31 May 2017
  • 795 ნახვა

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

ფოტო გარეკანზე: flickr.com


“ევროპა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთს ვეღარ დაეყრდნობა“. განცხადება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ‘დიდი შვიდიანის’ (G7) შეხვედრის შემდგომ დააფიქსირა, სადაც ევროპელი ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთო თავდაცვის, ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე მკაფიოდ ვერ შეთანხმდნენ.

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის ხელშეკრულების განხორციელების პირობის დადებაზე დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა. ამ თემაზე ლიდერების საუბარი კანცლერმა  ‘ექვსი ერთის წინააღმდეგ’ შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტი გარემოს დაცვის რეგულაციების წინააღმდეგ მისი წინასაარჩევნო კამპანიისასაც გამოირჩეოდა. მის  დაპირებებში პარიზის ხელშკრულების დატოვებაც შედიოდა. მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდგომ ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი რაზეც მან ხელი მოაწერა, ობამას ადმინისტარციის მიერ მიღებული გარემოს დაცვითი რეგულაციების შეჩერება იყო. მიუხედავად დიდი წინააღმეგობრივი მოძრაობისა, მან ასევე მხარი დაუჭირა Dakota Access ნავთობსადენის გაყვანას, რომელიც ინდიელებით დასახლებულ ტერიტორიაზე Standin Rock-ზე არსებული ტბის ქვეშ გაჰყავთ და საფრთხეს უქმნის გარემოს. ‘დიდი შვიდიანის’ შეხვედრიდან აშშ-ში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს სკოტ პრუტს უთხრა, რომ აშშ პარიზის ხელშეკრულებას დატოვებს. თვითონ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან კი ორი თვის წინ კლიმატის ცვლილებაზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აიღეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობაზეც, სადაც დადებითი სავაჭრო ბალანსი გერმანიისკენ იხრება. ‘ცუდი, ძალიან ცუდი’, ასე შეაფასა ტრამპმა აშშ-ის ბაზარზე გაყიდული მილიონობით გერმანულ ავტომობილი. ზოგადად, სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება დონალდ ტრამპის სავიზიტო ბარათია. მან საკუთარი დაპირებისამებრ და ჩინეთთან მკვეთრი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გამო, მალევე მოაწერა ხელი ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის (TPP) ხელშეკრულების დატოვებას. თავდაპირველად ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმებაც (NAFTA) ეჭვქვეშ დააყენა, მაგრამ მოგვიანებით, მისი დატოვება გადაიფიქრა.

საკვანძო საკითხი რაზეც ევროპელ ლიდერებსა და დონალდ ტრამპს შორის სრული თანხმობა ვერ შედგა ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვაა. ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი კოლეგებისთვის მისი მთავარი მესიჯი, თავდაცვის ხარჯების ნატოს სტანდარტის მიხედვით - ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი ზღვარის დაკმაყოფილება იყო. ამ მოთხოვნას ალიანსის მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა ასრულებს. ბევრი წევრისთვის ამგავრი მოთხოვნა მიუღებელია და შესასრულებლად რთული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის თქმით, გერმანიისთვის თავდაცვის ხარჯების ამგვარი ზრდა არარეალისტურია, რადგან იგი დამატებით 70 მილიარდი ევროს მოძიებას გულისხმობს.

თხოვნის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა მის სიტყვაში აშშ-ის ერთგულება ნატოს დამფუძნებელი აქტის მე-5 მუხლის მიმართ საჯაროდ არ დააფიქსირა და არც რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე გაუსვამს ხაზი. ეს ევროპელი ლიდერებისთვის შემაშფოთებელი მესიჯი იყო, რაც მათ აშშ-ის მიმართ ნდობაში ბზარს აჩენს და ევროპისთვის საკუთარი თავდაცვითი მექანიზმების შექმნას დღის წესრიგში აყენებს.

ტრამპის პოლიტიკის მიმართ ევროპა ორ ჯგუფად არის გაყოფილი. ერთ ნაწილს მის მიერ რუსეთის საფრთხედ არ აღქმა აშფოთებს, ხოლო მეორეს მისი ეკონომიკური პოლიტიკა ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისა’, რომელიც პირველ რიგში ამერიკული პროდუქტის შეძენასა და ამერიკელის დასაქმებას გულისხმობს.

 

2%-ის არარელევანტურობა

დონალდ ტრამპის მიერ ალიანსის წევრებისთვის მოთხოვნილი თავდაცვის ხარჯების სტანდარტის დაცვა ევროპული ქვეყნებისთვის დიდი თავის ტკივილია. ევროპული ქვეყნების მცირე ეკონომიკური ზრდის ფონზე სამხედრო ხარჯებზე მნიშვნელოვანი თანხების გადასროლა არასასრუველია, რადგან ბუნებრივია ეს სხვა დარგებზე სახელმწიფო ხარჯების შემიცრებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ზღვრული სტანდარტის დაკმაყოფილება სხვა მხრივადაც  არამიზანშეწონილია და არარელევანტურია.

მართალია, აშშ პროცენტულადაც ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვის ბიუჯეტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ევროპულ ქვეყნებთან უნდა შედარდეს. აშშ-ის ნატოს ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით სამხედრო ბაზა გააჩნია. ამასთანავე, აშშ-ის ალიანსის მიღმა საკუთარ ოპერაციებსაც ახორციელებს. მარტო აზია ოკეანეთში მას 100 000-მდე ჯარსიკაცი ჰყავს ბაზირებული. ყოველივე ეს ბუნებრივია, აშშ-ის სამხედრო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

2%-ის ზღრული სტანდარტის დაკმაყოფილება აპრიორი არ გულისხმობს, რომ ხარჯი ევროპის თავდაცვისუნარიანობას და შესაბამისად, უსაფრთხოებას გაზრდის. თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის შემთხვევაში თანხების დიდი ნაწილი სამხედრო პერსონალის ხელფასებსა და პენსიებზე აისახება და მხოლოდ ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ეკიპირებას და შეიარაღების გაზრდას. ამგვარი ხარჯები სამხედრო დანაყოფების ბრძოლისუნარიანობას მნიშვნელოვნად არ გააუმჯობესებს.

აშშ-ისგან განსხვავებით ევროპაში თანამედროვე უსაფრთხოების კონცეფციას განსხვავებულად უყურებენ. აშშ საგარეო დიპლომატიისა და საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტს ამცირებს, რათა თავდაცვის ხარჯები გაზარდოს, როდესაც ევროპა უსაფრთხოებისთვის მსგავს რბილ ძალას ანიჭებს უპირატესობას. დღევანდელი სიტუაციით ევროპისთვის უსაფრთხოების გაძლიერება არა სამხედრო ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, არამედ მიგრაციული პროცესების მართვას, მზარდი ექსტრემიზმის შეკავებას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების (რობოტიკა) სამხედრო სფეროში დანერგვას გულისხმობს.

ევროპის კავშირი საერთაშორისო განვითარებისთვის დახმარების 2/3-ს გამოჰყოფს, ასევე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუჯეტების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

როდესაც დონალდ ტრამპი ევროპელ კოლეგებს უსაფრთხოების კუთხით  ‘უფასო მგაზვრობაში’ ადანაშაულებს, გასათვალისწინებელია ისიც რომ უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩაურევლობის მაგივრად, ევროპის კავშირმა ქვეყენას დახმარების სახით 2020 წლისათვის 11 მილიარდი ევრო გამოუყო.

ამასთანავე, ევროკავშირი ირანული საფრთხის შეკავებისთვის არამილიატრულ, არამედ კვლავ მის რბილ ძალას იყენებს. იგი ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების ერთგულია, აქტიურად ცდილობს ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირები გააღრმავოს და შესაბამისად, ამით საფრთხეების პრევენცია მოახდინოს.

ევროპის კავშირი ‘სამოქალაქო სუპერძალაა’, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობით, აქტიური დიპლომატიითა და ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავე მოთამაშეა მსოფლიოში. თუკი იგი აშშ-ის მსგავსად საერთაშორისო გავლენის გასაძლიერებლად თანხებს მხოლოდ სამხედრო ძალის გაუმჯობესების პოლიტიკაში დახარჯავდა მისი უსაფრთხოება არა მდგრადი, არამედ უფრო მოწყვლადი გახდებოდა.

ბუნებრივია, საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხოლოდ სამხედრო კომპონენტის განვითარება არ კმარა და დამატებით სამოქალაქო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენეტების ინტენსიფიკაციაცაა საჭირო, რაშიც ევროპული კავშირი აქტიურად ხარჯავს თანხებს. თუკი იმ ფინანსებს, რასაც ევროპული გაერთიანება საერთაშორისო არენაზე მისი რბილი საგარეო პოლიტიკის გასატარებლად იღებს, მაშინ გამოვა, რომ იგი უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე 2%-იანი სტანდარტი მისგან მოითხოვს.

 

ევროპული თავდაცვის მექანიზმის შესაქმენლად

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, გამომდინარე მისი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიმართ დამოკიდებულებისა, ევროპაში საკუთარი, ალიანსისგან განცალკევებული თავდაცვის მექანიზმის შექმნის იდეამ კვლავ წამოიწია წინ.

გასული წლის ნოემბერში ევროპის კავშირმა მასშტაბური თავდაცვის კველვის გეგმა წარდგინა. გეგმის მიხედვით, კავშირის საერთო ბიუჯეტზე მოიხსნება აკრძალვა, რომელიც სამხედრო მიმართულებით ხარჯების გაზრდას ზღუდავდა. შედეგად, ევროპის საინვესტიციო ბანკი კავშირის წევრ ქვეყნებს თანხებს გამოუყოფს სამხედრო პროექტების განხორციელებისთვის, ძირითადად, ახალი ტექნოლოგიების: შვეულმფრენებისა და დრონების საწარმოებლად.

ევროპის კავშირის სამხედრო ბიუჯეტის (150 მილიარდი ევრო) გაზრდას გერმანიაც და საფრანგეთიც დათანხმდა. ევროპის პარლამენტმა 2017-19 წლებისთვი საპილოტედ 90 მილიონი ევრო უკვე გამოყო, ხოლო 2021-27 წლებისთვის 3,5 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭრა მხარი.

2006 წლიდან ევროპის თავდაცვის კვლევის ბიუჯეტი მესამედით შემცირდა და მისი უსაფრთხოების აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გერმანია და საფრანგეთი დღეისათვის შედარებით მოძველებულ საავიაციო ტექნიკას ეყრდნობა, მათ ნაწილს კი ექსპლოატაციის ვადა გაუვიდა აღარ გამოიყენება. გერმანიის სამხედრო ანგარიშის მიხედვით, სამხედრო თვითმფრინავ Tornado-ს მზადყოფნის 44%-იანი, ხოლო Eurofighters-ს 52%-იანი მაჩვენებელი აქვს.

მიმდინარე წლის მარტში ევროპის კავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრები სამხედრო საწვრთნელი ოპერაციების ახალი სარდლობის შექმნაზე შეთანხმდნენ. სარდლობის კორპუსი ბრიუსელში უკვე არსებულ ევროპელ სამხედრო ექსპერტთა შენობაში განთავსდება. სამხედრო დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების ოფისის (The Military Planning and Conduct Capability Office) მთავარი მიზანი ევროპაში ანტიტერორისტული საქმიანობის გაძლიერება და ევროპის კავშირის აფრიკის სამ ქვეყანაში: მალიში, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკასა და სომალიში არსებული სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციის ეფექტური დაგეგმვა-განხორციელებაა. ამ ოპერაციებისთვის ბრძანებებს ამიერიდან ბრიუსელიდან მიიღებენ. მსგავსი ოფისის შექმნა ნატოს ფუნქციების შეზღუდვას ან დუბლირებას არ გულისხმობს და ამჟამად, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში მიმდინარე ნატოს Enhanced Forward Presence-ის თავდაცვით ოპერაციას ხელს არ შეუშლის.

ევროპის კავშირს უკვე აქვს საკუთარი საერთო უსაფთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP), რომელიც მიბმულია კავშირის უმაღლესი კომისარის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში საქმიანობასთან. CSDP მოიცავს იმ ევროპულ ქვეყნებს, რომელთაც კავშირი არ აქვს ატლანტიკურ ალიანსთან. ამასთანავე, ევროპის კავშირის მასშტაბით, 1992 წლიდან, ასევე არსებობს Eurocorps, რომელიც ევროპის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, ბენელუქსის ქვეყნები) ათას ჯარისკაცს აერთიანებს. Eurocorps ღიაა ევროპული კავშირის სხვა ქვეყნებისთვისაც.

მსგავი სტრუქტურის შექმნით თვლიან, რომ ევროპის კავშირმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საკუთარი ალტერნატივის შექმნაზე დაიწყო მუშაობა და რომ ის ევროპული არმიის ემბრიონული ჩანასახია. მსგავსი სტრუქტურის შექმნას ევროპის მასშტაბით, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ბლოკავდა, მაგრამ მის მიერ კავშირის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ საფრანგეთმა და გერმანიამ ამ ინიციატივის განხორციელება დაიწყეს. ბრიტანეთის გასვლით ევროპის კავშირის სამხედრო ხარჯების დიდი ნაწილი, თითქმის 25% მოაკლდება რაც კონტინენტურ ევროპას შესაძლოა, სამხედრო ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებისკენ უბიძგებს.

ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგნელის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფერედერიკა მოგერინის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი არ წარმოადგენს ევროპული არმიის შექმნის სურვილს, და რომ კავშირი ინარჩუნებს მის რბილ მიდგომებს, მაგრამ ამასთანავე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მის ხისტ ძალასაც აძლიერებს. მოგერინისგან განსხვავებით, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ევროპული არმიის სამომავლოდ შექმნის იდეა არ გამორიცხა.

ევროპული არმიის იდეის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა თვითონ ევროპელ პოლიტიკოსებშიც. ევროპარალმენტის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და რადიკალი მემარცხენეები ევროპული არმიის შექმნის წინააღმდეგ გამოდიან, ხოლო ლიბერალები და კონსერვატორები საერთო არმიის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავენ და ხშირ შემთხვევაში მის აუცილებლობაზეც მიუთითებენ.

ევროპაში საერთო თავდაცვის მექანიზმზე ფიქრი ჯერ კიდევ ევროპის კავშირის შექმნამდე დაიწყო. 1950 წელს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის რენე პლევენის შემოთავაზებით საფრანგეთს, იტალიას, ბენელუქსის ქვეყნებსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ერთიანი ევროპული თავდაცვის გაერთიანება უნდა შეექმნათ. ეს ინიციატივა გამიზნული იყო მომავალში გერმანიის კვლავ შეიარაღების და ახალი ომის პრევენციისთვის. ხელშეკრულებას 1952 წელს მოეწერა ხელი, მაგრამ იგი ძალაში არ შესულა. მოგვიანებით, 1995 წელს გფრ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრად მიიღეს და ეს პრობლემა ამგვარად გადაწყდა.

შემდგომ ათწლეულებშიც ევროპის მეტი ინტეგრაციისთვის საერთო თავდაცვითი მექანიზმის შექმნაზე მუსირებდა აზრი, მაგრამ დღის წესრიგში მისი განხილვა არ დამდგარა.

ევროპული კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი კავშირი ქვეყნები სამხედრო შეიარაღებას გააერთიანებენ და შესყიდვებს ერთად განახორციელებენ ისინი ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ევროს დაზოგავენ. ეს ბუნებრივია, მნიშვნელოვანია არგუმენტია ევროპული თავდაცვითი მექანიზმის შექმნის იდეის მომხრეებისთვის.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

31 May 2017

თურქული გამბიტი

31 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

31 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

31 May 2017

ობამა

31 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

31 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

31 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

31 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

31 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

31 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

31 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

31 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

31 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

31 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

31 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

31 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

31 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

31 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

31 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

31 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

31 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

31 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

31 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

31 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

31 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

31 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

31 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

31 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

31 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

31 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

31 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

31 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

31 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

31 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

31 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

31 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

31 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

31 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

31 May 2017

უნგრული სუვერენულობა

31 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

31 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

31 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

31 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

31 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

31 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

31 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

31 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

31 May 2017

დასავლური გახლეჩა

31 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

31 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

31 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

31 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

31 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

31 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

31 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

31 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

31 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

31 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

31 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

31 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

31 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

31 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

31 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

31 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

31 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

31 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

31 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

31 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

31 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

31 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

31 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

31 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

31 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

31 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

31 May 2017