09 June 2017
  • 739 ნახვა

საქართველოში შემოსავლების უთანასწორობა იზრდება

სურათი გარეკანზე, წყარო: oxfam.org

 

ჯინის კოეფიციენტები

 

 

 

მთლიანი შემოსავლების მიხედვით 1

მთლიანი ფულადი

სახსრების მიხედვით 2

 

 

2011

0.43

0.49

 

 

2012

0.41

0.47

 

 

2013

0.40

0.43

 

 

2014

0.39

0.43

 

 

2015

0.39

0.43

 

 

2016

0.40

0.43

 

1 მთლიანი შემოსავლები მოიცავს როგორც ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებს,

ასევე არაფულად შემოსავლებს;

2 მთლიანი ფულადი სახსრები მოიცავს როგორც ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებს,

ასევე სხვა ფულად სახსრებს;

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,40 პუნქტს შეადგენდა. კოეფიციენტი 2015 წელს 0.39 პუნქტზე იყო.

ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღესათვის ეს შემოსავლების განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ზუსტი საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორ მდგომარეობას, 1 კი - უთანასწოროს (ან 0-დან 100-მდე). არც ერთი ქვეყნის საზოგადოებაში არა აქვს მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირი შემოსავალი. მაგალითად, თუ საზოგადოება 1.000 წევრს ითვლის და ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, მაშინ "ჯინის კოეფიციენტი" იქნება ნულის ტოლი, ხოლო საპირისპირო ვარიანტში, როცა 1.000 კაციდან მხოლოდ 1-ს აქვს შემოსავალი და დანარჩენს - არა, ეს კოეფიციენტი იქნება 1-ის (ანუ 100%-ის) ტოლი. რა თქმა უნდა, რეალობაში ასე არ არის. რაც უნდა ღარიბი საზოგადოება ცხოვრობდეს ქვეყანაში, განსაზღვრული შემოსავალი მაინც აქვს.

რაც უფრო მაღალია "ჯინის კოეფიციენტი", მით უფრო მაღალია სოციალური დიფერენცირება და სახელმწიფომ ამ უთანაბრობის შესამცირებლად შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მიჩნეულია, რომ თუ საზოგადოების ყველაზე მდიდარი 10%-იანი ნაწილის შემოსავლები 10-ჯერ და მეტად აღემატება ყველაზე ღარიბი 10%-ის შემოსავლებს, ყალიბდება სოციალური დაძაბულობა და გაუცხოება. საქართველოში ეს კოეფიციენტი ისტორიულად საკმაოდ მაღალია, 2016 წელს იგი  - 0,40-ს (ანუ 40%-ს) შეადგენს, ოღონდ მთლიანი შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით. ხოლო ფულადი შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით კი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 43%-ს უტოლდება. ეს სხვაობა ცხადყოფს, რომ რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით მეტად ცდილობს, შემოსავლები მიიღოს ნატურალური ფორმით - სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ხოლო უფრო მაღალშემოსავლიან ოჯახებში ნატურალური შემოსავლები შედარებით ნაკლებია.

სად დგას საქართველო მსოფლიო რეიტინგებში? ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომელთა თავდაპირველი უთანასწორობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, ცხადია, შემოსავლის თანასწორობის დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება. ამჟამად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.0-ს (პროცენტს) უდრის. მაგალითისთვის, სკანდინავიის ქვეყნებში ეს ინდიკატორი საშუალოდ 25-ია, აფრიკის კონტინენტს შედარებით მაღალი ინდიკატორი აქვს (დაახლოებით 70). თვით რეგიონშიც კი, რომელშიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ინდიკატორები შედარებით მაღალია, საქართველოს კოეფიციენტი აჭარბებს, როგორც მისი მეზობლების ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებელს, გარდა რუსეთისა და თურქეთისა. მაგ.: რუსეთი 42,0% და თურქეთის 40,2%, რაც შეეხება სომხეთს, იქ ჯინის კოეფიციენტი 31.5-ს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანიში - 33.7-ს. საქართველოს ინდიკატორი სენეგალის (40,3), მალის (40,1), ტუნისი (40,0) და იორდანიის (39,7) მსგავსია, რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არარსებობა ან/და მცირერიცხოვანი საშუალო კლასია.

თუმცა მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ ის მონაცემები, რომლებსაც ჯინის კოეფიციენტი ეყრდნობა არ ასახავს შემოსავლების უთანასწორობის სრულ სურათს. ბრუკინგის ინსტიტუტი (აშშ) ჯინის კოეფიციენტს განსხვავებული მეთოდით ითვლის. კერძოდ, კოეფიციენტი ისაზღვრება არამხოლოდ შინამეურნეობების კვლევის მონაცემებით, არამედ გადახდილი გადასახადებით.  მათი კვლევების შედეგებით ირკვევა, რომ შემოსავლების უთანასწოროდ გადანაწილების მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. სავარაუდოდ ბრუკინგის ინსტიტუტის მეთოდი უფრო კარგად ასახავს ქვეყანაში შემოსვლების განაწილების კუთხით არსებულ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ შინამეურნეობების კვლევა კარგად ასახავს ზოგად ტენდენციებს, მას მხედველობიდან რჩება შემოსავლების ზუსტი განაწილება. ამის ერთ-ერთ მიზეზს შესაძლოა ისიც წარმოადგენდეს, რომ შინამეურნეობის კვლევისას მოსახლეობის მდიდარი ნაწილი ხშირად თავს არიდებს გამოკითხვაში მონაწილეობას. 

მსგავსი

დასაქმებული ღატაკების ქვეყანა

09 June 2017

ნარკოპოლიტიკის ფინანსები

09 June 2017

ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების საეჭვო ხარისხი და მაღალი ფასები

09 June 2017

მშრომელთა უუფლებობა

09 June 2017

მიწის რეფორმის აუცილებლობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

09 June 2017

გარემოვაჭრეობის სირთულეები და პრობლემები საქართველოში

09 June 2017