18 September 2017
  • 2260 ნახვა

დასაქმებული ღატაკების ქვეყანა

  • ფოტო გარეკანზე: https://inmylifedotorg2.files.wordpress.com/2012/10/dscf9785.jpg




დასაქმებული მოქალაქეების 4/5-ის ყოველთვიური შემოსავალი ქვეყნის საშუალო ხელფასზე ნაკლებია

 

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სიღარიბე წარმოადგენს. მას შემდეგ რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენი ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რასაც თან დაერთო ომები და მწვავე ეკონომიკური კრიზისი. 90-იანებიდან მოყოლებული მოსახლეობის მნიშნელოვანი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, ამ მიმართულებით კვლავ რთული მდგომარეობაა. ასე მაგალითად, თუ 2004 წელს საქართველოში სიღარიბის ზრღვარს მიღმა მოსახლეობის 32% იყო 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 21%-მდე შემცირდა.



 

საინტერესოა, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის მაჩვენებელიც მცირდება, თუმცა დასაქმების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების მატებაზე არ ახდენს ჯეროვან ზეგავლენას. შედეგად არის შემთხვევები, როდესაც ვიღებთ სიტუაციას, რომ მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება დასაქმებულად, თუმცა ამავდროულად სიღარიბის ზღვარს მიღმაა და სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ დახმარებას იღებს. ასეთი მდგომარეობის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად დასაქმების სტატისტიკა შეიძლება მივიჩნიოთ. ასე მაგალითად, „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით - „დასაქმებული ეს არის (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ“, - აღნიშნულია „საქასტატის“ ვებ-გვერდზე დასაქმების დათვლის მეთოდოლოგიაში.



 

უფრო კონკრეტულად კი, დასაქმებულად ითვლება არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. ანუ, თვითდასაქმებულებიც უმუშევრობას ამცირებენ.

 

თვითდასაქმებულად კი ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი. „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილის სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შესაძლოა ისინი ეძებდნენ დამატებით სხვა სამსახურს, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს ის დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს“ - აღნიშნულია „საქასტატის“ ვებ-გვერდზე დასაქმების დათვლის მეთოდოლოგიაში.

 

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდან მიღებულ პროდუქციას იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე გასაყიდად. ანუ, გასაგებ ენაზე, რომ ავხსნათ ადამიანი რომელიც სოფლად ცხოვრობს ითვლება დასაქმებულად, რადგან როგორც წესი სოფელში მიწის მცირე ნაკვეთი მაინც (დარეგესტრირებული თუ უბრალოდ სარგებლობაში) ყველას გააჩნია, შესაბამისად ეს მოქალაქეები თვითდასაქმებულებად ითვლებიან. ამას ოფიციალური სტატისტიკას მოწმობს, როდესაც ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში უმუშევრობა ბევრად მაღალია ვიდრე ნებიმიერ რეგიონში. ასე მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით თბილისში უმუშევრობის დონე 22%-ია, მაშინ როცა კახეთში 5,4%, ხოლო სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში ერთად 4,1%. აქვე ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 5%-იანი უმუშევრობა ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება, რადგან სრული დასაქმების მიღწევა ბუნებაში პრაქტიკულად შეუძლებელია.



 

დასაქმების ოფიციალური სტატისტიკას რომ ნაკლოვანებები გააჩნია ამას სიღარიბის მაჩვენებელიც ნათლად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უმუშევრობა ყველაზე მაღალია რეგიონებში და ზოგადად ქალაქში დასაქმებულთა პროცენტული მაჩვნებელი უარესია ვიდრე სოფლად, სიღარიბის მაჩვენებელი აბსოლუტურად საპირისპიროა. ანუ, სოფლად სიღაღიბე უფრო მაღალია ვიდრე ქალაქად. თუ 2004 წელს საქართველოში სიღარიბის ზრღვარს მიღმა მოსახლეობის 32% იყო (ქალაქი - 32%; სოფელი - 33%) 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 21%-მდე შემცირდა, თუმცა უმეტესწილად ქალაქად მდგომარეობის გამოწორების შედეგად. ასე მაგალითად, გასულ წლის მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი ქალაქად - 16,9%-ს შეადგენდა, ხოლო სოფლად 25%-ს.

 

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (%)*

წელი

ქალაქი

სოფელი

საქართველო

2004

32.0

33.1

32.6

2005

34.8

31.6

33.2

2006

37.2

32.4

34.7

2007

35.4

39.4

37.4

2008

29.9

36.9

33.4

2009

31.2

35.8

33.5

2010

31.3

40.9

36.1

2011

29.3

35.6

32.5

2012

24.4

33.0

28.9

2013

19.9

31.1

25.6

2014

17.3

27.2

22.4

2015**

16.7

24.7

20.8

2016

16.9

25.5

21.3

* წინასწარი მონაცემები

 

 

** სიღარიბის ზღვრის გაანგარიშების საბაზისო წელი

წყარო: საქსტატი

 

 

ბოლო 12 წელიწადში მცირე გაუმჯობესება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების კუთხითაც შეინიშნება. თუმცა სიღარიბის აბსულუტურ მაჩვენებელთა შედარებით ამ კუთხით გაუმჯობესება ბევრად ნაკლებია. ასე მაგალითად, მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2004 წლიდან 2016 წლამდე 24,6%-იდან 20,6%-მდე შემცირდა. ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოქალაქეების წილი იმავე პერიოდში 10,9%-იდან 7,1%-მდე შემცირდა.

 

ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები (%)

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი

24.6

24.1

23.3

21.3

22.1

21.0

22.7

23.0

22.4

21.4

21.4

20.1

20.6

მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი

10.9

10.1

9.4

9.2

9.5

8.8

10.0

10.4

9.3

8.4

8.0

7.1

7.1

 

 

რა თქმა უნდა სიღარიბე უმეტესწილად გამოწვეულია უმუშევრობით, თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს თვითდასაქმებულთა დაბალი შემოსავლები, რადგან როგორც მონაცემებიდან ჩანს რეგიონებში არსებული დაბალი უმუშევრობის მიუხედავად სოციალური ფონი კვლავ მძიმეა. ბოლო წლებში, სიღარიბის მაჩვენებლის გამოსწორება უმეტესწილად თბილისის ხარჯზე მოხდა, სადაც მიუხედავად 22%-იანი უმუშევრობისა სოციალური დახმარების მთხოვნელთა რიცხვი დაბალია, სხვა რეგიონებთან შედარებით.

 

დღესდღეობით, ქვეყანაში ღარიბთა დაახლოებით 2/3 სოფლად ცხოვრობს. ქალაქ თბილისსა და სამცხე- ჯავახეთზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველაზე ნაკლები წილი მოდის, ხოლო შიდა ქართლზე – ყველაზე დიდი. ქალაქ თბილისში საარსებო შემწეობას პროცენტულად ყველაზე ნაკლები ოჯახი იღებს, სამცხე-ჯავახეთის შემდეგ, რომელთაც აჭარა და ქვემო ქართლი მოყვება. რეგისტრირებულ ღარიბთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად, მთიან და ეკონომიკურად სუსტ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე, ასევე შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთზე.

 

მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 

 

რეგისტრირებულთა რაოდენობა

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი  მთელ მოსახლეობასთან*

რეგიონი/რაიონი

ოჯახი

მოსახლეობა

ოჯახი

მოსახლეობა

ოჯახი

მოსახლეობა

. თბილისი

57,421

169,109

30,297

98,568

11.2

8.8

გურია

15,711

47,828

4,599

17,699

14

16

რაჭა-ლეჩხუმი და

 ქვემო სვანეთი

9,377

21,092

5,268

12,875

30.1

40.5

კახეთი

37,346

107,150

15,311

54,072

16

17

იმერეთი

58,597

165,478

19,480

68,657

11.0

12.8

მცხეთა-მთიანეთი

11,867

31,060

5,356

16,301

15

17

სამეგრელო-ზემო სვანეთი

34,840

104,866

13,523

49,124

12.4

14.8

სამცხე-ჯავახეთი

13,107

40,665

3,385

11,917

6.9

7.4

ქვემო ქართლი

26,197

80,008

12,376

43,310

10.5

10.2

შიდა ქართლი

31,443

96,002

13,623

49,348

18.9

18.6

აჭარა

27,976

113,187

8,906

39,472

9.8

11.7

ზემო აფხაზეთი

10

16

-

-

-

-

სულ

323,892

976,461

132,124

461,343

12.4

12.4

* აღნიშნული მონაცემი ეფუძნება 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგსა და 2014 წლის ბოლო 2 თვის საერთო მატების (ბუნებრივ მატებას + მიგრაციული სალდო) ჯამს.

 

მაგრამ თუ უფრო დეტალურად ჩავხედავთ, თითქმის ყველა რეგიონში როგორც სოციალური დახმარების მსურველთა ისე მიმღებთა რაოდენობა, ბევრად მაღალია სოფლად ვიდრე ქალაქად. მიუხედავად იმისა, რომ სოფლად მცხოვრებლები უმეტეს შემთხვევაში თვითდასაქმებულებად ითვლებიან, სოციალურ დახმარებას კვლავ ითხოვენ. ანუ, მათი შემოსავლები არ არის საკმარისი.

 

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, 2017 წლის აგვისტოს მონაცემები

 

საყურადღებოა, რომ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მოსახლეობის 40% სოციალურ დახმარებას იღებს, მაშინ როცა ოფიაციალური სტატისტიკით 2016 წლის მაჩვენებლებით ამ რეგიონში, რომელიც იმერეთთან ერთად ითვლება უმუშევრობა 10,8%-ის დონეზეა. იგივე პარადოქსული სიტუაცია გვაქვს შიდა ქართლის შემთხვევაშიც, სადაც მთელი მოსახლების 36%-ი ითხოვს დახმარებას, რომელთაგან 18,6%-იღებს სოციალურ შემწეობას. დასაქმების სტატისტიკით კი შიდა ქართლში უმუშევრობა 9,2%-ია. ასეთი პარადოქსული სიტუაცია გვხვდება თითქმი ყველა რეგიონში, სადაც ბევრია დასაქმებული ღატაკები.

 

რაც შეეხება ოფიციალურ მაჩვენებლებს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისის მდგომარეობით საქართველოში შემოსავლების განაწილების კუთხით შემდეგი მდგომარეობაა:

 

დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები

ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეეები და თვითდასაქმებულები - 1 154 000 მოქალაქე.

მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან  100 000-მდეა - 102 000 მოქ.

6-18 წლამდე მოზარდები - 503 000 მოქ.

 

0-5 წლამდე ბავშვები; სტუდენტები; პენსიონერები; შშმ პირები; პედაგოგები; სოციალურად დაუცველები - 1 700 000-მდე მოქ.

 

მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია - 32 000 მოქ.

მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს - 300 000 მოქ.

 

საქართველოს მოსახლეობის სრულ ოდენობად აღებულია 3,791 000 პირი.

 

მოკლედ, რომ შევაფასოთ პროცენტულ ჭრილში, საქართველოს მოსახლეობის მხოლო 0,8%-ს აქვს წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი. ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 8,7%-ს გააჩნია ყოველთვიურად 900 ლარზე მეტი შემოსავალი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის I კვარტალი მონაცემებით საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1 024 ლარია. ანუ, მოსახლეობის მხოლოდ 8,7%-ს აქვს საშუალოსთან ხელფასთან მიახლოებული და მასზე მაღალი შემოსავალი ყოველთვიურად. ხოლო თუ დასაქმებულთა რაოდენობას შევადარებთ, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ. 2016 წლის მონაცემებით საქართველოში სულ 1,998 მილიონი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) არის, რომელთაგან დასაქმებულია 1,7633 მლნ. კაცი, ხოლო უმუშევარი 235 ათასი მოქალაქე. გამოდის, რომ საქართველოში დასაქმებულთა მხოლოდ 18,8%-ს აქვს თვეში 900 და უფრო მეტი შემოსავალი. ანუ, დასაქმებული მოქალაქეები 4/5-ის შემოსავალი ქვეყნის საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

 

დასკვნის ნაცვლად

საქართველოში სიღარიბე, რომ მწვავე პრობლემაა ეს არავისთვისაა ახალი. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავრი დაპირებაც სწორედ ინკლუზიური განვითარება, ანუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი საზოგადოების ყველა სოციალურ ფენას რომ მიიღოს. თუმცა, სტატისტიკაში არსებული ხარვეზები ზუსტი სურათს არ გვაძლევს და შესაბამისად არ ხდება საჭირო პოლიტიკის გატარებაც. დღეის მდგომარეობით მოსახლეობის 80% საშუალოზე დაბალ ფენას მიეკუთვნება, მათი შემოსავლების რანჟირებიდან გამომდინარე. ქვეყანის განვითარებისთვის, როგორც ეკონომიკურად ისე დემოკრატიული კუთხით აუცილებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საშუალო ფენას შედგენდეს. ადამიანი, რომლის მთავარი საზრუნავი მიმდინარე ხარჯებისთვის (საკვები, კომუნალურები და ა.შ.) საჭირო შემოსავლი შოვნაა, ვერ იფიქრებს ისეთ თემებზე, თუნდაც როგორიცაა გარემოს დაცვა, ჰაერის დაბინძურება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ასე შემდეგ.

 

რაც შეეხება ინკლუზიურ განვითარებას, სამწუხაროდ ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი, მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი ჯიბეში მიდის. ამასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია - „სად მიდის საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებელი“.



დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ნარკოპოლიტიკის ფინანსები

18 September 2017

საქართველოში შემოსავლების უთანასწორობა იზრდება

18 September 2017

ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების საეჭვო ხარისხი და მაღალი ფასები

18 September 2017

მშრომელთა უუფლებობა

18 September 2017

მიწის რეფორმის აუცილებლობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

18 September 2017

გარემოვაჭრეობის სირთულეები და პრობლემები საქართველოში

18 September 2017