22 June 2017
  • 1720 ნახვა

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

შესავალი

13 ივნისის საღამოს ამერიკული ქალაქ ცინცინატის აეროპორტში პატარა თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზეც 22 წლის ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი იმყოფებოდა. უორმბირი აეროპორტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მისი კომიდან გამოყვანას ცდილობდნენ. უორმბირი კომაში ერთი წლის წინ ჩრდილოეთ კორეაში ყოფნისას ჩავარდა, როდესაც ადგილობრივმა სასამართლომ მას სასტუმროს ადმინისტრაციიდან პროპაგანდისტული პოსტერის მოპარვის ბრალდებით 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 19 ივნისს ოტო უორმბირი გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ვერსიის თანახმად, განაჩენის გამოტანის შემდეგ ოტო უორმბირი ბოტულიზმით დაავადდა. კომის მიზეზი კი გახდა ორგანიზმის რეაქცია წამალზე, რომლითაც მას ჩრდილოეთ კორეელი ექიმები მკურნალობდნენ. ამერიკული და დასავლური საზოგადოებრივი აზრი ამ განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა. მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ უორმბირი კომაში წამების და სამედიცინო ექპერიმენტების შედეგად ჩავარდა.

მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის რეპუტაციისა, საქმე ასე მარტივად არ არის: ბოლო ორი ათწლეულის პრეცედენტები ცალსახად აჩვენებს, რომ დაკავებულ უცხოელ მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებული პიეტეტით ექცევა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ისტორიები მორიგი მძიმე პოლიტიკურ-პროპაგანდისტული თამაშის ნაწილია. თუმცა ამჯერად, ჩრდილოეთ კორეელებს ზედმეტი მოუვიდათ და სავარაუდოდ მათი დაშვებული შეცდომის ან ელემენტარული უიღბლობის შედეგი იმ პროპაგანდისტულ კაპიტალს გადაფარავს, რომელიც ამ ქვეყანამ უცხოელების დაკავებების (და მოგვიანებით გათავისუფლებების) შედეგად გასულ წლებში დააგროვა.  

 

წარსული გამოცდილება

ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში იყო დრო, როდესაც უცხოელებს ციხეში რეალურად აწამებდნენ. კორეის ომის დროს ჩრდილოეთ კორეის ციხეებში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ სამხედრო ტყვეები, არამედ მესამე სახელმწიფოების სამოქალაქო პირებიც, რომელთა უმრავლესობაც ბანაკებში დაიღუპა. 1960-იან წლებში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დააკავა და ციხეებში გააგზავნა უცხოელი კომუნისტებიც, რომლებიც საგარეო პოლიტიკური პროპაგანდის განყოფილებაში თარჯიმნებად და რედაქტორებად მუშაობდნენ. დიდწილად ისინი საბჭოთა მოდელით იმედგაცრუებული ულტრარადიკალები იყვნენ, რომელთა აღფრთოვანებასაც მაოს ან ჩუჩხეს იდეები იწვევდა.

იმ პერიოდში დაკავებული უცხოელები ჩვეულებრივ ციხეებში ხვდებოდნენ, ხოლო მათდამი დამოკიდებულება ჩვეულებრივი პოლიტიკური პატიმრების მიმართ დამოკიდებულებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ზოგიერთი ამ ულტრარადიკალიდან ჩრდილოეთ კორეის ციხეში დაიღუპა. თუმცა ხშირად საზღვარგარეთული მემარცხენე საზოგადოების ჩართულობა ამა თუ იმ აქტივისტის გათავისუფლებას იწვევდა (მაგალითად 1970-იანი წლების დასაწყისში გაათავისუფლეს ვენესუელელი პოეტი და ჟურნალისტი ალი ლამედა, რაშიც დიდი წვლილი ნიკოლაი ჩაუშესკუს და Amnesty International-ის უცნაურმა დუეტმა ითამაშა). 

უცხოელთა დაკავებების „თანამედროვე“ ისტორია მოგვიანებით დაიწყო. კერძოდ 1996 წელს, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ევან ჰანზიკერი აღმოჩნდა. მთვრალი ჰანზიკერი სასაზღვრო ქალაქ დანდუნში დაენიძლავა მეგობარს, რომ სასაზღვრო მდინარე იალას გადაცურავდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ჩინეთისგან ყოფს. მდინარის გადაკვეთის დროს იგი ჩრდილოეთ კორეელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

ჰანზიკერი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, თუმცა კომფორტულ სასტუმროში დააბინავეს (რომლის ფასიც მოგვიანებით მისმა ოჯახა გადაიხადა). მის გამოსახსნელად კორეაში ამერიკული დელეგაცია ჩავიდა გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის, ბილ რიჩარდსონის მეთაურობით, რომელთაც ჰანზიკერი სამშობლოში დააბრუნეს.

ასე შეიქმნა პრეცედენტი. მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება იმ უცხოელებს, ძირითადად აშშ-ს მოქალაქეებს აკავებდა, რომლებიც ან ქვეყნის საზღვარს კვეთდნენ, ან ტურისტად მყოფები ჩრდილოეთ კორეის კანონმდებლობას არღვევდნენ. დაკავებას თან სდევდა სასამართლო (ჩრდილოეთ კორეის სტილში) და განაჩენი, რომელიც მრავალწლიან ციხეს გულისხმობდა. თუმცა თავიდანვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ დაკავებულს დიდხანს პატიმრობაში ყოფნა არ მოუწევდა. პროცესამდე ჩრდილოეთ კორეა აგრძნობინებდა ამერიკელებს, რომ გასაჭირში ჩავარდნილის გასათავისუფლებლად აუცილებელი იყო ფხენიანში დელეგაციის გაგზავნა, რომელსაც მაღალი რანგის პოლიტიკოსი უხელმძღვანელებდა (შესაძლოა გადამდგარი, თუმცა მსოფლიოში ცნობილი). 

ამ მხრივ კლასიკური შემთხვევაა ორი ამერიკელი ჟურნალისტის, ლორი ლინის და იუნა ლის ისტორია, რომლებმაც 2009 წლის მარტში გაყინულ მდინარე ტუმანგანზე გადაიარეს. მათ ჩრდილოეთ კორეის სანაპიროზე რამდენიმე კადრის გადაღება და საკუთარი ჟურნალისტური გამბედაობის დამტკიცება სურდათ. თუმცა ჟურნალისტები სასაზღვრო დაცვის სამსახურმა დააკავა, ხოლო სასამართლომ მათ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში ჟურნალისტებმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარეს. ფხენიანიდან ისინი პირადად აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წამოიყვანა.

საზღვრის კიდევ ერთი დამრღვევის, კორეული წარმოშობის ამერიკის მოქალაქის, რობერტ პარკის გამოსახსნელად კი ჩრდილოეთ კორეას ჯიმი კარტერი ეწვია.

 

პოლიტიკური პროპაგანდა

სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ციხეებში აღმოჩენილი ზოგიერთი უცხოელი ამ სახელმწიფოში აკრძალული ქმედებებით - უპირველეს ყოვლისა ქრისტიანობის ქადაგებით და ადგილობრივი ქრისტიანული „მიწისქვეშა თემის“ მხარდაჭერით იყო დაკავებული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი დაკავებათა შერჩევითობა ნათელია: როდესაც 2014 წელს, გენერალისიმუსი კიმ ჩენ ირის დაბადების დღეზე ავსტრალიელი მისიონერი ქუჩებში ბიბლიას არიგებდა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მისი ქვეყნიდან გაძევებით შემოიფარგლა. ამერიკის მოქალაქეს მსგავსი ქმედებისთვის აუცილებლად დააკავებდნენ. მეორე მხრივ, რუსი და ჩინელი ტურისტების გამოხტომები ხშირად გართულებების გარეშე სრულდება.

საუბარი „პატიმრობაზე“ მხოლოდ გარკვეული ირონიით შეიძლება. დრო, როდესაც ბრალდებულებს ჩრდილოეთ კორეული საზომებით ფეშენებელურ სასტუმროებში ასახლებდნენ, გავიდა. თუმცა მათი პატიმრობის პირობები ბევრად აღემატება ჩრდილოეთ კორეელების პატიმრობის პირობებს. უცხოელებს არ აგზავნიან ჩვეულებრივ ციხეებში. ისინი ყავთ სპეციალურ შენობებში, სადაც მათ თავაზიანად ექცევიან და დასავლური საზომით კომფორტულ პირობებში აცხოვრებენ. მსგავს დამოკიდებულებას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს: თავიდანვე ნათელია, რომ უცხოელები მალე გათავისუფლდებიან, ხოლო მათი მონაყოლი კორეულ ციხის ცხოვრებაზე დასავლურ საზოგადოებრივ აზრში ჩრდილოეთ კორეის შესახებ ჩამოყალიბებულ წარმოდგენებზე ზეგავლენას მოახდენს.

იბადება კითხვა, თუ საერთოდ რატომ ეწყობა მსგავსი საჩვენებელი დაკავებები? ამას ორმაგი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას სურს შეახსენოს სტუმრებს, რომ მასთან თამაში არ ღირს. თუმცა მთავარია მეორე მიზეზი - მსგავსი დაკავებების საშინაო პროპაგანდის მიზნით გამოყენება. თითოეული დაკავებულის გათავისუფლებას წინ უძღვის დასავლელი მაღალჩინოსნის ვიზიტი, რომელიც გასამართლებულის რეალური თუ გამოგონილი ქმედების გამო, ჩრდილოეთ კორეის ბელადს ბოდიშს უხდის.

მსგავსი ვიზიტები ფართოდ შუქდება ადგილობრივ პრესაში, რომელიც მას ჩრდილოეთ კორეის სიძლიერის და მისი ბელადების სიდიადის წინაშე ამერიკელი იმპერიალისტების მორიგ კაპიტულაციად ასაღებს. უბრალო ჩრდილოეთ კორეელის აზრით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები და შტატების გუბერნატორები კიმ ჩენ ირის თუ კიმ ჩენ ინის წინაშე ამ დროს ქედს იხრიან. ცხადია, რომ მსგავსი სანახაობა ხალხში ხელისუფლების ავტორიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

უორმბირის შემთხვევა

სავარაუდოდ, ოტო უორმბირის ისტორია თავიდან სწორედ მრავალჯერ გამოცდილი მეთოდით ვითარდებოდა. ყველაფერი, როგორც ყოველთვის, თავად სტუდენტის „უკანონო“ ქმედებით დაიწყო. მან სცადა ეჩვენებინა საკუთარი სიმამაცე და შეძვრა სასტუმროს მოსამსახურე დაწესებულებაში, სადაც ყველა ჩრდილოეთ კორეული ოფისის მსგავსად, სტანდარტული პროპაგანდისტული პოსტერებია გამოკრული. უორმბირმა ერთ-ერთი პლაკატი ჩამოხია, რომლის სახლში წაღებასაც აპირებდა. თუმცა იგი დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს.

სასამართლოზე უორმბირმა აღიარა, რომ პლაკატის მოხსნა წინასწარ დაგეგმილი ბოროტმოქმედება იყო, რომელიც რომელიღაც ამერიკული ეკლესიის დავალებით ჩაიდინა. უორმბირის აღიარების თანახმად, მის მიზანს „ჩრდილოეთ კორეის მებრძოლი ხალხის სულის“ დაკნინება წარმოადგენდა. 22 წლის სტუდენტს 15 წლიანი პატიმრობა, ანუ დაახლოებით ის ვადა მიუსაჯეს, რომელსაც მსგავსი ქმედებისთვის ადგილობრივ მაცხოვრებელს მიუსჯიდნენ.

თუმცა სასამართლოს შემდეგ უორმბირთან კონტაქტი შეწყდა, რომლის მიზეზიც მხოლოდ ბოლო დღეებში გაირკვა. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეული მხარე კვლავ ცდილობდა ნაცნობი სცენარის ამუშავებას და უორმბირის და პატიმრობაში მყოფი კანადელი მისიონერის (რომელიც სავარაუდოდ რელიგიური პროპაგანდით იყო დაკავებული) გასათავისუფლებლად დასავლური დელეგაციის ჩამოყვანას. თუმცა მოგვიანებით ამ გეგმაზე უარი ითქვა. ინფორმაცია უორმბირის კომის შესახებ ოფიციალურად აცნობეს ვაშინგტონს. მის წასაყვანად ჩამოვიდა ელჩი ჯო იუნი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ჩრდილოეთ კორეის მიმართულებას კურირებს.

ჩრდილოეთ კორეა ამ მოვლენების შემდეგ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. საზოგადოებრივი აზრი მიიჩნევს, რომ უორმბირი კომაში წამების შედეგად აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კორეას კი თავის გამართლება ძალზე გაუჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში ცოტას თუ მიაჩნია პროპაგანდისტული პლაკატის ჩამოხევისთვის 15 წლით პატიმრობა სამართლიან სასჯელად.

ნაცადი ილეთის გამეორების და პროპაგანდისტული ქულების ჩაწერის მცდელობა პიარ-კატასტროფად გადაიქცა, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვის ხელსაყრელი ნამდვილად არ არის. უორმბირის სიკვდილი აძლიერებს წარმოდგენას ჩრდილოეთ კორეაზე, რომელსაც სასტიკი და ირაციონალური რეჟიმი მართავს და წყალს მათ წისქვილზე ასხამს, ვინც თვლის, რომ „პროფილაქტიკური“ სამხედრო ოპერაცია ამ რეჟიმის წინააღმდეგ არა მხოლოდ მორალურად გამართლებული, არამედ სტრატეგიულად რაციონალურიცაა. 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

22 June 2017

თურქული გამბიტი

22 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

22 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

22 June 2017

ობამა

22 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

22 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

22 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

22 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

22 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

22 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

22 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

22 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

22 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

22 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

22 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

22 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

22 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

22 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

22 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

22 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

22 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

22 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

22 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

22 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

22 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

22 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

22 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

22 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

22 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

22 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

22 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

22 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

22 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

22 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

22 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

22 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

22 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

22 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

22 June 2017

უნგრული სუვერენულობა

22 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

22 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

22 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

22 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

22 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

22 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

22 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

22 June 2017

დასავლური გახლეჩა

22 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

22 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

22 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

22 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

22 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

22 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

22 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

22 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

22 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

22 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

22 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

22 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

22 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

22 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

22 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

22 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

22 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

22 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

22 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

22 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

22 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

22 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

22 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

22 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

22 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

22 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

22 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

22 June 2017