07 July 2017
  • 767 ნახვა

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


„დიდი ოცეულის“ ჰამბურგის სამიტის მთავარი მოვლენა აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების - დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრაა. შეხვედრის მნიშვნელობას ამძაფრებს შიდაპოლიტიკური კრიზისი შეერთებულ შტატებში, რომელშიც „რუსული კვალის“ საკითხი ტრამპის ოპონენტების ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. შექმნილ ატმოსფეროში კი ტრამპი-პუტინის შეხვედრისგან ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას ექსპერტები არ ელოდებიან.

მიუხედავად ამისა, „დიდი ოცეულის“ სამიტი ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რომელშიც ამერიკულ-რუსული კოლიზია ერთადერთი და გადამწყვეტი არ არის. რთულია გავიხსენოთ ამ კლუბის შეხვედრა, რომელიც წევრებს შორის მსგავსი დაძაბულობით და კონფლიქტებით გამოირჩეოდა. მთავარი პარადოქსი კი იმ საკითხში მდგომარეობს, რომლის გამოც აღნიშნული ფორმატი შეიქმნა - პროტექციონისტული განწყობების აკრძალვა და გლობალური ეკონომიკის გახსნილობის დაცვა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ „ოცეული“ (მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკა) პირველად 1999 წელს ბერლინში ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეების მონაწილეობით შეიკრიბა. შეკრების მიზეზი გახდა 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისი, რომელიც ლიბერალური გლობალიზაციის ეპოქაში პირველ გლობალური მასშტაბის რყევას წარმოადგენდა. აზიაში კატაკლიზმების საპასუხოდ მსოფლიო საზოგადოებამ ბერლინის სამიტზე გაძლიერებული ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე პროტექციონისტული ღონისძიებების არაეფექტურობას და კონტრპროდუქტიულობას გაუსვა ხაზი. სამიტზე ერთხმად აღნიშნა საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტებში სახელმწიფოთა თანაბარი წარმომადგენლობის არარსებობა. 1999 წლიდან გაჩნდა იდეა გაზრდილიყო განვითარებადი ეკონომიკების როლი მსოფლიო მმართველობაში, რაც „დიდი ოცეულის“ ფორმატის რეფრენად იქცა.  

„ოცეულის“ სამიტების პოლიტიკურ მწვერვალად 2008 წელი იქცა, როდესაც Lehman Brothers-ის ბანკროტმა მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე პანიკა და შიში წარმოშვა. გაჩნდა არსებული ეკონომიკური წყობის დანგრევის რეალური საფრთხე. ვაშინგტონის ინიციატივით სასწრაფო წესით მოწვეულმა „ოცეულის სამიტმა“ მსოფლიოს გაუგზავნა სიგნალი, რომ ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერები მზად არიან ერთად იმუშაონ საერთო ეკონომიკური სივრცის ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ეგოისტურ სეგმენტებად დაშლის აღსაკვეთად. საკუთარი ამოცანა ფორუმმა შეასრულა - პანიკა დაცხრა და პროტექციონიზმისკენ დაბრუნება გადაიდო.

მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ კრიზისის მიზეზები რეალურად შესწავლილი და შესაბამისად ბოლომდე გადალახულიც არ აღმოჩნდა. დღეს მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები 2008 წლის მოვლენების პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს. ცხრა წლის შემდეგ დიდ ოცეულში წარმოდგენილია ქვეყანა, რომელიც პროტექციონისტულ ნაბიჯებს საკუთარი პოლიტიკის ბაზისად აცხადებს. ეს ქვეყანა კი მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა. ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და მას თანდაყოლილი „იყიდე ამერიკული“, „დაასაქმე ამერიკელი“ და ა.შ. უფრო მეტად ცვლის საერთაშორისო ატმოსფეროს, ვიდრე რეგიონული კონფლიქტები ან თუნდაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული დაპირისპირება.

როგორც გერმანიის, დიდი ოცეული სამიტის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამერიკელ კოლეგებთან დისკუსია სულ უფრო რთულად მიმდინარეობს. ძირითად პრობლემას კი მხოლოდ ნატოში სამხედრო დანახარჯების გაზრდის მოთხოვნა ან ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა არ წარმოადგენს. მთავარი პრობლემა პრინციპულ მიდგომაშია - პირველად ევროპას გასული საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული ურთიერთობა უწევს ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რომელიც გერმანიას არა სტრატეგიულ პარტნიორად, არამედ ბაზარზე კონკურენტად განიხილავს. ყველაზე ნათლად ეს „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებულ დაპირისპირებაში გამოჩნდა, როდესაც ამერიკელებმა რუსული გაზის ამერიკული თხევადი გაზით ჩანაცვლების იდეა წამოაყენეს. საპასუხოდ ანგელა მერკელმა შეაქო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რომელმაც პროტექციონიზმის პოლიტიკას „ბნელ ოთახში ჩაკეტვა“ უწოდა.

როგორ განვითარდება სიტუაცია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა პროტექციონიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით, ვითარება სულ უფრო რთულდება. თუ აშშ პროტექციონიზმის მხარეს გადაიხრება, სხვა ქვეყნებს მყარ ლიბერალურ პოზიციებზე დარჩენა გაუჭირდებათ. შეიქმნა პროტექციონიზმის და დეგლობალიზაციის ჩაკეტილი წრის შექმნის საფრთხე.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მთავარი მიზანია გაარკვიოს, წარმოადგენს ეკონომიკური ნაციონალიზმის რენესანსი დროებით მოვლენას თუ მორიგი ციკლური ცლილების და ეტაპის დასაწყისს, რომელიც XX საუკუნის დასასრულის და XXI საუკუნის დასაწყისის ეკონომიკურ გახსნილობას ეწინააღმდეგება. ჰამბურგი ამ ორი პოზიციიდან ერთ-ერთი არგუმენტებს გააძლიერებს.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

07 July 2017

თურქული გამბიტი

07 July 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

07 July 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

07 July 2017

ობამა

07 July 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

07 July 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

07 July 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

07 July 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

07 July 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

07 July 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

07 July 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

07 July 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

07 July 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

07 July 2017

'პატივი კატალონიას?!'

07 July 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

07 July 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

07 July 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

07 July 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

07 July 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

07 July 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

07 July 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

07 July 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

07 July 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

07 July 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

07 July 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

07 July 2017

ბრექსიტის ლოგიკა

07 July 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

07 July 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

07 July 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

07 July 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

07 July 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

07 July 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

07 July 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

07 July 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

07 July 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

07 July 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

07 July 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

07 July 2017

უნგრული სუვერენულობა

07 July 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

07 July 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

07 July 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

07 July 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

07 July 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

07 July 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

07 July 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

07 July 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

07 July 2017

დასავლური გახლეჩა

07 July 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

07 July 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

07 July 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

07 July 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

07 July 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

07 July 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

07 July 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

07 July 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

07 July 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

07 July 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

07 July 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

07 July 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

07 July 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

07 July 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

07 July 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

07 July 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

07 July 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

07 July 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

07 July 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

07 July 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

07 July 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

07 July 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

07 July 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

07 July 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

07 July 2017

რეფერენდუმი თურქეთში

07 July 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

07 July 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

07 July 2017