22 May 2017
  • 942 ნახვა

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

16 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ასობით რუსული IT-კომპანია სანქციების ქვეშ მოყვა. მათ შორის არიან ისეთი „მონსტრები“, როგორიცაა Mail.ru, ВКонтакте, Одноклассники, Яндекс, ABBYY და 1С. უკრაინელმა პროვაიდერებმა აბონენტებს ზემოთნახსენები კომპანიების ვებგვერდებსა და სერვერებზე წვდომა უნდა შეუზღუდონ. აღნიშნული გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვლის უკრაინული ინტერნეტის ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს უკრაინის რუსეთისგან როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული კუთხით დაშორებას.

 

აკრძალვის მასშტაბები

ВКонтакте და Одноклассники უკრაინაში ორი ყველაზე პოპულარული სოცქსელია. მას ყოველთვიურად იყენებს 16 და 9,5 მილიონი ადამიანი. ჯამში ეს დაახლოებით მოსახლეობის ნახევარია. Яндекс-ს მოიხმარს 11 მილიონი მომხმარებელი და იგი ინტერნეტ-საძიებო ბაზრის დაახლოებით 30%-ის იკავებს. ოთხი აკრძალული სერვისი - ВКонтакте, Mail.ru, Яндекс და Одноклассники უკრაინელ მომხმარებლებს შორის პოპულარულ საიტთა ათეულში შედის.

კომპანია 1С-ის საქმის წარმოების სისტემას 300 ათასამდე უკრაინული საწარმო მოიხმარს. რთული დასადგენია, რამდენი მომხმარებელი და საწარმო იყენებს ABBYY-ის საოფისე პროგრამებს, Dr.Web-ის და „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანტივირუსებს. თუმცა, ზუსტი მონაცემების გარეშეც ნათელია, რომ რუსული სერვისების დაბლოკვა უკრაინელ ინტერნეტმომხმარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას შეეხება.

Mail.ru-მ და Яндекс-მა განაცხადეს, რომ სანქციები მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად არ დააზარალებს. Яндекс-ის წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინული მიმართულების წილი კომპანიის შემოსავლებში 3%-ზე მეტს არ შეადგენს (დაახლოებით 2,28 მილიარდი რუბლი). Промсвязьбанк-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, სანქციებით გამოწვეული სავარაუდო დანაკარგი Яндекс-ისთვის 6,9 მილიარდი რუბლი იქნება (2016 წელს კომპანიის შემოსავლების 9,1%). უკრაინული ბაზარი ათობით მილიონი მომხმარებლით კომპანიისთვის რუსული ბაზრის შემდეგ სიდიდით მეორეა. რუსული კომპანიების ზარალი დამოკიდებულია ბლოკირების ტექნიკურ მახასიათებლებზეც, ამიტომაც მათი შეფასება ჯერ ნაადრევია.

 

აკრძალვა დარტყმას მიაყენებს უკრაინულ ბიზნესსაც. ინტერნეტ-მედია დაკარგავს მკითხველს ВКонтакте-ში, მაღაზიები და წვრილი ბიზნესი წლობით დამუშავებული დისტრიბუციის არხების გარეშე დარჩებიან, მომხმარებლები კი რუსული კომპანიების ბარათებს, საძიებო სისტემებს, მეილებს და სხვა სერვისებს დაემშვიდობებიან.

ცხადია, რომ ამ აკრძალვის გამო უკრაინელები ინტერნეტ მოხმარებას არ შეამცირებენ. მათი ნაწილი გააგრძელებს ნაცნობი სერვისების მოხმარებას VPN-ის და Tor-ის საშუალებით. სხვები უბრალოდ აკრძალული საიტების შემცვლელებს მონახავენ. ВКонтакте-დან და Одноклассники-დან ისინი Facebook-ში, Instagram-ში, Twitter-ზე, Viber-ში და სულ უფრო პოპულარულ Telegram-ში გადაინაცვლებენ. Яндекс-ის სერვისების უმრავლესობის ანალოგი აქვს Google-ს. მასმედია, ინტერნეტ-მაღაზიები და სხვა სერვისები, რომელთაც აუდიტორია ჭირდებათ, მომხმარებელთა კვალდაკვალ ახალ პლატფორმებს მოძებნიან.

უფრო დიდი პრობლემები შეექმნებათ მათ, ვისი ბიზნესიც მხოლოდ ВКонтакте-ზეა მიბმული - პატარა მაღაზიებს მოუწევთ ახალი ბაზრების სწრაფად ათვისება. პერეფორმატირება მოუწევს სარეკლამო ბაზარსაც. მარკეტინგული პროექტები Яндекс.Директа-დან და ВКонтакте-დან Google AdWords-ში და Facebook-ში გადაინაცვლებს. საერთოუკრაინული სარეკლამო კოალიციის შეფასებით, საძიებო განცხადებების ბაზრის მოცულობამ 2016 წელს უკრაინაში 1200 მილიონი გრივნა (45,4 მილიონი დოლარი), რეკლამებმა სოცქსელებში (სხვა დისპლეი-რეკლამებთან ერთად) – 750 მილიონი გრივნა (28,4 მილიონი დოლარი) შეადგინა. Яндекс-ის და ВКонтакте-ს წილი ამ მონაცემებში არ ხმაურდება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი ეკონომიკური ბენეფიციარები ამერიკული ინტერნეტ-გიგანტები - Facebook-ი და Google-ი იქნებიან. თუმცა გასაგებია, რომ დამატებითი რამდენიმე მილიონი დოლარი უკრაინული ბაზრიდან მათ ფინანსებზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

 

ყველაზე რთული ვითარება შეიქმნება საბუღალტრო პროგრამა 1С-სთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით უკრაინული საწარმოების 80-დან 98%-მდე იყენებს. პოპულარობით მეორე საბუღალტრო პროგრამის მწარმოებელი კომპანია Парус-იც სანქციების ქვეშ მოყვა. ამ პროდუქტების იაფფასიანი ანალოგები არ არსებობს. სავარაუდოდ, საწარმოების უმრავლესობა 1С პროგრამის აკრძალვას უგულებელყოფს. ეს კი შეიძლება ხელისუფლებისთვის ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტად იქცეს. მით უმეტეს, რომ 1С სანქციების ქვეშ პოლიტიკური მოტივებით მოხვდა: ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, 1С-ის სოფტის დახმარებით რუსეთი უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშპიონაჟს და კიბერთავდასხმებს ახორციელებდა.

 

ტექნიკური მხარე

უკრაინული ხელისუფლების ხელში ვებგვერდების ბლოკირების მზა ტექნიკური ინსტრუმენტები ჯერჯერობით არ არის. უკრაინაში ჩინეთის მსგავსად არ არის „მთავარი გამომრთველი“ ან ეროვნული „Firewall“. არ არსებობს Роскомнадзор-ის ანალოგიური ორგანოც, რომელსაც უფლება აქვს აკრძალული რესურსების სია შეადგინოს და პროვაიდერები ბლოკირების წესების შეუსრულებლობის გამო დასაჯოს.

ტოპოლოგიურ დონეზე უკრაინული ინტერნეტი საკმაოდ დეცენტრალიზებულია და გარე ინტერნეტთან დამაკავშირებელი მრავალი ხაზის გამო მისი შეზღუდვა ტექნიკურად რთულია. უკრაინა არ არის ეგვიპტე, სადაც მხოლოდ სამი ხაზის საშუალებით საერთაშორისო ტრაფიკის 90% გადის. სავარაუდოდ, ბლოკირების რეალიზაცია პროვაიდერებს დაევალებათ, ხოლო პროცესის კონტროლს ეროვნული ტელეკომ-რეგულატორი НКРСИ მოახდენს, რომელმაც პროვაიდერები აკრძალვის შეუსრულებლობის შემთხვევაში სავარაუდო ჯარიმების შესახებ უკვე გააფრთხილა. ეროვნული უსაფრთხოების და საბჭოს საინფორმაციო უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელმა ვალენტინ პეტროვმა განაცხადა, რომ კონკრეტულ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკირების გვერდის ავლით მოახერხებენ აკრძალული საიტებით სარგებლობას, არ დასჯიან.

 

შეკითხვები პრეზიდენტის განკარგულებასთან დაკავშირებით აქვთ იურისტებსაც. მასში არ არის მოცემული არც სანქციების გამომწვევი მიზეზები, არც ბლოკირების გაწერილი მექანიზმები. თუმცა უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება გადაწყვეტილების სერიოზულობაზე მიუთითებს, ხოლო რა ნორმატიული აქტებით მოხდება მათი დარეგულირება, ეს უკვე მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა.

 

ყველაზე პოპულარულმა უკრაინულმა პროვაიდერმა Укртелеком-მა (1,4 მილიონი აბონენტი)  უკვე განაცხადა, რომ ბრძანების შესრულებაზე მუშაობს და ბლოკირების პროცედურებს უკვე ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს. სხვა მნიშვნელოვანი პროვაიდერები - Киевстар-ი და Воля ჯერჯერობით ბლოკირების ტექნიკურ მექანიზმებს სწავლობენ და ბრძანების შესრულების კონკრეტულ ვადებს არ ასახელებენ.

 

პოლიტიკური მხარე

ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ალექსანდრ ტურჩინოვის სიტყვებით, აკრძალვის ინიციატორი უკრაინის უშიშროების სამსახურია. ბრძანების ხელმოწერის შემდეგ უწყების საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც რუსული სპეცსამსახურები უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ და სპეციალური საინფორმაციო ოპერაციებისთვის ისეთ ინტერნეტ-რესურსებს იყენებენ, როგორიცაა „ВКонтакте“, Одноклассники და Mail.ru.

 

ინიციატივას აქტიურად უჭერდნენ მხარს სახალხო ფრონტის სპიკერები. აღნიშნული საპარლამენტო ფრაქცია აგრესიულ ანტირუსულ რიტორიკას იყენებს და პირობითად უკრაინელი „ქორებით“ არის დაკომპლექტებული. ჯერ კიდევ თებერვალში რუსული სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატივით გამოვიდა ფრონტის ერთ-ერთი სპიკერი, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი. მაშინ აღნიშნული განცხადება შკირიაკის რეპუტაციის გამო სერიოზულად არავინ აღიქვა. გამორიცხული არ არის, რომ მისი მიზანი საზოგადოებრივი აზრის შემოწმება იყო. არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების აღნიშნული მექანიზმი აქტიურად გამოიყენება: თავდაპირველად თემა საჯარო განხილვაში მარგინალურ სპიკერებს შემოაქვთ, ხოლო შემდეგ მისი ატაცება მეინსტრიმი პოლიტიკოსების მხრიდან ხდება.

 

აპრილში სახალხო ინიციატივა „Информнапалм“-ის (მასაც სახალხო ფრონტს უკავშირებენ) ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომელიც Яндекс-ს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდა. მომდევნო დღეს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ მიიღო სანქციების შესახებ გადაწყვეტილება, რომელსაც რამდენიმე კვირის შემდეგ პრეზიდენტმა პოროშენკომ მოაწერა ხელი. აქტივისტების თქმით, რუსული სოცქსელების დაბლოკვის ინიციატივა დიდი ხანია არსებობს, რომელთაც მოგვიანებით Яндекс-ი და სხვა რუსული IT-კომპანიებიც მიაბეს.

 

ბლოკირებაში არის პოლიტიკური ლოგიკაც. უცნაურად გამოიყურებოდა სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი პოროშენკო მუდმივად თხოვდა დასავლელ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ხოლო თავად მილიონობით აუდიტორიის მქონე რუსულ ინტერნეტ-კომპანიებს უკრაინაში თავისუფლად მუშაობის უფლებას აძლევდა.

რუსეთთან კონფლიქტის პირობებში ლოგიკურია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეზღუდოს რუსული ბიზნესი და გადაუკეტოს რუსულ ინტერნეტ-კომპანიებს მილიონობით უკრაინელის პირად მონაცემებზე წვდომა. რეალური მასშტაბების გაზვიადების ან კომპანიების კეთილსინდისიერებაზე აპელირების მიუხედავად, ცხადია, რომ Яндекс-ს ან Mail.ru-ს არ შეუძლია რუსულ სპეცსამსახურებს მომხმარებელთა პირადი მონაცემები არ გაუზიაროს.  


დასკვნა

რუსული სოცქსელების აკრძალვამ უკრაინელების უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც შელახა. უკრაინა ირანთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან ერთად მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.

მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო ინტერნეტის ხელოვნური მართვის ინსტრუმენტი, გააძლიერა პატრიოტების თვალში საკუთარი პოზიციები და შეზღუდა არა მხოლოდ პრორუსული, არამედ ოპოზიციური პროპაგანდაც. საბოლოო ჯამში ეს კარგად ეწერება პოროშენკოს სტრატეგიაში, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერება და უკრაინული საინფორმაციო სივრცის გაწმენდაა. ჯერჯერობით აღნიშნულ სტრატეგიას შედეგი მოაქვს: მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს მმართველობის სამი წლის განმავლობაში უკრაინელებმა ვერც სერიოზული რეფორმები, ვერც ეკონომიკური ზრდა და ვერც ომის დასრულება ნახეს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის სერიოზული კონკურენტი მაინც არ ჩანს.

მიღებულ აკრძალვას სავარაუდოდ არ მოყვება რუსული ვებგვერდების მუშაობის შემზღუდველი ახალი აკრძალვები. მთელი ის რესურსები, რომელიც შეიძლება უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოებას დამუქრებოდა - რუსული ტელეარხები, სოციალური ქსელები, სეპარატისტთა საიტები, სხვა რუსული მასმედია, უკვე აკრძალულია. სავარაუდოდ, სანქციების ომის მომდევნო ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ახალ ფრონტს გახსნის - რუსულ კომპანიებს კვლავ ეკუთვნით უკრაინის ორი უდიდესი მობილური ოპერატორი.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

22 May 2017

თურქული გამბიტი

22 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

22 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

22 May 2017

ობამა

22 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

22 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

22 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

22 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

22 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

22 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

22 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

22 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

22 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

22 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

22 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

22 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

22 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

22 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

22 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

22 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

22 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

22 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

22 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

22 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

22 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

22 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

22 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

22 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

22 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

22 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

22 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

22 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

22 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

22 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

22 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

22 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

22 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

22 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

22 May 2017

უნგრული სუვერენულობა

22 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

22 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

22 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

22 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

22 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

22 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

22 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

22 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

22 May 2017

დასავლური გახლეჩა

22 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

22 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

22 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

22 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

22 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

22 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

22 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

22 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

22 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

22 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

22 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

22 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

22 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

22 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

22 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

22 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

22 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

22 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

22 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

22 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

22 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

22 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

22 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

22 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

22 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

22 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

22 May 2017