15 September 2017
  • 813 ნახვა

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

ფოტო გარეკანზე: Independent.co.uk


ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტებმა და ომებმა  რეგიონიდან ლტოლვილთა მასიური ნაკადის წარმოქმნა გამოიწვია, რომელიც ძირითადად ევროპის კონტინენტისკენ იქნა მიმართული. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობით ნომერ პირველი მიმღები ქვეყანა თურქეთია. დღევანდელი მონაცემებით, თურქეთში 3.4 მილიონი რეგისტრირებული ლტოლვილია, რომელთა უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან და სომალიდანაა. ამ რიცხვიდან სამი მილიონი სირიელია, რომელთაგან მხოლოდ 250 000 მათგანი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ 23 ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობს. ბანაკებს თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (AFAD) ხელმძღვანელობს. რეგისტრირებულ ლტოლვილებს საჯარო სერვისებზე, მათ შორის განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელი მიუწვდებათ, მაგრამ ხშირად ეს სერვისები სხვადასხვა მიზეზებით შეზღუდულია, როგორიცაა სარეგისტრაციო ხარვეზები, ენობრივი ბარიერი და ა.შ.

თურქეთში ლტოლვილთა ამ რაოდენობით კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განაპირობა 2016 წლის მარტში ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის დადებულმა გარიგებამ, რომლის მიხედვითაც, თურქეთი მისი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით უკანონო ლტოლვილთა შედინებას შეაჩერებდა და საბერძნეთის კუნძულებზე შესულ მაღალი რაოდენობით ლტოლვილებს უკან გადასახლებას მოახდენდა. სანაცვლოდ, თურქეთი ორი წლის განმავლობაში 3 მილიარდი ევროს დახმარებას, ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლას და გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაყინულ პროცესის განახლებას მიიღებდა. გარიგება მხარეებს შორის ფორმალურად არ დარღვეულა, მაგრამ გარიგებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულება ჯერ სრულად არ ხდება.

 

ევროპის კავშირის ლტოლვილთა კეთილმოწყობის პროგრამა თურქეთში

2015 წელს, ევროპის კონტინენტზე მოსაზღვრე რეგიონებიდან შესულმა მიგრანტებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 1.3 მილიონ ადამიანს გაუთანაბრდა. ამ რაოდენობამ ევროპაში მიგრანტთა კრიზისი წარმოქმნა - ლტოლვილთა უმეტესობა რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ან საზღვართან (საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი) კონცენტრირდა. ოფიციალურმა ბრიუსელმა კრიზისის მოგვარების გეგმაზე დაიწყო მუშაობა. 2015 წელს ევროკომისია ინიციატივით გამოვიდა ევროპაში შემოსული მიგრანტები კვოტირების სისტემით გაერთიანების წევრ ქვეყნებზე გადაენაწილებინა. შეიქმნა სპეციალური ცხრილი თუ რომელ ქვეყანას რა ოდენობით მიგრანტი უნდა მიეღო. ბრიუსელის გეგმას ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხირდან ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა მიგრანტთა მათ ქვეყანაში გადანაწილებაზე უარი განაცხადეს. უნგრეთში აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ რეფერენდუმზეც კი გაიტანა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ინიციატივას უარი გამოუცხადა. მიგრანტთა დიდი წილი გერმანიამ, შვედეთმა, საფრანგეთმა, იტალია და საბერძნეთმა მიიღო.

მიგრანტთა მზარდ ნაკადთან გასამკლავებლად 2015 წლის ბოლოს ევროპის კავშირმა თურქეთს მისი შეკავების სანაცვლოდ ფინანსური და პოლიტიკური დახმარება შესთავაზა. გარიგება ოფიციალურად 2016 წლის 18 მარტს შევიდა ძალაში -  ევროპის კავშირმა ლტოლვილთა კეთილმოწყობის პროგრამა თურქეთში აამოქმედა (The EU Facility for Refugees in Turkey).

პროგრამის განსახორციელებლად 2016-17 წლისთვის 3 მილიარდი ევრო გამოიყო, მათგან ერთი მილიარდი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხოლო 2 მილიარდი წევრი ქვეყნების ბიუჯეტებიდან იქნა აკუმულირებული. აღნიშნული თანხა მოიცავდა მიგრანტთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაღებას, განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის მიხედვით, თურქეთში მყოფმა ნახევარმა მილიონმა სირიელმა ბავშვმა დაწყებითი განათლება უნდა მიიღოს; უნდა აშენდეს 70 ახალი სკოლა და ამისთვის გადამზადდეს მასწავლებლები; ამასთანავე, ორ მილიონამდე მიგრანტს პირველადი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს.

მიმდინარე წლის სეტქმებრისთვის, ევროკომისიამ 3 მილიარდიდან 2.9 მილიარდი ევროს გადარიცხვა უკვე განახორციელა; დაფინანსდა 1.6 მილიარდის ღირებულების 48 პროექტი, საიდანაც 838 მილიონი ევრო უკვე გადაიხადეს.

2016 წელს, ევროკომისიამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ‘ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების გეგმა’ (HIP) წარმოადგინა, რომელსაც 2017 წლის გეგმაც მოჰყვა. პირველი მათგანი 505, ხოლო მეორე 714 მილიონი ევროს თურქეთში მყოფ სირიელი ლტოლვილებისთვის გამოყოფას ითვალისწინებდა.

გასული წლის სექტემბრიდან ევროპის კავშირი მის ისტორიაში ყველაზე ფართო ჰუმანიტარული დახმარების - ‘საგანგებო მდგომარეობის სოციალური უსაფრთხოების ქსელის’ (ESSN) განხორციელება დაიწყო, რომლისათვისაც 348 მილიონი ევრო გამოიყო. გამოყოფილი თანხით სირიელ ოჯახებს 30 ევროს ოდენობის ყოველთვიური დახმარება საკვების და სხვა საჭიროებებისათვის მიეცათ. ჰუმანიტარული დახმარების განკარგვას თურქეთში მსოფლიოს საკვები პროგრამისა და თურქული წითელი ჯვრის ორგანიზაციები ახორციელებენ. მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა კიდე ერთი პროგრამა ‘პირობითი თანხის გადარიცხვა განათლებისთვის’ (CTTE), რომლისთვისაც 34 მილიონი ევრო გამოიყო. პროგრამის ფარგლებში დასაწყისისთვის 72 000 ბავშვს შესაძლებლობა მიეცა სკოლაში ისწავლოს, ხოლო საბოლოოდ, პროგრამა 230 000 ბავშვის დაწყებითი განათლებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს პროექტიც თურქული წითელი ჯვრის და UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ESSN-ისა და CCTE-ს გარდა, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით კიდევ 593 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც ძირითადად, მიგრანტთა პირველადი საჭიროებებით უზრუვნელყოფას, უსაფრთხოების გარანტირებას და ზამთრის პირობებთან ეფექტურად გამკლავებას მოიცავს.

ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ევროპის კავშირი მიგრანტთა კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში თურქეთს არაჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის სამინისტროების, დაფინანსებას გულისხმობს. გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება იმ პროვნიციათა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ ლტოლვილთა ნაკადების მიღება. ამ პროგრამისთვის უკვე გამოიყო 600 მილიონის ღირებულების ორი გრანტი.

გარიგების მიხედვით, თურქეთმა მიგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების ვალდებულება აიღო, რაც გულისხმობდა ევროპიდან უკან დაბრუნებული სირიელი ლტოლვილებისთვის დროებითი სტატუსის მინიჭებას და გაემარტივებინა თავშესაფრის მიღების პროცედურა მათთვის ვისაც ამის საჭიროება გააჩნდა (უპირატესობა ენიჭებოდა თურქეთში დარჩენილ სირიელ მიგრანტებს). ამასთანავე, თურქეთს უნდა მოეხერხებინა მიგრანტთა ევროპისკენ მიმავალი ახალი არალეგალური სახმელეთო თუ საზღვაო გზების აღკვეთა.

მიუხედავად მაღალი სკეფსისისა, ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა შესახებ დადებული გარიგების ერთი წლის თავზე შეთანხმებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. მიგრანტთა არალეგალური ნაკადი 97%-ით შემცირდა, ხოლო ზღვაში დაღუპულ ლტოლვილთა რაოდენობამაც მნიშვნელოვნად დაიკლო. თუკი 2015 წლის ოქტომბერში თურქეთიდან ევროპაში ყოველდღიურად 10 000 მიგრანტი შედიოდა 2017 წლის პირველი ნახევრისთვის ეს მაჩვენებელი 43 მიგრანტამდე დავიდა. ეგეოსის ზღვაში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა წლიური 1145 ადამიანიდან 80-მდე შემცირდა. როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ერთ წელიწადში თურქეთმა მილიონამდე მიგრანტის ევროპის კონტინენტზე შედინების პრევენცია მოახდინა.


 

შეთანხმების მიმართ კრიტიკა და მისი პრობლემები

მიგრანტთა შეთანხმებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისიარიატმა (UNHCR) განაცხადა, რომ შეთანხმება თავშესაფრის საერთაშორისო კანონმდებლობას ძირს უთხრის და ამ სფეროში სამართლის მთავარ პრინციპს, რომელიც ლტოლვილის უკან არ გაბრუნებას გულისხმობს, უგულებელყოფს.

შეთანხმების აღსრულება და პრაქტიკაში გამოვლინება გააკრიტიკა Amnesty International-მა და შეთანხმებას ‘ევროპის სირცხვილი’ უწოდა. ორგანიზაციამ ყურადღება ბერძნულ კუნძულებზე და თურქეთის გარკვეულ ადგილებში მყოფ მიგრანტებისთვის შექმნილ პირობებზე გაამახვილა.

Migration Policy Institute-მა ევროკავშირის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და მას მისი პრინციპების ღალატში დასდო ბრალი - მაშინ როცა ბრიუსელი მის მეზობლებს თავშესაფრის კანონდმებლობის მაღალ სტანდარტს სთხოვს თვითონ არ უნდა არღვევდეს მას. ევროპის კავშირი რეალურად საკუთარ კანონს არღვევს, როდესაც უკანონო მიგრანტს დაკავების და გასაჩივრების უფლების გარეშე უკან აბრუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიდან თურქეთში ლტოლვილთა დაბრუნება შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, მთელი წლის განმავლობაში მიგრანტთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა უკან. მსგავსი ტენდენცია ბრიუსელში შეშფოთებას იწვევდა, საპასუხოდ, თურქეთი ევროპის კავშირისგან გარიგებით გათვალისწინებული დაპირებების - უვიზო რეჟიმი და გაწევრიანების მოლაპარაკებების გააქტიურება - შესრულებას მოითხოვდა. ევროგაერთიანების მხრიდან ამ დაპირებების შეუსრულებლობა 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდგომ ქვეყანაში დაწყებულმა მასშტაბურმა რეპრესიებმა და ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებამ გამოიწვია. თურქეთში განვითარებული მოვლენები და მისი ლიდერის რეჯებ ტაიპ ერდოღანის დისკურსი ევროპელმა ლიდერებმა მათ წინასაარჩევნო კამპანიებში გამოიყენეს და თურქეთის დისკრედიტაცია დაიწყეს.

2017 წელს მხარეებს შორის გამძაფრებულმა ურთიერთობამ გარიგების სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რეალურად, შეთანხმება თურქეთის მხრიდან ევროპის კავშირზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა. შეთანხმება დღეს საკმაოდ მყიფეა და მისი მომავალი გაურკვეველია. მისი გაუქმების შემთხვევაში ჰუმანიტარული კატასტროფის ალბათობა მაღალია. მიგრანტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება ეგეოსის ზღვაში მდებარე საბერძნეთის კუნძულებზე, საიდანაც საბერძნეთს მათი კონტინეტზე გადმოყვანა მოუწევს. ბალკანეთის ჩაკეტილი გზის პირობებში კი მიგრანტთა კონცენტრაცია ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდება და შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოქმნის. ბუნებრივია, მსგავსი სცენარი ევროპის კავშირის პოლიტიკურ დისკურსზეც აისახება, რაც ულტრა-მემარჯვენე პოპულისტ ძალებს წევრ ქვეყნებში კიდევ უფრო გააძლიერებს და გაერთიანების სიმყარეს ეჭვის ქვეშ დააყენებს.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

15 September 2017

თურქული გამბიტი

15 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

15 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

15 September 2017

ობამა

15 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

15 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

15 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

15 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

15 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

15 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

15 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

15 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

15 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

15 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

15 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

15 September 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

15 September 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

15 September 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

15 September 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

15 September 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

15 September 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

15 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

15 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

15 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

15 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

15 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

15 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

15 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

15 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

15 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

15 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

15 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

15 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

15 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

15 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

15 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

15 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

15 September 2017

უნგრული სუვერენულობა

15 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

15 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

15 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

15 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

15 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

15 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

15 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

15 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

15 September 2017

დასავლური გახლეჩა

15 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

15 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

15 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

15 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

15 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

15 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

15 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

15 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

15 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

15 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

15 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

15 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

15 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

15 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

15 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

15 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

15 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

15 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

15 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

15 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

15 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

15 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

15 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

15 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

15 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

15 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

15 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

15 September 2017