10 August 2017
  • 1002 ნახვა

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


2 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ შეასრულებს კანონის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი სანქციებს არ უპასუხებს.

 

ტრამპის სპეციალური განცხადება

ეჭვები ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერის შესახებ კონგრესის მხრიდან დოკუმენტის უდიდესი მხარდაჭერის შემდეგ პრაქტიკულად გაქრა. ინტრიგას მხოლოდ ტრამპის ხელმოწერისშემდგომი განცხადება წარმოადგენდა. დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი სანქციებს, თუმცა თავად კანონი სპეციალურად გაკეთებული განცხადებით გააკრიტიკა. „მართალია, მე მხარს ვუჭერ მკაცრ ნაბიჯებს, რომელთა მიზანიც არის შეაჩეროს ირანის, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები, თუმცა თავად კანონი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია“. ტრამპის განცხადებით, თავისი სიჩქარით კონგრესმა კანონში რამდენიმე ანტიკონსტიტუციური პუნქტი ჩადო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, „ამერიკული კომპანიების და ევროპელი მოკავშირეების ინტერესების დაკნინებას“ გამოიწვევს.

კანონი მნიშვნელოვნად ართულებს სანქციების მოხსნის პროცედურას: ამისთვის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა დაჭირდება. ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ცალკე კრიტიკა დაიმსახურა იმ მუხლმა, რომლის მიხედვითაც, აშშ არ აღირებს „უკანონო შეჭრას და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის და დნესტრისპირეთის ოკუპაციას“. ტრამპის განცხადებაში წერია, რომ: „ეს დაშვება ზღუდავს პრეზიდენტის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ უფლებას აღიაროს უცხო ხელისუფლებები, მათ შორის ტერიტორიული საზღვრები“. თეთრი სახლის მეთაურმა გააკრიტიკა ის პარაგრაფიც, რომელიც მას რუსეთისთვის სანქციების მოხსნის უფლებას ართმევს. საერთო ჯამში, დონალდ ტრამპმა ახალი კანონის 11 პუნქტი გამოყო, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ზღუდავს და შესაბამისად, აშშ-ს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამერიკული მედია და ექსპეტები ვარაუდობენ, რომ კანონისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებით, ტრამპმა სანქციების პოლიტიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილებისთვის გარკვეული სივრცის დატოვება სცადა.

 

რეაქცია რუსეთში

რუსეთში აშშ-ს გადაწყვეტილება რთულად მიიღეს. დიმიტრი მედვედევმა ფეისბუქზე ემოციური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ტრამპის კონგრესთან ბრძოლაში დამარცხებაზე და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინების დასასრულზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, კი მიღებული კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დაშინებას, რომლებიც ვაშინგტონის პოლიტიკურ ნებას არ ემორჩილებიან და აშშ-ს „საგარეო პოლიტიკურ ფარვატერში“ არ მოძრაობენ. მან ასევე გააფრთხილა აშშ-ს ხელისუფლება არ უპასუხოს რუსეთის საპასუხო სანქციებს, რომელიც მისი განცხადებით „ამერიკის კონგრესში ანტირუსულ ვაკქანალიაზე“ პასუხია.

30 ივლისს, ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა ვლადიმერ სოლოვიოვს, რომელშიც უფრო თავშეკავებული პოზიცია დაიჭირა, თუმცა ამასთან დაიცვა გადაწყვეტილება ამერიკელი დიპლომატების გამოძევების შესახებ. „ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ ასევე შეგვიძლია უპასუხოდ არაფერი დავტოვოთ“ - განაცხადა მან რუსეთიდან 755 დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლის გაძევების შესახებ. კრემლი ფორმალურად გადაწყვეტილებას 2016 წლის ბოლოს აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გამოძევების პასუხად ინტერპრეტირებს, თუმცა მას სანქციების გაზრდას უკავშირებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ იმედები აშშ-ში  დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების შესახებ უპერპექტივოდ ითვლება.

ამასთან, ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ რუსეთი მზად არ არის გადადგას ახალი საპასუხო ნაბიჯები. იგი აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეზღუდვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სირიაში მოქმედება, კიბერუსაფრთხოების პრობლემა, კოსმოსში, ავიაციისა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა. ეს ნიშნავს, რომ ჰიპოთეტური გეოპოლიტიკური ან სავაჭრო-ეკონომიკური ქმედებები, რომელსაც მედია საპასუხო ნაბიჯებად განიხილავდა, გამოყენებული არ იქნება. პუტინის ინტერვიუმ აჩვენა, რომ რუსეთი მზად არ არის დაუბრუნდეს ობამას პერიოდისთვის დამახასიათებელ მკაცრ რიტორიკას. კრიზისი აშშ-თან დაკავშირებით არ პერსონიფიცირდება, როგორც ეს იყო ყოფილი ადმინისტრაციის და პირადად ობამას პერსონალური პოლიტიკის მიმართ.

 

სტრატეგიული დაპირისპირება

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც ძირეულად განსხვავდება 2014-2016 წლების სიტუაციისგან. უპირველეს ყოვლისა აშშ-ს სანქციების პოლიტიკა იღებს უფრო ინსტიტუციონალურ და ხანგრძლივვადიან ფორმას. ამასთან, გეოპოლიტიკური კრიზისი მთლიანად შორდება უკრაინის პრობლემატიკას და ფოკუსირდება ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე. შესაბამისად, სანქციების მოხსნა პრაქტიკულად გამორიცხულია იქამდე, სანამ არ მოხდება რუსეთში რეჟიმის შეცვლა ან მისი ისეთი სახით ტრანსფორმაცია, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გადახედვას გამოიწვევს. დღეს არანაირი საფუძველი ამ პერსპექტივების მოახლოების შესახებ არ არსებობს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აშშ-ის მკაცრი ხაზი რუსეთის მიმართ უფრო ინერციული, ნაკლებად მართვადი და ქაოტური, ანუ პრაქტიკულად კონკრეტული ადმინისტრაციის პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ხდება. ამასთან, იგი დიდწილად უფრო დამოკიდებული ხდება კონიუნქტურაზე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეკავებისკენ მიმართული ინიციატივები უფრო ხშირად გამოჩნდება, ხოლო მათი მიღება პოლიტიკურად უფრო გამარტივდება. ამ მხრივ, შეიძლება რუსეთისთვის მტკივნეული ისეთი ინიციატივებიც გაჩნდეს, როგორიცაა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება ან საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევა, რომელსაც აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა ხელი 1987 წელს მოაწერეს.

რაკეტებზე არსებული ხელშეკრულების თემა გახდა კიდევ ერთი საჯარო საკითხი, რომელიც აქამდე მხოლოდ ექსპერტების დონეზე განიხილებოდა. როგორც Politico აცხადებს, აშშ-ის კონგრესის ქვედა და ზედა პალატაში მზადდება ახალი კანონი, რომელიც პენტაგონს ავალდებულებს შექმნას „ახალი ტიპის იარაღი“, რომელიც საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების კრიტერიუმებს შეესაბამება. ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალში, სენატორების ჯგუფმა ტომ კოტონის ხელმძღვანელობით წარმოადგინა კანონპროექტი, რომელის მიხედვითაც იზრდებოდა დანახარჯები საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტებისგან თავდასაცავად, მსგავსი სისტემების შესამუშავებლად და მათი ევროპელი მოკავშირეებისთვის გადასაცემად. მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების დარღვევის შესახებ. რუსეთის მიერ ბირთვული ქობინების მქონე ფრთოსანი რაკეტების ორი ბატალიონის განთავსებაზე ინფორმაცია გაავრცელა The New York Times-მა. გაზეთის წყაროების ინფორმაციით, რუსეთი ხელშეკრულების დარღვევით უკვე დიდი ხანია ცდის სახმელეთო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს. თავის მხრივ რუსეთიც აცხადებს, რომ აშშ არღვევს შეთანხმებას. სერგეი რიაბკოვმა აპრილში „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუმინეთში განთავსებული სარაკეტო დანადგარები Aegis Ashore Mk 41 ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასაუქმებელი რაკეტების კლასში ეწერება.

 

საკადრო არასტაბილურობა

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს მაღალი საკადრო არასტაბილურობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. დასავლური მედია აქტიურად წერს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომაზე. თავად იგი აღნიშნულ ჭორებს უარყოფს, თუმცა გუნდის ფორმირების სირთულეები, ზედმეტი ჩაკეტილობა და რთული ურთიერთობები ტრამპის გარემოცვასთან სახელმწიფო მდივანს არასტაბილურ ვითარებაში ტოვებს. სასაცილო გახდა კომუნიკაციების დირექტორის ენტონი სკარამუჩის დათხოვნის ისტორია, რომელმაც თანამდებობა ორი კვირითაც კი ვერ შეინარჩუნა. 2 აგვისტოს ცნობილი გახდა უშიშროების ეროვნული საბჭოდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი დერეკ ჰარვის და დაზვერვის საკითხებში უფროსი მრჩევლის ეზრა კოენ-ვატნიკის გათავისუფლების შესახებ. Politico-ს ინფორმაციით, კოენ-ვატნიკის და ჰარვის გათავისუფლებით ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაკმასტერი ზრდის საკუთარ კონტროლს უშიშროების საბჭოზე, რაც ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობების ფონზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.  

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა The Daily Caller-ს ანონიმურობის გარანტიით უამბო, რომ დონალდ ტრამპის ყველა საგარეო პოლიტიკურ ინიციატივას მაკმასტერის მხრიდან წინააღმდეგობა და საბოტაჟი ხვდება. გამოცემა სხვა წყაროზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ „ტრამპი არ არის დიდი მხარდამჭერი იმ ქმედებების, რასაც მაკმასტერი აკეთებს“. ამავე სტატიაში ინფორმატორის განცხადებით რუსეთის მიმართულებას უშიშროების საბჭოში კვლავ ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დანიშნული ხალხი ხელმძღვანელობს, რაც დაძაბული პოლიტიკის მემკვიდრეობითობაზე აისახება.

რექს ტილერსონმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ სანქციების მიუხედავად, აშშ ეცდება რუსეთთან თანამშრომლობას მნიშვნელოვან საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა კი სირიის კონფლიქტზე. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, ანტირუსული კანონპროექტი რუსეთს და აშშ-ს სირიის თემატიკაში დაახლოებისკენ უფრო უბიძგებს. „ჩვენ ავირჩიეთ სირიის თეატრი იმ ადგილად, სადაც ვამოწმებთ ერთად მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენ ერთად აღვიქვამთ ისლამურ სახელმწიფოს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს საფრთხედ და ამიტომაც უნდა ვითანამშრომლოთ მისი განადგურებისთვის“ - განაცხადა ტილერსონმა. თუმცა იქვე დაამატა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდგომ ამ ქვეყნის სამომავლო განვითარებაში არავითარ როლს არ ითამაშებს. ამასთან, მისი აზრით, ირანელმა სამხედროებმა აუცილებლად უნდა დატოვონ სირიის ტერიტორია. შესაბამისად, მსგავსი სიღრმისეული განსხვავებების და ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მკვეთრად გამოხატული ანტიასადური და ანტიირანული პოზიციებიდან გათვალისწინებით, შეთანხმების მიღწევა ძალზე რთული იქნება. 

 

დასკვნის მაგიერ

აშშ-ს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით არსებული ბუნდოვანება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის დაპირისპირება და რუსეთის მხრიდან ამერიკისადმი მტრული და აგრესიული დამოკიდებულება ამერიკულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობას უახლოეს მომავალში გამორიცხავს. ამასთან აუცილებელია ითქვას, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა ახალი სანქციების შემდგომ მომდინარეობს არა კონკრეტული ადმინისტრაციის, ან თეთრი სახლის მეთაურის, არამედ „სისტემის მხრიდან“, რომელთანაც ტრამპმა ურთიერთობის აწყობა ვერ მოახერხა. ცივი ომის შემდგომ არსებული ურთიერთშეკავების მექანიზმების დასუსტება და ორივე მხარის მხრიდან ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმის მცდელობა, რომელიც ხანგრძლივვადიან სტრატეგიულ რისკებს არ ითვალისწინებს, ვითარების კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

10 August 2017

თურქული გამბიტი

10 August 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

10 August 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

10 August 2017

ობამა

10 August 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

10 August 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

10 August 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

10 August 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

10 August 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

10 August 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

10 August 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

10 August 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

10 August 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

10 August 2017

'პატივი კატალონიას?!'

10 August 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

10 August 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

10 August 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

10 August 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

10 August 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

10 August 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

10 August 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

10 August 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

10 August 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

10 August 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

10 August 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

10 August 2017

ბრექსიტის ლოგიკა

10 August 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

10 August 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

10 August 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

10 August 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

10 August 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

10 August 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

10 August 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

10 August 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

10 August 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

10 August 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

10 August 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

10 August 2017

უნგრული სუვერენულობა

10 August 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

10 August 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

10 August 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

10 August 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

10 August 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

10 August 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

10 August 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

10 August 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

10 August 2017

დასავლური გახლეჩა

10 August 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

10 August 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

10 August 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

10 August 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

10 August 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

10 August 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

10 August 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

10 August 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

10 August 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

10 August 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

10 August 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

10 August 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

10 August 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

10 August 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

10 August 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

10 August 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

10 August 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

10 August 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

10 August 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

10 August 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

10 August 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

10 August 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

10 August 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

10 August 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

10 August 2017

რეფერენდუმი თურქეთში

10 August 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

10 August 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

10 August 2017