12 June 2017
  • 876 ნახვა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

შესავალი

11 ივნისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც გამარჯვება პარტია „წინ, რესპუბლიკა!“-მ მოიპოვა. საპარლამენტო არჩევნები ახალარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მომავლის მთავარი გამოწვევას წარმოადგენდა. მისი პარტიის, „წინ, რესპუბლიკა!“-ს მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებების მიღებას მემარცხენე ცენტრისტული თუ მემარჯვენე ცენტრისტული ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე შეძლებს. მას მთავარი მოკავშირის, იუსტიციის მინისტრ, ფრანსუა ბაირუს ცენტრისტული პარტია MoDem-ის ინტერესების იგნორირებაც შეუძლია.

საარჩევნო ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ არჩევნებში მაკრონის „წინ, რესპუბლიკა!“ 27,59%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე რესპუბლიკელები ხმათა 15,76%-ით გავიდნენ. რადიკალურმა ეროვნულმა ფრონტმა და „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ შესაბამისად 13,81% და 10,80% მიიღეს. საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ კი ამომრჩეველთა 7,45%-ის მხარდაჭერა დაიმსახურა. საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა მაკრონის „წინ, რესპუბლიკას!“ მნიშვნელოვან წარმატებას და დიდ უმრავლესობას უწინასწარმეტყველებდა. მაკრონს შესაძლებლობა აქვს 430 საპარლამენტო მანდატი დაისაკუთროს, რაც თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში რეკორდულ უმრავლესობას წარმოადგენს  (2002 წელს ჟაკ შირაკმა და რესპუბლიკური პარტიის წინამორბედმა, ეროვნული მოძრაობის კავშირმა, 365 მანდატის მოპოვება შეძლო). საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში გადის პირველი ტურის ორი გამარჯვებული და ის კანდიდატები, რომლებიც დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ მცირე 12,5%-ს დააგროვებენ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თითოეულ ოლქში საშუალოდ 14 კანდიდატი იყრის კენჭს, სამი კანდიდატის მეორე ტურში გასვლა ნაკლებ სავარაუდოა.

საკუთარ პროგრამაში მაკრონი საარჩევნო სისტემაში პროპორციულობის ელემენტების შემოტანაზე საუბრობდა, თუმცა სწორედ ორტურიანი მაჟორიტარული არჩევნები წარმოადგენს ახალარჩეული პრეზიდენტისთვის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების იდეალურ საშუალებას (მიტერანი 1981 წელს, შირაკი 2002 წელს, სარკოზი 2007 წელს, ოლანდი 2012 წელს). არჩეული პრეზიდენტების პარტიები საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულთა ელექტორატის მობილიზების  და „დიფერენცირებული აბსენტეიზმის“ წყალობით დამატებით ბონუსს იღებენ. საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა იკლებს, რაც დიდწილად დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა ხარჯზე ხდება. საპირისპიროდ, ახალარჩეული პრეზიდენტის მხარდამჭერები საკუთარი კანდიდატის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებენ.  

2017 წლის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე ფაქტორით არის გამორჩეული: ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ერთი წლის წინ დაარსებული მოძრაობის წევრი. საპრეზინდეტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა რადიკალური მემარჯვენე პარტიის კანდიდატი, ხოლო ტრადიციული პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიდნენ, ღრმა კრიზისში იმყოფებიან. რადიკალურ მემარცხენე ფრთაზე გამოჩნდა მოძრაობა „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, რომლის კანდიდატმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე თითქმის 20% აიღო. თუმცა არჩევნების მთავარი შედეგი მეხუთე რესპუბლიკის ტრადიციული პარადიგმის დასასრულია, როდესაც მემარჯვენე ცენტრისტული და მემარცხენე ცენტრისტული კოალიციები ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიდნენ. არჩევნების მეორე ტურის ნორმას ბიპოლარიზაცია და მემარცხენე-მემარჯვენე კანდიდატების კონკურენცია წარმოადგენდა. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი პოლიტიკური სისტემის და ტრადიციული ელიტის ცვლილების სურვილი შეინიშნებოდა. კერძოდ, ამომრჩეველთა 65%-ს არ სურდა ყოფილი დეპუტატის არჩევა, რომელიც სოციალისტურ ან რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა. 

საპრეზიდენტო კოალიციის გამარჯვება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. უპირველეს ყოვლისა გამარჯვების მიზეზი გახდა მნიშვნელოვანი პროცენტული განხვავება „წინ, რესპუბლიკასა!“ და რესპუბლიკურ პარტიას შორის. მეორე მხრივ, მაკრონს არ ქონდა სუსტი ზონები, სადაც მისი დამარცხება მარტივი იქნებოდა. „წინ, რესპუბლიკას!“ ელექტორატი ფაქტიურად თანაბრად გადანაწილდა მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. საკუთარი კონკურენტების ძლიერ ზონებშიც კი საპრეზიდენტო ბლოკის კანდიდატებმა ტრადიციული პარტიების კრიზისის წყალობით გამარჯვება მოიპოვეს. საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას ხელი შეუწყო ამომრჩეველთათვის ახალშექმნილი პარტიის მხრიდან პრინციპულად ახალმა შემოთავაზებამ: პარტია პოლიტიკური სისტემის ცენტრში იმყოფება და ერთნაირად მიმზიდველია მემარცხენეებისა და მემარჯვენეებისთვის.

მაკრონის ტაქტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფრანგულ საზოგადოებაში „მაკრომანიის“ ტალღა არ დაწყებულა. სოციოლოგიური ინსტიტუტი „ELABE“-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მაკრონს ფრანგების მხოლოდ 45% ენდობოდა, ხოლო 46% მას უნდობლობას უცხადებდა. წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომელთაც საპრეზიდენტო ვადის „მშვიდობიანი დასაწყისი“ გარანტირებული ჰქონდათ, მაკრონისადმი ამომრჩევლები უფრო რაციონალურად და კრიტიკულად იყვნენ განწყობილი.  

საპარლამენტო არჩევნების წინ მაკრონს ამომრჩეველთა ხმებისთვის ბრძოლა მოუწია, რასაც მან თავი წარმატებულად გაართვა. პირველ რიგში მოძრაობა „წინ“ პარტიად „წინ, რესპუბლიკა!“ გადაკეთდა, რამაც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა გადაბირება გამოიწვია. 

მოგვიანებით მაკრონმა პრემიერ-მინისტრად ჰავრის მერი და საფრანგეთში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის, ალენ ჟუპეს ალტერ-ეგო ედუარდ ფილიპი დანიშნა, რომელმაც მოსახლეობას მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის დაპირისპირების გადალახვისკენ მოუწოდა. მაკრონმა რეაგირება გააკეთა რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა სურვილზეც, ეხილათ თავისი პარტია ხელისუფლებაში. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ბრუნო ლე მერი, რომელსაც სარკოზის ხელისუფლებაში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა. სარკოზის კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა, ჟერალდ დარმანენმა სახელმწიფო პოლიტიკის და ბიუჯეტის მინისტრის პოსტი მიიღო. ორივე რესპუბლიკელმა ჩაიბარა ეკონომიკური პროფილის სამინისტროები, რომელიც ხელისუფლების მუშაობაში ყველაზე რთულ მიმართულებად ითვლება. ამასთან, მაკრონის პირველი ნაბიჯები მემარჯვენე ცენტრისტული ელექტორატის გადმობირებისკენ იყო მიმართული: მოსკოვთან დიალოგის განახლებიდან შრომის კოდექსის რეფორმის ლიბერალურ პროექტის ინიცირებამდე.

მაკრონის პოლიტიკას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში, განსაკუთრებით კი ჟუპეს მომხრეებში. პარტიაში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ უარი თქვა „საფრონტო ოპოზიციის“ მდგომარეობაზე და სახელისუფლებო ძალასთან „მშვიდობიანი თანაცხოვრების“ რეჟიმზე გადავიდა.

მაკრონის გადაწყვეტილებით „წინ, რესპუბლიკამ!“ 51 საარჩენო ოლქში საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა, რითიც მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციას (20 ოლქში) თუ მოკავშირეებს სოციალისტური პარტიიდან (მანუელ ვალსს, შრომის ყოფილ მინისტრ მარიამ ელ-ჰომრის და ოლანდის გუნდის სხვა წევრებს) გამარჯვების შესაძლებლობა მისცა. შედეგად მაკრონმა მიიღო როგორც რესპუბლიკური, ასევე სოციალისტური პარტიის ამომრჩევლების ფართო მხარდაჭერა.

ამომრჩეველთათვის საინტერესო აღმოჩნდა მაკრონის პოლიტიკური მართვის სტილიც. იგი წარმოადგენს ძლიერი ხელისუფალის (ძალაუფლების ვერტიკალის და ავტორიტეტის აღდგენა) და ხალხთან დაახლოებული პრეზიდენტის იმიჯების ნაზავს. ძლიერი ხელისუფალის სახეს მაკრონი საერთაშორისო არენაზე ირგებს (ნატოს სამიტი ბრიუსელში, დიდი შვიდეულის სამიტი სიცილიაზე, პუტინის სამეფო მასპინძლობა ვერსალში), რაც ხშირად მცირე ჟესტებსა თუ სიმბოლიკაში გამოიხატება. ამავდროულად მაკრონი ცდილობს პატერნალისტური მიმართულებითაც იმუშაოს. საერთაშორისო შეხვედრების შემდეგ იგი გაემართა სენ-სეზარის რეგიონში, სადაც ორი დღე ადგილობრივ დეპუტატებთან შეხვედრებში დაჰყო. ელისეის სასახლის განცხადებით, მსგავსი ორდღიანი ვიზიტები რეგიონებში პრეზიდენტისთვის სტანდარტული იქნება, რაც მისი საზოგადოებასთან კავშირის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ფრანგული პარტიების პრობლემები

შეიძლება ითქვას, რომ მაკრონის მოსვლამ საფრანგეთის ორი მთავარი პარტიის - რესპუბლიკურის და სოციალისტურის დასუსტება გამოიწვია. რესპუბლიკური პარტია სამ ფრაქციად გაიყო. ალენ ჟუპეს და ბრუნო ლე მერის მომხრეები მარკონის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. პარტიაში არსებობს რადიკალური ოპოზიციონერების ჯგუფი, რომელიც მაკრონის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის კრახად მიიჩნევს. „კონსტრუქციული ოპოზიცია“ ქსავიე ბერტრანის და ვალერი პერკესის მეთაურობით მაკრონს რადიკალურ ოპოზიციაში არ უდგას, თუმცა მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. რესპუბლიკური პარტიის თეზისის თანახმად, „წინ, რესპუბლიკას!“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ერთპარტიული რეჟიმის ფაქტიურ დამყარებას გამოიწვევს, რომელშიც პლურალიზმის და კონსტრუქციულიკრიტიკის ადგილი არ იქნება. შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანია მოსახლეობას პოზიტიურ დღის წესრიგს არ სთავაზობდა და მაკრონისთვის აბსოლუტური ძალაუფლების წართმევაზე იყო ორიენტირებული.

უფრო მძიმე ვითარება შეიქმნა სოციალისტურ პარტიაში. პარტიის პირველი მდივნის, ჟან-კრისტოფ კამბადელისის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ეპინეს პარტია მოკვდა“ და მას სრული რეფორმირება სჭირდება. სოციალისტურმა პარტიამ დაკარგა აქტივისტების და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო საარჩევნო კამპანიის დროს მისი კანდიდატები კამპანიას ინდივიდუალურად აწარმოებდნენ. მათი ნაწილი ცდილობდა მაკრონის მწვავე კრიტიკას, ხოლო დანარჩენები მის საპრეზიდენტო უმრავლესობაში ჩართვას. საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას არ გააჩნია არც საერთო პროგრამა, არც პარტიული სტრატეგია და მას არ ჰყავს ძლიერი ლიდერი.

რთულად განვითარდა მელენშონის საპარლამენტო კამპანიაც. მელენშონმა გაწყვიტა კავშირი კომუნისტურ პარტიასთან, რომელმაც არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები დააყენა. ფრანგი სოციოლოგების აზრით, მელენშონის რეიტინგის ვარდნა მისმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როდესაც მეორე ტურში ამომრჩევლებს ემანუელ მაკრონისთვის მხარის არ დაჭერისკენ მოუწოდა. შესაბამისად, მელენშონმა დაკარგა ფრანგული „სირიზას“ ან „პოდემოსის“ შექმნის იმედი.

ნაციონალური ფრონტი, რომლის ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა, ასევე კრიზისში იმყოფება. გამწვავდა დაპირისპირება ნაციონალური ფრონტის ორ ჯგუფს - „ნაციონალ რესპუბლიკელებს“ და „ლიბერალ კონსერვატორებს“ შორის. პირველ ფრთას ხელმძღვანელობს მარინ ლე პენის მარჯვენა ხელი და პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ფლორიან ფილიპო, რომელიც საფრანგეთის „სუვერენიზაციის“, ევროკავშირის დატოვების, ფრანკის დაბრუნების, ძლიერი სოციალური პოლიტიკის და სხვა პარტიებთან კავშირების გაწყვეტის ინიციატივით გამოდის. ლიბერალი კონსერვატორები, რომლებიც მარიონ მარეშალ ლე პენთან ასოცირდებიან, მეტ ლიბერალიზმს, სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში ნაკლებ მემარცხენეობას, სხვა მემარჯვენე პარტიებთან კავშირებს და საზოგადოების ცხოვრებაში ძლიერ კონსერვატორულ პოლიტიკას (ინტეგრალურ კათოლიციზმზე ორიენტაციას) ემხრობიან. მარიონ მარეშალმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს დროებითი ნაბიჯია. გამოკითხვების თანახმად, ნაციონალურ ფრონტში მისი იდეოლოგია დომინირებს, ხოლო ფილიპოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაში ადანაშაულებენ. ფილიპომ შესაძლოა დატოვოს ნაციონალური ფრონტი და საკუთარი პარტიული სტრუქტურა შექმნას. მას უკვე აქვს ასოციაცია „პატრიოტები“, რომელიც პარტიული სტრუქტურის მიღმაა. ნაციონალურ ფრონტში დაირღვა სიმბიოზური მდგომარეობა, როდესაც ფილიპო უზრუნველყოფდა გლობალიზაციის შედეგებით და სოციალური სტატუსის ვარდნით უკმაყოფილი მშრომელთა ხმების მობილიზებას, ხოლო მარიონ მარეშალს მოჰქონდა იმიგრაციით, ტოლერანტობით უკმაყოფილო და ისლამისა და მუსლიმების მიმართ მტრულად განწყობილი კონსერვატორების ხმები. ამავდროულად საფრანგეთში კვლავ ფუნქციონირებს რესპუბლიკური ფრონტის პოლიტიკა, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას ნაციონალური ფრონტის წინააღმდეგ აძლევენ.  

დასკვნა

მაკრონის მოსვლით გამოწვეული პოლიტიკური კატაკლიზმები თავისი მასშტაბებით შარლ დე გოლის ხელისუფლებაში მოსვლას და მეხუთე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას უტოლდება. მაკრონმა მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება და ამჟამად რეფორმებისთვის ემზადება. მმართველობის პირველი 18 თვის განმავლობაში იგი აპირებს პარლამენტში სოციალური სფეროს შესახებ ექვსი რეფორმის გატანას. ყველაზე რთული და კონფლიქტური მათ შორის შრომის კოდექსის რეფორმაა. ჯერჯერობით საზოგადოების რეაქცია ამ რეფორმაზე შედარებით მშვიდია, თუ მას 2016 წლის დემონსტრაციებს და აჯანყებებს შევადარებთ. მაშინ არეულობა შრომის კანონმდებლობაში „ელ-ჰომრის კანონის“ სახელით ცნობილმა ცვლილებებმა გამოიწვია. მაკრონის ხელისუფლებისთვის მთავარი კითხვაა, მოახერხებს თუ არა ფრანგული საზოგადოება მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის არსებული წყალგამყოფის წაშლის, ტრადიციული პოლიტიკური სტრუქტურის დანგრევის და იმ რეფორმების ატანას, რომლებიც ცხოვრების ტრადიციული წესის და დიდი ხნის წინ დაკავებული სოციალური პოზიციების შერყევას გამოიწვევს.  

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

12 June 2017

თურქული გამბიტი

12 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

12 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

12 June 2017

ობამა

12 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

12 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

12 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

12 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

12 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

12 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

12 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

12 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

12 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

12 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

12 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

12 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

12 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

12 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

12 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

12 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

12 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

12 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

12 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

12 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

12 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

12 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

12 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

12 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

12 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

12 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

12 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

12 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

12 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

12 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

12 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

12 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

12 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

12 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

12 June 2017

უნგრული სუვერენულობა

12 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

12 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

12 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

12 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

12 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

12 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

12 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

12 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

12 June 2017

დასავლური გახლეჩა

12 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

12 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

12 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

12 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

12 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

12 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

12 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

12 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

12 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

12 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

12 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

12 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

12 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

12 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

12 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

12 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

12 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

12 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

12 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

12 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

12 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

12 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

12 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

12 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

12 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

12 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

12 June 2017