25 August 2017
  • 1123 ნახვა

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


გასულ კვირას სირიის დედაქალაქ დამასკოში 59-ე საერთაშორისო ბაზრობა გაიმართა, სადაც აფხაზეთის დელეგაციაც იღებდა მონაწილეობას. დელეგაციაში დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა შედიოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ბაზრობის გახსნის დღეს ჯერ ქვეყნის პრემიერ იმად ხამის და მის სირიელ კოლეგა ვალიდ ალ-მუალემს, ხოლო შემდგომ სირიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ნაჯდათ ანზურს შეხვდა და სირიასა და აფხაზეთს შორის საერთო ინტერესებზე დაყრდნობით თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრა. კოვეს თქმით, მათ საერთო მოწინააღმდეგე აშშ-ის სახით ჰყავთ, რომელიც როგორც სირიის, ისევე აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. ამას გარდა, კოვემ სირიას ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ადგურ არძინბა მის სირიელ კოლეგა მუჰამედ სამერ ხალილს შეხვდა, სადაც მათ მხარეებს შორის თანამშრომლობის ფორმები განიხილეს. არძინბას განცხადებით, აფხაზურმა მხარემ სირიასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მზაობაც კი გამოხატა. მინისტრი თვლის, რომ სირიაში გარკვეულ პროდუქტებზე შექმნილი დეფიციტის შესამცირებლად აფხაზეთს ქვეყნისთვის საკუთარი  საქონლის მიწოდება შეუძლია. მან რუსული პროდუქციისთვის აფხაზეთის სატრანზიტო მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოხუმის პორტიდან ლატაკიის პორტამდე გემებს მხოლოდ ხუთი დღე სჭირდებათ.

დამასკოს საერთაშორისო ბაზრობა 1954 წლიდან იმართება, რომელიც 2011 წლიდან ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო აღარ ჩატარებულა. წლევანდელ ბაზრობაში 45 ქვეყანა, მათ შორის დასავლეთ ევროპულ (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) და 1562 კომპანია მონაწილეობს. ბაზრობა 17 აგვისტოს დაიწყო და ათ დღეს გაგრძელდება.

 

აფხაზ-სირიული ურთიერთობა

სირიულ წამომადგენლობასა და აფხაზურ მხარეს შორის პირველი არაფორმალური კონტაქტი 2015 წლის დეკემბერს დამყარდა, როდესაც მოსკოვში სირიის ელჩ რიად ჰადადს დე-ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა შეხვდა. შეხვედრის შემდგომ ჩირიკბამ იმედი გამოთქვა, რომ სირიის სუვერენული სახელმწიფო მომავალში აფხაზეთთან ითანამშრომლებდა და მის დამოუკიდებლობას აღიარებდა.

2016 წლის ნოემბერში სოხუმში სირიელი ხალხისთვის სოლიდარობის გამომხატველი დემონსტრაცია გაიმართა, სადაც შეკრებილ აფხაზებს სირიის დროშა, არაბული და რუსული წარწერებით ტრანსფარანტები ეჭირათ ხელში. დემონსტრაციის მონაწილეებს სიტყვით დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც მიმართა. მან სირიას მოძმე ერი უწოდა და მშვიდობასა და ტერორიზმთან ბრძოლაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. შემდგომ უკვე სირიის არაბული ახალი ამბების სააგენტოსთან ინტერვიუში ხაჯიმბამ სირიასა და აფხაზეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

2016 წლის დეკემბერში, სოხუმში აფხაზეთისა და სირიის ნაკრებებს შორის პირველი შეჯიბრი გაიმართა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში კი, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რეპატრიაციის კომიტეტის ინიციატივით,  სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. დახმარება 12 ტონა მინერალური წყალი ‘კოდორისგან’ შედგებოდა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებაში აფხაზეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაუწია დახმარება.

აფხაზეთსა და სირიას შორის მნიშვნელოვანი საკითხია რეპატრიაცია. სირიაში დაწყებული ომიდან პირველ ხუთ წელიწადში აფხაზეთში 500-ზე მეტი აფხაზი წარმოშობის სირიელი დაბრუნდა. ისინი მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მუჰაჯირობის დროს რუსეთის იმპერიიდან ოტომანთა იმპერიაში გადასახლდნენ. აფხაზური მხარის მონაცემებით, სირიაში 5000-ზე მეტი აფხაზური წარმოშობის სირიელი ცხოვრობს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკა აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს ამ ადამიანების უკან დასაბრუნებლად, რათა საკუთარ მოსახლეობაში ეთნიკურად აფხაზების წილი გაზარდოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობამ ‘რეპატრიაციის ფონდი’ შექმნა, სადაც 2012-14 წლებში 1.5 მილიონი დოლარი გადაირიცხა. თანხები მოხმარდა აფხაზეთში დაბრუნებულ სირიელთა ფინანსურ, საბინაო და საგანმანათლებლო დახმარებას. აფხაზეთი მათ უფასო აფხაზური და რუსული ენის გაკვეთილებს სთავაზობს და მომავალში დასაქმებასაც პირდება.

 

აღიარების შანსები

სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და საქართველოს შორის ერთადერთი კონტაქტი 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დამასკოს ეწვია და მის კოლეგას შეხვდა. მათ შორის სასაუბრო თემები საქართველოს არააღიარების პოლიტიკა და ქვეყნებს შორის ტურისტული პოტენციალის განვითარება იყო.

2016 წლის მიწურულს ალეპოს ინტენსიური დაბომბვის შემდგომ საქართველო სირიას საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ბავშვებისთვის 100 000 დოლარით დაეხმარა. ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ოფისს, სირიის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ფარგლებში გადაერიცხა.

საქართველოსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას ქვეყანას შორის ურთიერთობის ათვლის წერტილი 1994 წლიდან იწყება, მაგრამ ქვეყნებს შორის პირდაპირი წარმომადგენლობა დღემდე არ არსებობს. საქართველო სირიის ტერიტორიას ეგვიპტეში, კაიროში არსებული საელჩოთი ფარავს, ხოლო სირია საქართველოს სომხეთში, ერევანში მოქმედი წარმომადგენლობით.

ეჭვი, რომ სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს საფუძვლიანია. ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების არსებობა და დღემდე მისი ძალაუფლებაში ყოფნა 2015 წლის შემოდგომაზე სირიის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩარევამ განაპირობა. უკვე მეორე წელია, რაც რუსული მხარის აქტიური სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციების დახმარებით სირიის სამთავრობო ძალები ქვეყანაში ამბოხებულ ისლამისტურ დაჯგუფებებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს: ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ნუსრას ფრონტს ეფექტურად და შედეგიანად ებრძვიან. ექვსწლიანი სამოქალაქო ომის დასასრული იქითკენ მიდის, რომ ბაშარ ალ-ასადი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რისი მთავარი არქიტექტორებიც რუსეთი და ირანი იქნებიან. ამას გარდა, რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი და პოლიტიკური ტრანზიციისთვის ასტანას მოლაპარაკებების ინიციატორია.

ასადის, შესაძლოა პირდაპირი გაგებით, გადარჩენამ სირიის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაახლოვა რუსეთის ინტერესებს. ასადის რეჟიმის მკვეთრი ანტიამერიკანიზმის ფონზე მისი მხრიდან სულ უფრო და უფრო ძლიერდება პრორუსული პოლიტიკის მხარდაჭერის ტენდენციაც. საქართველო ახლო აღმოსავლეთის მეზობელ კავკასიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეა, მასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და მთელ რიგ შემთხვევებში საქართველოს უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორია. ლოგიკურად, საქართველო სირიის კონფლიქტში დასავლური კოალიციის მხარდამჭერია. მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო და ფიგურანტი ძალისთვის ადეკვატური და პროპორციული პასუხის გაცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამ შემთხვევაში ეს ძალა ასადის ხელისუფლება იყო.

ამგვარად ჩამოყალიბებულმა რეალობამ აფხაზურ მხარეს აქტიურობისკენ უბიძგა და მათ დე-ფაქტო რესპუბლიკის აღიარების საკითხი სირიის არაბული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ნელ-ნელა წინ წამოწიეს. ჯერ-ჯერობით სირიელი ლიდერები აფხაზეთთან არაფორმალურ კონტაქტებს თანხმდებიან, მაგრამ ფორმალურ დონზე მათი ურთიერთობა გადავა თუ არა, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

სირიის სახელმწიფოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ისლამისტური დაჯგუფებების გარდა, არსებობს სეპარატისტული ძალა სირიელი ქურთების სახით. ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ტერიტორიის თითქმის 1/5-ს სირიელი ქურთები და მათი სახალხო დაცვის შენაერთები (YPG) აკონტროლებენ. ქვეყანაში ქურთების ტრადიციული მოკავშირე აშშ-ია, რომელთან ერთად ისინი აქტიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებენ. ამჟამად, ისინი გაერთიანებული ძალებით ისლამური სახელმწიფოს მეორე დედაქალაქად გამოცხადებულ რაქას აღებას ცდილობენ.

მეორე პრობლემა, რაც სირიის ტერიტორიულ მთლიანობას უკვე ათწლეულებია უდგას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობებია. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად ისრაელმა ამ ტერიტორიის 2/3-ის ოკუპაცია მოახდინა. დარჩენილი 1/3 სირიის ადმინისტრაციის ქვეშ რჩება. ტერიტორიების გამყოფ ბუფერულ ზოლზე გაეროს UNDOF მისია დგას. 1967 წლიდან 1981 წლამდე გოლანის მაღლობები ისრაელის სამხედრო ადმინისტრაციის ქვეშ იყო, მაგრამ 1981 წლის დეკემბერში ისრაელის ქნესეთმა ‘გოლანის მაღლობების კანონი’ მიიღო, რომელმაც ეს მიწები ისრაელის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. საერთაშორისო საზოგადოება ამ ტერიტორიას ისრაელის მიერ ოკუპირებულად თვლის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 467-მა ისრაელის ანექსია არალეგალურად ცნო.

სირიის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შესაძლო აღიარება თავად სირიისთვის მთელ რიგ საფრთხეებს აჩენს. პირველ რიგში, ქურთულ სეპარატისტულ ძალებს გაუჩნდებათ ძლიერი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მათი მიზნების დაკმაყოფილება - სირიის ქურთისტანის მინიმუმ ფედერაციულ ერთეულად აღიარება მოთხოვონ. მეორე საკითხად, სირიის არაბული რესპუბლიკის ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე წაერთმევა სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც იგი გოლანის მაღლობების საკუთარ ტერიტორიად მტკიცებას გააგრძელებს. მიუხედავად სირიის ხელისუფლების რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებისა, მას ფორმალურად, საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე აფხაზეთის აღიარება შიდა სახელმწიფოებრივი ერთიანობის შენარჩუნების გამო გაუჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, არაფორმალურ დონეზე მხარეებს შორის ურთიერთობა შენარჩუნდება და გაღრმავდება.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

25 August 2017

თურქული გამბიტი

25 August 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

25 August 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

25 August 2017

ობამა

25 August 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

25 August 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

25 August 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

25 August 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

25 August 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

25 August 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

25 August 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

25 August 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

25 August 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

25 August 2017

'პატივი კატალონიას?!'

25 August 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

25 August 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

25 August 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

25 August 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

25 August 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

25 August 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

25 August 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

25 August 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

25 August 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

25 August 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

25 August 2017

ბრექსიტის ლოგიკა

25 August 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

25 August 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

25 August 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

25 August 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

25 August 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

25 August 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

25 August 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

25 August 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

25 August 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

25 August 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

25 August 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

25 August 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

25 August 2017

უნგრული სუვერენულობა

25 August 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

25 August 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

25 August 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

25 August 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

25 August 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

25 August 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

25 August 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

25 August 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

25 August 2017

დასავლური გახლეჩა

25 August 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

25 August 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

25 August 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

25 August 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

25 August 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

25 August 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

25 August 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

25 August 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

25 August 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

25 August 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

25 August 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

25 August 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

25 August 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

25 August 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

25 August 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

25 August 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

25 August 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

25 August 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

25 August 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

25 August 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

25 August 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

25 August 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

25 August 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

25 August 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

25 August 2017

რეფერენდუმი თურქეთში

25 August 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

25 August 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

25 August 2017