19 May 2017
  • 937 ნახვა

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ხმაურიანი სკანდალების ფონზე ამერიკულ მედიაში გახშირდა საუბრები პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ. შესაძლო იმპიჩმენტის მიზეზებად ასახელებენ FBI-ს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის გათავისუფლებას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას. 18 მაისს იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს კონგრესშიც. წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა წევრმა კონგრესმენებს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდა.

 

რა არის იმპიჩმენტი?

იმპიჩმენტი აშშ-ს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა, რომლის მიზანიც არის მაღალი თანამდებობის პირების გადაყენება (პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, გუბერნატორების). კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული, მისი პირდაპირ სასამართლოს წესით გასამართლება არ შეიძლება. კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა ეს დანაშაული ქვეყნის მეთაურის გადაყენებისთვის.

იმპიჩმენტი რთული პროცესია და მისი დაწყება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს აუცილებლად გადააყენებენ. პროცედურის დაწყების უფლება აქვს მხოლოდ წარმომადგენელთა პალატას იურიდიული კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ. იმპიჩმენტის დაწყების საკითხი წყდება ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობით. თუ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, საკითხი გადაეცემა სენატს, სადაც გაიმართება სასამართლო. უმაღლესი პალატის წევრები (უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ხელმძღვანელობით) განიხილავენ ბრალდების სიმძიმეს და გამოიტანენ განაჩენს პრეზიდენტის გადაყენების შესახებ. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა ხმათა ორი მესამედი.

აშშ-ს კონსტიტუციაში მხოლოდ ზოგადი განსაზღვრება არსებობს იმ დანაშაულებების, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად შეიძლება იქცეს. უმაღლესი კანონის მეორე თავის მეოთხე ნაწილში წერია: „პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან სხვა თანამდებობის პირი შეიძლება ჩამოშორდეს ხელისუფლებას იმპიჩმენტის გზით სახელმწიფოს ღალატის, ქრთამის აღების ან სხვა მძიმე დანაშაულის თუ კანონდარღვევის შემთხვევაში“. ზუსტი განმარტება „სხვა მძიმე დანაშაულის“ არ არსებობს. პრაქტიკაში იგი კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 1970 წელს აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა (რომელიც მაშინ წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი იყო) განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საბაბად შეიძლება იქცეს ნებისმიერი კანონდარღვევა, თუ მის სასარგებლოდ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მისცემს ხმას.

 

იმპიჩმენტის შემთხვევები

აშშ-ის ისტორიაში ფედერალური ოფიციალური პირების 19 იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდა, რომელთაგანაც მხოლოდ რვა დასრულდა თანამდებობის პირების, ძირითადად ფედერალური მოსამართლეების გადაყენებით. აშშ-ის პრეზიდენტების მიმართ სამი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დასრულებულა მათი გადაყენებით: ორი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო ერთი პროცედურის დასრულებამდე თავად გადადგა.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პირველი მცდელობა აშშ-ის მეათე პრეზიდენტის ჯონ ტაილერის წინააღმდეგ იგეგმებოდა, მაგრამ ინიციატივა ჩავარდა.

პრეზიდენტის სამართლებრივი გადაყენების პროცედურის დაწყების პირველი შემთხვევა 1867 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონითანამდებობაზე ყოფნის აქტის’ (Tenure of Office Act) დარღვევაში დაადანაშაულეს. მან ომის მდივანი რადიკალი რესპუბლიკელი ედვინ სტენტონი სენატის თანხმობის გარეშე გაათავისუფლა. მოგვიანებით, სენატმა ჯონსონი ხმათა მცირე უპირატესობით უდანაშაულოდ ცნო და შედეგად მას თანამდებობის დატოვება არ მოუწია.

1974 წელს იმპიჩმენტით გადაყენებას თავი აარიდა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და სასჯელის მიღებამდე თავად გადადგა. მას დემოკრტიული პარტიის შტაბ-ბინაში უკანონო მოსმენების განხორციელბაში .. უოთერგეითის სკანდალში სდებდნენ ბრალს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების უახლესი შემთხვევა 1998 წელს ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას მოხდა. კონგრესმა მას ბრალად დასდო თეთრი სახლის პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკისთან მისი სექსუალური კავშირის გამოძიების შეცდომაში შეყვანა და სხვა მოწმეებისთვის იმავეს გაკეთების მოწოდება.

1999 წლის თებერვალში, სენატმა მას ორივე ბრალდება მოუხსნა. ბილ კლინტონმა მოგვიანებით საჯარო ბოდიში მოიხადა და ლევინსკისთან ურთიერთობა აღიარა. მან მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ბოლომდე ამოწურა.

 

რაში შეიძლება დაადანაშაულონ დონალდ ტრამპი?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საიდუმლო მონაცემების სერგეი ლავროვისთვის გადაცემის ისტორიაში სახელმწიფო ღალატის ნიშნებს ხედავს (ამას ადასტურებს გუგლის საძიებო სისტემაში „Trump+treason” ძებნის გახშირება), პრეზიდენტისთვის მსგავსი მძიმე ბრალდების წაყენება რთულია. აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ღალატი ნიშნავს „სამხედრო მოქმედებების წარმოებას აშშ-ს წინააღმდეგ ან აშშ-ს მტრებისთვის მხარდაჭერას თუ დახმარებას“. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ მედიაში რუსეთს მტრად და მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, კონსტიტუციაში საუბარია იმ მტრებზე, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში არიან ჩართული. შეიძლება ითქვას, რომ რუსი დიპლომატისთვის დაზვერვის მონაცემების გაზიარებით, დონალდ ტრამპს კანონი საერთოდ არ დაურღვევია.

უფრო სერიოზულ მიზეზად შეიძლება იქცეს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდება. სწორედ მას უკავშირდება გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის გათავისუფლება. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ”ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული არაკორექტული გამოძიება“ დასახელდა. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ FBI-ს ხელმძღვანელის გადაყენება ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების გამოძიებას უკავშირდება. გათავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ ჯეიმს კომი იუსტიციის სამინისტროს გამოძიებისთვის დამატებით რესურსებს სთხოვდა, ხოლო ტრამპმა მას მაიკლ ფლინის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაიკლ ფლინი იყო ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც იძულებული გახდა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტის გამო გადამდგარიყო. 18 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ კომის სავარაუდო შემცვლელად კონექტიკუტის შტატის ყოფილი სენატორი და შიდა უსაფრთოხების საკითხებში სენატის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჯო ლიბერმანი მოიაზრება.

 

დღეს არსებული ვითარება

FBI-ს ხელმძღვანელზე ზეწოლა პრეზიდენტის მხრიდან წარმოადგენს ხელისუფლების დაყოფის პრინციპის და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევას. New York Times-სთან საუბრისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯასტინ ამაშმა განაცხადა, რომ თუ კომიზე ზეწოლის ფაქტი დადასტურდება, ეს „იმპიჩმენტის დასაწყებად საკმარისი იქნება“. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ ამაში ერთ-ერთია იმ რესპუბლიკელი კონგრესმენებიდან, რომელიც რუსეთთან ტრამპის კავშირების გამოსაძიებელი კომისიის შექმნას უჭერდა მხარს.  

რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი გამომძიებლის დანიშვნასაც. 17 მაისს ამ თანამდებობაზე დაინიშნა FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება თავად პრეზიდენტის ფიგურას შეეხება.

რესპუბლიკელები მოითხოვენ განმარტებას The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სხვა პუბლიკაციაზეც. გაზეთმა გამოაქვეყნა ქვედა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერის კევინ მაკარტის და პალატის სპიკერის პოლ რაიანის საუბრის გაშიფრული ვერსია. პირადი საუბრის დროს ისინი საუბრობენ უკრაინაზე, რუსული პროპაგანდის გავლენაზე და არასამთარობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე რუსეთის მხრიდან. საუბარი შეეხება ტრამპის შესაძლო დაფინანსებასაც რუსეთის მხრიდან.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს გადასცა მასალები, რომელიც დაეხმარება კომისიას ტრამპის გუნდის რუსეთთან საქმიანი კავშირების გამოძიებაში. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრი ადამ შიფის განცხადებით, ფინანსური დოკუმენტაციის და ტრანზაქციის შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის.

 

რამდენად სავარაუდოა იმპიჩმენტის დაწყება?

დღეს იმპიჩმენტის დაწყების ალბათობა დაბალია. დიდწილად იმპიჩმენტის ალბათობა აღაფრთოვანებს ამერიკულ მედიას, რომელსაც დონალდ ტრამპთან რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. Media Research Center-ის კვლევის თანახმად, ტრამპის კრიტიკა იკავებს CNN-ის საეთერო დროის 92%-ს. სოციოლოგებმა გააანალიზეს საეთერო დროის 20 საათი. სარეკლამო რგოლების და სხვადასხვა განცხადებების გამოკლებით 13 საათი და 27 წუთი მიეძღვნა ტელეგადაცემებს და საინფორმაციო ამბებს. ტრამპს აქედან დაეთმო 12 საათი და 19 წუთი. აღნიშულ საეთერო დროის განმავლობაში ტრამპი დაადანაშაულეს FBI-ს ხელმძღვანელის რუსეთის სასარგებლოდ გათავისუფლებაში, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში.

ერთადერთი კონგრესმენი, რომელმაც ტრამპის გადაყენების აუცილებლობაზე ისაუბრა, არის წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან ელ გრინი. რესპუბლიკელმა კონგრესმენება, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ტრამპის იმპიჩმენტი პრინციპში წარმოუდგენელია (პრეზიდენტის პარტია აკონტროლებს უმრავლესობას ორივე პალატაში) ტრამპის გადაყენების იდეას მხარი არ დაუჭირეს. ისინი მხოლოდ ამა თუ იმ სკანდალის კომენტირებით შემოიფარგლებიან. 17 მაისს, სენატორმა ჯონ მაკეინმა ტრამპის გადაყენების შესახებ კითხვაზე უპასუსა, რომ იგი ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. „მე შემიძლია მხოლოდ მიმდინარე სიტუაციაზე ვისაუბრო. ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით ახალ სურპრიზებს, თუმცა ამ ეტაპზე იმპიჩმენტის დაწყება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არა მგონია, რომ ბევრი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს“ - განაცხადა მაკეინმა The Washington Examiner-თან ინტერვიუში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კომიმ უარი განაცხადა აშშ-ს სენატის დაზვერვის კომისიისთვის ჩვენების მიცემაზე. აღნიშნული კომისია ამჟამად ატარებს საპარლამენტო გამოძიებას ტრამპის და მისი გუნდის რუსეთთან კავშირების შესახებ.

ონლაინ გამოცემა The Hill-ის მიმომხილველი ჯონათან ტურლი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კომის განცხადებები ტრამპის დასადანაშაულებლად საკმარისი არ იქნება. მუქარის შესახებ სერიოზული მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტის გადაყენება წარმოუდგენელია. იგი აღნიშნავს, რომ ტრამპის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში „დანაშაულის უპირობო მტკიცებულება არ არსებობს“. მისი აზრით, ტრამპის თხოვნა შეეწყვიტა გამოძიება ფლინის საქმეზე არ შეიძლება გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის მიმართ მუქარად ჩაითვალოს.

ჯერჯერობით დონალდ ტრამპს ზურგს უმაგრებს რესპუბლიკელი ელექტორატის ძლიერი მხარდაჭერა (80% პრეზიდენტის ქმედებებს დადებითად აფასებს). რესპუბლიკელები არ უერთდებიან დემოკრატებს მომდევნო არჩევნების წაგების შიშით. იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად დემოკრატებს დაჭირდებათ სენატში 19, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში 20-ზე მეტი რესპუბლიკელი, რაც ამ ეტაპზე რთული წარმოსადგენია. 

იმპიჩმენტი ამერიკულ პოლიტიკაში ყველაზე ბუნდოვანი პროცესია და ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირის გადაყენების პრეცედენტი ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც ჩანს, მხოლოდ იმ სერიოზული დანაშაულებს შეიძლება მოჰყვეს პრეზედენტის იმპიჩმენტი, რომელიც ამერიკის კონსტიტუციაშია გაწერილი: ‘სახელმწიფოს ღალატი, მექრთამეობა და სხვა მაღალი რანგის დანაშაულებები’.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

19 May 2017

თურქული გამბიტი

19 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

19 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

19 May 2017

ობამა

19 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

19 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

19 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

19 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

19 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

19 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

19 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

19 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

19 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

19 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

19 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

19 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

19 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

19 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

19 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

19 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

19 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

19 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

19 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

19 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

19 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

19 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

19 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

19 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

19 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

19 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

19 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

19 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

19 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

19 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

19 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

19 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

19 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

19 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

19 May 2017

უნგრული სუვერენულობა

19 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

19 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

19 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

19 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

19 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

19 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

19 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

19 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

19 May 2017

დასავლური გახლეჩა

19 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

19 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

19 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

19 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

19 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

19 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

19 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

19 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

19 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

19 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

19 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

19 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

19 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

19 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

19 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

19 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

19 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

19 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

19 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

19 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

19 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

19 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

19 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

19 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

19 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

19 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

19 May 2017