27 July 2017
  • 745 ნახვა

მალოროსიის უტოპიური პროექტი

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


18 ივლისს, დონეცკიდან არატრივიალური ამბავი გავრცელდა: დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრ ზახარჩენკომ ახალი სახელმწიფოს - მალოროსიას ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. იგი დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ გაერთიანების და მათთვის უკრაინის სხვა რეგიონების შეერთების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, თავად უკრაინა პოლიტიკური რუკიდან გაქრება. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურის სიტყვებით, სიტუაცია უკრაინაში ჩიხში შევიდა და ახალი სახელმწიფოს შექმნა არსებული სიტუაციიდან ბუნებრივი გამოსავალია.


მალოროსიის შექმნის იდეა

აღნიშნული განცხადება გაკეთდა შეკრებაზე, რომელსაც ორგანიზატორების სიტყვებით დონბასის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგატები და უკრაინის კიდევ 19 რეგიონის წარმომადგენლები დაესწრენ. ამასთან, როგორც ჩანს, ეს წარმომადგენლები დონბასის კონფლიქტის ვეტერანები არიან, რომლებიც პრორუსული სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი ახლო და ნაცნობი სახეები კიროვოგრადიდან და ზაპოროჟიედან იქნებოდნენ“ - განაცხადა ზახარჩენკომ გამოსვლის დროს.

შეკრებაზე მალოროსიის საკონსტიტუციო აქტის პროექტი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ვიცე-პრემიერის თანამდებობის შემსრულებელმა, შემოსავლების მინისტრმა ალექსანდრ ტიმოფეევმა წაიკითხა. „ჩვენ, ყოფილი უკრაინის რეგიონების წარმომადგენლები (ყირიმის გარეშე) ვაცხადებთ ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას, რომელიც უკრაინის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ახალ სახელმწიფოს დაერქმევა მალოროსია, რადგან თავად სახელმა „უკრაინამ“ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“ - საუბარია დოკუმენტში. მასში აღნიშნულია, რომ მალოროსია იქნება ფედერაციული სახელმწიფო რეგიონების ფართო ავტონომიით. ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელში იქნება ფედერალური ბიუჯეტის, არმიის და სპეცსამსახურების საკითხები. ასევე კონსტიტუციური აქტის პროექტის თანახმად მალოროსია უნდა გახდეს მრავალეროვნული სახელმწიფო მალოროსიული და რუსული სახელმწიფო ენებით (ცხადია, რომ მალოროსიულ ენაში უკრაინული იგულისხმება). ახალი სახელმწიფო აიღებს კურსს რუსეთთან და ბელორუსიასთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნაზე სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობით. ამასთან მალოროსიამ, როგორც უკრაინის მემკვიდრემ შეიძლება შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.  

ალექსანდრ ტიმოფეევმა გააჟღერა წინადადება, ყველა რეგიონიდან პერსონალურად აირჩიონ წარმომადგენლები საკონსტიტუციო კრებაში, რომელიც ქვეყანა მალოროსიას დააფუძნებს და ახალ კონსტიტუციას მიიღებს. საბოლოოდ, იგი საყოველთაო რეფერენდუმზე დამტკიცდება.

თავის მხრივ, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ზახარჩენკო გამოვიდა პოლიტიკური დეკლარაციით, რომელშიც საუბარია, რომ მალოროსიის დედაქალაქი იქნება დონეცკი, ხოლო კიევი დარჩება ისტორიულ-კულტურულ ცენტრად დედაქალაქის სტატუსის გარეშე. დეკლარაციაში ასევე წერია: „ჩვენ გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები უკრაინის ერთადერთი ტერიტორიები (ყირიმის გარეშე) არიან, სადაც კანონიერი ხელისუფლება შენარჩუნდა“. ამასთან ზახარჩენკომ ქაოსის თავიდან ასაცილებლად თავიდანვე შესთავაზა დელეგატებს მალოროსიაში სამი წლით საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ამავდროულად იგეგმება ყველა პარტიის საქმიანობის აკრძალვა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით ოდესაში, მაიდანზე და დონბასში მომხდარი დანაშაულებების გამოძიება. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა განაცხადა, რომ სამწლიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროის იგეგმება სახალხო ტრიბუნალის ჩატარება უკრაინის ხელისუფლებისათვის, მათ შორის პეტრე პოროშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩისთვის.

დონეცკის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მალოროსიის საკონსტიტუციო აქტის პროექტი და პოლიტიკური დეკლარაცია დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცეს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ახალი სახელმწიფოს შექმნას მხარი დაუჭირეს ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმსკის, პოლტავას, ჩერნიგოვსკის, კოროვოგრადის ოლქის, კიევის და კიევის ოლქის, ჩერკასის, როვნენსკოის, ვოლინსკოის, ტერნოპოლსკოის, ივანო-ფრანკოვსკოის და ლვოვის წარმომადგენლებმა.

ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მალოროსიის პროექტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები რეგიონების ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე იგეგმება კონსულტაციები საერთაშორისო საზოგადოებასთან, თუ ის აღნიშნულ იდეას მხარს დაუჭერს. ამასთან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ“ დააზუსტა, რომ მალოროსიის შექმნას გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მინსკის ხელშეკრულებებს, რომელიც დონბასში კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული. „ჩვენი წინადადება არ ეწინააღმდეგება მინსკს. პირიქით, იგი გამომდინარეობს მინსკის პაქტის სულისკვეთებიდან“ - თავისებური ლოგიკური დასკვნა გამოიტანა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტიმოფეევმა.

ამავდროულად, ტიმოფეევმა გააფრთხილა უკრაინის ხელისუფლება, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობა მზადაა მიმართოს სამხედრო გზას, თუ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა ვერ იმუშავებს. „თუ ჩვენ არ მოგვისმენენ მშვიდობიანად, ჩვენ წავალთ სამხედრო გზით“ - განაცხადა მან. სინამდვილეში, მალოროსიის რეალიზაციის ერთადერთი გზა სწორედ სამხედრო გზაა - სრულფასოვანი ომი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო დაჯგუფებისთვისთვის ლუგანსკის არმიასა და რუს სამხედრო მოხალისეებთან ერთადაც კი ეს შეუძლებელ ამოცანად რჩება. ღია სამხედრო ოპერაციებში რუსეთის სამხედრო ძალების მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე შიდა პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დონეცკის მხრიდან მალოროსიის შესაქმნელად სამხედრო ძალის გამოყენება აშკარა „ბლეფს“ წარმოადგენს.


ნეგატიური გამოხმაურებები

დონეცკში გაჟღერებულ რადიკალურ განცხადებებს მოჰყვა რეაქცია სხვა მხარეებისგან, რომლებიც დონბასის კონფლიქტში ამა თუ იმ გზით არიან ჩართული. თავისთავად, კიევის ხელისუფლებამ და უკრაინელი ექსპერტების უმრავლესობამ ივარაუდეს, რომ მალოროსიის პროექტი კრემლის ინიციატივაა რეგიონში დესტაბილიზაციის მოსახდენად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტმა პაველ კლიმკინმა განაცხადა: „კრემლმა საკუთარი დონბასელი მარიონეტების ხელით მოაწყო მორიგი აურზაური, ამოიტანა რა ნაფტალინიდან მალოროსიის იდეა“. კიევმა აღნიშნული თემა 19 ივლისის მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებშიც წამოწია.

საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ნორმანდიულ ოთხეულში“ შედიან, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობის ქმედებებს სრულიად მიუღებელი უწოდეს და მოუწოდეს მოსკოვს გააკრიტიკოს მალოროსიის შექმნის პროექტი. აშშ-ს სახელმწიფოს მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა: „ჩვენ მოვისმინეთ, რომ ე.წ. სეპარატისტებს ახალი სახელმწიფოს შექმნა სურთ. ეს ახალი სახელმწიფო იქნება უკრაინის ნაცვლად. ეს თავისთავად იწვევს უკმაყოფილებას ჩვენში, თუმცა ამის გარდა მე ამ განცხადებას პასუხის გაცემის ღირსად არ ვთვლი“.

ზოგიერთი რუსი ექსპერტი თვლის, რომ მალოროსიის გამოცხადება დონეცკში კრემლში გარკვეული ძალების სანქციონირების გარეშე არ მოხდებოდა, ხოლო მისი მიზანი დონბასში სიტუაციის დარეგულირებისთვის დასავლეთის ინტერესის გაზრდა და „ნორმანდიულ ფორმატში“ ახალი მოლაპარაკებების დაწყების წინ ფსონების აწევაა. თუმცა, ამ ვერსიის სრული ჭეშმარიტება დამტკიცებული არ არის. მაგალითად, РБК-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ორი წყარო ამტკიცებს, რომ ვლადისლავ სურკოვისთვის, რომელიც კრემლში უკრაინულ მიმართულებას კურირებს, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ინიციატივა მოულოდნელობა იყო. მართლაც, შეიძლება ვივარაუდოდთ, რომ მალოროსიის იდეა არ იყო კრემლთან შეთანხმებული. კრემლთან შეთანხმების შემთხვევაში იგი მსგავს გამომწვევ სახეს არ მიიღებდა, რომელიც მინსკის შეთანხმებას და ყველა არსებულ სამართლებრივ ნორმას ხაზს უსვამს. 

დონეცკის ინიციატივის ავტონომიურობის ვერსიას მასზე მეორე თვითგამოცხადებული - „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ რეაქციაც ადასტურებს. ტრადიციულად, ისინი უნისონში მოქმედებენ. ამ შემთხვევაში კი ლუგანსკის სახალხო საბჭოს წარმომადგენელმა ვლადიმირ დეგტიარენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკას საკუთარი დელეგატები დონეცკში არ გაუგზავნია და მალოროსიის საკითხის განხილვის შესახებ საქმის კურსში არ იყო. დეგტიარენკოს სიტყვებით, ამ მომენტში მალოროსიის შექმნის მიზანშეწონილობა „კითხვებს აჩენს“: „მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნას თავად მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით. ამასთან, დღეს ჩვენ ვიცავთ მინსკის შეთანხმებას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“.

რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა: „ეს ინიციატივა არანაირად არ ეწერება მინსკის პროცესში. მე ამას განვიხილავ მხოლოდ მოწოდებად დისკუსიისკენ, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბაზისი არ აქვს“. მან აღნიშნა, რომ მალოროსიის თემა წარმოადგენს ინფორმაციული ომის (კიევსა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის) ნაწილს და არ არის რეალური პოლიტიკის საგანი. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ ალექსანდრ ზახარჩენკოს ინიციატივის შესახებ მოსკოვში მედიისგან გაიგეს და აღნიშნა: „რუსული მხარე ინარჩუნებს თავის ნდობას მინსკის ხელშეკრულებების მიმართ“. ნეგატიური გამოხმაურების შემდეგ ზახარჩენკომ უკან დაიხია და 26 ივლისს განაცხადა, რომ მან მხოლოდ სადისკუსიო თემა წამოჭრა და ახალი სახელმწიფო ჯერ არ შეუქმნია.


დასკვნის მაგიერ

სავარაუდოდ, სიმართლესთან ყველაზე ახლოს არის რუსეთის პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის ალექსანდრ ჩესნაკოვის ვერსია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მეგობრობს ვლადისლავ სურკოვთან. ჩესნაკოვმა ТАСС-თან საუბარში განაცხადა, რომ მალოროსიის შექმნის პროექტი მწერლებმა და ბლოგერებმა წამოაყენეს, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ახლოს არიან. ექსპერტის აზრით, თავად დონეცკის ხელისუფლებაში ბევრი პროექტს არასერიოზულად თვლის, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მისი აზრით, მალოროსიის პროექტს ერთ თვეში დაივიწყებენ.

ცხადია, რომ ჩესნაკოვი გულისხმობს ზახარ პრილეპინს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადავიდა დონეცკში და ალექსანდრ ზახარჩენკოს მრჩეველი გახდა. არ არის გამორიცხული, რომ პრილეპინს დონეცკის მეთაური კრემლის მაცნედ აღიქვამს და ამიტომაც უსმენს მის იდეებს. თავად პრილეპინმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინვერვიუში დაადასტურა, რომ მალოროსიის გეგმის ავტორებს მართლაც სურდათ მოსკოვისთვის, ვაშინგტონისთვის და უპირველეს ყოვლისა კიევის, ოდესისა და ხარკოვისთვის სურპრიზის მოწყობა.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონეცკის მეთაურის მრჩევლად გახდომის შემდეგ ზახარ პრილეპინმა მწერალივით აზროვნება გააგრძელა და გადაწყვიტა კრემლის ჩინოვკიკებს და ექპერტებს რეალობის პოსტმოდერნულ კონსტრუირებაში გადააჭარბოს. თუ მოსკოვში მუდმივად ხდება რეალობის კონსტრუირება, „დონეცკელი მეოცნებე“ რეალობას საერთოდ უარყოფს და მას შემოქმედებითად სხვა - სრულიად მიუღწეველი, თუმცა საოცნებო რეალობით ცვლის. ეს სააზროვნო ექსპერიმენტი სინამდვილეში ბოროტ ზრახვას ატარებს, რადგან მთელი უკრაინელი ხალხის სიმბოლურ გენოციდს გულისხმობს. უკრაინელები ახალ სახელმწიფოში მალოროსები გახდებიან. ცხადია, რომ ზეშემოქმედებითი აზროვნების ეს პროდუქტი პრაქტიკულ გამოხატულებას ვერ პოვებს. იგი მხოლოდ არეულობას შეიტანს დონეცკის მოსახლეობაში, რომელთაც მოუწევთ გარკვევა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ და რას უნდა ელოდნენ მომავალში. 


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

27 July 2017

თურქული გამბიტი

27 July 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

27 July 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

27 July 2017

ობამა

27 July 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

27 July 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

27 July 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

27 July 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

27 July 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

27 July 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

27 July 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

27 July 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

27 July 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

27 July 2017

'პატივი კატალონიას?!'

27 July 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

27 July 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

27 July 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

27 July 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

27 July 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

27 July 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

27 July 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

27 July 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

27 July 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

27 July 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

27 July 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

27 July 2017

ბრექსიტის ლოგიკა

27 July 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

27 July 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

27 July 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

27 July 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

27 July 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

27 July 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

27 July 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

27 July 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

27 July 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

27 July 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

27 July 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

27 July 2017

უნგრული სუვერენულობა

27 July 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

27 July 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

27 July 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

27 July 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

27 July 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

27 July 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

27 July 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

27 July 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

27 July 2017

დასავლური გახლეჩა

27 July 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

27 July 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

27 July 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

27 July 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

27 July 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

27 July 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

27 July 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

27 July 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

27 July 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

27 July 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

27 July 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

27 July 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

27 July 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

27 July 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

27 July 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

27 July 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

27 July 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

27 July 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

27 July 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

27 July 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

27 July 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

27 July 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

27 July 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

27 July 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

27 July 2017

რეფერენდუმი თურქეთში

27 July 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

27 July 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

27 July 2017