშეკრულების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა, მხარეებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა არ აქვთ. წინსვლა არ არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვა საკითხებშიც. გერმანიასა და რუსეთს შორის საუბარი სხვადასხვა ენაზე გრძელდება.

გერმანიის არჩევნები

გერმანიის კანცლერმა პუტინთან შეხვედრისას საკუთარი დღის წესრიგიც განიხილა, რომელიც გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, მერკელის საზრუნავი ამჯერად არა რუსი ჰაკერები, არამედ რუსი ჟურნალისტები არიან. Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით „გერმანიაში დაახლოებით 2,5 მილიონი რუსულენოვანი ამომრჩეველია და იგი უმცირესობებს შორის უდიდეს ელექტორალურ ჯგუფს წარმოადგენს. მათი 60% გერმანულ ტელეარხებზე უფრო ენდობა რუსულ ტელევიზიას, ხოლო 40% მას ინფორმაციის უმთავრეს წყაროდ განიხილავს. რუსული ტელევიზია აქტიურად საუბრობს მიგრანტთა კრიზისზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების უმთავრეს პრობლემაზე. შესაბამისად რუსულენოვანი ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერს ულტრამემაჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“.  

ამავდროულად საარჩევნო კამპანიის დროს მერკელი ცდილობს გერმანული ელექტორატის და მსოფლიო საზოგადოების წინაშე წარმოჩინდეს უმაღლესი კლასის დიპლომატად, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ლიდერები მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებზე დაითანხმოს. მერკელი ეწვია ტრამპს და სცადა ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით მისი პოზიციები შეერბილებინა. მერკელი თვლის, რომ მან ეს მოახერხა. პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ კი ისინი შეთანხმდნენ, რომ ნორმანდიული ფორმატი და მინსკის პროცესი ძალაში რჩება. ამავდროულად რუსეთი მონაწილეობას მიიღებს ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და ითანამშრომლებს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან გარემოს დაცვის, ენერგეტიკული პოლიტიკის და ეკონომიკის დიგიტალიზაციის (კანცლერის საყვარელი თემა) საკითხებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრესკონფერენციის დროს მერკელმა რუსეთის კრიტიკაც მოახერხა. მან ისაუბრა გერმანიის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ომის წარმოებაზე და გააკრიტიკა ვითარება ჩეჩნეთში, სადაც უმცირესობათა უფლებები ირღვევა. ამ დროს მერკელის სამიზნეს გარკვეულწილად გერმანული ლიბერალური პრესაც წარმოადგენდა. საპასუხოდ პუტინმა გამოსვლის დასაწყისში გერმანელ ჟურნალისტებს მიმართა: „ზუსტად ჩაიწერეთ ჩემი სიტყვები და გადაეცით თქვენს მკითხველს“, რითიც მიანიშნა, რომ იგი დასავლურ პრესას არასაიმედოდ მიიჩნევს.

დასკვნა

შეხვედრის შემდეგ სენსაცია და გარღვევა არ მომხდარა. ეს იყო რუტინული, სამუშაო შეხვედრა. მერკელმა და პუტინმა პირველი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. მათი მომდევნო შეხვედრა ორ თვეში, ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგება. მოლაპარაკებებს ჰამბურგში შეუერთდება როგორც ჩინეთის ლიდერი, ასევე პრეზიდენტი ტრამპი და საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. სწორედ იქ მოხდება მსოფლიო და ევროპული პოლიტიკის ახალი სტრუქტურის ფორმირება.

რაც შეეხება უკრაინას, გერმანიაში მომავალი არჩევნების ფონზე მხარეების პოზიციების კარდინალური ცვლილება კონფლიქტის მოგვარების საკითხში ნაკლებად სავარაუდოა. ასევე რთულია რუსეთის პოზიციის ცვლილებაც 2018 წლის გაზაფხულამდე. ჯერჯერობით ევროკავშირსა და რუსეთს შორის უკრაინული მიმართულებით არის ცხადი წინააღმდეგობა, ხოლო შექმნილი ელექტორალური სურათი, საფრანგეთსა და გერმანიაში ამ ტენდენციის შენარჩუნების პირობას იძლევა.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

11 May 2017

თურქული გამბიტი

11 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

11 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

11 May 2017

ობამა

11 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

11 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

11 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

11 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

11 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

11 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

11 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

11 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

11 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

11 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

11 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

11 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

11 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

11 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

11 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

11 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

11 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

11 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

11 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

11 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

11 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

11 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

11 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

11 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

11 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

11 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

11 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

11 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

11 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

11 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

11 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

11 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

11 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

11 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

11 May 2017

უნგრული სუვერენულობა

11 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

11 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

11 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

11 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

11 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

11 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

11 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

11 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

11 May 2017

დასავლური გახლეჩა

11 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

11 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

11 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

11 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

11 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

11 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

11 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

11 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

11 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

11 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

11 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

11 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

11 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

11 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

11 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

11 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

11 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

11 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

11 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

11 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

11 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

11 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

11 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

11 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

11 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

11 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

11 May 2017