15 June 2017
  • 999 ნახვა

დასავლური გახლეჩა

აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ და მისმა წამოწყებულმა პოლიტიკებმა ისეთი მონოლითური პოლიტიკური ტერმინის გააზრება, როგორიცაა ‘დასავლეთი’, შეცვალა. პრეზიდენტის ხედვებმა და გაცხადებულმა დისკურსმა აჩვენა, რომ ნელ-ნელა რთული ხდება ‘დასავლეთში’ მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკურად ერთიანად მოაზრება. ევროპასა და აშშ-ს შორის ისტორიულად შეთანხმებული იდეოლოგიური საფუძველისგან დონალდ ტრამპის პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გადაუხვია. გაჩნდა ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ნათლად მიუთითებენ პოლიტიკური კურსების დივერგენციაზე: თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა, ადამიანის უფლებები, კლიმატის გლობალური ცვლილება, მილიტარიზაცია და საერთაშორისო ჰუმანიტარული აქტივობები.

 

საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობა

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება არასამართლიანი თავისუფალი სავაჭრო გარიგებებიდან გამოსვლა და პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება იყო. ტრამპმა გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში ტრანს-წყნარი ოკეანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წინასაარჩევნო დაპირების გამო ფორმალურად დატოვა, რაც ძირითადად ჩინეთთან მკვეთრი უარყოფითი სავაჭრო ბალანსით იყო განპირობებული. ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტი 350 მილიარდ დოლარს აღწევდა.

თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო (NAFTA) შეთანხების დატოვებასაც გეგმავდა, მაგრამ მოგვიანებით მან აზრი შეიცვალა.

ტრამპი ამ საკითხის წინ წამოწევას თვითონ ევროპის კავშირის მიმართაც არ მოერიდა. ბრიუსელში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდგომ, მან გერმანია აშშ-ისთან  ‘ცუდ სავაჭრო პრაქტიკაში’ დაადანაშაულა და აშშ-ში გაყიდული მილიონებით გერმანულ ავტომობილზე მიუთითა. გერმანიას 2016 წელს აშშ-ისთან 69 მილიარდიანი დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. ამჟამად, აშშ ევროპის კავშირთან ტრანსატალტიკური ვაჭრობისა და საინვესტიციო პარტნიორობის (T-TIP) შეთანხმების პროცესშია, მაგრამ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიხედვით შეთანხმება როგორ მიიღწევა ძნელად სავარაუდოა.

აშშ-სგან განსხვავებით, ევროპის კავშირი განაგრძობს მის საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკას. მიმდინარე წლის თებერვალში ევროპის პარლამენტმა კანადასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებას (CETA) მხარი დაუჭირა. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მის რატიფიკაციას წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტები მოახდენენ. შეთანხმება ყოველწლიურად რამდენიმე ასეულობით მილიონ ევროს მოგებას ორივე მხარეს მოუტანს.

ამასთანავე, ევროპის კავშირმა წელს  მნიშვნელოვნად გააქტიურა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის მოლაპარაკებები იაპონისათანაც და შეთანხების მიღწევა მომავლ წელს იგეგმება.

 

თავდაცვა და უსაფრთხოება

საკვანძო საკითხი რაზეც ევროპელ ლიდერებსა და დონალდ ტრამპს შორის სრული თანხმობა ვერ შედგა ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვაა. ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი კოლეგებისთვის მისი მთავარი მესიჯი, თავდაცვის ხარჯების ნატოს სტანდარტის მიხედვით - ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი ზღვარის დაკმაყოფილება იყო.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ალიანსის მიმართ უკმაყოფილება, რადგან ორგანიზაციის საბიუჯეტო ტვირთის არასმართლიანადაა გადანაწილებული. ამ დირექტივაზე ნატოს წევრები ჯერ კიდევ 2006 წელს შეთანხმდნენ. 2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა  დირექტივის შესრულების მიმართ საკუთარი მზაობა დააფიქსირეს და უახლოეს დეკადაში მის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

დღევანდელი მდგომარეობით, 2%-იან ზღვარს ალიანსის მხოლოდ ხუთი წევრი აკმაყოფილებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესტონეთი, საბერძნეთი). იენს სტოლტენბერგის თქმით, დაწესებულ ზღვარს მიმდინარე ან მომავალ წელს ლიტვა, ლატვია და რუმინეთიც დააკმაყოფილებენ. აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 3.6%-ია, მაშინ როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1.47%.

აშშ-ისგან განსხვავებით ევროპაში თანამედროვე უსაფრთხოების კონცეფციას განსხვავებულად უყურებენ. აშშ საგარეო დიპლომატიისა და საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტს ამცირებს, რათა თავდაცვის ხარჯები გაზარდოს, როდესაც ევროპა უსაფრთხოებისთვის მსგავს რბილ ძალას ანიჭებს უპირატესობას. დღევანდელი სიტუაციით ევროპისთვის უსაფრთხოების გაძლიერება არა სამხედრო ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, არამედ მიგრაციული პროცესების მართვას, მზარდი ექსტრემიზმის შეკავებას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების (რობოტიკა) სამხედრო სფეროში დანერგვას გულისხმობს.

ევროპის კავშირი ‘სამოქალაქო სუპერძალაა’, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობით, აქტიური დიპლომატიითა და ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავე მოთამაშეა მსოფლიოში. ბუნებრივია, საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხოლოდ სამხედრო კომპონენტის განვითარება არ კმარა და დამატებით სამოქალაქო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენეტების ინტენსიფიკაციაცაა საჭირო, რაშიც ევროპული კავშირი აქტიურად ხარჯავს თანხებს.

დონალდ ტრამპმა ევროპის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიებიც ეჭვქვეშ დააყენა. ბრიუსელში ნატოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი, როგორც ევროპის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე არ ახსენა და ამერიკის ერთგულება ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტის მე-5 მუხლის მიმართ არ დააფიქსირა. ბუნებრივია, აშშ-ის უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის მიერ ამგვარმა დამოკიდებულებამ ევროპაში საკუთარი თავდაცვისა და უსაფრხოების მექანიზმების შემუშავებაზე დააფიქრეს. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ‘დროა ევროპამ საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს’.

 

პარიზის კლიმატის შეთანხმება

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გამოდის პარიზის შეთანხმებიდან და დაიწყებს მოლაპარაკებებს ახალი შეთანხმების ან პარიზის შეთანხმებაში სხვა პირობებით შესვლის შესახებ. მისი აზრით, კლიმატის შესახებ შეთანხმება უთანასწორო პირობებში ამყოფებს ამერიკულ ბიზნესს, დასაქმებულებს და გადასახადის გადამხდელებს.

2015 წლის დეკემბერში გაეროს წევრი 195 ქვეყანა პარიზის კლიმატის კონფერენციაზე (COP21) უნივერსალურ, სამართლებრივად სავალდებულო კლიმატის შეთანხმება მიიღეს, რომელიც ძალაში ერთი წლის შემდგომ 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. დოკუმენტის რატიფიცირება 147 ქვეყანამ უკვე მოახდინა. პარიზის შეთანხმების გაფორმება მონაწილე მხარეებისგან გლობალური დათბობის ადამიანისგან ხელოვნურად გამოწვევის აღიარებაა.

პარიზის კლიმატის შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება და პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა. მიზნის მიღწევისათვის ქვეყნებისთვის მთავარი ამოცანა კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებაა. ამასთანავე, მთავრობებმა აიღეს ვალდებულება, რომ გრძელვადიან პერიოდში საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ზე დაიყვანონ.

მსოფლიოში ჰაერის ყველაზე მსხვილი დამაბინძურებლები ჩინეთი და აშშ არიან. ატმოსფეროს კარბონის დიოქსიდით ყოველწლიური დაბინძურების 20% ჩინეთის ინდუსტრიაზე მოდის, ხოლო აშშ-ზე 18%. ევროპის კავშირის საერთო მაჩვენებლი კი მხოლოდ 13.3%-ია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დონალდ ტრამპის ახალი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით გარემოს დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის მესამედით, 3 მილიარდი დოლარით უმცირდება, რაც ამ სფეროში 3500-მდე დასაქმებული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მკვეთრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ევროპელ ლიდერებში. მათ ამერიკის გლობალური ლიდერობა ეჭვქვეშ დააყენეს. ევროპის კავშირი არ აპირებს პარიზის შეთანხმების მისეული გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის კარბონის ემისიის 40%-ით შემცირებას გულისხმობს, ძალაში რჩება და მას ეტაპობრივად აქტიურად ასრულებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე მუშაობენ საფრანგეთში მიიწვია და მათი კველევითი საქმიანობის დაფინანსებაც შესთავაზა.

 

საგარეო დახმარება

მარტში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომავალი ფისკალური წლისთვის, რომელიც პირველი ოქტომბრიდან იწყება,  კონგრესს  საგარეო დახმარების 28%-ით შემცირება შესთავაზა.

შეთავაზებული წინადადების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტი 28%-ით (10 მილიარდი დოლარი) შეუმცირდება. ასევე დაგეგმილია გაეროს სამშვიდობო მისიების და სხვა პროგრამების დაფინასების შეკვეცაც. სიაში მსოფლიო ბანკიც მოხვდა, რომელსაც წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, აშშ 650 მილიონ დოლარს აღარ გადაურიცხავს.

დოკუმენტში არ არის მითითებული ზუსტად რა ოდენობით აპირებს აშშ გაეროს დაფინანსების შემცირებას. მხოლოდ აღნიშნულია, რომ აშშ სამშვიდობო მისიების ხარჯების 25%-ის დაფარვას აღარ აპირებს. სავარაუდოდ ეს თანხა ერთი მილიარდი დოლარი იქნება. ამას გარდა, ტრამპი UNICEF-ის და UNDP-ის პროგრამების დაფინასებასაც ამცირებს, ხოლო  გაეროს Green Climate Fund-ისა და Global Funds for AIDS-ის (მალარიის და ტუბერკულოზის განკურნების პროგრამები) დაფინანსების გაგრძელებას საერთოდ აღარ გეგმავს. აშშ გაეროს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა, ორგანიზაციაში მისი შენატანი გაეროს ბიუჯეტის 22%-ია, რაც წლიურად 10 მილიარდ დოლარს უტოლდება.

აშშ-ის საგარეო დახმარების წილი ფედერალურ ბიუჯეტში 1%-ზე ნაკლებია, რისი შემცირებითაც სახელმწიფო მნიშვნელოვანი დამატებითი თანხების აკუმულირებას ვერ მოახდენს.

აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპა მისი საერთაშორისო ვალდებულებების და მისი ჰუმანიტარული მისიების ერთგული რჩება. ევროპის კავშირი საერთაშორისო განვითარებისთვის დახმარების 2/3-ს გამოჰყოფს, ასევე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუჯეტების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. 2016 წელს მიგრანტთა ტალღების გაძლიერების გამო ევროპულმა გაერთიანებამ მისი საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტი 35%-ით გაზარდა და 10 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა.

 

ირანთან ურთიერთობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც აშშ-ისა და ევროპის საგარეო პოლიტიკების დაშორება გამოიწვია ირანთან ურთიერთობაა. ირანი დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნე ჯერ კიდევ მისი გაპრეზიდენტებამდე იყო. ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანთან გაფორმებულ ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებას მან ‘ყველზე ცუდი გარიგება’ უწოდა და მისი გაუქმების პირობა დადო. ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შემდგომ კი, კიდევ უფრო მკაფიო გახდა ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. აშშ მთავარ საფრთხედ კვლავ ირანს აღიქვამს და მის წინააღმდეგ არაბულ სამყაროში დიდი კოალიციის შექმნა სურს. ტრამპის თქმით, ირანი მსოფლიო მასშტაბით ტერორიზმის მთავარი წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ევროპასა და აშშ-ში აქამდე მომხდარ ტერორისტულ აქტებში ირანული წარმომავლობა არ დასტურდება. პირიქით, ევროპაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმების უმრავლესობაში მისი მოკავშირის საუდის არაბეთის მიერ ინტენსიურად დაფინანსებული ვაჰაბიტური იდეოლოგია ფიგურირებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი პერიოდულად ირანულ მხარეს მოუწოდებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდები შეწყვიტოს და ირანის ამ ქმედებას ბირთვული შეთანხმების დარღვევად აფასებს. ირანი მის ქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ამართლებს და ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მანევრები სხვა ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წამოდგენს. ირანის კრიტიკას ამერიკის სენატიც გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა სანქციების დაწესების აქტს.

აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპის კავშირი ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას აძლიერებს. გასულ კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ევროპელმა დიპლომატმა ბირთვულ შეთანხმებას ‘საკვანძო’ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარეც შეთანხმების ერთგული დარჩება. ევროპელი ლიდერები ასევე მზად არიან ირანთან ანტიტერორისტულ საქმიანობაშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ.

ბირთვული შეთანხმების დადებიდან მხარეებს შორის სავაჭო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა. გაიზარდა ვაჭრობის მთლიანი მოცულობა. ასევე, ევროპიდან ირანში პირდაპირი საგარეო ინსვესტიციებიც გახშირდა. გასული წლის ნოემბერში ფრანგულმა ნავთობკომპანია ‘ტოტალმა’ ირანთან 4.8 მილიარდევროიანი გარიგება დადო, რის მიხედვითაც იგი ირანული გაზის შელფის ათვისებას დაიწყებს. მიმდინარე წლის მაისში ირანის ეროვნულმა ნავთობის კომპანიამ (NIOC) ავსტრიულ ნავთობკომაპნიასთან OMV შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ავსტრიული კომპანია ირანული მხარისგან ყოველდღიურად 40 000 ბარელს ნავთობს შეიძენს.

 

დასკვნის მაგიერ

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ დასავლურ სამყაროშიც კი შეიტანა ბზარი. მისმა ხედვებმა საფრთხე შეუქმნა ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ერთობას, რომელიც, თუკი განვითარებულ მოვლენებს და ლიდერების დისკურს დავაკვირდებით, ნელ-ნელა უფრო და უფრო მყიფე ხდება. პოლიტიკური ტერმინის ‘დასავლეთის’ ერთმნიშვნელოვნად გამოყენებაც არარელევანტური ხდება.

როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი მისი პოლიტიკების შეცვლას არ აპირებს და ამის გამო მის ისტორიულ მოკავშირეებთან კონფრონტაციაში შესვლასაც არ ერიდება. სავარაუდოდ, დასავლური გახლეჩა მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გაგრძელდება. ხოლო ამერიკელი ამომრჩევლის რეაქცია მისი პოლიტიკების მიმართ, რომელიც ტრამპის მხარდაჭერის უკიდურეს ვარდნას და მის მიმართ გაძლიერებულ წინააღმდეგობას გულისხმობს, მიუთითებს, რომ აშშ ადრე თუ გვიან ევროპასთან საერთო პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნდება.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

15 June 2017

თურქული გამბიტი

15 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

15 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

15 June 2017

ობამა

15 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

15 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

15 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

15 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

15 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

15 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

15 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

15 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

15 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

15 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

15 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

15 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

15 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

15 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

15 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

15 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

15 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

15 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

15 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

15 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

15 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

15 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

15 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

15 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

15 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

15 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

15 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

15 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

15 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

15 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

15 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

15 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

15 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

15 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

15 June 2017

უნგრული სუვერენულობა

15 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

15 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

15 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

15 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

15 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

15 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

15 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

15 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

15 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

15 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

15 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

15 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

15 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

15 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

15 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

15 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

15 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

15 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

15 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

15 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

15 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

15 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

15 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

15 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

15 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

15 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

15 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

15 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

15 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

15 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

15 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

15 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

15 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

15 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

15 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

15 June 2017