25 May 2017
  • 787 ნახვა

ნატოს სამიტი ბრიუსელში

ნატოს მორიგი სამიტი ბრიუსელში, 25 მაისს ჩატარდება და რამდენიმე ფაქტორის გამო იქნება გამორჩეული: სამიტზე ოფიციალურად გაფორმდება მონტენეგროს წევრობა და იგი ორგანიზაციის 29-ე ქვეყანა გახდება; სამიტი ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება, რომლის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა; ბრიუსელის სამიტი პირველი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის, ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეისა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონისთვის.

ბრიუსელის სამიტზე რამდენიმე საკვანძო თემა განიხილება:

რუსეთი

ნატოს ბოლო ორი სამიტი ძირითადად რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შეკავებას დაეთმო. გასული წლის ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში მულტინაციონალური ბატალიონების ჩაყენებაზე შეთნხმდნენ. სამხედრო მისიას Enhanced Forward Presence ეწოდა, რომლის მიზანი არამარტო რუსული საფრთის შეკავება, არამედ ალიანსის მიერ აღმოსავლეთ ევროპელი წევრი ქვეყნებისადმი მის თანადგომაში დაწრმუნებაა.

მისიის შესაბამისად ესტონეთში წამყვანი ძალები ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეყოლება. 2018 წელს მათ დანია შეურთდება. ლატვიაში კანადური, ხოლო ლიტვაში გერმანული ბატალიონები ჩადგებიან. პოლონეთში კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს ამერიკული სამხედრო დანაყოფები განთავსდებიან. ბატალიონები ოპერაციულ მზადყოფნაში ივნისამდე უნდა მოვიდნენ. ამას გარდა, რუმინეთში ოთხი Eurofighter Typhoon-ის ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი განთავსდება, რომლებიც სამხრეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებას განახორციელებენ.

აღნიშნული სამხედრო მისია რუსულ პოლიტიკურ ელიტაში გაღიზიანებას იწვევს. რუსი პოლიტიკური ლიდერები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ევროპაში სიტუაციის დაძავაბში ადანაშაულებენ. გასული წლის მიწურულს რუსეთსა და აშშ-ის, ასევე ბრიტანეთს შორის კავშირები პრაქტიკულად განულდა და ვიცი ომის შემდგომ ყველაზე კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა.

 

თავდაცვის ხარჯები

სამიტის მეორე საკვანძო საკითხი ალიანსის წევრების თავდაცის ხარჯების ზრდაა. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ალიანსის მიმართ უკმაყოფილება, რადგან ორგანიზაციის საბიუჯეტო ტვირთის არასმართლიანადაა გადანაწილებული. ჯერ კიდევ 2006 წელს ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ მათი თავდაცვის ხარჯები ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% იქნებოდა. 2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა ამ დირექტივის შესრულების მიმართ საკუთარი მზაობა დააფიქსირეს და უახლოეს დეკადაში მის შესრულებაზე შეთანხმდნენ. დირექტივის შესრულებაზე თანხმობა ალიანსის წევრებმა ვარშავის სამიტზეც კიდევ ერთხელ გაიმეორეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული საკითხი გააქტიურა და მის ევროპელ მოკავშირეებს კონკრეტული გეგმების წარდგენა მოსთხოვა, თუ როგორ აპირებენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ტრანსატალნტიკური კავშირი უნდა გამყარდეს და საერთო ‘ტვირთის სამართლიანი გადანაწილება’ უნდა მოხდეს. მან ამერიკული მოთხოვნა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც ალიანსის წევრებს საკუთარი ვალდებულებების ეფექტური შესრულებისკენ მოუწოდებს. გენერალური მდივნის თქმით, ტვირთის გადანაწილება მხოლოდ ფინანსებში არ გამოიხატება და რომ წევრმა ქვეყნებმა ერთობაში საკუთარი წვლილი შეიარაღებით, სამხედრო ძალებით და ნატოს საერთაშორისო მისიებსა თუ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებით უნდა შეიტანონ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ში დონადლ ტრამპთან საერთო პრესკონფერენციაზე გერმანიის მიერ ვალდებულების შესრულების პირობა დადო. მაგრამ მოგვიანებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა თავდაცვის ბიუჯეტის მოთხოვნილ ზრდას ‘არარეალისტური’ უწოდა, რადგან იგი გერმანიის ბიუჯეტში დამატებით 70 მილიარდი ევროს მოძიებას გულისხმობს.

დღევანდელი მდგომარეობით, 2%-იან ზღვარს ალიანსის მხოლოდ ხუთი წევრი აკმაყოფილებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესტონეთი, საბერძნეთი). იენს სტოლტენბერგის თქმით, დაწესებულ ზღვარს მიმდინარე ან მომავალ წელს ლიტვა, ლატვია და რუმინეთიც დააკმაყოფილებენ. აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 3.6%-ია, მაშინ როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1.47%.

 

ტერორისტული საფრთხე

ბრიუსელში განსახილველ თემებს შორის იქნება ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი საფრთხეების, მათ შორის ტერორიზმის საფრთხის საწინააღმდეგო ქმედებებიც. ვარშავის სამიტის კომუნიკეს თანახმად, ტერორიზმი „წარმოადგენს უშუალო და პირდაპირ საფრთხეს“. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც მოუწოდა ნატოს გააძლიეროს ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ნატო ფორმალურად არ არის ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის წევრი, თუმცა სადაზვერვო საქმიანობისთვის კოალიციას საკუთარი AWACS-ებით (advanced Airborne Warning and Control System) ეხმარება. ნატო ხელმძღვანელობს ერაყის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ პროგრამას, ხოლო თებერვალში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერაყში სამხედრო ექიმებისთვის დამატებითი წვრთნები დაინიშნება.

ნატოს ქმნის ახალი რეგიონულ ჰაბს სამხრეთში, რომელიც ნეაპოლში იქნება ბაზირებული. მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება. შეთანხმებას ახალი ცენტრის შექმნის შესახებ ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თებერვალში მიაღწიეს.

 

თანამშრომლობა ევროკავშირთან

ნატოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ფართოვდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების პროცედურას შეუდგა. ვარშავაში მიიღეს ნატო-ევროკავშირის საერთო დეკლარაცია, ხოლო იენს სტოლტენბერგი დაესწრო მალტაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების სამიტს. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია კიბერ უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომის გამოწვევები, საზღვაო უსაფრთხოება. სავარაუდოდ თანამშრომლობის დამატებით სფეროებზე გადაწყვეტილებას ნატოს ბრიუსელის სამიტზე შეათანხმებენ.

ვარშავის სამიტზე ალიანსმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაეროს სივრცესთან ერთად კიბერსივრცის უსაფრთხოებაც სამოქმედო არეალად გამოცხადა. თებერვალში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიბერ თავდაცვის გეგმა განაახლეს. აპრილში ყველაზე მასშტაბური კიბერ წვრთნები ესტონეთში ჩატარდა.

სხვა განსახილველ თემებად ნატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და ლიბიის მთავრობის თხოვნას, ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტების და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა იქნება.

 

გაფართოების საკითხი

19 მაისს ნატოს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს მონტენეგროს ნატოში შესვლის შესახებ. მონტენეგროს მიღების საკითხი გადაწყდა 28 მარტს, როდესაც აშშ-ს სენატმა 97 ხმით მხარი დაუჭირა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას. ნატოს აქტიურობა, რომელიც მიმართულია მონტენეგროს, ხოლო სამომავლოდ ბოსნიისა და სერბეთის ალიანსში გაწევრიანებისკენ, სამომავლოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კონფლიქტების აღკვეთას ისახავს მიზნად. მონტენეგროს ნატოში შესვლა დამატებით ბერკეტს წარმოადგენს ორგანიზაციისთვის, რათა აიძულოს ბალკანეთის ქვეყნები გაატარონ რეფორმები და გააღრმავონ თანამშრომლობა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. ბალკანეთის მიმართულება ნატოს პოლიტიკაში უკრაინის კრიზისის დაწყებასთან ერთად გააქტიურდა. თავის მხრივ ბალკანეთის სახელმწიფოების ელიტებიც მიისწრაფვიან ნატოში გაწევრიანებისკენ. ალიანსის წევრობა მათთვის თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს რეგიონში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების და ნაციონალიზმის აღმავლობის ეფექტისგან.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, მენტენეგროს გაწევრიანება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ნატოს კარი ღიაა და მასში ახალ წევრებს ელიან. ჯონ მაკეინმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში დასავლეთის გამარჯვებად შეაფასა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა ანალიტიკურმა ცენტრმა „Heritage Foundation”-მა ნატოს სამიტამდე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნატოს მოუწოდა შეინარჩუნოს ღია კარის პოლიტიკა. დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მიიღოს საკუთარ რიგებში საქართველო. სტატიის თანახმად საქართველომ დიდი ხანია შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც MAP-ის აღების შემთხვევაში უნდა შეესრულებინა. 

 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

25 May 2017

თურქული გამბიტი

25 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

25 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

25 May 2017

ობამა

25 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

25 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

25 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

25 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

25 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

25 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

25 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

25 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

25 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

25 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

25 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

25 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

25 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

25 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

25 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

25 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

25 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

25 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

25 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

25 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

25 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

25 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

25 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

25 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

25 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

25 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

25 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

25 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

25 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

25 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

25 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

25 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

25 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

25 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

25 May 2017

უნგრული სუვერენულობა

25 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

25 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

25 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

25 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

25 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

25 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

25 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

25 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

25 May 2017

დასავლური გახლეჩა

25 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

25 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

25 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

25 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

25 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

25 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

25 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

25 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

25 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

25 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

25 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

25 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

25 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

25 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

25 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

25 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

25 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

25 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

25 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

25 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

25 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

25 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

25 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

25 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

25 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

25 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

25 May 2017