20 June 2017
  • 939 ნახვა

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

ფოტო გარეკანზე: flickr.com


ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რამაც ანტიტერორისტული პოლიტიკის გაძლიერება დღის წესრიგში ერთ-ერთ წამყვან თემად აქცია. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ ე.წ. დაეშმა აიღო. მართალია, ტერორისტული აქტების შემსრულებლებსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის პირდაპირი კავშირი ხშირად ვერ დგინდება, მაგრამ მათი ქმედებები ერთმნიშვნელოვნად დაეშის იდეოლოგიითაა ინსპირირებული. როგორც საერთაშორისო მასშტაბით ტერორისტულმა თავდასხმებმა, ასევე ერაყსა და სირიაში განხორციელებულმა ბრუტალურმა ქმედებებმა - მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა, საჯარო თავის კვეთა და დაწვა - ისლამური სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად აქცია.

2014 წლის ივნისში სულიერმა ლიდერმა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადმა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულში სალაფიტური, ჯიჰადისტური პროტოსახელმწიფოს დაარსების შესახებ განაცხადა. ამ დროისთვის ისლამური სახელმწიფო ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა და შემდგომ ექსპანსიას აქტიურად განაგრძობდა. სამხედრო წარამტებებმა დაეშს საშუალება მისცა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომა მოეპოვებინა და საკუთარი ძალაუფლება თვითმყოფადი გაეხადა. ნავთობის გაყიდვით, გატაცებული ადამიანების გამოსასყიდის მოთხოვნით, ბანკების ძარცვით და მოროდიორობით დაეში ყველაზე მდიდარ ტერორისტულ დაჯგუფებად იქცა ისტორიაში, რომელსაც არაოფიციალურად 2-3 მილიარდამდე დოლარის შემოსავლები გააჩნდა. მიუხედავად ამისა, გასული წლიდან მოყოლებული ერაყსა და სირიაში ქურთების და აშშ-ის კოორდინირებულმა სახმელეთო და საავიაციო შეტევებმა და სირიის კონფლიქტში რუსეთი სამხედრო ჩართვამ ისლამურ სახელმწიფო მისი პოზიციების დათმობისკენ წაიყვანა.

დღევანდელი მდგომარეობით, ისლამური სახელმწიფო შეუქცევადი დამარცხებისკენ მიდის, რადგან ერაყსა და სირიაში მან მის მიერ კონტროლირებადი თითქმის ყველა მსხვილი ურბანული ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დედაქალაქად გამოცხადებული მოსული და სირიის ტერიტორიაზე მათ მეორე დედაქალაქად მიჩნეულ რაქასაც მათი შენაერთები, კოალიციის ძალების მიერ გაძლიერებული შეტევების გამო, აქტიურად ტოვებენ. პრაქტიკულად, დაეშის არსებობის შეწყვეტა დროის საკითხია, მითუმეტეს მაშინ როცა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, ევროპელმა ლიდერმა და რუსეთმა მის წინააღმდეგ აქტიური კამპანია წამოიწყეს. მართალია დაეშმა, როგორც სალაფიტური ჯიჰადის გასხეულებამ შეიძლება აღარ იარსებოს, მაგრამ მისი იდეოლოგია მასთან ერთად გაქრება თუ არა, რთული სათქმელია.

 

დაეშის თავისებურებანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაციას აძლევს. მიუხედავად ამისა, დაეში კლასიკური გაგებით ტერორისტული ორგანიზაცია არ არის. მხოლოდ ძალადობრივი აქტების განხორციელება საკმარისი კრიტერიუმი არაა, რომ მას ტერორისტული ორგანიზაცია ეწოდოს. დაეშს სხვა განსაკუთრებული მახასიათებლები გააჩნია, რომელიც მის ორგანიზაციულ სტრუქტურასთანაა დაკავშირებული და მას უფრო სახელმწიფო წარმონაქმნად აქცევს, ვიდრე მხოლოდ ექსტრემისტულ დაჯგუფებად. სტრუქტურულის გარდა, ისლამური სახელმწიფო კონცეპტუალურადაც განსხვავებულია ტიპური ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ამგვარი დაჯგუფებები სახელმწიფოებთან ასიმეტრიულ დაპირისპირებასში იმყოფებიან, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ გააჩნიათ კონკრეტული ადგილმდებარეობა, მათთან საბრძოლველად არ არის კონკრეტული ფრონტი, სახელმწიფოებმა არ იციან დრო, თუ როდის გადაწყვეტენ ტერორისტული ორგანიზაციები თავდასხმის განხორციელებას. ეს მახასიათებლები მათ მოუხელთებლებად, კომპლექსურ მოწინააღმდეგეებად და შესაბამისად, რთულად დასამარცხებლად აქცევენ. ამ წინაპირობებით ისინი იოლად ახერხებენ საზოგადოებებში მასობრივი შიშისა და პანიკის დათესვას, რაც მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. დაეში კი ამ ნიშნების დაკმაყოფილებით არ გამოირჩევა.

1933 წლის სახელმწიფოს უფლებებისა და მოვალეობების მონტევიდეოს კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოდ შედგომისთვის სუბიექტი ოთხ ძირითადად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: 1) ჰყავდეს პერმანენტული მოსახლეობა; 2) აკონტროლებდეს განსაზღვრულ ტერიტორიას; 3) ჰყავდეს ეფექტური მმართველობა; 4) ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

ისლამური სახელმწიფო პირველ მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებდა. მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე 3-5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ათასობით მათგანმა ომის პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი დატოვა და ქვეყნების შიგნით (სირია, ერაყი) ან გარეთ მიგრირდნენ. მაგრამ კონვენციით გათვალისწინებული პირობა, რომ მოსახლეობა ამ სახელმწიფოსთან საკუთარ ბედს უკავშირებდეს და მთავრობის ლეგიტიმაციას უნდა ახდენდეს, არ სრულდება. მაგრამ ისლამურ სახელმწიფოს მისი ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში ათეულ ათასობით ორგანიზაციის წევრი ჰყავდა, რომლებიც დაეშის მმართველობის აღაირებდა.

მეორე კრიტერიუმს ისლამური სახელმწიფო გარკვეულწილად აკმაყოფილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია არ იყო მუდმივი მოცემულობა და პერმანენტულად იცვლებოდა. საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილია, რომ სახელმწიფო საზღვრები სტაბილური უნდა იყოს, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დროს მისი საზღვრები აღიარებული არ ყოფილა, მაგრამ ამას, როგორც მისი სახელმწიფოს სტატუსისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

ყველაზე საინტერესო მესამე კრიტერიუმი, ეფექტური მმართველობაა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციისთვის უჩვეულოდ ისლამური სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ახორციელებდა. საერთაშორისო სამართლით არ არის გათავლისწინებული თუ როგორი მმართველობაა სასურველი, დემოკრატიული თუ ავტორიტარული, მთავარია მთავრობა მის ფუნქციებს: გადასახადების აკრეფა, კანონების მიღება, ჯარის ქონა, სასამართლო სისტემის შექმნა, ასრულებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხალიფატი მის მმართველობას მკაცრი და ბრუტალური გზებით ახორციელებდა, მას ჰქონდა თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი. დაეშს ჰქონდა სულადობრივი გადასახადი (ჯიზია) დაწესებული, რომლის აკრეფვასაც იგი წარმატებით ახდენდა. მათ საკუთარი ვალუტა დინარიც კი გამოუშვეს. ყველაზე დიდი კუპიურა 5 დინარი იყო, რომელიც 694 დოლარს უტოლდებოდა, ხოლო მონეტებად ვერცხლის დირჰამი იქნა დაწესებული. ამას გარდა, ორგანიზაცია პასპორტების გაცემასაც ახორციელებდა.

ისლამური სახელმწიფო ტერიტორიას შარიათის კანონებით მართავდა, ჰყავდა საკუთარი სამხედრო დანაყოფები, რომლებიც 30 000 ჯარისკაცამდე შედგებოდა. სამხედრო სტრუქტურა კლასიკური იყო, რომელიც გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მკაცრი იერარქიული მეთოდით მართვაში გამოიხატებოდა. არსებობდა ხალიფატის ცენტრალური არმია და პროვინციული დანაყოფები. დაეშის ტერიტორიაზე ოპერირებდა ქალთა ალ-ხასას პოლიციური ბრიგადა, რომელიც შარიათის კანონის ეფექტურ აღსრულებას უზრუნველყოფდა.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, ისლამურმა სახელმწიფომ რამდენიმე ქალაქში ადმინისტრაციული და მომსახურებაზე ორიენტირებული პროგრამები შეიმუშავა, რომელშიც საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული ნაწილი შედიოდა, მათ შორის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება.

ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილი ადმინისტრაციული მმართველობა არასრულყოფილად და ნაკლოვანად ხორციელდება, მაგრამ ეს დაეშის ამ მახასიათებლების ანულირებას ვერ ახდენს.

სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში შესვლის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მონტევიდეოს კონვენციაში. იგი პოლიტიკურ ერთეულს არ ავალდებულებს სხვა ქვეყნებთან კარგი დიპლომატიური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს. მაგრამ თუკი წამყვანი ქვეყნების უმეტესობა მას არ აღიარების, მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობა აზრს კარგავს. ისლამური სახელმწიფოს აღიარება არცერთ არსებულ სახელმწიფოს არ დაუპირებია და არც თვითონ ორგანიზაციას არ გამოუთქვამს სურვილი რომელიმე საერთაშორისო აქტორთან ფორმალურ ურთიერთობაში შესულიყო.

გლობალური პოლიტიკის ფორუმის (Global Policy Forum) სახელმწიფოს კრიტერიუმებითაც ისლამური სახელმწიფო ახლოსაა ამ სტატუსთან. ორგანიზაციის განმარტებით, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს სასამართლო, ბიუროკრატია, აღმასრულებელი ორგანოები, გადასახადები და სამხედრო ძალები. დღესდღეისობით, ამგვარ კრიტერიუმებს რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა ძირითადად, რამდენიმეწლიანი სამოქალაქო კონფლიქტების გამო ვეღარ აკმაყოფილებს (ლიბია, სირია, იემენი), მაგრამ მათი სახელმწიფოს სტატუსი ეჭვქვეშ არ დგება.

თანამედროვე სრულფასოვანი სახელმწიფოს შესაქმენლად საჭიროა გაერთიანებული ერების მიერ აღიარება, კონკრეტულად კი უსაფრთხოების საბჭოს და გენერალური ასამბლეის -ის მხარდაჭერა. თუკი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ამას ვერ შეძლებს, ის როგორც დე-ფაქტო სახელმწიფო განაგრძობს არსებობას. ეს მას ხელს არ უშლის სავაჭო-ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს მის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან. ამ კრიტერიუმებით ისეთი ქვეყნების სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორიცაა კოსოვო, პალესტინა, სომალი და ა.შ.

თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებამ 1967 წლის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 242-ის მიღებით უარი თქვა ფეოდალურ ხანაში აპრობირებულ ქვეყნის წარმოქმნის ან გაფართოების მეთოდზე, რომელიც ტერიტორიის სამხედრო ძალის დაკავების შედეგად ხორციელდებოდა. თანამედროვეობაში საერთაშორისო სუბიექტებს სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მხოლოდ თვითგამორკვევის პრინციპით შეუძლიათ, რომელიც რეფერენდუმის საშუალებით სხვა ქვეყნისგან გამოყოფას და სუვერენიტეტის შეძენას გულისხმობს.

 

დასკვნის მაგიერ

დაეში მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარ და გავლენიან ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელიც დღემდე თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მაგრამ იგი საკმაოდ შორსაა ტერორისტული ორგანიზაციის კლასიკური გაგებისგან. ორგანიზაციის სტრუქტურა, ფუნქციები და ოპერირების მეთოდები საპირისპიროა ტიპური ტერორისტული დაჯგუფებებისგან. კონკრეტული ტერიტორიის და მოსახლეობის ყოლა, მათი ბიუროკრატიული მეთოდებით ადმინისტრირება და სერვისების მიწოდება, თანაბარწონიანი სამხედრო ძალების ყოლა, გარე ძალებთან სიმეტრიულ, კონვენციურ ბრძოლაში ჩართვა, მას კვაზი-სახელმწიფოდ უფრო აქცევს, ვიდრე ტერორისტულ ორგანიზაციად.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

20 June 2017

თურქული გამბიტი

20 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

20 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

20 June 2017

ობამა

20 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

20 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

20 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

20 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

20 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

20 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

20 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

20 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

20 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

20 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

20 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

20 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

20 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

20 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

20 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

20 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

20 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

20 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

20 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

20 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

20 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

20 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

20 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

20 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

20 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

20 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

20 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

20 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

20 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

20 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

20 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

20 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

20 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

20 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

20 June 2017

უნგრული სუვერენულობა

20 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

20 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

20 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

20 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

20 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

20 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

20 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

20 June 2017

დასავლური გახლეჩა

20 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

20 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

20 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

20 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

20 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

20 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

20 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

20 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

20 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

20 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

20 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

20 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

20 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

20 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

20 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

20 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

20 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

20 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

20 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

20 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

20 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

20 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

20 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

20 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

20 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

20 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

20 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

20 June 2017