16 June 2017
  • 893 ნახვა

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

აშშ-ს დემოკრატიული პარტია ღრმა კრიზისში იმყოფება. უფრო ზუსტად, მისი გავლენა დღეს იმდენად დასუსტებულია, რომ პარტიულ ტექნოლოგებს დემოკრატების კრიზისიდან გამოსაყვანად და რესპუბლიკელებისთვის ამომრჩეველთა ხმების წასართმევად სერიოზული მუშაობა მოუწევთ. პარტია მრავალჯერ გააკრიტიკეს „დასაწყისშივე დამარცხებული“ ჰილარი კლინტონის კანდიდატურის დაყენებისა და „მხოლოდ უმცირესობებზე აქცენტის გაკეთებისთვის“. თუმცა დემოკრატების არჩევნებში დამარცხების მთავარი მიზეზები მხოლოდ ეს არ არის.

 

კრიზისის ისტორია

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის დემოკრატიული პარტია კრიზისულ ვითარებაში, აუცილებელია წარსულში, უფრო კონკრეტულად კი XX საუკუნის პირველ ნახევარში დავბრუნდეთ. მაშინ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები მათი დღევანდელი სახისგან განსხვავდებოდნენ. თავდაპირველად დემოკრატიული პარტიის ელექტორატი იყო მუშათა კლასი, ძირითადად სამხრეთი შტატებიდან. რესპუბლიკური პარტია კი საპირისპიროდ, ჩრდილოეთის შტატების მაცხოვრებლებს იზიდავდა. ისინი აშშ-ს ისტორიაში რესპუბლიკელთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის იდეების გამგრძელებლებად ითვლებოდნენ. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში დემოკრატებმა თავის მხარეს იმიგრანტების და მუშათა პროფკავშირების წევრების მიმხრობა სცადეს. ამ ნაბიჯმა პარტიას დიდი მხარდაჭერა მოუტანა არა მხოლოდ სამხრეთის, არამედ ჩრდილოეთის დიდ ქალაქებშიც. შედეგად, ფრანკლინ დელანო რუზველტმა პრეზიდენტად ზედიზედ ოთხჯერ არჩევა მოახერხა (რასაც მეორე მსოფლიო ომმაც შეუწყო ხელი). შედეგად დემოკრატიული პარტია მთელი XX საუკუნის განმავლობაში აშშ-ს პოლიტიკურ ოლიმპზე დომინირებდა. თუმცა ლიდერობა დროებითი აღმოჩნდა.  

თუ საგარეო პოლიტიკურ მტერთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადი იყო, აშშ-ს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო იდენტობის ძლიერი კრიზისები, რომელიც უპირველეს ყოვლისა შავკანიან მოსახლეობას უკავშირდებოდა. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტები ჯონ კენედი და ლინდონ ჯონსონი დისკრიმინაციის გაუქმების აქტიური მომხრეები იყვნენ. ამან ისინი ბევრ პროდემოკრატიულად განწყობილ ამომრჩეველს დააშორა. სამხრეთის თეთრკანიანმა მოსახლეობამ „ფერადკანიანებთან და მიგრანტებთან“ გათანაბრების გამო თავი მოტყუებულად იგრძნო. ამ დროს რესპუბლიკელემბა დემოკრატების მიერ „მიტოვებული“ ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვეს და უბრალო ამერიკელი მშრომელის ინტერესებზე თამაშით სამხრეთის შტატებში საკუთარი გავლენის ზრდა დაიწყეს. მოხდა პარტიების ტრანსფორმაცია და ელექტორატის გეოგრაფიის დიამეტრალური ცვლილება.

განსაკუთრებით „შეურაცხყოფილად და დამცირებულად“ თავი აშშ-ს ე.წ. „ჟანგის სარტყელის“ მოსახლეობამ იგრძნო. 1970-იან წლებში, აშშ-ს პოლიტიკაში დემოკრატების დომინირების დროს, დაიწყო ინდუსტრიულმა ქალაქების (დეტროიტი, კლივლენდი, ინდიანაპოლისი და ა.შ.) ეკონომიკური ვარდნა. კომპანიებმა იაფი მუშახელის ძებნის მოტივით საკუთარი საწარმოების საზღვარგარეთ გატანა დაიწყეს. „მიტოვებულთა“ მხარეს დადგნენ რესპუბლიკელი კონსერვატორები, რომლებმაც მთავარ დამნაშავედ მსოფლიოში თავისუფალი ბაზრის და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მომხრე დემოკრატები შერაცხეს. ამავდროულად, აშშ-ში საწარმოების გახსნა უცხოურმა კომპანიებმა დაიწყეს, თუმცა ძირითადად დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების მეგაპოლისებში. შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის მიზანსაც „თეთრკანიანი მუშათა კლასის და ფერმერების“ დაცვა წარმოადგენდა, საკუთარი განვითარების ვექტორი 180 გრადუსით შეცვალა.

იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის სახით აშშ-ს მთავარი მტერი ჯერ კრიზისის ფაზაში შევიდა, ხოლო შემდეგ საერთოდ არსებობა შეწყვიტა, რესპუბლიკელებმა რევანშის აღება მოახერხეს. ერთმანეთის მიყოლებით 12 წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში რესპუბლიკელი პრეზიდენტები იყვნენ - ჯერ რონალდ რეიგანი, ხოლო შემდეგ ჯორჯ ბუშ-უფროსი. ამ პარტიის წარმომადგენლები სისტემურად იგებდნენ არჩევნებს ჯერ შტატების საკანონმდებლო ორგანოებში, ხოლო შემდეგ კონგრესში. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატმა ბილ კლინტონმა 1992 წელს დამაჯერებლად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობა მოიპოვეს.

„რესპუბლიკელებმა“ საბოლოოდ მოახერხეს მოსახლეობის საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება და საკუთარი საარჩევნო კამპანიის ისეთ სტილში აგება, რომ 2000 წლის არჩევნებზე კლასიკურმა რესპუბლიკელმა ტეხასის შტატიდან, ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა გაიმარჯვა. თუმცა მთელი რიგი საშინაო და საგარეო პოლიტიკური შეცდომების (ერაყის ომი, ქარიშხალ კატრინას შედეგებთან ბრძოლა) და თავად ბუშის პიროვნების გამო (შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი „ბუშიზმები“), დემოკრატებს მიეცათ შესაძლებლობა, რომლის გამოიყენებაც მათ მოახერხეს. დემოკრატიულმა პარტიამ ჯერ 2006 წელს კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატის პოსტზე წამოაყენა ნაკლებად ცნობილი, თუმცა იმედისმომცემი აფროამერიკელი ბარაკ ობამა, რომელმაც ვეტერანი რესპუბლიკელი ჯონ მაკეინი დაამარცხა. მიუხედავად ამისა, დემოკრატების პოლიტიკა არ შეცვლილა. უმცირესობების და სანაპიროების დიდი ქალაქების მოსახლეობის ხმების დევნის პარალელურად, მათ ყურადღების მიღმა კვლავ დარჩა „უბრალო თეთრი მოსახლეობის პრობლემები“. შედეგად რესპუბლიკელებმა 2010 წელს წარმომადგენელთა პალატის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვეს (სენატში მხოლოდ რამდენიმე ხმით წააგეს), ხოლო 2014 წლის არჩევნებზე საკუთარი მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარეს, როდესაც კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს (რასაც დღემდე ინარჩუნებენ).

 

 

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია

ჰილარის კლინტონის დონალდ ტრამპის ალტერნატივად დაყენების დროს დემოკრატების პოლიტტექნოლოგები რამდენიმე პუნქტში შეცდნენ. უპირველეს ყოვლისა, ზემოთაღნიშნული კლიშეს თანახმად, კლინტონი ფაქტიურად არ ატარებდა კამპანიას ისეთ შტატებში, როგორიცაა ვისკონსინი და ოჰაიო. იგი ძირითადად კონცენტრირებული იყო ისეთ „ლათინოამერიკულ“ შტატებზე, როგორიცაა ნიუ-მექსიკო, რომელიც ხმას ისედაც დემოკრატების მისცემდა. მეორე მხრივ, კლინტონის პიროვნება ყოველთვის უკავშირდებოდა სხვადასხვა სკანდალებს, დაწყებული ბენღაზში საგარეო პოლიტიკური ფიასკოდან და დამთავრებული FBI-ს გამოძიებით სამსახურებრივ საქმეებში პირადი მეილის გამოყენების შესახებ. ამასთან დემოკრატიული პარტია დანაწევრებული აღმოჩნდა. კლინტონის კონკურენტი პარტიაში იყო ღია სოციალისტი, ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერთა უმრავლესობა საკუთარ კარიერულ წინსვლას კლინტონების ოჯახის მხარდაჭერას უმადლის, რომლებიც ახალი კადრების სელექციას მიზანმიმართულად ეწეოდნენ და მათი საარჩევნო კამპანიებისთვის დაფინანსების მოძიებაში მონაწილეობდნენ. სანდერსის წინააღმდეგ კლინტონებმა სწორედ პარტიული მანქანა გამოიყენეს. მრავალრიცხოვანი ფაქტები დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის მხრიდან სანდერსის საწინააღმდეგოდ მუშაობის, პრაიმერის შედეგების გაყალბების ბრალდებები, სანდერსის დელეგატებისთვის დარეგისტრირებაზე უარის თქმა, ამერიკული მედიის თვითცენზურის  მიუხედავად, სოციალურ ქსელების და „ვიკილიქსის“ საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა.

 

კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში

ამჟამად დემოკრატიული პარტიის წინაშე ორი ამოცანა დგას. მინიმალური ამოცანაა ელექტორატის მხარდაჭერის დაბრუნება და 2018 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება. მაქსიმალური ამოცანა კი დონალდ ტრამპის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაა (ტრამპმა უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ აპირებს აშშ-ს მეორე საპრეზიდენტო ვადით მართვას). დასახული ამოცანების გადასაჭრელად, დემოკრატებმა უნდა გაითვალისწინონ ის შეცდომები, რომელიც კლინტონის კამპანიის დროს დაუშვეს.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია „თეთრკანიანი დასაქმებული“ მოსახლეობის მხარდაჭერის დაბრუნება. დემოკრატებმა გაახშირეს ადგილობრივ რადიოსადგურებსა და ტელეგადაცემებში სიარული, რათა აჩვენონ, რომ  კვლავ უბრალო დასაქმებული მოსახლეობის ინტერესებს ატარებენ. აუცილებებლია, რომ პარტიის ლიდერები ჩამოყალიბდნენ ძლიერი პოლიტიკური ფიგურების შესახებ, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას დაიმსახურებენ და პარტიას თავის იმიჯს დაუბრუნებენ. დემოკრატებმა თეთრი მოსახლეობის მხარდაჭერასთან ერთად მათ უმცირესობების მხარდაჭერის შენარჩუნებაზეც უნდა იზრუნონ.

ვინ შეიძლება გახდეს ასეთი გამაერთიანებელი ფიგურა? ამ ეტაპზე დემოკრატიულ პარტიაში არსებობს რამდენიმე პოტენციური კანდიდატურა. პირველი მათგანი არის დემოკრატების პრაიმერის მონაწილე ბერნი სანდერსი. სანდერსი პოლიტიკური ისტებლიშმენტის, მილიონერების კონგრესში და ეკონომიკური უთანასწორობის აქტიური მოწინააღმდეგეა. ამავდროულად მას გააჩნია ტრამპის მსგავსი ქარიზმა. სანდერსის საფირმო მკვეთრი გამონათქვამები, პუბლიკასთან ურთიერთობის ბრწყინვალე უნარები, მას ღირსეულ ალტერნატივად და იმ „ახალ სისხლად“ აქცევს, რომელიც დემოკრატებს აუცილებლად ჭირდებათ. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნოდ დროს დაწყებული სანდერსის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება. ძირითად პოსტებს კვლავ პარტიის ვეტერანები ინარჩუნებენ, რომელთაც პროგრესივისტების ფრთა კორუფციასა და კორპორატიულ დონორებზე „მიყიდვაში“ ადანაშაულებს. მაგალითად, პარტიაში გააუქმეს ობამას შემოღებული კანონი, რომელიც კრძალავდა დემოკრატების საარჩენო კამპანიების კორპორაციების მიერ დაფინანსებას.

დროებითი ერთობა, რომელიც დემოკრატიულმა პარტიამ მარტში ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივების წინააღმდეგ აჩვენა, აპრილის დასაწყისში დასრულდა. ბერნი სანდერსმა და დემოკრატიის ნაციონალური კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე ტომ პერეზმა მოაწყვეს გამოსვლების სერია ქვეყანაში, რომლის მიზანიც ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვება. „ერთიანობის ტურის“ (Unity tour) პირველ შეხვედრაზე აუდიტორია აპლოდისმენტებით შეხვდა სანდერსს და უკმაყოფილება გამოხატა პერეზის გამოსვლისას.

დღეს პროგრესივისტების გუნდში სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს. სანდერსის კამპანიის ყოფილ აქტივისტთა ჯგუფი გამოდის „ხალხის პარტიის“ შექმნის ინიციატივით. ალტერნატივად განიხილება მოძრაობა „Justice Democrats”, რომელიც იანვარში პროგრესივისტების ონლაინ-პორტალ TYT-ს მიერ ამოქმედდა. ორგანიზატორთა აზრით, აუცილებელია დემოკრატიული პარტიის რადიკალური გარდაქმნა. ამ მიზნით, მათ მომდევნო არჩევნებში პარტიის მიერ მანდატის მიღებისთვის ბრძოლაში გამოიწვიეს ვირჯინიის სენატორი ჯო მანჩინი და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი.

სხვა პოტენციური კანდიდატურა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის ქალიშვილი ქეროლაინ კენედია. 59 წლის ასაკში მან უკვე მოასწრო მწერლობა, იურისტობა და სახელმწიფო მოხელეობა. 2008 წელს იგი აქტიურად უჭერდა მხარს ბარაკ ობამას, რომელმაც ქეროლაინი 2013 წელს იაპონიაში ელჩად დანიშნა. იაპონიაში კენედი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ამერიკული „რბილი ძალის“ ლობირებას ცდილობდა. იგი რეგურალურად სტუმრობდა და აწყობდა სხვადასხვა პროამერიკულ ღონისძიებებს. 2017 წლის 18 იანვარს ქეროლაინმა დატოვა ელჩის თანამდებობა და ამჟამად მზად არის სრულფასოვანი პოლიტიკური კარიერისთვის. 2009 წელს იგი უკვე აპირებდა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორობაზე კენჭის ყრას, თუმცა პირადი მიზეზებიდან გამომდინარე (თავისი სიტყვებით) უარი განაცხადა. ამჟამად მას პარტიაში სხვაგვარად უყურებენ და 2018 წელს სენატის არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაყენებას აპირებენ. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ კენედი შეძლებს პარტიისთვის ძველი დიდების და მოსახლეობის მხარდაჭერის დაბრუნებას.

დემოკრატები შეძლებენ 2018 წლის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას, თუ შემდეგი სცენარებიდან ერთ-ერთს აირჩევენ: „ტრამპის კრიტიკა და მის არაპოპულარობაზე თამაში“ (მსგავსი ტაქტიკით დემოკრატებმა 2006 წლის არჩევნებზე გაიმარჯვეს) ან „ახალი სახეების მიერ მოსახლეობისთვის განვითარების ახალი მოდელის შეთავაზება“ (სანდერსის ან კენედის არჩევა). თუ რომელ სცენარს აირჩევენ დემოკრატიული პარტიის ლიდერები, მალე ცხადი გახდება.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

16 June 2017

თურქული გამბიტი

16 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

16 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

16 June 2017

ობამა

16 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

16 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

16 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

16 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

16 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

16 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

16 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

16 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

16 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

16 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

16 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

16 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

16 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

16 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

16 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

16 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

16 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

16 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

16 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

16 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

16 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

16 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

16 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

16 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

16 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

16 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

16 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

16 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

16 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

16 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

16 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

16 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

16 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

16 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

16 June 2017

უნგრული სუვერენულობა

16 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

16 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

16 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

16 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

16 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

16 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

16 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

16 June 2017

დასავლური გახლეჩა

16 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

16 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

16 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

16 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

16 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

16 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

16 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

16 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

16 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

16 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

16 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

16 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

16 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

16 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

16 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

16 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

16 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

16 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

16 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

16 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

16 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

16 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

16 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

16 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

16 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

16 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

16 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

16 June 2017