08 June 2017
  • 1806 ნახვა

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

ფოტო გარეკანზე:flflffllickr.com


სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წამყვანმა არაბულმა ქვეყნებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყატარელებს 48 საათიანი ვადა მისცეს ქვეყნების დასატოვებლად. არაბულმა ქვეყნებმა ყატართან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლაც ჩაკეტეს, რასაც მსხვილი ავიაკომპანიების მიერ რეისების განხორციელების შეჩერება მოჰყვა. გადაწყვეტილებიდან, რამდენიმე ხანში ნავთობის ფასმაც ზრდა დაიწყო. ყატარს ტერორისტული ორგანიზაციების (ალ-ყაედა და ისლამური სახლემწიფო) დაფინანსება და ექსტრემიზმის ხელშეწყობა ბრალდება, რასაც ყატარული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ორი არაბული ქვეყანა, კუვეიტი და ომანი ყატართან ურთიერთობის გაწყვეტას არ შეურთდა. ქვეყნები მიიჩნევენ, რომ დაძაბულობის დეესკალაცია უნდა მოხდეს და მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში შესაძლოა კიდევ ერთი ახალი კონფლიქტი აღმოცენდეს. აღსანიშნავია, რომ ომანს, ყატარის მსგავსად ირანთან ნორმალიზებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააჩნია. ომანის სულთანი ქაბუ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერ რიადში ვიზიტისას მოწვეულ 50 ისლამური სახელმწიფოს ლიდერებს შორის არ ყოფილა, რითაც მან ანტიირანული კოალიციის შექმნის იდეისკენ დისტანცირდა. დიპლომატიურ ურთიერთობას არ წყვეტს, მაგრამ ამცირებს იორდანიის სამეფოც და ქვეყანაში ყატარული ტელემაუწყებლის ალ-ჟაზირას ოფისს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ფაქტორითაა გამოწვეული, რომელიც ქვეყნის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თქმით, მისი ერ რიადში ყოფნისას, როდესაც არაბი ლიდერები ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდნენ, ხშირად ყატარსაც მიუთითებდნენ. არაბულ ქვეყნებს დიდი ხანია, რაც ყატარის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ მოსწონთ, რადგან ის მათ მთავარ ხაზს არ მიჰყვება. ჯერ კიდევ 2014 წელს საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა ყატარიდან დიპლომატები გაიწვიეს და ყატარს მათ საშინაო საქმეში ჩარევა დასდეს ბრალად. აქედან მოყოლებული ყატარი სულ უფრო ნაკლებად ემორჩილებოდა მეზობელი არაბული ქვეყნების საერთო რეგიონულ პოლიტიკას.

ათწლეულების განმავლობაში ყატარი რეგიონში წამყვან დიპლომატიურ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც კავშირებს ამყარებდა რეგიონში არსებულ თითქმის ყველა ანტაგონისტურ ჯგუფთან; ყატარი ეგვიპტეში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ მუსლიმთა საძმოს თავშსაფარია, იგი აქტიურად ეხმარება პალესტინურ ჰამასს და ლიბანურ, შიიტურ წინააღმდეგობის მოძრაობას ჰეზბოლას, რომელიც ირანის ისტორიული მოკავშირეა. ამასთანავე, ყატარს ნეიტრალური მხარის თამაში სურს სირიის კონფლიქტშიც. ქვეყანამ 80 მილიონი დოლარი გადაურიცხა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ისლამისტურ დაჯგუფება აჰრარ ალ-შამს, რომელიც კონფლიქტში ირანის წინააღმდეგაც იბრძვის, და 120 მილიონი დოლარი ალ-ყაედას სირიულ ორგანიზაციას ალ-ნუსრას ფრონტს. მაგრამ მთავარი რასაც ყატარს მეზობელი ქვეყნები ვერ პატიობენ ირანთან სტაბილურად ნორმალური ურთიერთობაა, რომელიც ბოლო ხანებში გააქტიურებას იწყებდა.

პალესტინელი მიმომხილველი ჟურნალისტის აბდელ ათვანი თქმით, არაბული ქვეყნების მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უკვე დაგეგმილი ყატარში სამხედრო ინტერვენციის მხოლოდ შესავალია. ინტერვენციის მიზანი კი ყატარში რეჟიმის ცვლილებაა.

 

ყატარი - ირანის სამომავლო პარტნიორი

ყატარსა და ირანს შორის სპარესთის ყურეში მდებაორებს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი თხევადი გაზის ველი, რომელიც 9400 კვ.კმ. ფართობისაა და 43 ტრილიონი კუბი გაზის რეზერვუარს წარმოადგენს. მას ირანელები ‘სამხრეთ პარსს’, ხოლო ყატარელები ‘ჩრდილოეთის ველს’ უწოდებენ. თხევადი გაზის ამ რეზევუარზე ორ ქვეყანას საერთო საკუთრება აქვს.

2005 წლიდან მოყოლებული ყატარი ‘ჩრდილოეთის ველიდან’ თხევადი გაზის მოპოვებას არ ახორციელებდა. თვითშეზღუდვა ქვეყანამ მიმდინარე წლის აპრილში მოხსნა, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა. ყატარი თხევადი გაზის მსოფლიოს 15%იან მარაგს ფლობს და საერთაშორისო ბაზარზე მისი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ბოლო პერიოდში გაზზე გაზრდილმა მოთხოვნამ (მოთხოვნა 300 მილიონი ტონაა, ხოლო მიწოდება მხოლოდ 268 მილინი ტონა) ბაზრაზე კონკურენცია გაზარდა, რადგან აშშ-მა და ავსტრალიამ გაზის მოპოვება გააქტიურეს. თხევადი გაზის ბაზარზე ლიდერობის მოპოვება რუსეთსაც სურს. ამ ტენდენციით მიმდინარე წლის ბოლოს ყატარს ავსტრალია გადაუსწრებდა თხევადი გაზის ექსპორტირებით, ხოლო მომდევნო წლებში სხვა კონკურენტის ქვეყნებიც, რაც ქვეყნის მმართველ ელიტას არ სურდა.

ირანმა ‘სამხრეთ პარსის’ ათვისება უკვე დაიწყო, მას შემდეგ რაც გასული წლის ნოებერში ქვეყანამ ფრანგულ ნავთობკომპანია ‘ტოტალთან’ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ‘ტოტალი’ პირველი დასავლური მსხვილი კომპანია გახდა, რომელმაც ირანთან საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდგომ  გარიგება დადო. ირანული მხარის თქმით, იგი გააძლიერებს რეზერვუარის საკუთარი ნაწილიდან გაზის მოპოვებას.

‘ჩრდილოეთის ველის’ ათვისების დასაწყებად ბუნებრივია, ყატარს ირნათან თანამშრომლობის გარღმავება სჭირდება. ყატარ პეტროლიუმის აღმასრულებელმა დირექტორმა საად ალ-ქააბის განცხადებით, ‘ჩრდილოეთის ველიდან’ გაზის მოპოვების განმავლობაში ყატარი ინფორმაციის გაცვლის კუთხით ირანთან აქტიურ კონტაქტზე იქნება.

არაბული ქვეყნების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ინფორმაციის გაჟონვამაც, რომლის მიხედვითაც ყატარმა ირანის მთავრობასთან აფილირებულ შიიტურ დანაყოფებს 700 მილიონი დოლარი გადაურიცხა ერაყში 2015 წელს, ნადირობისას ტყვედ ჩავარდნილი ყატარის სამეფო სახლის 26 წევრის გამოსასყიდად. ბუნებრივია, ამ ოდენობის თანხის ირანისთვის გადაცემა მხოლოდ ტყვეების გამოსყიდვისთვის არ იყო გამიზნული. ამ ქმედებით ყატარი ირიბად ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობდა.

 

ყატარის ეკონომიკური ბლოკადა

მიუხედავად, არაბული ქვეყნების მიერ ყატარის მიმართ უპრეცედენტო პოლიტიკისა, ყატარული მხარე მის თხევადი გაზის სავაჭრო პარტნიორებს ამშვიდებს და მიწოდების ჩვეულ რეჟიმში გაგრძლებას აპირებს. ყატარული გაზის ძირითადი მომხმარებლების აღმოსავლეთ აზიის ლიდერი ქვეყნები არიან: იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ინდოეთი. ყატარი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ფუკუშიმას ბირთვული სადგურის ავარიის შემდგომ იაპონიას გაზის მიწოდება გაუზარდა. თუკი ქვეყანას გაზის მიწოდებაში სხვა არაბული ქვეყნები ხელს შეუშლიან, მაშინ აზიაში მნიშვნელოვანი კრიზისი წარმოიქნება. ყატარი რეგიონში ხუთ ქვეყანას აწვდის გაზს: იორდანია, კუვეიტი, გაერთიანებული ემირატები, ეგვიპტე და ომანი.

ყატარი მეზობელი ქვეყნების მიერ გადადგმული ამ რადიკალური ნაბიჯის გამო საკვები პროდუქტების დეფიციტის წარმოქნის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ყატარის ტერიტორია სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელია, რადგან ძირითადად მას უდაბნო ფარავს. ამგვარი პირობების გამო ყატარის საკვები პროდუქტების 99% იმპორტირებულია. იმპორტის მოცულობის უდიდესი ნაწილი ქვეყანაში სახმელეთო გზით, საუდის არაბეთიდან შედის. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე საუდის არაბეთისა და ყატარის საზღვარზე საკვები პროდუქტებით სავსე სატვირთო ავტომობილების საცობი შეიქმნა, რომელთა ყატარში შეშვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყატარში სუპერმარკეტებში საკვები პროდუქტების შეძენაზე რიგები დადგა. ზოგადად, არაბეთი ნახევარკუნძულის ქვეყნები სოფლის მეურნეობის პრუდუქტის 90%-ის იმპორტირებას ახორციელებენ. ამგავრი დამოკიდებულების შესამცირებლად ისინი სხვადასხვა ქვეყნებთან სხვადასხვაგვარ შეთანხმებებს აფორმებენ. ყატარმა ათის წლის წინ კენიისგან 40 000 ჰექტარი მიწა 2.5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ იქირავა, რათა სოფლის მეურნეობის პროდუქტები ეწარმოებინა.

2012 წლიდან მოყოლებული რეგიონის არაბულ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები გააქტიურდა და ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბუნებრივია, ურთიერთობების გაწყვეტა ყატარის ექსპორტსაც შეამცირებს. საფრთხე ემუქრება ყატარის საბანკო სისტემასაც, სადაც არაბული ქვეყნების მსხვილი დეპოზიტებია განთავსებული. თუკი მათ გაიტანენ ყატარული ბანკები მნიშვნელოვნად დაზარლდებიან.

2022 წელს, ყატარი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმის წარამტებით დახვედრისთვის ქვეყანა ახალ და ინოვცაიურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამ პროექტების დასასრულებლად ყატარს სამშენებლო მასალებიც სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს. არაბული ქვეყნებისგან იმპორტის შეზღუდვა ამ სფეროსაც შეეხება და დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონათმაც შესაძლოა მთელი რიგი სირთულეებით ჩაიაროს.

 

საერთაშორისო რეზონანსი

რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის წინააღმდეგ ირანი და თურქეთი გამოდიან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით მაშინ როცა ისლამურ სამყაროში რამადანია. ირანელი ლიდერებს მიაჩნიათ რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით არაბული ქვეყნები პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. ირანულმა მხარემ ყატარს საკვები პროდუქტების მიწოდებით დახმარება უკვე შესთავაზა.

ირანის მსგავსად თურქეთმაც მხარეებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა. ქვეყნის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საუდის არაბეთი გააკრიტიკა ყატარის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისთვის. ცნობილია, რომ თურქეთს ყატართან თბილი ურთიერთობები აქვს. იგი ეგვიპტურ ‘მუსლიმთა საძმოს’ მხარს უჭერდა და ყატარის მიერ მათ შეფარებას დადებითად აღიქვამდა. ირანთან ერთად თურქეთი ყატარის საქონლით მომარაგებით უზრუნველყოფაში ერთ-ერთ პოტენციურ ქვეყანად მოიაზრება.

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ყატარში არსებულ ახლო აღმოსავლეთში პირველ თურქულ სამხედრო ბაზაზე სამხედროთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. დღეს ყატარში 150 თურქი ჯარისკაცი მსახურობს, ხოლო დაგეგმილია ამ რიცხვის 3000-მდე გაზრდა. თურქეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გამიზნულია საუდის არაბეთის მიერ ყატარში პოტენციური ინტერვენციის პრევენციისთვის.

აშშ-ის ლიდერებისგან არაბული ქვეყნების ქმედების მიმართ არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის და თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის თქმით, ყატართან ურთიერთობის გაწყვეტა საერთო ანტი-ტეროსრისტულ კოალიციას არ დააზიანებს. ტილერსონმა მხარეებს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მაგრამ მოგვიანებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაპირისპირებაში საუდის არაბეთის მიმართ სიმპათიები გამოხატა.

რეგიონში აშშ-ის მთავარი სამხედრო პარტნიორი საუდის არაბეთია, მაგრამ მას ყატართანაც მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. მათ შორის სამხედრო კავშირების დამყარება 1992 წლიდან იწყება. დღეს ყატარში ორი საკვანძო ამერიკული სამხედრო ბაზაა განთავსებული: ალ უდეიდის საავიაციო ბაზა და ას საილიას სამხედრო ბაზა. ჯამში ყატარში 10 000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული. 2014 წელს, აშშ-მა ყატარს 11 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიჰყიდა. შეიარაღებაში შედიოდა ამერიკული აპაჩის ტიპის შვეულმფრენები, პატრიოტის ტიპის საზენიტო რაკეტები და ჯაველინის ტიპის ანტისატანკო ყუმბარმტყორცნები.

 

დასკვნა

დონალდ ტრამპმა მისი ერ რიადში ვიზიტისას ‘არაბული ნატოს’ შექმნის იდეა გააჟღერა, რომელსაც ირანის გავლენის შესაკავებლად და ტერორიზმთან წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით უნდა ებრძოლა. იდეას თავიდანვე სკეპტიკური გამოხმაურება ჰქონდა და მსგავსი ორგანიზაციის შექმნის შეუძლებლობა მალევე, წამყვანი არაბული ქვეყნების მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით პრაქტიკაში განხორციელდა.

ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და პოტენციური ეკონომიკური თანამშრომლობის შეჩერებაც ქვეყანას არჩევანს არ უტოვებს. იგი ახლო მომავალში საქონლის იმპორტის კუთხით ირანსა და თურქეთზე დამოკიდებული გახდება. შედეგად, ქვეყნის საგარეო კურსმა შეიძლება მიმართულება შეიცვალოს და ვაჰაბიზმის მხარდამჭერმა სუნიტურმა ქვეყანამ ირანულ ბანაკში გადაინაცვლოს, დარჩენილი არაბული სამყაროს წინააღმდეგ სირიასა და იემენში ირანს შეურთდეს და ირიბ დაპირისპირებაში ჩაერთოს. მხარეებს შორის გამწვავებული დაძაბულობა რეჟიმის შესაცვლელად ყატარში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას ჯერ კიდევ ტოვებს.

არაბულ ქვეყნებს შორის გამწვავებულმა ურთიერთობებმა ახალი ალტერნატივაც გამოკვეთა: რჩება ქვეყნები (კუვეიტი და ომანი), რომლებიც ზომიერ პოლიტიკას ინარჩუნებენ და არაბულ, ანტიირანულ კოალიციას არ უერთდებიან.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

08 June 2017

თურქული გამბიტი

08 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

08 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

08 June 2017

ობამა

08 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

08 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

08 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

08 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

08 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

08 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

08 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

08 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

08 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

08 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

08 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

08 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

08 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

08 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

08 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

08 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

08 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

08 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

08 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

08 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

08 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

08 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

08 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

08 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

08 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

08 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

08 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

08 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

08 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

08 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

08 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

08 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

08 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

08 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

08 June 2017

უნგრული სუვერენულობა

08 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

08 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

08 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

08 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

08 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

08 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

08 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

08 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

08 June 2017

დასავლური გახლეჩა

08 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

08 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

08 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

08 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

08 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

08 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

08 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

08 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

08 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

08 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

08 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

08 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

08 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

08 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

08 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

08 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

08 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

08 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

08 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

08 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

08 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

08 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

08 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

08 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

08 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

08 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

08 June 2017