26 June 2017
  • 784 ნახვა

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

გასულ კვირას პეტრე პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებიდან სამი წელი გავიდა. დღეს მკვლევრები და ექსპერტები ამ პერიოდის შედეგებს აფასებენ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ასევე უკრაინის პოსტსაბჭოთა განვითარების თავისებურებები და მისი თანამედროვე პოლიტიკური სისტემის სპეციფიკა, მიღწევების და გაშვებული შესაძლებლობების ზუსტ გამიჯვნას ართულებს. მიუხედავად ამისა, გარკვეული შეფასების გაკეთება მაინც შესაძლებელია.  

 

უვიზო მიმოსვლა

დღეს, უკრაინა-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების პირველ დღეებში, მოდური გახდა საუბარი, რომ ეს მმართველი რეჟიმის ერთადერთი მიღწევა და პრეზიდენტის ერთადერთი შესრულებული დაპირებაა. რთულია ამ მტკიცებას არ დავეთანხმოთ. მართლაც, ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროინტეგრაციის გზაზე ყოველთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილებოდა. მასზე ბევრს საუბრობდნენ ევრომაიდნამდე, ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იგი საერთოდ პრიორიტეტული გახდა.

მიუხედავად ამისა, უვიზო რეჟიმის შემოღება მაინც პირობითი წარმატებაა. ერთი მხრივ, მას პრეზიდენტისთვის პოზიტიური ემოციური მნიშვნელობა გააჩნია და საზოგადოებაში ძლიერ აღფრთოვანებას, მათ შორის უკრაინის მედიის მიერ წარმოებული წარმატებული PR-ეფექტის წყალობით იწვევს. მეორე მხრივ, მისი გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნათელი არ არის. გარკვეული შეზღუდვები, რომელიც 90-დღიან დარჩენის ვადას და შეთანხმების ევროკავშირის მხრიდან გადახედვის შესაძლებლობას უკავშირდება, გაკრვეულწილად ამ მიღწევას აუფერულებს. ამასთან, ევროპაში მოგზაურობის ახალი შესაძლებლობით, სერიოზული ფინანსური თუ სხვა სახის მოთხოვნების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ისარგებლებს. ამ პირობებში უკრაინელების მასობრივი გადასვლა დასავლეთში მოსალოდნელი არ არის. ასევე მოსალოდნელი არ არის ხანგრძლივი ემოციური ეფექტი უვიზო რეჟიმის მიღებისგან. მას უფრო პრინციპული მნიშვნელობა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გააჩნია.   

 

პრეზიდენტის პოზიცია

რაც შეეხება პრეზიდენტის მხარდაჭერას საზოგადოებაში, სხვადასხვა გამოკითხვები მას 6-დან 13%-მდე აფასებენ. თუმცა ამ ციფრების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება შესაძლებელია. აბსოლუტურ გამოხატულებაში რეიტინგი საკმაოდ დაბალია. თუმცა მეორე მხრივ, პოროშენკოს მოწინააღმდეგეებს მაღალი ანტირეიტინგი გააჩნიათ. ჰიპოტეტური მეორე ტურის შემთხვევაში პოროშენკოს შესაძლო კონკურენტები სავარაუდოდ ბოიკო, რაბინოვიჩი ან ტიმოშენკო იქნებიან. ამასთან, არ უნდა ჩამოვწეროთ ადმინისტრაციული და ინფორმაციული რესურსი, რომელიც უკრაინის არჩევნებში დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

პოროშენკოს შიდაელიტური პოზიციები ბოლო სამი წლის განმავლობაში გამყარდა. დეოლიგარქიზაციის კამპანიამ, ნაციონალისტური ფორმირებების როლის შემცირებამ, ეროვნული ფრონტის და მისი ლიდერების რეიტინგის მკვეთრმა ვარდნამ, სხვადასხვა სკანდალის საშუალებით ოპოზიციის ლიდერთა დისკრედიტაციამ და სხვა პოლიტიკურმა მანევრებმა პოროშენკო ნომერ პირველ პოლიტიკოსად აქცია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრე იგი უკრაინულ ოლიგარქიაში მთავარ ფიგურას არ წარმოადგენდა. დღეს პოროშენკომ საკუთარ ხელში როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ძალაუფლების დიდი ნაწილის კონცენტრირება მოახერხა. ასევე გაიზარდა მისი ბიზნეს-გავლენა: მაგალითად ბევრი თვლის, რომ კორპორაცია „ბოგდანის“ მოგებული ტენდერები ხელისუფლების მანიპულირების შედეგია.

თუმცა მთელი რიგი შიდაპოლიტიკური საკითხებისა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. როგორც პეტრე პოროშენკოს ბლოკის, ასევე ეროვნულ ფრონტთან კოალიციის შიგნით სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. მნიშვნელოვანია ტიმოშენკოს საკითხიც, რომელიც მიუხედავად ოპოზიციაში ახალგაზრდების დიდი რაოდენობისა, მაინც მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილს იკავებს. ტიმოშენკოს დისკრედიტირების მცდელობა რუსეთთან ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე, ყოფილი პრემიერის მიმართ პოლიტიკური ანგარიშწორების ნათელი მაგალითია. სავარაუდოდ, ტიმოშენკოზე ზეწოლა სამართლებრივ დევნაში არ გადაიზრდება, თუმცა ცხადია, რომ ზეწოლა გაძლიერდება. „ბატკივშინას“ გამარჯვება პრეზიდენტისთვის არასასურველი მოვლენაა.

 

შიდა პოლიტიკური ვითარება

შიდა პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით გასული სამი წელი, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის შესახებ მონაცემებისა, ანტისოციალური მიმართულებით და მნიშვნელოვანი პრობლემების მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე გადაწყვეტით გამოირჩეოდა. დიდწილად ეს მსოფლიო სავალუტო ფონდის მოთხოვნების შედეგია. თუმცა გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, კონკრეტული მოთხოვნები არ ყოფილა. დაწესებული იყო კონკრეტული ამოცანები, რომელთაც ხელისუფლება ყველაზე მარტივი გზებით ასრულებს. დღის წესრიგშია სამედიცინო რეფორმის საკითხი, რომელიც რეალურად მედიცინაში საბაზრო ელემენტების შემოღებას გულისხმობს. ბოლო წლების განმავლობაში სისტემურად იზრდებოდა ტარიფებიც, ვერ მოხერხდა ენერგეტიკული პრობლემის მოგვარება. „გაზპრომის“ პროგნოზით, ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით 2019 წლისთვის 15 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც დღევანდელ მონაცემებზე ხუთჯერ ნაკლებია. კიევს სულ უფრო ნაკლები შესაძლელობა აქვს, რომ 2019 წლის შემდეგ სატრანზიტო ფუნქციები შეინარჩუნოს. გონტარევას  საბანკო რეფორმა ფაქტიურად არასასურველი ბანკების მოშორების მექანიზმად გადაიქცა. 

მიუხედავად ამისა, სოციალური აფეთქება, ან მესამე სოციალური მაიდანი, რომელზეც რუსეთში ბევრს საუბრობდნენ, უკრაინაში არ მოხდა (დიდწილად საგარეო სესხების, უკრაინული ოჯახების მეურნეობის და მენტალიტეტის თავისებურების, ასევე საგარეო პოლიტიკური სიტუაციის და მისი საზოგადოებაში რეპრეზენტაციის ხარჯზე). მთლიანი შიდა პროდუქტის კატასტროფული ვარდნის პირობებში ეს შეიძლება პოროშენკოს წარმატებად მივიჩნიოთ. 

მიუხედავად ამისა დღეს, ანტისოციალური გადაწყვეტილებების ახალი ნაკადის მიღების წინ, პრეზიდენტის მდგომარეობა უფრო რთულია. გარკვეული ფარის როლს თამაშობს პრემიერი ვლადიმირ გროისმანი, რომელსაც შეუძლია გატარებული კურსის გამო დარტყმების ნაწილი თავის თავზე აიღოს და პოროშენკოს მდგომარეობა გარკვეულწილად შეარბილოს. მიუხედავად ამისა ცხადია, რომ ამ კომბინაციის მდგრადობა მოსალოდნელი არჩევნების და გროისმანის პირადი ამბიციების ფონზე, გაურკვეველია.

 

საგარეო პოლიტიკური ვითარება

საგარეო პოლიტიკურ სფეროში, რომელიც პოროშენკოს პრიორიტეტია, ვითარება ასევე ძალზე რთულადაა. ერთი მხრივ, თეზისები იმის შესახებ, რომ დასავლეთი დაიღალა უკრაინით, მზადაა მიატოვოს ის და მისთვის „უკრაინული საკითხი“ მეორეხარისხოვანია ტელევიზორების ეკრანებიდან ხშირად ისმის. მიუხედავად ამისა, მასზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დახმარების მოლოდინები ბევრად მაღალი იყო, ვიდრე დღეს არსებული ვითარება. გარკვეული რეალური პრეფერენციების (თუნდაც უვიზო რეჟიმის მინიჭება) დროით ვადებში ძალზე გაიწელა. უკრაინის საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია აშშ-სგან დახმარების მიღებაზე, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გართულდა. ბევრი რამ ამ თვალსაზრისით დამოკიდებული იყო პოროშენკო-ტრამპის შეხვედრაზე. ცხადია, რომ მთელი რიგი პოტენციური მიმართულებები საგარეო პოლიტიკის კონტაქტების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით ან ხელიდან გაშვებულ იქნა, ან დაგვიანებით რეალიზდება.

რაც შეეხება კონფლიქტურ რეგიონებს, მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობა უკრაინული კონფლიქტების დნესტრისპირეთის კონფლიქტისთვის დამსგავსებას იწვევს (თუმცა ბევრი ფაქტორით ეს ორი კონფლიქტი ერთმანეთისგან განსხვავდება). ამ დროს ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს საკითხის სამხედრო ან პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის კონფლიქტების საკითხი ორი ძირითადი კონსტანტის თვალსაზრისით შეზღუდული იქნება - დიდი ომი და კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტა ერთნაირად შეუძლებლად მოჩანს.

 

დასკვნა

ყველაფერი ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პოროშენკოს მმართველობის ბოლო წლების მთავარი მიღწევები მისი პირადი შიდაპოლიტიკური თუ ბიზნეს პოზიციების გამყარებას და უვიზო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება. თუმცა სოციალური კრიზისი, პოზიციები საგარეო არენაზე, სიტუაცია კოალიციაში და შიდა პრეზიდენტულ ფრაქციაში დღემდე თავის თავში მრავალ რისკს ინახავს და პრობლემურად აქცევს როგორც პოროშენკოს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების, ასევე მისთვის ლოიალური ახალი პარლამენტის არჩევის პერსპექტივებს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

26 June 2017

თურქული გამბიტი

26 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

26 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

26 June 2017

ობამა

26 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

26 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

26 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

26 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

26 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

26 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

26 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

26 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

26 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

26 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

26 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

26 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

26 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

26 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

26 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

26 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

26 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

26 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

26 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

26 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

26 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

26 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

26 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

26 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

26 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

26 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

26 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

26 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

26 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

26 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

26 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

26 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

26 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

26 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

26 June 2017

უნგრული სუვერენულობა

26 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

26 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

26 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

26 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

26 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

26 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

26 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

26 June 2017

დასავლური გახლეჩა

26 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

26 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

26 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

26 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

26 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

26 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

26 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

26 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

26 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

26 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

26 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

26 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

26 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

26 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

26 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

26 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

26 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

26 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

26 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

26 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

26 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

26 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

26 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

26 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

26 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

26 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

26 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

26 June 2017