11 July 2017
  • 777 ნახვა

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


გასულ კვირას ჰამბურგში გამართული ‘დიდი ოცეულის’ სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა იყო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დიდი მოლოდინით ელოდა. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეეხო, მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიება წარმოადგენდა.

მხარეები სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქუნეითრასა და დარას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 9 ივლისს შევიდა. ამ პროვინციებში თავმოყრილია ამბოხებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც ექვსი წლის სირიაში ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ბოლო კვირებში აღნიშნულ პროვინციებში ამბოხებულთა ტერიტორიების ინტენსიური საჰაერო დაბომბვები მიმდინარეობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქუნეითრას პროვინცია ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებს ესაზღვრება და რამდენიმე ხნის წინ ამბოხებულებმა ამ ტერიტორიებისკენ გაისროლეს, სამხედრო ოპერაციებში ისრაელის ავიაციაც იყო ჩართული და ამბოხებულების ტერიტორიებს აქტიურად ბომბავდა. შეთანხმების მიხედვით, სირიის სამხრეთ პროვინციები იორდანიის ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეეძლებათ.

დონალდ ტრამპის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს და ამ პოლიტიკის გასაგრძელებლად რუსულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყებაა საჭირო. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შედის ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისას მაისში შეთანხმებული სირიის ტერიტორიაზე დეესკალაციის ზონების შექმნის გადაწყვეტილებაში.

წლების განმავლობაში სირიაში აშშ-ის მთავარი ინტერესი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ცვლილება იყო, მაგრამ გამოკვეთილი კომპლექსური პოლიტიკის არ ქონის გამო მან ამ მიზნის მიღწევა ვერ მოახერხა. ექვსწლიანი კონფლიქტის ბოლო წლებში სამოქალაქო ომის მსვლელობისას რამდენიმე ახალი ფაქტორები დაემატა და დაპირისპირების კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ ცვლილებებმა აშშ-ისთვის საკუთარი მიზნის მიღწევა კიდევ უფრო გაართულა და მისი კონფლიქტში აქტიურად ჩართვის ღირებულება შეამცირა.

 

აშშ-ის კონფლიქტში გააქტიურების არარაციონალურობა

ივლისის დასაწყისში გამოცემა Foreign Policy-ის მიხედვით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალურ მდივანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ასადისა მომავლის გადაწყვეტა რუსულ მხარეს მიანდოს; რომ ამერიკის ამოცანა სირიაში მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს განადგურება და ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციაა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ტილერსონის დისკურსი რუსულ ხედვასაც. ასადის უპირობო  წასვლის მოთხოვნის მაგივრად, სახელმწიფო მდივანიც თვლის, რომ სირიის ბედი სირიელი ხალხის ხელშია და მათ უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.

საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც შეცვალა სირიის კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულება. მისი თქმით, საფრანგეთის მიზანი აღარ არის ასადის რეჟიმის შეცვლა. საფრანგეთი მხოლოდ მაშინ ჩაერთვება რეჟიმის წინააღმდეგ თუკი იგი წითელ ხაზს გადაკვეთს და ქიმიურ იარაღს კვლავ გამოიყენებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის სირიული პოლიტიკის ამგვარი ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული, რომელიც პრაგმატულ გათვლებს ეფუძნება.

მთავარი მიზეზი თუ რატომ არ უღირს აშშ სირიაში ინტენსიური ბრძოლა ასადის რეჟიმის შესაცვლელად სირიის მომავალი პოლიტიკური ვაკუუმია. ასადის რეჟიმის დასრულების შემთხვევაში არ არსებობს სირიაში სტაბილური და ერთიანი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია და არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის დასავლეთის დასაყრდენი და გავლენიანი აქტორი სირიულ საზოგადოებაში. ასადის წასვლა სირიაში კიდევ უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს. დიდი ალბათობით, გაძლიერდება სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად, იქნებიან ესენი სუნიტი ჯიჰადისტები, ალავიტები და მათი მხარდამჭერი ირანული დანაყოფები, ქურთები თუ ალ-ყაედას დაჯგუფებები. ამგავრი სცენარის განვითარება შედეგად სირიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და უკონტორლო სიტუაციას წარმოქმნის.

თუკი აშშ-ის ადმინისტრაცია ასადის რეჟიმის შეცვლას მაინც გადაწყვეტს მან უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ამერიკული სამხედრო დომინაცია სირიის სამომავლო სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება. აშშ-ს დაჭირდება მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა, რათა ქვეყანაში სამოქალაქო კონსოლიდაცია მოახდინოს და პოლიტიკური ტრანზიცია მშვიდობიან ჩარჩოში წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-მ უნდა გაითავლისწინოს ავღანეთსა და ერაყს გამოცდილება; მას სირიაში საკუთარი საჯარისო შენაერთების განთავსება  გაურკვეველი ვადით მოუწევს, მათი გაყვანის შემთხვევაში კი ტერორისტული საფრთხე სირიის კონფლიქტის მონაწილე საბრძოლო ნარჩენებზე ისევე გაძლიერდება, როგორც ეს მოხდა ერაყსა (ისლამური სახელმწიფო) და ავღანეთში (თალიბანი).

თავის საინაუგურაციო გამოსვლაში დონალდ ტრამპის ახლო აღმოსვალურ პოლიტიკაში მთავარ დაპირებას ისლამური სახელმწიფოს განადგურება და ზოგადად ისლამისტურ ტერორიზმთან ბრძოლა წარმოადგენდა. დღეს კითხვა დგას ასე, შეძლებს კი აშშ ისლამური სახელმწიფოს საბოლოო ამოძირკვას? როგორი იქნება პოსტ-დაეშური მდგომარეობა? ბუნებრივია, აშშ დაეშს სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხებს, მაგრამ ტერორისტული ორგანიზაცია კლასიკური ხასიათით გააგრძელებს არსებობას, როგორც ამას ალ-ყაედა და თალიბანი ახერხებენ. ამ ტიპის ტერორიზმთან ქვეყანაში ცენტრალიზებული ძლიერი მმართველის გარეშე ბრძოლა გართულდება. ამას მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს. თუკი აშშ-ისა და დასავლეთს ტერორიზმის კიდევ ერთი ცენტრის მიღება არ სურთ, მათ მოუწევთ ასადის რეჟიმის შენარჩუნებაზე დათანხმება, რადგან მხოლოდ იგი იქნება ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის და დამარცხების გარანტი.

აშშ-ს სირიაში გააქტიურებით მოუწევს ირანთან საბრძოლო მოქმედებებში შესვლა, რომლის სამხედრო დანაყოფები სირიული არმიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. სირიაში ირანთან დაპირისპირებაში აშშ შეიძლება მარტო აღმოჩნდეს, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მათი ანტი-ასადური პოლიტიკა და კონფლიქტში ჩართულობა შეასუსტეს. მათი კონცენტრაცია ახლა იემენის კონფლიქტსა და ყატარის პოლიტიკური-ეკონომიკურ ბლოკადაზეა მიმართული. სირიაში ირანთან წინააღმდგენ ვერ იბრძოლებს თურქეთიც. ამ ორი ქვეყნის ლიდერმა ბოლო პერიოდში აქტიური დიპლომატიური და სავაჭო-ეკონომიკური ურთიერთიბები დაამყარეს და საუბარი უკვე ქვეყნებს შორის თავისუფალ სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებაზე მიდის. ამას გარდა, სირიაში თურქეთის პროგრამა მინიმუმი ქურთების გავლენების შეჩერებაა, რისი მსურველი საკუთრივ ირანიცაა.

ამ ფაქტროების გარდა ირანთან დაპირისპირებით აშშ კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დადგება; მასზე გაძლიერებული სამხედრო წნეხის შემთხვევაში ირანმა შესაძლოა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება დაარღვიოს და ურანის გამდიდრება შემდგომ ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით განაახლოს. ირანთან დღეს მოქმედი ბირთვული შეთანხმება სრულყოფილი არ არის და ბევრი ნაკლი გააჩნია, მაგრამ ის მნიშვნელოვნად აფერხებს უახლოეს დეკადებში ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას. ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აშშ-ს ყველაზე ნაკლებად სურს პოლიტიკურად ყველაზე ცხელ რეგიონში კიდევ ერთი ბირთვული კლუბის წევრი მიიღოს.

ირანის გარდა, აშშ-ის სირიაში რუსული ფაქტორი აქვს გასათვალისწინებელი. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა რუსეთის დახმარებით კონფლიქტის სასწორი თავისკენ გადახარა. დღეს, სირიული არმია ქვეყნის ფართოდ დასახლებულ მთავარ ქალაქებს აკონტროლებს და სხვა ტერიტორიებზე კონტროლის დამყარების პოტენციალიც გაუჩნდა. რუსეთის ინიციატივით ქვეყანაში სამშვიდობო პროცესი და დეესკლაციების ზონები შეიქმნა. ამ მოცემულობამ რუსეთს კონფლიქტში სამხედრო-დიპლომატიური უპირატესობა მიანიჭა. თუკი ამერიკულ ადმინისტრაცია ასადის რეჟიმის შეცვლას გადაწყვეტს მას ამ სტატუს კვოს შეცვლა და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება მოუწევს. ბუნებრივია, ამ სცენარის განვითარება არცერთ მხარეს არ სურს, რადგან მათ გააზრებული აქვთ მოსალოდნელი დამანგრეველი შედეგები, არამხოლოდ რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაში. აშშ-ის ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ტენდენცია რუსულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მიდის.

 

დასკვნის მაგიერ

მნიშვნელობა არ აქვს რა ღირებულება გააჩნია სირიას აშშ-ისთვის, აშშ-მ უნდა გადაწყვიტოს რისი და  რა დოზით შეწირვა შეუძლია მას სირიის კონფლიქტში. ბაშარ ალ-ასადი საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამისთვის მან საკმარისზე მეტი გაიღო. ირანისთვის შესაძლოა ერაყი სირიაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მანაც ამ კონფლიქტში საკმარისი შეწირა. იგივე მდგომარეობაა რუსეთის შემთხვევაში. რამდენად არის სირია რუსეთის სიძლიერის მაჩვენებელი სხვა საკითხია, მთავარია ის, რომ მანაც მისთვის საერთაშორისო დონეზე არადამახასიათებელი მნიშვნელოვანი სამხედრო მობილიზაცია და ოპერაციები განახორციელა. შესაბამისად, აშშ-მ უნდა აწონ-დაწონოს კონფლიქტში საკუთარი ინტერესის გატარების და მიზნის მიღწევის ღირებულება, რომ მას მოუწევს იმ ძალებთან დაპირისპირება, რომლებმაც უკვე აჩვენეს ბრძოლისუნარიანობა და მსხვერპლშეწირვის ნება. ეს ყოველივე იმის ფონზე, როდესაც სირია-ირანი-რუსეთის კოალიცია უფრო მყარი, მიზანმიმართული და კოორდინირებულია, ვიდრე ანტი-ასადური. თურქეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები სირიის კონფლიქტში საკუთარი განსხვავებული ინტერესების გატარებისთვის იბრძვიან და რიგ შემთხვევებში ამერიკულ ინტერესთან წინააღმდეგობაშიც კი მოდიან (ქურთების საკითხი).

ამასთან ერთად, აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს მისი გამოცდილება ავღანეთში, სადაც ისინი ათწლეულზე მეტია იბრძვიან რაიმე ხელშესახები წარმატების გარეშე. სირიაში ავღანური სცენარის განმეორებით დასავლეთი მიიღებს კიდევ უფრო გაძლიერებულ ჯიჰადისტურ ტერორიზმს, რომელიც მზარდ საფრთხეს შეუქმნის დასაველთის უსაფრთხოებას და აშშ-ს არარეალიზებადი მიზნების მიღწევის დაუსრულებელ ომში ჩაითრევს.

მაგრამ სირიის კონფლიქტში პასიურობა აშშ-ს ერთი დილემის წინაშე დააყენებს. რეგიონში გაიზრდება ირანული გავლენა, რაც აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეებისთვის - ისრაელი, იორდანია, საუდის არაბეთი - კატეგორიულად მიუღებელია. ირანის დომინანტური პოზიციები თვითონ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ინტერესებშიც არ შედის, რასაც ამერიკელი ლიდერების პერიოდული, ირანისთვის გამაფრთხილებელი განცხადებები ადასტურებს.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

11 July 2017

თურქული გამბიტი

11 July 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

11 July 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

11 July 2017

ობამა

11 July 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

11 July 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

11 July 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

11 July 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

11 July 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

11 July 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

11 July 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

11 July 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

11 July 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

11 July 2017

'პატივი კატალონიას?!'

11 July 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

11 July 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

11 July 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

11 July 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

11 July 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

11 July 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

11 July 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

11 July 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

11 July 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

11 July 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

11 July 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

11 July 2017

ბრექსიტის ლოგიკა

11 July 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

11 July 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

11 July 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

11 July 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

11 July 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

11 July 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

11 July 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

11 July 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

11 July 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

11 July 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

11 July 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

11 July 2017

უნგრული სუვერენულობა

11 July 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

11 July 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

11 July 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

11 July 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

11 July 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

11 July 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

11 July 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

11 July 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

11 July 2017

დასავლური გახლეჩა

11 July 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

11 July 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

11 July 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

11 July 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

11 July 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

11 July 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

11 July 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

11 July 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

11 July 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

11 July 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

11 July 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

11 July 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

11 July 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

11 July 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

11 July 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

11 July 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

11 July 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

11 July 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

11 July 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

11 July 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

11 July 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

11 July 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

11 July 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

11 July 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

11 July 2017

რეფერენდუმი თურქეთში

11 July 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

11 July 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

11 July 2017