16 August 2017
  • 1061 ნახვა

ბრექსიტის ლოგიკა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება გავლენა მოახდინოს ბრექსიტის ლოგიკაზე. პროცესი ისე ვითარდება, რომ საბოლოო ჯამში დიდი ბრიტანეთი ან ევროკავშირში დარჩება ან ორგანიზაციიდან ისეთი გარდამავალი პირობებით გავა, რომელიც სრულფასოვანი წევრობისგან მცირედით განსხვავებული იქნება.

სამი თვის წინ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელსაც პარლამენტში კონსერვატიული პარტიის უმრავლესობა უნდა გაემყარებინა. მეი ამტკიცებდა, რომ ფართო უმრავლესობა მას ევროკავშირთან ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმარებოდა. თუმცა რეალურად არჩევნების შემდეგ მეის პოზიციები შესუსტდა: კონსერვატორებმა დაკარგეს რამდენიმე ადგილი, ხოლო მეის ხელისუფლება ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული უნიონისტური პარტიის ათი დეპუტატის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ვესტმინსტერის მიღებებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ევროკავშირიდან გასვლის ნორმალური შეთანხმების მიღწევა უკვე შეუძლებელი იქნება. სტატიაში განვიხილავ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ოთხ სავარაუდო შედეგს.  

 

შეთანხმება

პირველი ვარიანტი არის შეთანხმება იმ პრინციპებზე, რომელიც მეიმ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა. ბრიტანეთი დატოვებს ერთიან ევროპულ ბაზარს და საბაჟო კავშირს, მიიღებს უფლებას თავად გადაწყვიტოს ევროკავშირის რომელი მოქალაქე დარჩება ბრიტანეთში საცხოვრებლად, ევროსასამართლო დაკარგავს შესაძლებლობას ჩაერიოს ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, თუმცა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმდება „თამამი და ამბიციური შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ სტრატეგიას „have cake and eat it“ უწოდა. მისი აზრით, ბრიტანეთი ამ შემთხვევაში მოახერხებს ევროკავშირის წევრობის ყველა უპირატესობის შენარჩუნებას და ამავდროულად მოიშორებს მის ყველა ნაკლოვანებას. თუმცა ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე უკვე ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელია. და არ არსებობს საფუძველი მას არ დავუჯეროთ: მსგავსი შეთანხმება აუცილებლად უბიძგებს ანტიევროპული განწობებისკენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც.

შეთანხმება რომ მისაღები გახდეს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის, ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას მეის დაანონსებული პუნქტების ნაწილზე და გადაიხადოს მსხვილი ჯარიმა კავშირის დატოვების გამო (ათეულობით მილიარდი ევრო). ბრიტანეთის პარლამენტი სავარაუდოდ ასეთ გარიგებას უარყოფს: ამ ვითარებაში მის ჩასაგდებად რამდენიმე კონსერვატორის ხმაა საკმარისი. კომპრომისული ვარიანტები წინააღმდეგობას გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს. ევროსკეპტიკოს დეპუტატებს არ მოეწონებათ, რომ კომპრომისული შეთანხმება ტოვებს ბევრ დაშვებას, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან არის დაკავშირებული. ევროენთუზიასტ დეპუტატებს კი პირიქით - რომ იკარგება ძალზე ბევრი უპირატესობა.

მეის გათვლების თანახმად ივლისის არჩევნებზე კონსერვატორებს რომ დიდი უპირატესობა მოეპოვებინათ, ხელისუფლება პარლამენტის ამ წინააღმდეგობის გადალახვას მარტივად შეძლებდა. თუმცა კონსერვატორებმა ეს ვერ მოახერხეს. შესაბამისად, მეისთვის წარმოუდგენელია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ერთდროულად დააკმაყოფილებს მას, ევროკავშირის 27 ქვეყანას და პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობას.

 

შეთანხმების გარეშე გამოსვლა

მეორე სავარაუდო შედეგი მოლაპარაკებების ჩაშლაა. ეს ნიშნავს, რომ 2019 წელს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გამოვა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მეი აცხადებდა, რომ „გარიგების არარსებობა ჯობს ცუდ გარიგებას“ (no deal is better than a bad deal). თუმცა ბოლო დღეებში ამ ვარიანტის უარყოფითი შედეგები გამოიკვეთა. ბრიტანეთი გაირიცხება უმნიშვნელოვანესი საერთოევროპული ინსტიტუტებიდან, რომლის უპირობო პოზიტიურობაშიც ეჭვი არავის ეპარება. მათ შორის არის ევროატომი, რომლის წყალობითაც ბრიტანეთი სიმსივნით დაავადებულების სამკურნალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რადიოაქტიურ ელემენტებს იღებს. ბრიტანეთი ასევე დატოვებს ღია ცის ევროპულ შეთანხმებას, რომლის გარეშეც ფრენები ბრიტანეთიდან ევროპაში შეუძლებელია.

თეორიულად შეიძლება ვისაუბროთ დიდი ბრიტანეთის მიერ ამ კონკრეტულ ინსტიტუტებში მონაწილეობის გაგრძელებაზე. თუმცა ორივე საკითხი ხვდება ევროსასამართლოს კომპეტენციის ქვეშ, რომელმაც მეის განცხადების თანახმად ბრიტანეთის ცხოვრებაში არავითარი როლი არ უნდა ითამაშოს. ამასთან არსებობს სხვა ანალოგიური შეთანხმებები, რომელთა შეწყვეტაც ბრიტანელებს ცხოვრებას გაურთულებს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მასშტაბურ უსიამოვნებებზე, რომელიც ბრიტანეთის ეკონომიკას ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვების შემთხვევაში ემუქრება.  

შესაბამისად, კომპრომისი ნაკლებსავარაუდოა, ხოლო გამოსვლა შეთანხმების გარეშე - კატასტროფა, რომელიც ბრიტანეთმა ნებისმიერი გზით თავიდან უნდა აიცილოს. რა არის ამ შემთხვევაში მოსალოდნელი?

 

გარდამავალი პერიოდი

არსებობს მესამე სცენარი, რომლის შემთხვევაშიც ბრიტანეთი ევროკავშირიდან ამ და სხვა რთული საკითხების გადაწყვეტის გარეშე გამოდის, თუმცა არსებულ შეთანხმებებს გარდამავალი პერიოდით, ვთქვათ სამი წლით ინარჩუნებს. სხვა სიტყვებით, ბრიტანეთი დაემორჩილება საერთო ბაზრის, ევროატომის, ღია ცის შესახებ შეთანხმების და ა.შ. წესებს, სანამ ამ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას არ მიაღწევს. შესაბამისად, ბრიტანელებს ასევე მოუწევთ შეინარჩუნონ გადაადგილების თავისუფლება ბრიტანეთს და ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს შორის და კვლავ იხადონ გადასახადი საერთოევროპულ ბიუჯეტში.

ამ ვარიანტის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიდეს ზოგიერთი კონსერვატორი, ხოლო ლეიბორისტები მას მხარს დაუჭერენ ან ხმის მიცემისგან თავს შეიკავებენ. 2017 წლის ლეიბორისტების წინასაარჩევნო მანიფესტში ეწერა, რომ პარტია „აღიარებს რეფერენდუმის შედეგებს“, თუმცა მოითხოვს ევროკავშირის წევრობის ყველა უპირატესობის შენარჩუნებას.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ გარდამავალი პერიოდი მხოლოდ გადაავადებს კატასტროფას და არ აღკვეთს მას. თუმცა არაფერი უშლის ხელს გარდამავალი პერიოდის დაუსრულებლად გაგრძელებას. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, დათანხმდებიან თუ არა ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები მსგავს შეთანხმებას. თუ კი, მაშინ ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია.

 

ევროკავშირში დარჩენა

თუ ევროკავშირი არ დათანხმდება აღნიშნულ ვარიანტს ან წამოაყენებს პირობებს, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტისთვის არახელსაყრელი იქნება, ჩნდება მეოთხე ვარიანტი, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი უბრალოდ დარჩება ევროკავშირში. ამ შესაძლებლობაზე ბევრი პარლამენტარი საუბრობს როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ. მათ შორის არის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერი სერ ვინს კეიბლი. ანალოგიური განცხადება გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმაც.  

მსგავსი სცენარი, თავისთავად, დააკმაყოფილებს ევროკავშირის წევრების უმრავლესობას. ბრიტანეთის ხელისუფლება კი ეცდება ამ ვარიანტს პარლამენტარებთან ლობირებას, რომელთა უმრავლესობაც სავარაუდოდ მას მხარს დაუჭერს. უკმაყოფილო დეპუტატები იქნებიან კონსერვატორებშიც და ლეიბორისტულ პარტიაშიც, თუმცა მათი ხმების კომპენსირება შეიძლება ლიბერალ დემოკრატების და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მხარდაჭერით.

თუ კომპრომისი, ან გარდამავალი შეთანხმება მიუღწეველი გახდება, ბრიტანეთს მკაცრი არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობა ევროკავშირთან, რაც უდიდეს სირთულეებს შექმნის მისი ეკონომიკისა და ბრიტანელების ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ან დარჩეს ევროკავშირში.

ამ პირობებში 2018 წელს დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი აზრი შეიძლება შეიცვალოს და მხარი დაუჭიროს არა ბრექსიტს, არამედ ევროკავშირის წევრად დარჩენას. სწორედ ეს პერსპექტივა აიძულებს პრაქტიკულად ყველა ბრიტანულ პარტიას ეჭვი შეიტანოს იმ ფაქტში, რომ მათი ქვეყანა მართლაც დატოვებს ევროკავშირს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

16 August 2017

თურქული გამბიტი

16 August 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

16 August 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

16 August 2017

ობამა

16 August 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

16 August 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

16 August 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

16 August 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

16 August 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

16 August 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

16 August 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

16 August 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

16 August 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

16 August 2017

'პატივი კატალონიას?!'

16 August 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

16 August 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

16 August 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

16 August 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

16 August 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

16 August 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

16 August 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

16 August 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

16 August 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

16 August 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

16 August 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

16 August 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

16 August 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

16 August 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

16 August 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

16 August 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

16 August 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

16 August 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

16 August 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

16 August 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

16 August 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

16 August 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

16 August 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

16 August 2017

უნგრული სუვერენულობა

16 August 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

16 August 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

16 August 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

16 August 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

16 August 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

16 August 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

16 August 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

16 August 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

16 August 2017

დასავლური გახლეჩა

16 August 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

16 August 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

16 August 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

16 August 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

16 August 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

16 August 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

16 August 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

16 August 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

16 August 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

16 August 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

16 August 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

16 August 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

16 August 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

16 August 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

16 August 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

16 August 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

16 August 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

16 August 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

16 August 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

16 August 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

16 August 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

16 August 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

16 August 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

16 August 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

16 August 2017

რეფერენდუმი თურქეთში

16 August 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

16 August 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

16 August 2017