17 May 2017
  • 673 ნახვა

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

ინაუგურაციიდან მეორე დღესვე, 15 მაისს, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. არჩევნებში ყველაზე პროევროპული და ბრიუსელის ცალსახა ფავორიტი კანდიდატისგან გერმანიაში ამგვარი სწრაფი ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიისას მაკრონი ევროპულ გაერთიანებაში არსებული სხვადასხვაგვარი კრიზისების დასაძლევად კავშირის რეფორმაციის ინიციატივითაც გამოდიოდა. შესაბამისად, ევროპული პრობლემების გადასაჭრელად და ინტეგრაციული პროცესები დასაჩქარებლად საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ტრადიციული ფრანკო-გერმანული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ზრუნვა ლოგიკური ნაბიჯია.

როგორც ევროოპტიმისტი კანდიდატი, ემანუელ მაკრონი კავშირის კრიზისების დაძლევაზე საფრანგეთის პასუხისმგებლობას იაზრებდა და ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივითაც გამოვიდა, რომელსაც ევროგაერთიანებისთვის ახალი ენერგია უნდა მიეცა და ინექციის ეფექტი უნდა ჰქონოდა.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავარი საკითხები ევროზონის ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას მოიცავდა: ევროზონის საერთო ბიუჯეტის შექმნა საერთო ვალზე დაფუძნებით, ფინანსთან მინისტრის პოსტისა და ევროზონის პარალმენტის ჩამოყალიბება. მაკრონის აზრით, ევროზონის საერთი ბიუჯეტს უნდა შეძლებოდა ვალუტის გამყარება, ასიმეტრიული შოკების და ეკონომიკური დისბალანსების განეიტრალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი განწირული იქნებოდა წევრი ქვეყნების ფისკალური პოლიტიკებსა  და სხვა მკაცრ ეკონომიკურ ზომებზე გაუთავებელი დებატებითვის.

ამგვარ მკვეთრ მესიჯებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა გერმანიის მთავრობაში. მაკრონის ინიციატივებს მისი გაჟღერებიდანვე მხარს უჭერდა გერმანიის სოციალ-დემოკრატი საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებდა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერით ცნობილი ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შობლე. შობლე არ თანხმდებოდა ვალის გასაერთოობით ევროზონის საერთო ბიუჯეტის შექმნაზე, ასევე არარეალურად მიაჩნდა მსგავსი ცვლილებებისთვის გაერთიანების საკვანძო ხელშეკრულებების გადახედვაც.

გერმანიიდან მსგავსი მოსზრებების წამოსვლის შემდგომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროზონის ვალის გაერთიანების და ფინანსთა მინისტრის პოსტის იდეაც მისი დღის წესრიგიდან ამოიღო.

კანცლერ მერკელთან შეხვედრის შემდგომ ლიდერები ევროპული ინტეგრაციის გზამკვლევის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც საკვანძო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ევროპულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას ტრადიციულად საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა ხოლმე. 2005 წელს, ქვეყანამ საერთო ევროპულ კონსტიტუციის მირებაზე უარი რეფერედუმის საშალებით თქვა. მაგრამ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთისთვის ეს საკითხი ტაბუირებულ თემას აღარ წამორადგენს და ის ცვლილებებისთვის მზადაა.

მისი სიტყვებით, „ევროპას სჭირდება პრაგმატიზმი, ნაკლები ბიუროკრატია და დაცული მოქალაქეები.

შეხვედრის შემდგომ მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი არასდროს ყოფილა საერთო ევროობლიგაციებზე დაფუძნებული საერთო ბიუჯეტის შექმნის მომხრე და ყურადღება მხოლოდ ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილა. გერმანიასთან აქტიური კონტაქტისა და თანამშრომლობისთვის მაკრონმა ქვეყნის პრემიერად გერმანულენოვანი ედუარდ ფილიპი დანიშნა, რომელიც მერკელის მსგავსად მემარჯვენე-ცენტრისტული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერით გამოირჩევა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს კიდევ ერთი საერთო სენსიტიურ პრობლემაზე - იმიგრაციაზე - მისი ინიციატივა შესთავაზა. ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას საერთო თავშესაფრის პოლიტიკა, რომლის ჩარჩოშიც პარიზი და ბერლინი ამ საკითხში მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

ევროპული გაერთიანების მომავალი განვითარება დიდწილად მისი ორი წამყვანი ეკონომიკის, გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებეზეა დამოკიდებული, მაგრამ დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისთვის რამდენად მისაღები იქნება მხოლოდ ამ ორი მოთამაშის მიერ შემოთავაზებული პროექტები რთული სათქმელია. ემანუელ მაკრონის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები და ორმხრივად შემუშავებული განვითარების გზამკვლევი, რომელიც საკუთრივ ძირეული ხელშეკურლებების გადახედვას გულისხმობს, მნიშვნელოვანწილად რომის ხელშეკურლების 60 წლის იუბილეზე ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის მიერ გაჟღერებული მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფციის ნაწილად შეიძლება იყოს აღქმული. კონცეფცია, რომელიც რამდნიმე წამყვანი ქვეყნის დაჩქარებულ ინტეგრაციას გულისხმობს უკვე მკევთრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მათ კონცეფცია ევროპული გაერთიანების მომავლის კიდევ უფრო გაბუნდოვნებად აღიქვეს, სადაც ქვეყნების სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფებით საერთო კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ლოგიკური იქნება თუკი ამ ქვეყნებისგან მსგავსი შეფასება მოჰყვება მაკრონი-მერკელის ახალ გზამკვლევს ან ევროზონის საერთო ბიუჯეტის შექმნის იდეას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

17 May 2017

თურქული გამბიტი

17 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

17 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

17 May 2017

ობამა

17 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

17 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

17 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

17 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

17 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

17 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

17 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

17 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

17 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

17 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

17 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

17 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

17 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

17 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

17 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

17 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

17 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

17 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

17 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

17 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

17 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

17 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

17 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

17 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

17 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

17 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

17 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

17 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

17 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

17 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

17 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

17 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

17 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

17 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

17 May 2017

უნგრული სუვერენულობა

17 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

17 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

17 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

17 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

17 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

17 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

17 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

17 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

17 May 2017

დასავლური გახლეჩა

17 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

17 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

17 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

17 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

17 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

17 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

17 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

17 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

17 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

17 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

17 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

17 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

17 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

17 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

17 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

17 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

17 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

17 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

17 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

17 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

17 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

17 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

17 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

17 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

17 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

17 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

17 May 2017