15 August 2017
  • 1288 ნახვა

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

ფოტო გარეკანზე: dreamstime.com


გასულ კვირას, მოსკოვში ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, მხარეები ირანსა და მის გარეთ გაზის მოპოვებასა და წარმოებაში ინვესტიციებს ერთად განახორცილებენ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანულმა ღადირის საინვესტიციო კომპანიამ, რუსულმა ზარუბეჟნეფთმა და თურქულმა Unit International-მა.

ახლად შექმნილ კონსორციუმს ირანული ღადირის კვლევისა და წარმოების კომპანია უხელმძღვანელებს, ხოლო თითოეული მონაწილე კომპანია ყოველ ახალ პროექტში თანაბარ ინვესტიციას ჩადებს. მხარეები ასევე, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობასა და ამ კუთხით საერთო ხელმძღვანელი ჯგუფის შექმნაზეც ჩამოყალიბდნენ.

ღადირის საინვესტიციო კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილში ნაციონალურ ირანულ ნავთობკომპანიასთან (NIOC) შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ ქვეყნის სამი მსხვილი ნავთობსაბადოსა და ერთი გაზის საბადოს შესწავლაზე უფლება მოიპოვა. რუსულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია ზარუბეჟნეფტმა გასულ წელს იმავე NIOC-ისგან ირანის დასავლეთით მდებარე ფაიდანისა და აბანი ნავთობსაბადოების კვლევის ნებართვა მიიღო. თურქული Unit International უკვე წლებია ირანსა და ევროპულ ქვეყნებში ენერგეტიკული პროექტების კუთხით ოპერირებს. მიმდინარე წლის მარტში, კომპანიამ კორეულ საინჟინრო და სამშენებლო კომპანიასთან (SK E&C) ერთად ირანში 4.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.

ახლო აღმოსავლეთში ამ სამი მოთამაშის ეკონომიკური დაახლოება რეგიონში შექმნილი პოლიტიკური რეალიების გამოძახილია. ისინი რეგიონში საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას იწყებენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში დასავლური და კერძოდ, ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოა.

 

რუსულ-ირანული ღერძი

2015 წლის შემოდგომაზე რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვამ და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერამ რუსეთისა და ირანის ტაქტიკური დაახლოების ხარისხი გაზარდა. უკვე ორი წელია ისინი ასადის მთავრობას, როგორც სამხედრო შეიარაღებით, ასევე სამხედრო დანაყოფებით მინიმუმ მმართველობის შენარჩუნებაში, მაქსიმუმ კი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანად კონტროლის დაბრუნებაში ეხმარებიან. ამას გარდა, ისინი აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლადაც. გასულ წელს ირანმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი საჰაერო სივრცე რუსულ ავიამოიერიშეებს დაუთმო სირიაში ოპერაციების ეფექტურად განხორციელებისთვის. ქვეყნებმა ურთიერთთანამშრომლობით მოახერხეს და ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე თურქეთი,  რომელიც ასადის ხელისუფლებაში დარჩენის კატეგორიული წინააღმდეგია, დაიყოლიეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთ გარანტორადაც აქციეს.

რუსეთის მხრიდან რეგიონის კონფლიქტებში ჩარევამ ირანს საშუალება მისცა საერთაშორისო არენაზე უფრო აქტიურად და გაბედულად ემოქმედა. ირანმა არაბული სამყაროს ცენტრში მისი გავლენების გაზრდა დაიწყო. მისი მთავარი ინსტრუმენტი ქუდსის ძალებია, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის საგარეო ფრონტზე მოქმედების ნაწილებია. ირანის პატრონაჟით მოქმედებს ლიბანური ჰეზბოლა, ერაყში სახალხო მობილიზაციის შენაერთები, იემენში ჰუტის დაჯგუფებები და სირიის კონფლიქტში 100 000-მდე ირანელი მებრძოლი. ირანი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს ერაყის აშშ-ის ორბიტიდან მის მომხრეთა ბანაკში გადასასვლელად. საკუთარი ძალები საჩვენებლად კი ირანის მთავრობა ხშირად აშშ-ში ნამყოფ პირებს აკავებს და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის ინტენსივობას ზრდის.

აშშ-ის მხრიდან გაცხადებული შიში, რომ რეგიონში ირანი თავის გავლენას ზრდის საფუძვლიანია, მაგრამ მიზეზი, რომ ამას წინა ადმინისტრაციის მიერ ირანულ მხარესთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება განაპირობებს, მცდარია. ირანის რეგიონში გააქტიურებული სამხედრო და დიპლომატიური პოლიტიკის მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთის ცენტრში შექმნილი უსაფრთხოების ვაკუუმის წარმოქმნაა. კონფლიქტებმა სამეზობლოში: სირიაში, ერაყში, იემენში საფრთხე შეუქმნა ირანის უსაფრთხოებას და იგი იძულებული გახდა წარმოქნილი უსაფრთხოების ხვრელის შესავსებად პროცესებში ჩართულიყო და სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოებრუნებინა. ამისკენ ქვეყანას იმანაც უბიძგა, რომ რეგიონში სტაბილურობის გარანტის თავის თავზე აღება სხვა წამყვანმა ძალებმა, საუდის არაბეთმა და თურქეთმა ვერ მოახერხა.

გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის მიერ რუსეთისა და ირანის მიერ მნიშვნელოვანი სანქციების დაწესებამ, ეს ორი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს. ისინი ტაქტიკური დააახლოებიდან ნელ-ნელა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადადიან. სანქციების ნაბიჯი რუსეთის ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივვადიან და რეგიონში ერთ-ერთ წამყვან აქტორად დარჩენას განაპირობებს. ამას ბოლო დღეებში რუსეთის მიერ სირიაში ახალი საავიაცო, თავდასხმითი შეიარაღების გაგზავნაც მოწმობს. ამერიკული სანქციების საპასუხოდ ირანის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და ქუდსის ძალების დაფინანსებისთვის დამატებით 520 მილიონი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, ერაყის რუსეთ-ირანის ღერძთან დაახლოების ტენდენციაც. ივლისის ბოლოს მოსკოვს ერაყის ვიცე-პრეზიდენტი ნური ალ-მალიქი ეწვია, სადაც მან რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების და რუსეთის მიერ რეგიონში აშშ-ის დაბალანსების სურვილი გამოთქვა. მალიქის განცხადებით, სასურველია თუკი რუსეთი ერაყში სამხედრო თვალსაზრისით მყარად მოიკიდებს ფეხს. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ერაყელმა ლიდერმა მას მადლობა გადაუხადა ისლამური სახელმწიფოს და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერაყი რუსეთისგან მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღებას შეიძენს. 15 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, როგორც ჩანს, ოფიციალური ბაღდადი საკუთარი უსაფრთხოების სამომავლო გარანტორს აშშ-ში ვეღარ ხედავს და საკუთარ მომავალს სხვა ძალებს უკავშირებს.

ირანმა აშშ-ისთან ერთად ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლასა და მოსულის აღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ერაყის მთავრობა ირანულ, შიიტურ სახალხო მობილიზაციის შენაერთებს ოფიციალურად მის ეროვნულ თავდაცვით ძალებად აღიარებს. ნური ალ-მალიქის რუსეთში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ირფან ალ-ჰაიალი მის ირანელ კოლეგას შეხვდა და ისინი სამომავლო კომპლექსურ თავდაცვით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აგვისტოს დასაწყისში, მოსკოვს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არაბულ და აფრიკული საკითხებში ჰოსეინ ანსარი და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნაზარ ხაირალა ჩავიდნენ და მათ რუს კოლეგას მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ. მხარეებმა სირიის კონფლიქტში მათი პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი, ირანი, სირია და ერაყი სადაზვერვო ინფორმაციის ურთიერთგაზიარების ოპერაციას, რომელიც 4+1-ის სახელითაა ცნობილი, ინარჩუნებენ. ოთხ ქვეყანასთან ერთად ლიბანური ჰეზბოლაც თანამშრომლობს. რუსეთი თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს ლიბიასა და ეგვიპტესთანაც. როიტერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა დასავლეთ ეგვიპტეში, ლიბიის საზღვართან ახლოს სპეციალური საავიაციო ძალები გადასხა. რუსეთის პოტენციურ მოკავშირედ ლიბიელი გავლენიანი სამხედრო მეთაურ ხალიფა ჰაფთარი მოიაზრება.

 

თურქული დივერგენცია

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სა და ზოგადად, დასავლურ კოალიციასთან  ერთად იბრძვის, უკვე შესამჩნევი ხდება, რომ იგი საკუთარ, დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

თურქეთის დასავლეთისგან დაშორება გასული წლის ივლისში ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან იწყება, რომლის მოწყობაც ამერიკაში მცხოვრებ კლერიკ ფეთჰულა გიულენს დაბრალდა. აქედან მოყოლებული, თურქეთის მთავრობა პროაქტიურად ებრძვის გიულენთან დაახლოებული პირებს ე.წ. ფეტოს წევრებს, რომელთაც ტერორიზმის ხელშეწყობა ედებათ ბრალად. აღნიშნულ პირთა ნაწილი და ასევე ქურთული მუშათა პარტიასთან აფილირებული ადამიანები ევროპაში იმყოფებიან. თურქული მხარე მათ გადმოცემას ევროპული ქვეყნებისგან, ხოლო გიულენის გადმოცემას აშშ-ისგან ითხოვს. ამ მოთხოვნას ჯერ-ჯერობით არცერთი დასავლელი პარტნიორი არ ასრულებს, რაც თურქეთის მათთდამი უნდობლობას, აგრესიას და მათგან დაშორებას იწვევს.

აშშ-ისა და თურქეთს შორის მეორე მნიშვნელოვანი განხეთქილების საგანი სირიაში ქურთების საკითხია. სირიაში კონფლიქტის დაწყებიდანვე ამერიკული მხარე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG), რომელთან ერთადაც ამჟამად ქალაქ რაქაში ოპერაციას აწარმოებს და ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებას ცდილობს. თურქეთი სირიულ სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთულ მუშათა პარტიის ნაწილად აღიქვამს და ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული. ქურთების საკითხზე ქვეყნის ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, როგორც სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს, ასევე პრეზიდენტ ტრამპსაც პირადად ესაუბრა, მაგრამ მხარეებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

საპასუხოდ, ივლისში, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია ანადოლუმ სირიაში ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებული ათივე ამერიკული სამხედრო ბაზის ადგილმდებარეობა გაასაჯაროვა, რამაც ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნა. ისინი შესაძლოა დაეშის მებრძოლების სამიზნე იოლად გამხდარიყვნენ. უკვე აგვისტოში, თურქეთმა მისი წინა სირიული ოპერაციის ‘ევფრატის ფარის’ გაგრძელება - ‘ევფრატის ხმლის’ დაწყება დაანონსა. წინა ოპერაცია, რომელიც თურქეთში ტერორისტების შედინების პრევენციას ისახავდა მიზნად, მარტში წარმატებით დასრულდა. ახალი ოპერაცია გაცხადებულად სირიელი ქურთებისა და მათი სახალხო დაცვის შენაერთების წინააღმდეგაა მიმართული. თურქული მხარის განცხადებით, ის მისი საზღვრის პირას ტერორისტული ერთეულების არსებობას არ დაუშვებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ პრეზიდენტის ბრძანებით ოფიციალურად შეწყვიტა სირიაში მებრძოლი მეამბოხეების დაფინანსება, რაც ამერიკული მხარისგან ასადის მთავრობაში დარჩენის დათანხმებას გულისხმობს. ამ მხრივ, აშშ-მა თურქეთი მარტო დატოვა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით სირიულ ოპოზიციას ეხმარება. ამბოხებულებს თურქეთის გარდა, ფინანსურ დახმარებას მხოლოდ ყატარიღა უწევს. შესაძლოა, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თურქეთმა აშკარა და მყარი მხარდაჭერა გამოუცხადა ყატარს, რომელიც არაბულმა ქვეყნებმა ბლოკადაში მოაქციეს. თურქეთის პარლამენტმა ივლისში, ყატარში არსებულ თურქულ ბაზაზე სამხედროების კონტიგენტის 3000-მდე გაზრდას დაუჭირა მხარი. აგვისტოს დასაწყიში კი მხარეებმა გაერთიანებული საზღვაო წვრთნები ჩაატარეს სპარსეთის ყურეში. ამ ნაბიჯებით თურქეთმა ყატარში არაბული ქვეყნების ინტერვენციის ალბათობა შეამცირა და პრაქტიკულად, შეუძლებელიც გახადა. ანტიყატარული კოალიციის ლიდერები საუდის არაბეთი და გაერთიანებული ემირატები რეგიონში შეერთებული შტატების წამყვანი მოკავშირეები არიან.

თურქეთის დასავლური კოალიციისგან დაშორებას მის მიერ რუსეთთან დამოუკიდებლად გაფორმებული სამხედრო კონტრაქტიც აჩვენებს. 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის მიხედვით, თურქეთი რუსულ თავდაცვით სარაკეტო სისტემის S-400-ს უახლოეს მომავალში შეიძენს.

 

დასკვნის მაგიერ

ახლო აღმოსავლეთის შუაგულში დაუსრულებელი სამხედრო კონფლიქტების შედეგად წარმოქნილმა უსაფრთხოების ვაკუუმმა ირანს, რუსული ჩარევის დახმარებით, საშულება მისცა საკუთარი უსაფრთხოებისთვის მისი გავლენის სფეროები გაეფართოვებინა.  სამხედრო-პოლიტიკურმა პროცესებმა შედეგად მოიტანა ის, რომ ლევანტის ჩრდილოეთ ნაწილი (ლიბანი, სირია, ერაყი) რუსულ-ირანული ღერძის გავლენის ქვეშ მოექცა, რაც შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლური პოლიტიკისთვის ცალსახად უარყოფითი შედეგია. არსებული სურათით, ახლო აღმოსავლეთი ორად, ჩრდილოეთად და სამხრეთადაა გაყოფილი. ჩრდილოეთ ნაწილი რუსულ-ირანული ღერძის ბანაკი, ხოლო სამხრეთი ამერიკულ-სუნიტური ბანაკია, რომელშიც საუდის არაბეთი, იორდანია, გაერთიანებული ემირატები, ბაჰრეინი და  ისრაელი ერთიადებიან.

რეგიონში გავლენების ამგვარ კონფიგურაციის გამოკვეთილი წინააღმდეგი თურქეთიც არ არის. შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას რეგიონში მხოლოდ ტაქტიკური მიზნები აქვს. თურქეთის დასავლურმა ინტეგრაციამ შედეგი ვერ გამოიღო და ქვეყნის პოლიტიკური ელიტა აღმოსავლეთის პოლიტიკის (Ostpolitik) გააქტიურებას იწყებს. ამ მიმართულებით, თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება ისეთი მსხვილი რესურსების და ბაზრის მქონე ქვყენები, როგორიცაა რუსეთი და ირანი. ირანი სამომავლოდ ჩინეთის მიერ ინიცირებულ ‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მონაკვეთია, რომლიდანაც ტვირთებმა ევროპისკენ თურქეთზე უნდა გაიაროს.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

15 August 2017

თურქული გამბიტი

15 August 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

15 August 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

15 August 2017

ობამა

15 August 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

15 August 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

15 August 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

15 August 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

15 August 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

15 August 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

15 August 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

15 August 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

15 August 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

15 August 2017

'პატივი კატალონიას?!'

15 August 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

15 August 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

15 August 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

15 August 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

15 August 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

15 August 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

15 August 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

15 August 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

15 August 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

15 August 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

15 August 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

15 August 2017

ბრექსიტის ლოგიკა

15 August 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

15 August 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

15 August 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

15 August 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

15 August 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

15 August 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

15 August 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

15 August 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

15 August 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

15 August 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

15 August 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

15 August 2017

უნგრული სუვერენულობა

15 August 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

15 August 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

15 August 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

15 August 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

15 August 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

15 August 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

15 August 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

15 August 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

15 August 2017

დასავლური გახლეჩა

15 August 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

15 August 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

15 August 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

15 August 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

15 August 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

15 August 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

15 August 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

15 August 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

15 August 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

15 August 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

15 August 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

15 August 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

15 August 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

15 August 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

15 August 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

15 August 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

15 August 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

15 August 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

15 August 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

15 August 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

15 August 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

15 August 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

15 August 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

15 August 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

15 August 2017

რეფერენდუმი თურქეთში

15 August 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

15 August 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

15 August 2017