31 July 2017
  • 1063 ნახვა

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

ფოტო გარეკანზე: https://newsroom.cisco.com


“მე ქალაქ პიტსბურგის წარმომადგენლად ამირჩიეს და არა პარიზის“ - ამგვარად დააანონსა აშშ-ის პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხების დატოვება ივნისის დასაწყისში. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ამ შეთანხმების დატოვება და ზოგადად, მისი კრიტიკა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო. პარიზის შეთანხმების დატოვება ტრამპის ეკონომიკური პროტექციონიზმის იდეის ქვეშაც ერთიანდება, რადგან პრეზიდენტის აზრით, შეთანხმება ამერიკულ ბიზნესსა და დასაქმებულებს არასამართლიან სტანდარტებს უწესებს. ამის გამო, მან შეთანხმება ‘დრაკონულადაც’ კი მოიხსენია.

ტრამპის გადაწყვეტილებას საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო დონეზე. აშშ-ის ზოგიერთი შტატის და ქალაქის ხელმძღვანელმა შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელება გადაწყვიტა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სურვილი რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამაც გამოთქვა. ტრამპის ამ ნაბიჯის მიმართ დიდი იმედგაცრუება გამოხატეს ევროპელმა ლიდერებმაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკელი მეცნიერები საფრანგეთში სამუშაოდად კი მიიწვია. სწორედ, პარიზის შეთანხმება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი რის გარშემოც დონალდ ტრამპთან ვერ შეთანხმდნენ როგორც ‘დიდი შვიდეულის’, ასევე ‘დიდი ოცეულის’ სამიტზე და ის დღემდე მხარეებს შორის განხეთქილების საგანია.

 

პარიზის კლიმატის შეთანხმება

2015 წლის დეკემბერში გაეროს წევრი 195 ქვეყანა პარიზის კლიმატის კონფერენციაზე (COP21) უნივერსალურ, სამართლებრივად სავალდებულო კლიმატის შეთანხმება მიიღეს, რომელიც ძალაში ერთი წლის შემდგომ 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. დოკუმენტის რატიფიცირება 147 ქვეყანამ უკვე მოახდინა. პარიზის შეთანხმების გაფორმება მონაწილე მხარეებისგან გლობალური დათბობის ადამიანისგან ხელოვნურად გამოწვევის აღიარებაა.

პარიზის კლიმატის შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება და პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა. მიზნის მიღწევისათვის ქვეყნებისთვის მთავარი ამოცანა კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებაა. ამასთანავე, მთავრობებმა აიღეს ვალდებულება, რომ გრძელვადიან პერიოდში საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ზე დაიყვანონ.

კონფერენციის განმავლობაში და მის შემდეგ მონაწილე ქვეყნებმა საკუთარი ეროვნული კლიმატის ცვლილების გეგმები წარადგინეს (INDCs), რომლის მიხედვთაც მათ საკუთარ თავს განუსაზღვრეს ტემპერატურის კონკრეტული ნიშნულის შენარჩუნების ან დაკლების მიზანი და ამ მიზნის მიღწევის დრო. ამ გეგმების განხორციელების და ურთიერთანგარიშვალდებულების მიზნით მხარეები ყოველ ხუთ წელიწადში შეიკრიბებიან. მაგრამ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც მონაწილე ქვეყნებს ამ გეგმების შესრულებას დაავალდებულებს.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ საზოგადოებების ამ მიზნების მიღწევის შესაძლებლობები და დაეხმარნონ განვითარებად ქვეყნებს მათი ეროვნული გეგმების ეფექტურად შესრულებაში. ამისთვის განვითარებული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლისთვის 100 მილიონ დოლარამდე ფინანსებს მოიძიებენ.

მსოფლიოში ჰაერის ყველაზე მსხვილი დამაბინძურებლები ჩინეთი და აშშ არიან. ატმოსფეროს კარბონის დიოქსიდით ყოველწლიური დაბინძურების 20% ჩინეთის ინდუსტრიაზე მოდის, ხოლო აშშ-ზე 18%. ევროპის კავშირის საერთო მაჩვენებლი კი მხოლოდ 13.3%-ია. ჩინეთი პარიზის შეთანხმების ერთგული რჩება. იგი მისი ეროვნული კლიმატის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის კარბონის დიოქსიდის გამოყოფას 60-65%-მდე დაყვანას შეეცდება. შეთანხმებას ეფექტურად ასრულებს ევროპული გაერთიანებაც. ჯერ კიდევ 2014 წლისთვის მისი ინდუსტრიის მიერ კარბონის დიოქსიდის გამოყოფა 1990-იან წლებთან შედარებით 22%-ით შემცირდა. გეგმის მიხედვით, მან 2020 წლისთვის დაბინძურება კიდევ 20%-ით, ხოლო 2030 წლამდე 40%-ით უნდა შეამციროს.

პარიზის შეთანხმება კლიმატის სტაბილიზაციის მიზნის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება არ არის, მისი არასავალდებულოების გამო, მაგრამ იგი პოლიტიკურად მდგრადი ინსტრუმენტია, რომლითაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გლობალური ქმედებების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

 

კლიმატის ცვლილების გარდაუვალი შედეგები

მე-19 საუკუნის მიწურულიდან მსოფლიომ ქვანახშირის და ნავთობის მსხვილი მასშტაბებით  გამოყენება დაიწყო, როგორც საბინაო მოხმარებისთვის, ასევე ინდუსტრიული განვითარებისა და ტრანსპორტისთვის. წიაღისეული საწვავის წვის ინტენსივობამ დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვია. კლიმატის ცვლილებაზე სამთავრობოთაშორისი პანელის (IPCC) კვლევის მიხედვით, მე-20 საუკუნეში პლანეტის საშუალო ტემპერატურამ 0.6 გრადუსით მოიმატა. ერთი შეხედვით, ეს ციფრი უმნიშვნელოა, მაგრამ ტემპერატურის დაახლოებით ნახევარი გრადუსით მომატებამ ზღვის დონის 15 სმ-ით გაზრდა გამოიწვია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 21-ე საუკუნეში ზღვის დონე დაახლოებით 60 სმ-ით მოიმატებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ზღვისპირა დასახლებებს, ჭაობიან ადგილებს და მარჯნის რიფებს.

ბოლო საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს თითქმის ყველა მთათა სისტემაში ყინულის საფარმა დაიკლო. აღნიშნული ტენდენცია, როგორც არქტიკის ყინულს, ასევე გრენლანდიისასაც შეეხება. არქტიკის ყინული ბოლო სამ ათწლეულში 1.7 მილიონი კვ.კმ-ით შემცირდა. მსგავსი პროცესები მიდის ანტარქტიკაზეც. რამდენიმე კვირის წინ მატერიკს უპრეცედენტო ზომის - 3600 კვ.კმ - ყინულის მასა მოწყდა, რაც ტრილიონ ტონას უთანაბრდება.

ოკეანეების წყლის ზედაპირის ტემპერატურის მატებამ ბოლო რამდენიმე ათწეულში მარჯნის რიფების მეოთხედის გაქრობა გამოიწვია, მასთან ერთად კი აქ მცხოვრები ზღვის ფაუნის ნაწილისაც. ზღვებთან ერთად მნიშვნელოვნად მოიმატა ტბების წყლის ტემპერატურამაც. ამან ტბებში წყალმცენარეების და ინვაზიური სახეობების ზრდას შეუწყო ხელი, რამაც საკუთრივ ტბის ფაუნის ცვლილება გამოიწვია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაიკლო ტბების დონემაც. ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგანან ისეთი მნიშვნელოვანი ტბები არიან, როგორიცაა, არალის ზღვა ცენტრალურ აზიაში, ურმიას ტბა ირანში, ჩადის ტბა, პოოპოს ტბა ბოლივიაში და ა.შ.

ზოგადად, არსებული ტენდენციით, დედამიწის ეკოსისტემა შეიცვლება, რაც წლის ზოგიერთი პერიოდის გაზრდას და ზოგის შემოკლებას გამოიწვევს. საფრთხე დაემუქრება გადაშენების პირას მყოფი სახეობების არსებობასაც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მარჯნის რიფებსა და არქტიკის ფაუნას. მეტი კარბონის დიოქსიდის წყალთან შერევა ზღვებისა და ტბების წყალს უფრო მჟავიანს გახდის და სწორედ ეს გახდება წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის ყველაზე დიდი საფრთხე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო ათწლეულებში მომატებული და გაძლიერებული გრიგალების მიზეზიც გლობალური დათბობაა. ისინი გრიგალების ინტენსივობის გახშირებასაც პროგნოზირებენ.

ზღვებში წყლის დონის მომატება მომავალში მეტ აორთქლებას და საზღვაო რეგიონებში უხვი ნალექის გახშირებას გამოიწვევს, რასაც მასიური წყალდიდობები და მეწყრები მოჰყვება. არასაზღვაო რეგიონებში კი ტემპერატურის მომატება გვალვების სიხშირეს გაზრდის. გვალვების რაოდენობისა და ხანგრძლივობის გაზრდა საკუთრივ, მარცვლეული და სხვა კულტურების მოყვანას გაართულებს და მათ რაოდენობას შეამცირებს, რაც მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე გარდაუვალ დეფიციტს გამოიწვევს.

მოიმატებს სითბური ტალღების რაოდენობაც, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ყვავილობის სეზონის გახანგრძლივება გაზრდის ალერგიული დაავადებების ალბათობასაც. ამასთან ერთად, წყალდიდობები და მაღალი ნალექიანობა დაავადებების გადამტანი მწერების რაოდენობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

კლიმატის გლობალური ცვლილება ბუნებრივია, მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან გადაკვეთაში მოდის, რომელიც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადაიზრდება.  

გახშირებული წყალდიდობებისა და გვალვების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საკვები პროდუქციის წარმოება, მეცხოველეობა, თევზჭერა და ა.შ. ამგვარი სცენარის შემთხვევაში, სახელმწიფოებს დამატებითი, მნიშვნელოვანი სახსრების მოძიება და გაღება მოუწევთ, რადგან პროდუქციაზე ფასები მოიმატებს; სხვადასხვა რეგიონებში კი, შესაძლოა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებიც კი გამოიწვიოს. ამასთან ერთად, გლობალურ ბაზარზე სოფლის მეურნეობაში მოღვაწე მცირე მეწარმეების რაოდენობა შემცირდება, რადგან მათი პროდუქციის ოდენობა მნიშვნელოვნად დაიკლებს და ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან კონკურენციაში, რომელთა მიერაც კრიზისებთან გამკლავება უფრო შესაძლებელია, მათ წარმოებას აზრი დაეკარგება.

განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებს გაცილებით ნაკლები რესურსი და შესაძლებლობა ექნებათ ამგავრ მასშტაბურ გამოწვევებზე ეფექტური პასუხის გაცემისა და დანაკლისების აღმოფხვრისათვის. მათ არც ინფრასტრუქტურული, არც ტექნოლოგიური და არც ფინანსური კონდინციები ამისათვის ხელს არ უწყობს. კიდევ უფრო გაიზრდება სხვაობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეული ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება საკმარისზე გაცილებით ნაკლებია.

კლიმატის ცვლილება საზოგადოების სტრატიფიკაციაზეც აისახება. ტემპერატურის მატება საზოგადოების ღარიბ ფენას უფრო დააზარალებს, ვიდრე მდიდარს. გარდა საკვებ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გართულებისა, მათ არ აქვთ შესაბამისი საშუალებები, რითაც თავიდან აირიდებენ სიცხისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კვლავ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იქნებიან. გახშირებული ალერგიული, უხარისხო საკვებით გამოწვეული, ბაქტერიული და პარაზიტი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება სახელმწიფოებისთვის. მათ ჯანდაცვის სფეროზე ხარჯების გაზრდა მოუწევთ.

კლიმატის ცვლილების შედეგად, ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა ზღვისპირა და წყალმწირი დასახლებები გახდება, რომელთა მცხოვრებლებსაც დიდი ალბათობით, ტერიტორიის დატოვება და სხვაგან გადასახლება მოუწევთ. ამ კუთხით, ყველაზე მოწყვლადი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები იქნებიან. მაგალითისთვის, კუნძულ ფიჯიზე ერთ-ერთ სოფელს ზღვის ნაპირიდან 1 კმ-ით უკან მოუწია გადაწევა. მსგავსი ბედი კუნძულზე 34 სხვა სოფელსაც ელის. კრიტიკულია სიტუაცია კუნძულ კირიბატიზე, რომელიც ზღვის დონის მატების გამო საცხოვრებლად მალე უვარგისი გახდება. კუნძულის მთავრობამ ფიჯიზე მიწა უკვე შეისყიდა, რათა კუნძულის მოსახლეობა ემიგრირდეს.

 

დასკვნის მაგიერ

პარიზის კლიმატის შეთანხმება თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი წამყვანი მონაპოვარია, რომელმაც მსოფლიოს მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. აშშ-ის მიერ ხელშეკრულების დატოვება ან სხვა ქვეყნების მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მომავალში მაღალი ალბათობით, კრიტიკულ სიტუაციებს შექმნის - კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესი გახდება და გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს. მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება და კრიზისების მართვა კი სახელმწიფოების ხელისუფლებებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ. კლიმატის ცვლილება დღეს მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა აღარ არის, ის უკვე პოლიტიკური საკითხია, რომელზეც პასუხიმგებლობა მმართველმა ელიტებმა უნდა აიღონ, რათა ეკოლოგიური კატასტროფების დამანგრეველი სოციალური შედეგების პრევენცია დროულად მოახდინონ.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

31 July 2017

თურქული გამბიტი

31 July 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

31 July 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

31 July 2017

ობამა

31 July 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

31 July 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

31 July 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

31 July 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

31 July 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

31 July 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

31 July 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

31 July 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

31 July 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

31 July 2017

'პატივი კატალონიას?!'

31 July 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

31 July 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

31 July 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

31 July 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

31 July 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

31 July 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

31 July 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

31 July 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

31 July 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

31 July 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

31 July 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

31 July 2017

ბრექსიტის ლოგიკა

31 July 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

31 July 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

31 July 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

31 July 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

31 July 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

31 July 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

31 July 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

31 July 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

31 July 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

31 July 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

31 July 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

31 July 2017

უნგრული სუვერენულობა

31 July 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

31 July 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

31 July 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

31 July 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

31 July 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

31 July 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

31 July 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

31 July 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

31 July 2017

დასავლური გახლეჩა

31 July 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

31 July 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

31 July 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

31 July 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

31 July 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

31 July 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

31 July 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

31 July 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

31 July 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

31 July 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

31 July 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

31 July 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

31 July 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

31 July 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

31 July 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

31 July 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

31 July 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

31 July 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

31 July 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

31 July 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

31 July 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

31 July 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

31 July 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

31 July 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

31 July 2017

რეფერენდუმი თურქეთში

31 July 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

31 July 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

31 July 2017