17 May 2017
  • 794 ნახვა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

სტატია მოამზადეს რევაზ ქოიავამ და შოთა თხელიძემ


New York Times-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორ ჯეიმს კომის თხოვა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკლ ფლინის რუსეთთან შესაძლო კავშრების შესახებ გამოძიება შეეჩერებინა. მედია საშულების წყაროს ინფორმაციით, ფლინის გადაყენებიდან მეორე დღეს ტრამპსა და კომის შორის შემდგარი საუბრის ჩანაწერში აშშ-ის პრეზიდენტი კომის მიმართავს: “იმედი მაქვს, რომ ნათლად ხვდები უნდა შეეშვა, ფლინს უნდა შეეშვა. ის კარგი ადამიანია. იმედი მაქვს რომ ამას შეეშვები.” (“I hope you can see your way clear to letting this go, to letting Flynn go. He is a good guy. I hope you can let this go.”)

9 მაისს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, კომის გათავისუფლების მიზეზად იქცა „ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული არაკორექტული გამოძიება“. FBI-ის გათავისუფლების რეკომენდაცია გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა და მისმა მოადგილე როდ როზენსტაინმა მას შემდეგ გასცეს, რაც გაირკვა, რომ კომიმ ჰილარი კლინტონის წერილებთან დაკავშირებით კონგრესს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ბოლო წლის განმავლობაში კომი მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო, რაც FBI-ს დირექტორისთვის არასასურველია. თავიდან იგი რესპუბლიკელების (მას შემდეგ, რაც არ წამოეყენა ბრალდება ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ), ხოლო შემდეგ დემოკრატების (როდესაც არჩევნებამდე ათი დღით ადრე განაცხადა საქმის აღძვრის შესახებ) კრიტიკის ობიექტი იყო. კომიმ ვერ მოახერხა მისი პერსონისადმი ყურადღების შემცირება არჩევნების შემდეგაც. იგი კონგრესის კომიტეტთა მოსმენების რეგულარული მონაწილე იყო, რომელიც ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირებს და რუსეთის მხრიდან აშშ-ს საარჩევნო პროცესში ჩართულობას უკავშირდებოდა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზაციაა და მის საქმიანობაში ახალი ეტაპი იწყება. 

თეთრი სახლის განმარტებამ კომის გათავისუფლებასთან (რატომ არ გაათავისუფლეს იგი ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების პირველივე დღეს) და ორმაგ სტანდარტებთან (საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ხშირად აქებდა FBI-ს დირექტორს) დაკავშირებით კითხვები გააჩინა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა დააზუსტა, რომ კომის გათავისუფლების საკითხი თავიდანვე განიხილებოდა, ხოლო გადამწყვეტი როლი სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე გამოსვლამ ითამაშა, სადაც საკუთარი პოზიციის დასაბუთებისას კომიმ რამდენიმე დაუზუსტებელი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ასევე შენიშნა, რომ პრეზიდენტად გახდომის შემდეგ კანდიდატი თავის მიდგომას ხშირად ცვლის: კომის ქმედებები, რომელიც ხელს აძლევდა კანდიდატ ტრამპს, წარმოადგენს სუბორდინაციის დარღვევას, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

აღნიშნული ლოგიკა არადამაჯერებელია დემოკრატებისთვის, რომლებმაც სწრაფად გაავლეს ანალოგია 1973 წლის 20 ოქტომბერთან, რომელსაც „შაბათის ღამის წმენდა“ ეწოდება. აღნიშნული მოვლენა რიჩარდ ნიქსონის იმპიჩმენტის კატალიზატორად იქცა (ნიქსონი ცდილობდა უოტერგეიტის საქმესთან საკუთარი კავშირის დაფარვას და გამოძიების ხელმძღვანელი პროკურორის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ბრძანებას არ დაემორჩილნენ გენერალური პროკურორი და მისი თანაშემწე, რომლებიც იმავე დღეს გადადგნენ. ამან პრეზიდენტისადმი კონგრესმენების ნდობის შემცირება და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გამოიწვია).

ამიტომაც ტრამპის ქმედება, დემოკრატების და ლიბერალური მასმედიის თეორიის თანახმად, კვალიფიცირდა „რუსული კავშირების“ გამოძიების შეფერხების მცდელობად, რომლის „გამოაშკარავებასთანაც კომი ახლოს იყო“. ამ თვალსაზრისით FBI-ს მეთაურის გათავისუფლება წარმოადგენს ტრამპის დანაშაულის უპირობო მტკიცებულებას, რამაც „საკონსტიტუციო კრიზისი“ და „იმპიჩმენტი“ უნდა გამოიწვიოს. უოტერგეიტის სცენარის გამეორება აღკვეთა რესპუბლიკელი სენატორების რეაქციამ, რომელთაგან მხოლოდ ჯონ მაკეინმა მიიჩნია ტრამის ქმედება საეჭვოდ, ხოლო 12-მა სენატორმა მხარი პრეზიდენტს დაუჭირა.

თვით თეთრი სახლი (მონიკა კრაულის სიტყვებით, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობა დაკარგა) არ იყო მზად იმისთვის, რომ კომის გათავისუფლება მსგავს რეზონანსს გამოიწვევდა. ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ FBI-ს ხელმძღვანელმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონი მის წინააღმდეგ განაწყო. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის რეპუტაციის შერყევის სურვილმა ჯეიმს კომი დემოკრატების თვალში კლინტონის დამარცხებაში მთავარი დამნაშავედან პრეზიდენტის ქმედებების ნეიტრალურ მაკონტროლებლად აქცია. მათი აზრით, აუცილებელია შეიქმნას „რუსული კავშირების“ გამოძიების დამოუკიდებელი კომისია (კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდიან რესპუბლიკელები). მაგრამ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და მისი დემოკრატი კოლეგა დაიან ფეინშტეინი თვლიან, რომ კომიმ აუცილებლად უნდა მისცეს ჩვენება, რათა რეალურად გაირკვეს, თუ რა იყო მიზეზი პრეზიდენტის მიერ მისი მოულოდნელი გადაყენებისა.

ლავროვისთვის საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება

გარდა ჯეიმს კომის საეჭვო განთავისუფლებისა, დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს მისი დადანაშაულების კიდევ ერთი საბაბი მიეცათ. 10  მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თეთრ სახლში მიღებისას აღმოჩნდა, რომ დიპლომატთან აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია გაამჟღავნდა, რომელიც ამერიკული დაზვერვის მიერ ისლამურ სახელმწიფოზე ინფორმაციის შეგროვებას ეხებოდა. უსაფრთხების საკითხებში  პრეზიდენტის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა, მხარეებმა მხოლოდ ტერორიზმიდან მომდინარე საერთო საფრთხეებზე ისაუბრეს. მაკმასტერის სიტყვებით, ისლამური სახელმწიფო ორივე ქვეყნისთვის დიდი საფრთხის მატარებელია და მან ეგვიპტის საჰაერო სივრცეში რუსული სამგზავრო ლაინერი ააფეთქა. 

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მართლაც გაუზიარა, მაგრამ ამის უფლება აშშ-ის პრეზიდენტს გააჩნია.

NBC News-ის ინფორმაციით, ტერორისტები აპირებენ ერთ-ერთი ლაინერის აფეთქებას ლეპტოპში ჩამონტაჟებული ბომბის საშუალებით. სწორედ ეს ინფორმაცია გაანდო ტრამპმა ლავროვს. ზოგიერთი მონაცემით, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურებს შესაძლოა მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოეპაროთ. ბოლო დროს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა ავიაკომპანიებმა შეიძლება აკრძალონ თვითმფრინავის სალონებში ლეპტოპების შეტანა. ტელეარხი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ისრაელის აგენტის სიცოცხლე, რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებშია ჩანერგილი და რომელმაც მიაწოდა აშშ-ს მთავრობას ინფორმაცია ISIS-ის გეგმების შესახებ.

დემოკრატიული პარტიის სენატორებმა ტრამპის ქცევას დაუდევარი უწოდეს და იგი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის საქმიანობის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. ოპონენტების აზრით, საიდუმლო ინფორმაციის დეტალების გამჟღავნებით რუსეთმა შესაძლოა ამერიკულ ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში საფრთხე შეუქმნას.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მუსირებს ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით ამის სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. ამერიკელი კონსტიტუციონალისტის ერვინ ჩერემინსკის თქმით, თუკი პრეზიდენტი FBI-ის პირდაპირ მოუწოდებს ამგვარი საგამოძიებო მოქმედებები შეწყვიტოს, ეს უკვე საშულებას მისცემს კონგრესს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ჯეიმს კომის გადაყენება ამგვარი ბრძანების პირდაპირი დადასტურება არ არის, მაგრამ შესაძლოა გამოძიების შეწყვეტის სურვილადაც ინტერპრეტირდეს. Politico-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ხოლო საკონსტიტუციო კრიზისი იმ შემთხვევაში დადგება, თუ კომის შემცვლელად ტრამპი „საკუთარ“ კაცს დაასახელებს, რომელიც გამოძიების გაგრძლებაზე უარს განაცხადებს. 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

17 May 2017

თურქული გამბიტი

17 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

17 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

17 May 2017

ობამა

17 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

17 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

17 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

17 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

17 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

17 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

17 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

17 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

17 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

17 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

17 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

17 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

17 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

17 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

17 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

17 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

17 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

17 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

17 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

17 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

17 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

17 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

17 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

17 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

17 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

17 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

17 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

17 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

17 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

17 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

17 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

17 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

17 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

17 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

17 May 2017

უნგრული სუვერენულობა

17 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

17 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

17 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

17 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

17 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

17 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

17 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

17 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

17 May 2017

დასავლური გახლეჩა

17 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

17 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

17 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

17 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

17 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

17 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

17 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

17 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

17 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

17 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

17 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

17 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

17 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

17 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

17 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

17 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

17 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

17 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

17 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

17 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

17 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

17 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

17 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

17 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

17 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

17 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

17 May 2017