02 June 2017
  • 831 ნახვა

სად მიდის საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებელი

ფოტო გარეკანზე: flickr.com


საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკეთესის არსებობის სურვილს ტოვებს. თუმცა ბოლო ათწლეულს თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილურად იზრდება. მიუხედავად, ამისა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისგან მიღებული სარგებელი საზოგადოების ფართო ფენებზე არ აისახება. შესაბამისად ჩნდება კითხვა რომელის სექტორების ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და სად მიდის მშპ-ს ზრდისგან მიღებული შემოსავალი.

2006-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 4,4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება“-ზე* მოდის, წლიურად საშუალო ზრდის 16,4%-იანი მონაცემით. მას მოსდევს საფინანსო საქმიანობა საშუალო წლიური ზრდის 11%-იანი მაჩვენებლით. მესამე და მეოთხე ადგილებს ბოლო ათ წელიწადში წლიური საშუალო ზრდის კუთხით „სამთომოპოვებითი მრეწველობა“ 8,2% და „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ 8,1% წლიური საშუალო ზრდით.

რაც შეეხება გასული 10 წლის მანძილზე ყველაზე ნაკლებად ზრდად სფეროებს, მათ შორის დიდი დისტანციით სოფლის მეურნეობა ლიდერობს, რომლის წლიური ზრდის ტემპი 1%-საც კი ვერ აღწევს. ასე მაგალითად, 2006-2016 წლებში „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა“ წლიურად საშუალოდ 0,7%-ით იზრდებოდა. მას მოზდევს „საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა“ საშუალოდ 2,8%-ით, „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება“; „პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ“ და „შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის“ ყველა წლიურად 3,6%-იანი ზრდით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 48% სოფლის მეუბნებობის სფეროზე მოდის, სადაც იმავე წლის მაჩვენებლების თანახმად საშუალო ხელფასი 578 ლარია. მაშინ, როცა ქვეყანაში საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაში ფიქსირდება 1 691 ლარის ოდენობით. მაშინ როცა საფინანსო სფეროში მთლიანი დასაქმებულების მხოლოდ 4,95% მოდის.

მოკლედ, რომ შევაფასოთ ყველაზე მეტად ბოლო ათ წელიწადში საფინანსო სფერო იზრდება, სადაც დასაქმებულთა მხოლოდ 5%-ია დაკავებული. ხოლო მთლიანი დასაქმებულების 48%, რომელიც სოფლის მეურნეობაზე მოდის 2006-2016 წლებში მხოლოდ 0,7%-ით იზრდება. შესაბამისად საფინანსო სექტორიში დასამქმებულთა საშუალო ხელფასი 2007-2015 წლებში 1 014-დან 1 691 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შემთხვევაში ეს ციფრი 184 ლარიდან 578-მდე გაიზარდა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 9 წელიწადში უფრო მეტად გაიზარდა პროცენტულად ვიდრე საფინანსო სექტორის მუშაკთათვის. მიუხედავად ამისა სხვაობა ამ ორ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ხელფასებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. ასე მაგალითად, თუ 2007 წლის მონაცემებით საფინანსო სექტორში დასაქმებული საშუალოდ 830 ლარით მეტს იღებდა, ვიდრე სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანი, 2015 წლისთვის ეს სხვაობა 1 113 ლარამდე გაიზარდა.

 

https://lh4.googleusercontent.com/tco58vur_xzU8f50HZL5lTU3E7SD9BYMmikT37NvdY1diYsLgWHE7wRiHy15PbSECr1bWvw6uhTUwvnhl67WSOzdL0XCcOnlquAUkiKEz-STCejoa4G17coHNV0VrCr_9KWS0_YTn6K7s9jJmg

 

 * საფინანსო ორგანიზაციების მიერ კლიენტებისთვის გაწეული მომსახურება, რომელშიც ადგილზე ფულს არ ახდევინებენ, მაგრამ მისი ასახვა ხდება სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდაში და ანაბრებზე სარგებლის შემცირების კუთხით. მაგალითად, ბანკის თანამშრომლების მომსახურება, ქოლ-ცენტრების მომსახურება და ა.შ.

მსგავსი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები: ფოთის მაგალითი

02 June 2017

ვიწრო ინტერესები საზოგადოებრივი სიკეთის წინააღმდეგ

02 June 2017

მცირე და არაეფექტური ბიუროკრატია

02 June 2017

საქართველო-ევროკავშირი: თავისუფალი ვაჭრობის შედეგები

02 June 2017

სახელმწიფო დანახარჯები საქართველოსა და ევროკავშირში

02 June 2017

„აწარმოე საქართველოში“ - გაურკვეველი შედეგები

02 June 2017

სახელმწიფო შესყიდვების როლი განვითარების პოლიტიკაში

02 June 2017

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა - რაც მეტი მით უკეთესი

02 June 2017

ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება

02 June 2017

კოოპერაციული მეურნეობების არამდგრადობა

02 June 2017

კონკურენციის სააგენტოს უძლურება

02 June 2017

კვლევა და განვითარება საქართველოში

02 June 2017

ეკონომიკის სამინისტრო უკვე 1,5 წელია ნაქირავებში ცხოვრობს

02 June 2017