26 June 2017
  • 845 ნახვა

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


სამშაბათს, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ოლქში კონგრესის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, სადაც ტრადიციულად რესპუბლიკელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს არჩევნები ყველაზე ძვირადღირებული წარმომადგენლობითი პალატის არჩევნები აღმოჩნდა ამერიკის ისტორიაში. კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერმა გარე ჯგუფებმა ჯამში დაახლოებით, 55 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია წინა ყველაზე ხარჯიან რბოლაზე, რომელიც 2012 წელს ფლორიდაში გაიმართა.

ათწლეულებია რაც ამერიკული პოლიტიკური სისტემის მიმართ იმედგაცრუება და ნიჰილიზმი იზრდება. ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკის პროცესში მზარდი მსხვილი ფინანსები და გააქტიურებული ლობიზმია. ამერიკელ ამომრჩეველთა შორის გავრცელებული მოსაზრებაა, რომ კონგრესი არაეთიკურია, ხოლო ლობისტთა ჯგუფები კიდევ უფრო არაეთიკურები. წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დადის, საშუალოდ 40%, რაც ბუნებრივია, ყოველისმომცველი რეპრეზენტირებისთვის საკმარისი არ არის. თვითონ გარკვეულ ინტერესთა დაცვა წარმომადგენლობით ორგანოში კორუფციულ ქცევად არ შეიძლება ჩაითავლოს, პირიქით დემოკრატიული პოლიტიკის პროცესი სწორედ ინტერესთა დაცვა და ამით სხვა ინტერესებთან კონფლიქტში შესვლა წარმოადგენს. მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მიზნების დასაცავად საქმეში ფული ერთვება.

თითქმის ოთხი ათწლეულია, რაც ამერიკულ პოლიტიკაში კორპორატიულმა ლობიზმმა მეტასტაზებივით გაიდგა ფესვი. წარმომადგენლობითი ორგანო ლობისტებით გადაიტვირთა და ინტერესთა დაცვაში ჰიპერკონკურენცია დაიწყო. გააქტიურებული ლობიზმით მსხვილი კორპორაციები სარგებლობენ, რომლებიც გაცილებით მეტ რესურსებს ფლობენ ვიდრე მათი წვრილი კონკურენტები. მათ შესალებლობა აქვთ კონგრესის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთონ და პროცესზე გავლენა იქონიონ. სოლიდური თანხები, რომელთაც კონგრესმენებს ლობისტური ჯგუფები ირიბად, სხვადასხვა საშუალებებით სთავაზობენ, პოლიტიკოსების მიერ საკუთარი პოლიტიკური ხედვებისა და პრინციპების მიმართ ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებს და მათ მოწყვლადს ხდის. ზოგადი სურათით კი, კონგრესის პოლიტიკური სუვერენიტეტი სუსტია და შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ყოვლისმომცველი არაა.

ყოველწლიურად ორგანიზებული ინტერესთა ჯგუფები ლობიზმში ჯამურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება სენატისა და კონგრესის ერთად აღებულ წლიურ ბიუჯეტს, რომელიც ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. დღეს ყველაზე აქტიური ორგანიზაციებს ასზე მეტი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული. ეს ორგანიზაციები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებით პოლიტიკოსის ‘ყიდვით’ არ შემოიფარგლებიან და ლობისტების დაქირავებით კონგრესში გადაწყვეტილებების მიღებაზე ყოველდღიურ გავლენას ახდენენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ლობიზმში ყოველ დახარჯულ დოლარზე კორპორაცია საშუალოდ 220 დოლარის მოგებას იღებს.

ლობისტების ფუნქციები მრავალფეროვანია: ისინი დროთა განმავლობაში მხარდამჭერთა ქსელს, ერთგვარ კოალიციას ქმნიან და პერმანენტულად აფიქსირებენ დაქირავებულის ხედვებს. ლობისტები საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაშიც არიან ჩართულნი; ისინი ფრთხილად არჩევენ ადამიანებს, თუ ვინ უნდა დაესწროს საკომიტეტო განხილვებს, ვინ არა; რა ინფორმაცია უნდა გააშუქოს მედიამ, რა არა და ა.შ. ლობისტებს ახლო კონტაქტები აქვთ მომსახურე პერსონალთანაც. ისინი აქტიურად ეხმარებიან სტაჟიორებს ან ახალ აყვანილ კადრებთან სხვადასხვა ინფორმაციების მიწოდებით და შესაბამისად, მათთვის ანგარიშგასაწევი პერსონები ხდებიან.

ხშირად ხდება რომ მაღალი ანაზღაურების გამო კონგრესმენები ან სენატორობის მათი ვადის ამოწურვის შემდგომ ლობისტები ხდებიან. 1998-2004 წლებში სენატორთა ნახევარი, ხოლო კონგრესმენთა 42% სწორედ ასე მოიქცა.

ლობიზმი კანონით არ იკრძალება. მის არსებობას კონსტიტუციის პირველი შესწორება ამართლებს, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წარმომადგენლობით ორგანოში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. პრობლემა პოლიტიკოსების ირიბი მოსყიდვაა, რომელსაც ამერიკული კანონი არ ან ვერ არეგულირებს.

 

ლობიზმის გააქტიურება

1950-60-იანი წლების ამერიკული პოლიტიკა გაცილებით პლურალისტური და დაბალანსებული იყო. მაშინ პოლიტიკის პროცესში პროფკავშირები და სხვა საჯარო ინტერესთა ჯგუფები მნიშვნელოვანი აქტორები იყვნენ. მხოლოდ კომპანიათა მცირე ნაწილი ეწეოდა ლობისტურ საქმიანობას, რომელიც უმეტესწილად მოუქნელი და არაეფექტური იყო.

სიტუაცია 1970-იანი წლებიდან შეიცვალა. ამ პერიოდში დაწყებულმა ეკონომიკის შენელებულმა ზრდამ და ხელფასების მატებამ მსხვილ კომპანიათა მმართველები საკუთარი ბიზნესის გადარჩენასა და განვითარებაზე დააფიქრა. მათმა უმრავლესობამ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკის პროცესში და ლობისტების დაქირავება დაიწყო. გააქტიურებულმა ლობისტურმა საქმიანობამ შედეგები მალევე გამოიღო: ჩავარდა შრომის კოდექსის რეფორმა, შემცირდა კორპორატიული გადასახადი და გაუქმნდა მთელი რიგი რეგულაციები.

1980-იან წლებში კერძო სექტორმა არნახულ მიზნებს მიაღწია. მათ ბრძოლაში გაიმარჯვეს, მაგრამ საკუთარი ტაქტიკისთვის უარი არ უთქვამთ. მსხვილმა კორპორაციებმა შეინარჩუნეს აქტიური ლობისტური საქმიანობა, რადგან გაიაზრეს, რომ პერმანენტული ჩართულობა პოლიტიკაში მათ კომპანიებს დანაკარგებისგან იცავდა და მოგებას უნარჩუნებდა.

შემდგომში თავად ლობისტებმა სასწავლო ცენტრებიც კი გახსნეს, სადაც კერძო სექტორის პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობას ასწავლიდნენ. მათ მთლიანად შეცვალეს გაბატონებული ხედვა, რომ პოლიტიკა ბიზნესისთვის ბოროტებაა, რომელიც რაც შეიძლება მეტად თავიდან უნდა იქნეს არიდებული, და შემოიტანეს ახალი დისკურსი - ბიზნესის განვითარება პოლიტიკისგან გარიყვით კი არა, არამედ მასთან მაქსიმალური დაახლოებით მიიღწევა.

ლობისტების პოლიტიკურმა შორსმჭვრეტელობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ ერთ დეკადაში 205 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა.

 

ბოლო წლების სტატისტიკა

მხოლოდ 2015-16 წლის საარჩევნო ციკლისას Wall Street-ის ბანკებმა და ბიზნეს კორპორაციებმა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად 2 მილიარდი დოლარი დახარჯეს. აქედან მილიარდზე მეტი პარტიების შემოწირულობები იყო, ხოლო 900 მილიონი დოლარი ლობისტურ საქმიანობაში დაიხარჯა. თანხების 55% რესპუბლიკელ, ხოლო 45% დემოკრატ კანდიდატებზე განაწილდა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას ინდივიდუალური პირებისა და ინსტიტუტებისგან გადარიცხულმა თანხამ, ე.წ. ჰეჯ-ფონდებმა, რომელიც შემდგომ მოგებაზე გათვლილი რისკიანი ინვესტიციაა, ჰილარი კლინტონისთვის 48.5 მილიონი დოლარი, ხოლო დონალდ ტრამპისთვის 19 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამში ყველა კანდიდატის ჰეჯ-ფონდმა 123 მილიონ დოლარს მიაღწია. ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის წამყვანი დამფინანსებელი საინვესტიციო და ფინანსური კომპანიები Wall Street-ის წარმომადგენლები იყვნენ.

ამას გარდა, 2010 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გარე ჯგუფებს არჩევნების დაფინანსებაზე ლიმიტები მოეხსნათ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებლობა შექმნა ჩამოყალიბებულიყო კანდიდატებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები - სუპერ პოლიტიკური ქმედების კომიტეტები ე.წ. Super PACs, რომელთაც ანონიმური ინდივიდებისგან შეუზღუდავი რაოდენობის შემოწირულობების მიღება შეეძლოთ და შემდგომ რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად აქტიური კამპანია ეწარმოებინათ. შედეგად, წინასაარჩევნო კამპანიისას ამ გზით ჰილარი კლინტონმა 204, ხოლო დონალდ ტრამპმა 79 მილიონი დოლარის მოძიება შეძლო. ბუნებრივია, ამ ანონიმური პერსონების უკან მსხვილი ბიზნეს აქტორებიც არიან.

სენატში ფინანსური სექტორიდან ყველაზე მეტი თანხა რესპუბლიკელმა, ფლორიდელმა სენატორმა მარკო რუბიომ მიიღო - 8.7 მილიონი დოლარი. მას ასევე რესპუბლიკელი, ტეხასის სენატორი ტედ კრუზი მოსდევს 5.5 მილიონი დოლარით. ყველას გასაკვირად, ათეულში შედის დემოკრატი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსიც. მის მიერ ფინანსური სექტორიდან მიღებული შემოწირულობა 2.8 მილიონ დოლარს შეადგენს. სენატორების მიერ ამ პერიოდში მიღებული წლიური შემოწირულობების საშუალო მაჩვენებელი 900 000 დოლარს სცდება. სენატთან შედარებით კონგრესმენები მსხვილი კოპორაციებისგან ნაკლებ თანხებს იღებენ. კონგრესმენთა რიცხვში უპირობო ლიდერი სპიკერი პოლ რაიანია, რომელმაც გასულ წელს 5.7 მილიონი დოლარი შემოწირულობის სახით მიიღო. ამ მხრივ, კონგრესმენთა საშუალო მაჩვენებელი 300 000 დოლარი იყო.

მოწინავე ორგანიზაცია, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო კონტრიბუციასა თუ ლობიზმში უძრავი ქონების სააგენტოთა ეროვნული ასოციაციაა. მის ანგარიშზე გაღებული 119 მილიონი დოლარია. მას 53 მილიონი დოლარით საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია Renaissancce Technologies მოსდევს. მათთან შედარებით, მსხვილი ბანკები ხარჯებში უფრო მოკრძალებულნი აღმოჩნდნენ. Wells Fargo-მ, CitiBank-მა და Goldman Sachs-მა თითოეულმა 12-15 მილიონი, ხოლო J.P. Morgan Chase-მა, Bank of America-მ და Morgan Stanley-მ კი 10 მილიონ დოლარამდე შემოწირულობები გაიღეს.

 

დასკვნის მაგიერ

უკვე ათწლეულებია, რაც ამერიკულ პოლიტიკაში გარე ფინანსები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კორპორატიულმა ლობიზმმა საფრთხე შეუქმნა ჯანსაღ დემოკრატიულ პროცესს და ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკული დემოკრატია. მრავალი საჯარო ინტერეს-ჯგუფთა და პროფკავშირების ინტერესები წარმომადგენლობით ორგანოში უმეტესწილად ნიველირებულია. დემოკრატიულად არჩეული კანდიდატები ფორმალურად თუ არიან მათი ამომრჩევლის წარმომადგენელები, ისინი მსხვილი კორპორაციების ხარჯზე გახდნენ პოლიტიკოსები, ამავე კორპორაციების მეშვეობით ინარჩუნებენ სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. შესაბამისად, ამერიკელ პოლიტიკოსთა მთავარი მიზანი უპირველეს ყოვლისა მათი ვიწრო ინტერესის დაცვა და გატარებაა.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

26 June 2017

თურქული გამბიტი

26 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

26 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

26 June 2017

ობამა

26 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

26 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

26 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

26 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

26 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

26 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

26 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

26 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

26 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

26 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

26 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

26 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

26 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

26 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

26 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

26 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

26 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

26 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

26 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

26 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

26 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

26 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

26 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

26 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

26 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

26 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

26 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

26 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

26 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

26 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

26 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

26 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

26 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

26 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

26 June 2017

უნგრული სუვერენულობა

26 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

26 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

26 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

26 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

26 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

26 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

26 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

26 June 2017

დასავლური გახლეჩა

26 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

26 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

26 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

26 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

26 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

26 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

26 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

26 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

26 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

26 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

26 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

26 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

26 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

26 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

26 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

26 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

26 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

26 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

26 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

26 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

26 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

26 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

26 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

26 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

26 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

26 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

26 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

26 June 2017