28 June 2017
  • 1296 ნახვა

ირანი და ისლამური სახელმწიფო

ირანის და ისლამური სახელმწიფოს დაპირისპირება ახალ დონეზე გადავიდა. 18 ივნისს, ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების პოზიციებზე სირიის ქალაქ დეირ ეზ-ზორის რაიონში. თავდასხმა ISIS-ის მიერ თეირანში მოწყობილი ტერაქტების საპასუხოდ განხორციელდა. 7 ივნისს, ქვეყნის პარლამენტსა და ისლამური სახელმწიფოს დამფუძნებლის, იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე მომხდარი ორმაგი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 17 და დაიჭრა 43 ადამიანი.

თეირანის ტერაქტებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა კითხვები მომხდართან დაკავშირებით უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. უპირველეს ყოვლისა, ბევრი რამ უცნობია ტერაქტების შემსრულებლებზე: ვინ იყვნენ ისინი წარმოშობით და მსოფლმხედველობით? ვინ მოამზადა ირანში ტერაქტების ჩასატარებლად? თუ ეს იყო ისლამური სახელმწიფო, რატომ გადაწყვიტა მან დარტყმის ახლა მიყენება? ძირითადად შიიტებით დასახლებულ ირანში სად და როგორ იპოვა სუნიტურმა სექტამ მოკავშირეები? როგორ მოხდა, რომ ტერორისტებმა ეფექტურად შეასრულეს საკუთარი ამოცანა ირანის ცენტრში, რომლის კონტრდაზვერვა და კონტრტერორისტული სამსახურები ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება?

 

ტაქტიკური თანამშრომლობის პერიოდი

ირანის ვერსია, რომ მათ თავს დაესხა ისლამური სახელმწიფო, ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის. სიტყვების „ისლამური სახელმწიფო“ შემდეგ, ხშირად განმარტებები საჭირო არ არის. ირანელ პროპაგანდისტებს კი ეს ხელს აძლევს. ირანის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლად წარმოჩენა მას იმ სახელმწიფოების გვერდით აყენებს, რომელთაც ISIS-ის თავდასხმა თავის თავზე იწვნიეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება ირანელთა მხრიდან ზოგიერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე რეგიონული დაჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა.

დღეს შიდა პოლიტიკაში ირანის ხელისუფლება ამ ტერაქტებს მოსახლეობის საგარეო მტრების წინააღმდეგ მობილიზებისა და ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის იმიჯის ფორმირებისთვის იყენებს. ირანის ოფიციალური წყაროების თანახმად, ისლამურმა სახელმწიფომ ტერაქტები საუდის არაბეთის დაფინანსების და ტრადიციული გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების - აშშ-ს და ისრაელის უმოქმედობის წყალობით განახორციელა.

თუმცა, ირანის ანტიტერორისტულ კოალიციაში ჩაწერა ნაადრევია. იგი ახლო აღმოსავლეთში იბრძვის არა მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ინტერესებისთვისაც. მათ შორის კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კონტრტერორისტული ბრძოლა რეგიონში ირანის ყოფნის ერთ-ერთი ელემენტია, თუმცა არა უმთავრესი. მეორე მხრივ, ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის ანტიტერორისტული ბრძოლის იდეისადმი უფრო რბილ მიდგომას გულისხმობს, ვიდრე ამას პროპაგანდა წარმოაჩენს.

მაგალითად, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში ირანმა კავშირები დაამყარა „ალ-ყაიდასა“ და ეგვიპტის ისლამურ ჯიჰადთან, რომელსაც მაშინ „ალ-ყაიდას“ ამჟამინდელი ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი ხელმძღვანელობდა. 2000-იან წლებში ირანელები აქტიურად ურთიერთობდნენ „თალიბანის“ საველე მეთაურებთან, თუმცა ფორმალურად მათ ავღანეთში მთავარ მტრებად მიიჩნევდნენ. აშშ-სთან დაპირისპირების კონტექსტში თეირანი ერაყში ამერიკული ოპერაციის დროს თანამშრომლობდა „ალ-ყაიდასთან ერაყში“, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინამორბედად ითვლება. ოდიოზური, ამჟამად ლიკვიდირებული რადიკალი აბუ მუსაბ ალ-ზარქავი, ამერიკელების ოპერაციის დროს ერაყში ავღანეთიდან სწორედ ირანის გავლით მოხვდა.

2010 წელს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური მმართველობის ხელმძღვანელმა პეტრეუსმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ალ-ყაიდა“ კვლავ იყენებს ირანს რეგიონულ ბაზად. პაკისტანში, ბინ-ლადენის ვილიდან ამოღებული დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკელმა ექსპერტებმა აღიარეს, რომ ირანის და „ალ-ყაიდას“ კონტაქტები ისეთი მჭიდრო არ იყო, როგორც ისინი აცხადებდნენ. მიუხედავად ამისა, შეიძლება ვისაუბროთ ტაქტიკურ თანამშრომლობაზე „საჩვენებელი დასჯის“ ელემენტებით, რომელსაც დრო და დრო ირანელი ძალოვანები აწყობდნენ.

მაგალითად, 2007 წელს, უსამა ბინ ლადენი წერილში წერდა, რომ „ირანი ალ-ყაიდასთვის არის მთავარი არტერია“, ხოლო 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ოფიციალური სპიკერი და ორგანიზაციის საგარეო ოპერაციების ხელმძღვანელი აბუ მუჰამად ალ-ადნანი ალ-ყაიდას ლიდერ, აიმან ალ-ზავაჰირისთვის მიწერილ წერილში წერდა, რომ მისმა ორგანიზაციამ შეასრულა თხოვნა და თავი შეიკავა ირანზე თავდასხმებისგან.

„ისლამური სახელმწიფო“, ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ძალებისა და მასთან აფილირებული მეამბოხეების აქტიურობის მიუხედავად, საწყის ეტაპზე ირანთან სწორედ ტაქტიკური თანამშრომლობის პოლიტიკას მისდევდა. თავად ირანის დამოკიდებულებაც ისლამურ სახელმწიფოსთან თავისებური და პრაგმატული იყო: საწყის ეტაპზე თეირანი სერიოზულ წინააღმდეგობას არ უწევდა ISIS-ის მებრძოლებს და შემოფარგლული იყო „წითელი ხაზების“ - სირიასა და ერაყში, ასევე სასაზღვრო ზოლში შიიტური სალოცავების და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვით.

ამასთან, 2015-2016 წლებში ხალიფატის შექმნის განცხადებას და მის ღიად გამოხატული ანტისაუდურ განწყობებს, თეირანი აქტიურად და წარმატებულად იყენებდა აშშ-სთან სავაჭროდ ბირთვული შეთანხმების გასაფორმებლად და ერაყში ირანის როლის გასაზრდელად. საბოლოოდ მოხერხდა ირანული ამბოხებული ჯგუფის, „ჰაშდ აშ-შააბის“ სამხედრო ნაწილების ერაყის არმიაში შეყვანაში.

 

თავდასხმაზე გადასვლა

ისლამური სახელმწიფოს რეალური და ეფექტური ბრძოლა ირანის წინააღმდეგ შედარებით ახალ პერიოდს უკავშირდება. ირანის ხელისუფლებამ ისლამური სახელმწიფოს ქმედებების აღკვეთაზე განცხადებების გაკეთება 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყო. გასული წლის ივნისში ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შაჰმანმა განაცხადა თეირანში ტერაქტის აღკვეთის შესახებ, ხოლო სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განცხადების ვიდეო, რომელშიც ისინი 50 ობიექტზე აფეთქებების მოწყობის დაგეგმვას აღიარებენ.

2016 წლის აგვისტოში სახმელეთო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა აჰმად რეზა პურდასტანმა ISIS-ის ემისრების მიერ ერაყის საზღვარზე არსებული პროვინცია ქერმანშაში ადგილობრივთა გადაბირების აღკვეთის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ინფორმაციის მინისტრმა (ირანის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური) მაჰმუდ ალავიმ კი განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა ხელი შეუშალეს ათას ხუთასამდე ირანელის ისლამური სახელმწიფოს რიგებში ჩართვას. გასული წლის სექტემბერში ირანული გამოცემა Pars News წერდა, რომ სპეცსამსახურებმა მოკლედ ისლამური სახელმწიფოს ირანის ფილიალის ახალი ლიდერი აბუ აიშა ალ-ქურდი და მოახდინეს მისი ქსელი ნეიტრალიზება.

თავად ისლამურმა სახელმწიფომ პირველი „ირანული ბატალიონის“ ფორმირების შესახებ მხოლოდ 2017 წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია. მაშინ გამოქვეყნდა ვიდეო „ირანი: წარსულსა და აწმყოს შორის“, სადაც ასახული იყო ბატალიონის მებრძოლთა წვრთნები, რომლის დროსაც ისინი ჰომეინის, ირანის უმაღლესი ლიდერის ჰამენეის, პრეზიდენტ როჰანის და ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ქუდსის ნაწილის მეთაურ კასემ სულეიმანის პორტრეტებს ესროდნენ. ამავდროულად, გაისმოდა მოწოდება „ირანელი მოჯაჰედებისთვის“, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი საბჭო და აერჩიათ „ომის მინისტრი“.

სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაიწყეს ირანის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ავტონომიურმა ჯგუფებმა მოქმედება. 2017 წლის მარტიდან ჯიჰადისტების ჟურნალმა „რუმიამ“ (Rumiyah) დაიწყო ტექსტების ფარსიზე თარგმნა (თუმცა ირანში „შიიტური დომინაციის წინააღმდეგ“ აჯანყების მოწოდების შემცველი ტექსტები ფარსიზე ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელდა).

 

ახალი დრო - ახალი ტაქტიკა

რატომ დაიწყო ირანის და ისლამური სახელმწიფოს ბრძოლა მხოლოდ 2016 წელს და არა 2014 წელს, ხალიფატის გამოცხადებასთან ერთად? რატომ მოხდა ორმაგი თავდასხმა სწორედ ახლა? ზემოთნახსენები პირობითი „ზავის“ გარდა, რომელიც პროირანული ძალების ისლამურ სახელმწიფოზე 2016-17 წლებში თავდასხმების გააქტიურებასთან ერთად დასრულდა, სხვა მიზეზებიც არსებობს.

უპირველეს ყოვლისა, ისლამური სახელმწიფოს თვალსაზრისით, ტერაქტები თეირანში „ორგანულად“ ეწერება რამადანის წმინდა თვის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აზიაში (ფილიპინებზე) განხორციელებულ ტერაქტების სერიაში. ტერაქტები შეახსენებს მთელ მსოფლიოს, რომ ISIS „ჯვაროსნებთან“ და შიიტ-„ქაფირებთან“ (რომელთაც ისლამური სახელმწიფო მუსლიმებად არ მიიჩნევს) მშვიდობას მარხვის და ჰაჯის პერიოდშიც არ ინარჩუნებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს თეირანის კომბინირებული ტერაქტების ონლაინ რეჟიმში ფართო გაშუქება: ჯერ კიდევ ყველა ტერორისტის განადგურებამდე ISIS-ის საინფორმაციო არხმა Amaq News-მა განაცხადა, რომ დაჯგუფება თავდასხმას თავის თავზე იღებს და გამოაქვეყნა ვიდეო პარლამენტიდან, სადაც „ხალიფატის მეომრების“ ჯგუფი მოქმედებდა.

მეორე მხრივ, ორგანიზაციის ხელძღვანელობისთვის აუცილებელია შეინარჩუნოს ისლამური სახელმწიფოს ბრენდი სირიასა და ერაყში ტერიტორიული დანაკარგების ფონზე. 2016 წლის მაისში უკვე ნახსენებმა ალ-ადნანიმ პირველად ამცნო თავის მომხრეებს „რთული დროის“ („უდაბნოში დახევა“ და „საწყის პოზიციებზე“, ანუ სირია-ერაყის საზღვარზე არალეგალურ მდგომარეობაში ფუნქციონირება) დადგომის მოახლოება. ამ განცხადების შემდეგ, ISIS-ის პროპაგანდა მასობრივ ტერორზე და მათ ფართოდ გაშუქებაზე ფოკუსირდა.

თავდასხმა ირანზე, როგორც ჩანს, გათვლილი იყო არა მაქსიმალურ მსხვერპლზე, არამედ მაქსიმალურ პოლიტიკურ ეფექტზე. შესაბამისად, ისლამურმა სახელმწიფომ აჩვენა, რომ მიუხედავად მოსულის და რაქას სავარაუდო დაკარგვისა, სწორედ ის და არა „ალ-ყაიდაა“ (რომელმაც ირანთან „თავდაუსხმელობის პაქტი“ გააფორმა) „სუნიტების მთავარი დამცველი“.

  

ირანული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების საიდუმლო

საყურადღებოა, თუ როგორ ახდენდა ისლამური სახელმწიფოს საინფორმაციო არხები თეირანში ტერაქტების მომწყობთა პოზიციონირებას. ISIS-ის ტერმინოლოგიაში არის სამი ძირითადი განმსაზღვრელი: ჯარისკაცები, მეომრები და ძმები. უკანასკნელი არიან ისინი, ვინც ძირითადად „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე დაიღუპა. ჯარისკაცებს მიეკუთვნება ის პირები, რომელიც ISIS-ის ჯგუფებში არ შედიან, თუმცა ალ-ბაღდადს აქციის წინ შეჰფიცეს. მეომრები კი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს წარმოადგენენ, რომელთაც უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი თავდასხმები განახორციელეს. 

2017 წლის 8 ივნისს Amaq News-მა გამოაქვეყნა მოწოდება „ისლამური სახელმწიფოს მეომრების იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც ირანში მოქმედებს“. იგი წინასწარ ჩაწერილი იყო იმ მებრძოლების მიერ, რომელთაც თეირანში ტერაქტები განახორციელეს. მოწოდებაში ხუთი ტერორისტიდან ერთი ამბობდა, რომ „ეს პირველი დაჯგუფებაა, რომელიც ირანში ჯიჰადის ცეცხლს დაანთებს“ და მოუწოდებდა სხვა მუსლიმებს, დაერღვიათ ამ ქვეყნის უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, ცნობები ირანის მოქალაქეების ისლამური სახელმწიფოს რიგებში ყოფნის შესახებ პრაქტიკულად არ მოიპოვება (გარდა 2016 წლის ISIS-ის შეტყობინებისა შვიდი ირანელი თვითმკვლელის შესახებ ერაყსა და სირიაში). აქ იბადება ყველაზე საინტერესო კითხვა - ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

ირანის ხელისუფლება ცდილობს აქცენტი ამ ფაქტზე არ გააკეთოს. ტერაქტის შემსრულებელთა სახელები გვარების გარეშე გამოქვეყნდა, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი ნაციონალობის დადგენა. ირანის ხელისუფლების მოტივაცია გასაგებია. უფრო ადვილია თავდასხმის უცხოელებზე დაბრალება, ვიდრე ირანში ისლამური სახელმწიფოს საკადრო რეზერვის და შესაბამისად ამ ორგანიზაციაში ირანელების გადაბირების სოციალურ-პოლიტიკური საფუძვლის აღიარება.

მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ პარლამენტის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტები ირანის მოქალაქეები იყვნენ. ეს დიდი სირთულით ხელისუფლებამაც აღიარა. ხუთი იდენტიფიცირებული ტერორისტიდან სამს ჰქონდა ირანული სახელი, რაც ტერაქტში ირანში მცხოვრები ჰუსიტი არაბების მონაწილეობას ამცირებს, რომელთათვისაც ექსპერტები ტერაქტების დაბრალებას ცდილობდნენ.

სხვა სიტყვებით, ირანში გამოჩნდა ISIS-ის ადგილობრივი მომხრეები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყანაში არსებული შიდა დაპირისპირება რელიგიური (არაშიიტურ მოსახლეობას გარკვეულწილად დისკრიმინირებულია), სოციალური (ბევრი ირანელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს), რეგიონული (გარკვეული რეგიონები განვითარების დონით ჩამორჩენილია) და ეთნიკური თვალსაზრისით. 

ბოლო ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დიდი ხნის განმავლობაში ირანი, ერთ-ერთი ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა, აშენებდა ერთიან ერს, რომლის ყველა მაცხოვრებელიც მრავალეროვანი ირანის მოქალაქე უნდა გამხდარიყო. თუმცა ეს მოდელი ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. სიტუაცია ეთნიკურ პერიფერიებში უკვე დიდი ხანია დაძაბულია: თავდასხმები სამთავრობო ობიექტებზე იშვიათად, თუმცა რეგულარულად ხდება.

2017 წელს ჩამოყალიბდა მთელი რიგი დაჯგუფებებისა, რომელთაც ირანის ხელისუფლების სიმშვიდის დარღვევა სურთ: დაწყებული ირანელი ხალხის მოჯაჰედების მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციიდან და დამთავრებული სხვადასხვა ქურთული, ბელუჯური და არაბული დაჯგუფებებით. ტერორისტული აქტივობის აფეთქება სავარაუდოდ ირანის შიდა პრობლემებით არის პროვოცირებული, ხოლო ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიური ფორმა აქ დიდი როლს არ თამაშობს. სირიასა და ერაყში ბაზირებულ ისლამურ სახელმწიფოში ირანელთა რაოდენობა მცირეა. ისინი ირანში საკუთარ პრობლემებთან ბრძოლას არჩევენ (თავად ტერორისტების განცხადება, რომ მოსულსა და რაქაში იბრძოდნენ, გადამოწმებას საჭიროებს. თავად ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ).

ზოგიერთი მონაცემით, ტერაქტები თეირანში ქურთმა სუნიტებმა მოაწყვეს. ქურთების მონაწილეობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ტერორისტთა მოკავშირეების ძირითადი დაკავებები იმ რეგიონებში ჩატარდა, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული. ეს დამატებით არგუმენტს აძლევს ვერსიას, რომ ტერორისტები თავად ირანის შიგნით მოქმედებდნენ და გარედან „შეგზავნილები“ არ არიან. სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები, რომელშიც ქურთული უმცირესობა ირანში ცხოვრობს, შორსაა იდეალურისგან (თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხელისუფლება მათ გამოსწორებას ცდილობს). ქურთული ჯგუფები დიდი ხანია პრობლემაა ირანის ხელისუფლებისთვის, თუმცა ISIS-ის იდეოლოგიური ფორმა მათ პირველად მიიღეს.

ტერაქტებმა თეირანში ისლამურ სახელმწიფოს საშუალება მისცა გაეფართოებინა მსოფლიოში თავისი მოქმედების არეალი. თუმცა ეს გაფართოება ორი ფაქტორის გარეშე არ მოხდებოდა: ირანსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ხასიათის ცვლილების და შიდა ირანული პრობლემების გამო ირანში ISIS-სთვის გარკვეული საკადრო რეზერვი შეიქმნა. თუ ირანის ხელისუფლება წამოეგება პროვოკაციას და ტერაქტს სუნიტურ პროვინციებში წმენდისთვის და რეგიონულ ომში დამატებითი ჩართულობისთვის გამოიყენებს, ისლამური სახელმწიფოს მომხრეები ირანში შეიძლება გაიზარდოს. 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

28 June 2017

თურქული გამბიტი

28 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

28 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

28 June 2017

ობამა

28 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

28 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

28 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

28 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

28 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

28 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

28 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

28 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

28 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

28 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

28 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

28 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

28 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

28 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

28 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

28 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

28 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

28 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

28 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

28 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

28 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

28 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

28 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

28 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

28 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

28 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

28 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

28 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

28 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

28 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

28 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

28 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

28 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

28 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

28 June 2017

უნგრული სუვერენულობა

28 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

28 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

28 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

28 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

28 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

28 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

28 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

28 June 2017

დასავლური გახლეჩა

28 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

28 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

28 June 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

28 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

28 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

28 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

28 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

28 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

28 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

28 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

28 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

28 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

28 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

28 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

28 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

28 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

28 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

28 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

28 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

28 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

28 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

28 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

28 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

28 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

28 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

28 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

28 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

28 June 2017