14 May 2017
  • 780 ნახვა

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ვითარება რუსეთსა და ამერიკას შორის „არის ყველაზე რთული ცივი ომის დასრულების შემდეგ“. მის დაძაბვას ხელი შეუწყო სირიაში ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ ბაშარ ასადის რეჟიმის ავიაბაზაზე აშშ-ს მიერ განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ. ვიზიტის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ ითანამშრომლონ საერთაშორისო პრობლემების (მათ შორის სირიის პრობლემის) მოგვარების საკითხში. ამასთან ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-ს წვლილს „სირიაში უსაფრთხოების ზონების“ ფუნქციონირებაში. დონალდ ტრამპი მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობა, ასევე მათი ფართო თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში.

ლავროვის და ტილერსონის შეხვედრა იგეგმებოდა ალიასკაზე, არქტიკული საბჭოს მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში. თუმცა საბოლოოდ გადაწყდა შეხვედრის ვაშინგტონში ჩატარება, სადაც ლავროვი ბოლოს 2013 წელს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად იმყოფებოდა. ლავროვს ვიზიტის დროს თან ახლდა რუსეთში აშშ-ს ელჩი სერგეი კისლიაკი, რომელთან სატელეფონო საუბარიც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკლ ფლინის გადადგომის მიზეზად იქცა.

მიუხედავად ამისა, შეხვედრა მშვიდ ვითარებაში გაიმართა. სირიული ავიაბაზის „ტომაჰავკებით“ დაბომბვიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ემოციურმა ფონმა დაიწია. რუსეთმა წამოაყენა სირიაში „ოთხი დეესკალაციის ზონის“ შექმნის იდეა, რომელიც ტრამპმა და პუტინმა ორ მაისს სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. თავად ტრამპმა სირიაში განხორციელებული საჰაერო შეტევის და “Obamacare”-ის გაუქმების კანონპროექტზე კონგრესის თანხმობის შემდეგ პოლიტიკური თავდაჯერებულობა შეიძინა, რაც რუსეთთან საკუთარი პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევს.

სანქციები და ორმხრივი ურთიერთობები

ორმხრივი ურთიერთობები მოლაპარაკებების პრიორიტეტულ თემებს შორის იყო. ლავროვის სიტყვებით, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები დაძაბულია, რისი მიზეზიც შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის ქმედებებია.

ტილერსონმა და ლავროვმა მოლაპარაკებების დროს განიხილეს მოადგილეების - ტომას შენონის და სერგეი რიაბკოვის შეხვედრის შედეგები. მათი შეხვედრა იყო პირველი ნაბიჯი ე.წ. „ურთიერთობების შემაფერხებელი“ საკითხების გადაწყვეტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში. ლავროვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ობამასგან განსხვავებით დაცლილია იდეოლოგიისგან, რაც ხელს უწყობს მოლაპარაკებების კონსტრუქციულ და რაციონალურ ჭრილში წარმოებას.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრის დროს უკრაინის საკითხსაც შეეხნენ. მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც რექს ტილერსონმა ლავროვთან მოლაპარაკებების დროს აქცენტი გააკეთა რუსეთის მხრიდან სანქციების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრამდე მათი შენარჩუნების აუცილებლობაზე. სანქციები რუსეთს ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის გამო დაუწესეს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს შეხვდნენ. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიპლომატიურ უძრავ ქონებაზე რუსი დიპლომატების წვდომის საკითხსაც შეეხნენ, რომელიც ობამას ადმინისტრაციის მიერ 2016 წლის დეკემბერში შეიზღუდა.  

არჩევნების შესახებ

ამერიკულმა პრესამ ორმხრივი შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ისტორიას. აღნიშნული საკითხი გაამძაფრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის ლავროვის აშშ-ში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გადაყენებამ. სერგეი ლავროვმა საკუთარი აღშფოთება ამერიკული მედიის შეკითხვების მიმართ ვერ დაფარა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯეიმს კომის გადაყენება აშშ-ს შიდა პოლიტიკური საკითხია, რომელთან შეხებაც რუსეთის ფედერაციას არ აქვს. ამავდროულად მან განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „რუსულ კვალზე“ საუბარი ორმხრივ ურთიერთობაში „აბსოლუტურად არანორმალურ ფონს“ ქმნის.

დეესკალაცია სირიაში

ტილერსონმა და ლავროვმა დეტალურად განიხილეს სირიის კონფლიქტი და მისი დარეგულირების მცდელობები, მათ შორის ოთხ მაისს ასტანის მოლაპარაკებებზე გაჟღერებული დეესკალაციის ზონების შექმნის საკითხი. მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ მთელი სირიის ტერიტორიაზე „ეს შეიძლება იყოს ძალადობის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი“ და მან პოლიტიკური დარეგულირების პროგრესს შეუწყოს ხელი. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება „აშშ-ს ნებისმიერ წვლილს სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნის საკითხში“ და იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი ხელს შეუწყობს მსგავსი ზონების შექმნას დერაას და ელ-ქუნეითრას პროვინციებში, რომლებიც აშშ-ს მოკავშირე ისრაელს და იორდანიას ესაზღვრება.

თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნათელი, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს უსაფრთხოების ოთხი ზონის შექმნას. ვაშინგტონისთვის მიუღებელია ირანის გაზრდილი როლი, რომელიც ასტანას მოლაპარაკების შემდგომ მემორანდუმში დაფიქსირდა. ასევე აშშ არ მიესალმება დეესკალაციის ზონების თავზე ყველა სახის სამხედრო თვითმფრინავისთვის ფრენის აკრძალვას. თეთრი სახლი და პენტაგონი კონცენტრირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაზე და ამ მიზნით სამხედრო ძალით ეხმარება სირიელ ქურთებს, რაც თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს.

ტრამპმა შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-სთვის სირიაში მთავარია ტერორიზმის დამარცხება. შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი არ ახდენდა ბაშარ ასადის გადადგომის საკითხის ფორსირებას. თუმცა ტრამპმა მოუწოდა რუსეთს, შეაკავოს სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი, ირანი და მისი სხვა მოკავშირეები. სავარაუდოდ სირიის საკითხი აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების მომავალ შეხვედრაზე ფართოდ განიხილება.

პუტინის და ტრამპის შეხვედრის მომზადება

მოლაპარაკებების კიდევ ერთ თემას წარმოადგენდა პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჰამბურგში გაიმართება. ექსპერტების ვარაუდით, ამ შეხვედრის გამართვა აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ტრამპსა და პუტინს შორის წინა კვირაში გაიმართა სატელეფონო საუბარი. ლავროვის ვიზიტი ვაშინგტონში და მათი სამომავლო შეხვედრა აჩვენებს ქვეყნების მზაობას, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ეცადონ ურთიერთობის დალაგებას.

მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი დათბობა მოსალოდნელი არ არის. ტრამპი სავარაუდოდ წააწყდება მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ამ მიმართულებით კონგრესის და მედიის მხრიდან. ამავდროულად ამ თვეში ტრამპი მიემგზავრება ევროპაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ნატოს ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, რომლებიც რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

დასკვნა

ტრამპის და ლავროვის, ისევე როგორც პუტინის და ტილერსონის შეხვედრები აჩვენებს, რომ ორივე მხარის სურვილია მოხდეს ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირება. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს თეთრ სახლში ამერიკული პოლიტიკური ელიტა და მედია უკმაყოფილებით შეხვდა. უკმაყოფილება გაამძაფრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის გათავისუფლებამ, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებით იყო დაკავებული. კრიტიკის მიზეზად იქცა ის ფაქტიც, რომ ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ფოტოგადაღებისთვის დაუშვეს მხოლოდ ტრამპის და ლავროვის პირადი ფოტოგრაფები. დამატებითი ნეგატიური ეფექტი გამოიწვია შეხვედრაზე აშშ-ში რუსეთის ელჩის, სერგეი კისლიაკის ყოფნამაც, რომელთან კავშირშიც როგორც გათავისუფლებულ მაიკლ ფლინს, ასევე აშშ-ს ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშენსს და ტრამპის მრჩეველს (და სიძეს) ჯარედ კუშნერს ადანაშაულებენ.   

შეხვედრის მეორე დღეს ტრამპი იძულებული იყო თავი ემართლა. 11 მაისს NBC-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მას პირადად ვლადიმირ პუტინმა თხოვა, რის გამოც შეხვედრაზე უარის თქმა მისი მხრიდან არასწორი იქნებოდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მათ ნაყოფიერი საუბარი გამოუვიდათ სირიისა და უკრაინის შესახებ და ეს დიალოგი აღნიშნულ რეგიონებში კონფლიქტების დასრულებას შეუწყობს ხელს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპს მართლაც სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ორმხრივი ურთიერთობიდან აშშ-სთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება. თუმცა რუსეთის ნეგატიური სახე ტრამპის მოწინააღმდეგეებისთვის ძლიერ ინსტრუმენტად იქცა. ამ კონტექსტში კი მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში ტრამპის და პუტინის შეხვედრასაც კი არ შეუძლია. 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

14 May 2017

თურქული გამბიტი

14 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

14 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

14 May 2017

ობამა

14 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

14 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

14 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

14 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

14 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

14 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

14 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

14 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

14 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

14 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

14 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

14 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

14 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

14 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

14 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

14 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

14 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

14 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

14 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

14 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

14 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

14 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

14 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

14 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

14 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

14 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

14 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

14 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

14 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

14 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

14 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

14 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

14 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

14 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

14 May 2017

უნგრული სუვერენულობა

14 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

14 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

14 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

14 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

14 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

14 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

14 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

14 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

14 May 2017

დასავლური გახლეჩა

14 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

14 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

14 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

14 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

14 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

14 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

14 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

14 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

14 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

14 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

14 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

14 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

14 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

14 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

14 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

14 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

14 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

14 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

14 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

14 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

14 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

14 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

14 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

14 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

14 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

14 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

14 May 2017