05 June 2017
  • 1605 ნახვა

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან. მოგვიანებით მათ იემენი, ლიბია და მალდივები შეუერთდნენ.

პირველმა ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ბაჰრეინის სამეფომ განაცხადა. ქვეყნის ოფიციალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანამამ ეს ნაბიჯი დოჰას რეგიონული პოლიტიკის გამო გადადგა. განცხადების თანახმად, ყატარი „ერევა ბაჰრეინის შიდა საქმეებში, არღვევს სტაბილურობას სამეფოში, აგრძელებს ესკალაციას და პროვოკაციებს მედიაში და მხარს უჭერს ტერორისტულ საქმიანობას“. ყატარელ დიპლომატებს სამეფოს დასატოვებლად 48 საათი მისცეს. ბაჰრეინმა დოჰასთან შეწყვიტა საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც და ყატარის მოქალაქეებს სამეფოში ჩასვლა აუკრძალა. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან რამდენიმე წუთში მსგავსი განცხადებები გაკეთდა ერ-რიადში, კაიროსა და აბუ-დაბიში. ოფიციალურმა კაირომ ყატარი ეგვიპტის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დაადანაშაულა, ხოლო არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა მას ბრალი „მუსლიმთა საძმოს სახით ტერორისტული, ექსტრემისტული და სექტანტური ჯგუფების მხარდაჭერაში დადო“. საუდის არაბეთმა ყატარს იემენში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა აუკრძალა ოფიციალური დოჰას მხრიდან ალ-ყაიდას და ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო. ქვეყანაში ყატარული ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ოფისებიც დახურეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისა და უთანხმოებების მოგვარებისკენ მოუწოდა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა ხელი შეუწყოს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ერთიანობის შენარჩუნებას. Bloomberg-ის ინფორმაციით, არაბული ქვეყნების დემარშმა ყატარის წინააღმდეგ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. ნავთობის ფასმა ბარელზე 50,66 დოლარს მიაღწია.

კონფლიქტის მიზეზები

კონფლიქტი ყატარსა და მის მეზობლებს შორის საუდის არაბეთში სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და აშშ-ს საერთო სამიტის დასრულებიდან ერთ კვირაში დაიწყო. 23 მაისს ყატარის საინფორმაციო სააგენტო QNA-მ გამოაქვეყნა ქვეყნის ემირის, ტამიმ ალ-ტანის განცხადება საუდის არაბეთიდან ელჩის გამოწვევის შესახებ. ქვეყნის მეთაურმა აღნიშნული ნაბიჯი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შექმნილ სირთულეებს დაუკავშირა. გავრცელებული ინფორმაციით, ყატარი უკმაყოფილო არის აშშ-ს პრეზიდენტის აგრესიული რიტორიკით ირანის მიმართ. მეორე დღეს ყატარმა განაცხადა, რომ ინფორმაცია სახელმწიფო საიტზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად აღმოჩნდა. ერ-რიადში განმარტება არ გაითვალისწინეს და ყატარის ტელეარხის „ალ-ჯაზირას“ ინტერნეტ-გვერდი დაბლოკეს. საუდის არაბეთის ამ ნაბიჯს არაბეთის გაერთიანებული საემირეოები, ეგვიპტე და ბაჰრეინიც შეუერთდა.

სავარუდოდ, ჰაკერული თავდასხმა პროფესიონალების მიერ იყო განხორციელებული. კიბერთავდამსხმელებმა ემირის წარმოთქმულ სიტყვებს მისთვის მიწერილი გამონათქვამები ოსტატურად დაუკავშირეს. აღნიშნულ განცხადებაში ტამიმ ალ-ტანი საუდის არაბეთს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებდა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად პროვოკაციულობისა, აღნიშნული განცხადებები სიმართლეს მოკლებული არ არის. ყატარს ოფიციალურ თეირანთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, ხოლო საუდის არაბეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციაშია ჩართული.

არაბულ სამყაროში ყატარის „ინფორმაციული ბომბი“ ამ ქვეყნის დემარშად მიიჩნიეს, რომელმაც მათი რეალური განწყობები ჰაკერული თავდასხმით შენიღბა. მეორე მხრივ, ყატარელები მათი საინფორმაციო რესურსების წინააღმდეგ შეთანხმებულ მოქმედებაზე საუბრობენ. საუდის არაბეთი, ყატარელთა მტკიცების მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში ალ-ტანის სიტყვებს რეალურ ინფორმაციად აშუქებდა. პოლიტიკური მოგება ნახა ეგვიპტემაც, რომელმაც მთელი რიგი ვებგვერდებისა დაბლოკა (მათ შორის ისინიც, რომელთაც ყატართან კავშირი არ აქვს).

სკანდალში გახვეული აღმოჩნდა შეერთებული შტატებიც. პენტაგონის ყოფილმა შეფმა რობერტ გეითსმა 24 მაისს ალ-ჯაზირას დესტრუქციულ როლზე ისაუბრა და იგი ტერორისტებისთვის პლატფორმის მიცემაში დაადანაშაულა. სენატორმა ედუარდ როისმა კი ყატარის წინააღმდეგ სანქციებიც არ გამორიცხა.

ორი სალაფიზმის დაპირისპირება

ახლო აღმოსავლეთი ჰობსისეულ „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ სისტემას წარმოადგენს. სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირების გარდა სხვა მრავალრიცხოვანი კონფლიქტებიც არსებობს, რომელთა რაოდენობაც განსაკუთრებით ნათლად სირიაში ჩანს. დოჰა პრეტენზიას აცხადებს სპარსეთის ყურის სუნიტურ ქვეყნებში „ძალის მეორე ცენტრობის“ შესახებ და საუდის არაბეთს უპირისპირდება. 2014 წელს საუდის არაბეთმა ყატარიდან ელჩი გაიწვია, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების განგრძობითობაზე მიუთითებს.

დოჰას და ერ-რიადს შორის არსებობს უთანხმოება სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებთან მიმართებითაც. „ჰეზბოლა“ და „მუსლიმთა საძმო“ ყატარისთვის ტერორისტულ ორგანიზაციებად არ ითვლებიან, მაშინ როდესაც საუდის არაბეთი მათ ასეთად მიიჩნევს. საუდის არაბეთისგან განსხვავებით, ყატარმა მოახერხა შიიტების ინტეგრაცია (მოსახლეობის 20%), რაც დოჰას შესაძლებლობას აძლევს, ირანთან დაახლოების გზები ეძებოს. მას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ საუდის არაბეთის გავლენის ქვეშ მოხვედრის შიშიც უბიძგებს. ორ ქვეყანას შორის კონკურენცია სალაფიზმის თეოლოგიურ საფუძვლებზეც მიმდინარეობს. ყატარის სამეფო ოჯახი თავს რელიგიური რეფორმატორის, მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბის მემკვიდრედ მიიჩნევს და ამიტომაც ამ დელიკატურ სფეროში განსაკუთრებულ პრივილეგიებზე აცხადებს პრეტენზიას. აღსანიშნავია, რომ ყატარში რელიგიური დოგმები შედარებით რბილია. მაგალითად, საუდის არაბეთისგან განსხვავებით, ყატარში ქალებს მანქანის ტარების უფლება აქვთ.

ყატარის განსაკუთრებული მიმართულება პოლიტიკურ-რელიგიურ სფეროში ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთანაც იწვევს დაპირისპირებას. დოჰა თავშესაფარს წარმოადგენს ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ წევრებისთვის, რომელთაც ეგვიპტის სახელმწიფო საფრთხედ მიიჩნევს. 2013 წელს ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ დოჰასთან მიმართებით ერ-რიადის პოლიტიკის გატარება დაიწყო. შესაბამისად ეგვიპტის ჩართვა ყატარის საწინააღმდეგო კამპანიაში მოსალოდნელი იყო.

ყატარის გავლენა

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყატარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა. მას საკუთარი მასშტაბებისთვის არაპროპორციული საერთაშორისო გავლენები და ამბიცია გააჩნია.

სწორედ ყატარი წარმოადგენდა „არაბული გაზაფხულის“ ერთ-ერთ მთავარ ინიციატორს, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ისტორია მრავალი ათწლეულით შეცვალა. ყატარის აქტიურ საგარეო პოლიტიკას ბუნებრივი აირის კოლოსალური მარაგი განაპირობებს (მსოფლიო მარაგის 15%). მზარდმა ფინანსურმა შემოსავლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ამბიციებიც გაზარდა. ყატარი თავს სალაფიზმის იდეის ჭეშმარიტ მიმდევრად მიიჩნევს და სურს აღნიშნული იდეოლოგია მთელ რეგიონში გაავრცელოს.  

საემიროს საგარეო პოლიტიკური მოდელი, რომელიც ძირითადად რბილი ძალის კონცეფციას ეფუძნება, ყოფილი ემირის, ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანის დროს ჩამოყალიბდა. 1996 წელს, ჰამად ბინ ხალიფამ შექმნა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე ობიექტური ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ გადაიქცა. ამავდროულად ტელეარხი დიდ გავლენას ახდენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. კერძოდ, მან დიდი როლი ითამაშა ეგვიპტური რევოლუციის წარმატებასა და მუბარაქის რეჟიმის დამხობაში. ალ-ჯაზირას სარედაქციო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის მხარდაჭერას, ავტორიტარული და სეკულარული ლიდერების (ბაშარ ასადი, ჰოსნი მუბარაქი) მმართველობის ოპოზიციას და მთელ მსოფლიოში მუსლიმების უფლებების დაცვას ეფუძნება. სწორედ ალ-ჯაზირას ეთერიდან გადაიცემოდა პირველად არაბული გაზაფხულის პროცესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია. ალ-ჯაზირა აკრიტიკებდა კადაფის რეჟიმის კორუფციას ლიბიაში და ასადის რეჟიმის რეპრესიებს სირიაში. ასევე აქტიურად უჭერდა მხარს პროტესტანტებს ტაჰრირის მოედანზე. ალ-ჯაზირაზე მოღვაწეობენ სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიად ჰიჯაბი და ლიბიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მუსა კუსე, რომლებიც აქტიურად მოუწოდებდნენ არაბებს ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლისკენ და ხაზს უსვამდნენ ყატარის როლს „სამართლიანობისთვის ბრძოლაში“. ტელეარხი იქცა პირველ რეგიონულ მედიად ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ხარისხით კონკურენციას უწევს დასავლურ ანალოგებს, მაუწყებლობს არაბულ ენაზე, ერგება რეგიონის მაცხოვრებელთა ინტერესებს და სარგებლოს ყატარის მმართველი რეჟიმის შეუზღუდავი ფინანსური მხარდაჭერით. ამასთან ალ-ჯაზირა არ აღიქმება ყატარის სახელმწიფო ტელევიზიად და მას დამოუკიდებელ ტელეკომპანიად მიიჩნევენ.  

ყატარის გაზის რესურსები უზრუნველყოფს ქვეყანაში ცხოვრების მაღალ დონესაც უზრუნველყოფს. ამასთან საემირო ცდილობს წარმოჩინდეს იდეალურ ისლამურ საზოგადოებად, არაბული და ისლამური კულტურის აღმავლობის ცენტრად, რომელიც თანამედროვეობის, ისლამური სოციალიზმის ასპექტების და სალაფიზმის შეთავსებას ახერხებს. დოჰაში გახსნილია ისლამური ხელოვნების ცენტრი და „ყატარის კულტურის სოფელი“, რომელშიც ერთად არის წარმოდგენილი ბედუინთა მემკვიდრეობა და თანამედროვე საზოგადოების ცხოვრება. მათ პარალელურად კი არსებობს უზარმაზარი მეჩეთი და „იუსუფ ალ-ქარდავის სახელობის ისლამური აღმავლობის ცენტრი“. ალ-ქარდავი წარმოადგენს ერთ-ერთი რადიკალურ მიმართულებას ისლამში და ცნობილია საკუთარი მკაცრი ფატვებით. თავის მხრივ ყატარი ახლო აღმოსავლეთში მედრესეების და სხვადასხვა ისლამური ცენტრების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებელს წარმოადგენს. სალაფიზმის სწავლება ემირატის იდეოლოგიურ საფუძველია. ისლამურ კულტურასთან ერთად ყოფილი ემირი და მისი მეუღლე აქტიურად ცდილობდნენ საემიროში დასავლური განათლების და პროგრესული ღირებულებების გავრცელებას.

ყატარი ასევე წარმოადგენს ისლამური და პანარაბული ერთიანობის ცენტრს. ემირატი ცდილობდა შეერიგებინა ფათჰი და ჰამასი და გაეერთიანებინა ისინი ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყატარი იქცა სირიაში ანტიასადური ძალების თანამშრომლობისა და კოორდინაციის პლატფორმად, ასევე „მუსლიმთა საძმოს“ წევრების თავშესაფრად.

შედეგად ყატარმა შეიქმნა იდეალური ისლამური სახელმწიფოს რეპუტაცია, რომლის სახელმწიფო მოწყობა და ცხოვრების წესი მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის არის მისაბაძი. რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობა ყატარში ისლამური სამყაროს მდიდარ და ნეიტრალურ კუთხეს ხედავს. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ სხვა არაბული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთის ცხოვრებაზე ყატარის რეალური გავლენის გააზრებას იწყებენ.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

05 June 2017

თურქული გამბიტი

05 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

05 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

05 June 2017

ობამა

05 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

05 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

05 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

05 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

05 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

05 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

05 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

05 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

05 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

05 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

05 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

05 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

05 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

05 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

05 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

05 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

05 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

05 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

05 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

05 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

05 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

05 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

05 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

05 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

05 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

05 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

05 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

05 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

05 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

05 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

05 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

05 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

05 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

05 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

05 June 2017

უნგრული სუვერენულობა

05 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

05 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

05 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

05 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

05 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

05 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

05 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

05 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

05 June 2017

დასავლური გახლეჩა

05 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

05 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

05 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

05 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

05 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

05 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

05 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

05 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

05 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

05 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

05 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

05 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

05 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

05 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

05 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

05 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

05 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

05 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

05 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

05 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

05 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

05 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

05 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

05 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

05 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

05 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

05 June 2017