20 October 2017
  • 954 ნახვა

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

18 ოქტომბერს გაიხსნა ჩინეთის კომპარტიის XIX ყრილობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ პარტიისა და სახელმწიფოს ლიდერი სი ძინპინისთვის, არამედ ჩინეთის მთელი სახელისუფლებო სისტემისთვის. 89 მილიონიანი ჩინეთის კომპარტიის ყრილობა, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იკრიბება, პარტიის და რეალურად ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოა. 2270 პარტიული დელეგატი ამტკიცებს ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობას, რომელშიც შედის 200 წევრი და 176 წევრობის კანდიდატი, რომელთაც არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, თუმცა აქვთ შანსი მომავალში გახდნენ სრულფასოვანი წევრები. ცენტრალური კომიტეტი, თავის მხრივ ირჩევს პოლიტბიუროს (25 წევრი) და პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტს (ამჟამად შვიდი წევრი), რომლებიც ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ფაქტიურად, ცენტრალური კომიტეტის და მომავალი პოლიტბიუროს შემადგენლობა პოლიტბიუროს წინა შემადგენლობის მიერ განისაზღვრება ინტერესთა ჯგუფებს შორის ინტენსიური ვაჭრობის შედეგად.    

სის როლი ჩინეთის კოორდინატთა სისტემაში რუსეთის პოლიტიკაში პუტინის როლს უახლოვდება. ეჭვი არავის ეპარება, რომ ყრილობის შემდეგ სი კიდევ უფრო გავლენიანი გახდება. 2012 წლამდე, ანუ ამჟამინდელი ხელმძღვანელის სათავეში მოსვლამდე, ჩინეთის პოლიტიკური სისტემა კოლექტიური მმართველობის მიმართულებით ევოლუციონირდა და უმაღლესი ლიდერების 10 წელიწადში ცვლილების მკაცრი წესები შემოიღო. თუმცა სი ძინპინმა პირველ ხუთწლედში იმდენად მოახდინა პოლიტიკური სისტემის ცვლილება, რომ ამჟამად ჩინეთის სამომავლო განვითარების პროგნოზირება რთულია. ყრილობამდე ითვლებოდა, რომ პოლიტბიუროს შვიდკაციან მუდმივ კომიტეტში, ჩინეთის „დირექტორთა საბჭოში“ 25 კაციანი პოლიტბიუროს ორი ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ხუ ჩუნხუა და სუნ ჩჟენცაი შევიდოდა.  ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, თუ რომელი მათგანი გახდებოდა უმაღლესი ლიდერის მემკვიდრე.    

ახლა კი სუნი დაკავებული, პარტიიდან გარიცხული და ყველა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ხოლო ხუს პერსპექტივები ბუნდოვნად გამოიყურება. არავინ არ იცის, როგორი იქნება პოლიტბიუროს შემადგენლობა და რამდენი წევრი შევა შიგნით. ასეთ ვითარებას ხელს უწყობს ერთი მხრივ სი ძინპინის და მისი რამდენიმე თანამოაზრის ხელში ძალაუფლების არნახული კონცენტრაცია. მეორე მხრივ, კი ჯერჯერობით ვერავინ ხვდება მართლაც ასეთი ძლიერია თუ არა სი და მოახერხებს თუ არა პარტიის საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნას. ჩინეთისთვის სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გაარკვიოს XIX ყრილობამ.

 

სი ძინპინის გეგმები

უპირველეს ყოვლისა, სი მოისურვებს ხელისუფლებაში ორ ვადაზე მეტი ხნით დარჩენას. მის მიერ ჩაფიქრებული მასშტაბული გარდაქმნებისთვის, რომელიც გააჯანსაღებს ჩინეთის ეკონომიკას და აქცევს მას მსოფლიო ლიდერად, საჭიროა ხუთ წელზე მეტი დრო. ფორმალურად ერთადერთ წინააღმდეგობას წარმოადგენს კონსტიტუციაში გაწერილი აკრძალვა ჩინეთის ხელმძღვანელის პოსტის ორ ვადაზე მეტი ხნით დაკავების შესახებ. თუმცა ეს თანამდებობა სი ძინპინის მიერ დაკავებული სამი თანამდებობიდან ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია 2022 წლის XX ყრილობის შემდეგ შეინარჩუნოს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის და პარტიის სამხედრო საბჭოს ცენტრალური წარმომადგენლის (უმაღლესი მთავარსარდლის) თანამდებობა. მეორე თანამდებობის მხრივ საქმე ადვილადაა. ჩინეთის უახლოეს ისტორიაში მხოლოდ ჰუ ძინტაომ თქვა თავისი ნებით უარი მის შენარჩუნებაზე, ხოლო დენ სიაოპინი და ძიან ძემინი უმაღლეს სამხედრო თანამდებობას სხვა პოსტებიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე წელი იკავებდნენ. გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად კი აუცილებელია წინაპირობების შექმნა. უპირველეს ყოვლისა სიმ შექმნილი ტრადიციის საწინააღმდეგოდ არ უნდა დაასახელოს ყრილობის შემდეგ მემკვიდრეები, ანუ არ შეუშვას პარტიის პოლიტბიუროში მასზე 10 წლით ან მეტით უმცროსი ხალხი ან არ მისცეს მათ თანამდებობები, რომელიც სამომავლოდ პოსტებზე ტრამპლინებად გამოიყენება: ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს უფროსი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-წარმომადგენელი, პარტიის სამხედრო საბჭოს ცენტრალური წარმომადგენლის მოადგილე და სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი. ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელია პოლიტბიუროს შვიდიდან ხუთ კაცამდე შემცირებაც.

მეორე მხრივ, სი ძინპინს ჭირდება კომპეტენტური სახელმწიფო საბჭოს მეთაური, რომელიც ასევე მისი მოკავშირე იქნება. სი ცუდად ერკვევა ეკონომიკაში, ხოლო ამჟამინდელი პრემიერი ლი კეციანი მისი ნდობით არ სარგებლობს (10 წლის წინ სი და ლი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ უმაღლესი თანამდებობისთვის ბრძოლაში) და ცუდი ადმინისტრატორიცაა. იდეალური პრემიერი სი ძინპინისთვის იქნებოდა მისი ძველი მეგობარი ვან ციშანი, რომელსაც სი უკვე 40 წელზე მეტია იცნობს და რომელიც ამჟამად ქვეყნის უმთავრეს სპეცსამსახურს - პარტიის დისციპლინის ცენტრალურ კომისიას ხელმძღვანელობს. ვანი არა მხოლოდ სის მოკავშირედ, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო ფინანსისტად და უმაღლესი კლასის კრიზისულ მენეჯერად ითვლება. მას ხშირად უწოდებენ „სახანძრო ბრიგადის მეთაურს“. ვანი მონაწილეობდა 1998 წლის აზიის ფინანსური კრიზისის და 2007-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების დაძლევაში, ასევე ამზადებდა პეკინს ოლიმპიადისთვის 2008 წელს (მერის სტატუსში). ასე რომ, თუ სი ძინპინს სურს 2013 წლის შემოდგომაზე დაანონსებული სტრუქტურული რეფორმების გატარება, უკეთეს პრემიერს იგი ვერ მოძებნის.

თუმცა ლი კეციანისთვის პრემიერის თანამდებობის წართმევა სარისკო პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან ლი საკუთარი პატრონის ჰუ ძინტაოს და ჩინეთის კომკავშირის მრავალრიცხოვანი წევრების წარმომადგენელია (ჰუ და ლი ამ სტრუქტურას 1980-იან წლებში ხელმძღვანელობდნენ). ეს შესაძლებელია ლის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საერთო ჩინური სახალხო წარმომადგენლების კრების ხელმძღვანელად გადაყვანით, ხოლო ვანის ძალაუფლების პირამიდაში ფორმალურად მესამე კაცად გადანაცვლებით. ამის პრეცედენტიც არსებობს ყოფილი პრემიერის ვენ ძიაბაოს სახით, რომელიც ძალაუფლების სტრუქტურაში სწორედ მესამე ადგილს იკავებდა.

კიდევ ერთი წინააღმდეგობა ვანის პრემიერად დასანიშნად არის მისი ასაკი - იგი 69 წლისაა. არაფორმალური წესის თანახმად, 68 წელზე ზემოთ ხელძღვანელები ახალი ვადით არ ირჩევიან და უახლოეს ყრილობაზე პენსიაზე უნდა გავიდნენ. თუმცა სი ძინპინს თავისუფლად შეუძლია ამ განცხადების უგულებელყოფა. 2016 წლის ნოემბერში ჟურნალისტებს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს მაღალჩინოსანმა დენ მაოშენმა განუცხადა, რომ აღნიშნული წესის არსებობა „მითია“. თუ წესი უგულებელყოფილი იქნება და ვანი პოლიტბიუროში კიდევ ხუთი წლით დარჩება, ეს კარგი პრეცედენტი იქნება თავად სის მესამე ვადით ასარჩევად.  

სი ძინპინისთვის მნიშვნელოვანია საკვანძო თანამდებობების საკუთარი მომხრეებისთვის გადაცემა. ამავდროულად სტატუსის მქონე, თუმცა ნაკლებად მნიშვნელოვანი პოსტები, როგორიცაა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანლობა შეიძლება ნაკლებად დაახლოებულ ფიგურებს, მაგალითად ლი კეციანის ხალხს გადასცენ. თუმცა რეალურად მნიშვნელოვანი პოზიციები სის მომხრეებს უნდა დარჩეს. მაგალითად, პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში უნდა მოხვდეს ლი ჩჟანშუ, სის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელი - იგი ლოგიკურად გამოიყურება პარტიის სამდივნოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც კურირებს არა მხოლოდ ხელმძღვანელობის გრაფიკს, არამედ მთელ იდეოლოგიას და მედიას. სხვა კანდიდატი პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრობის არის გენერალურ მდივანთან დაახლოებული ჩჟაო ლეცზი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი (კურირებს ყველა საკადრო დანიშვნას), რომელსაც ლოგიკურად უნდა გადასცენ დისციპლინის შემოწმების კომისიის სადამსჯელო მანქანა. მითუმეტეს, რომ ჩჟაო უკვე ხუთი წელია ვან ციშანის მოადგილის თანამდებობაზეა დასაქმებული.

სამომავლოდ კი, 2027 წლისთვის სი ძინპინმა უკვე უნდა იფიქროს პოტენციურ მემკვიდრეებზე და შეიყვანოს ისინი სულ მცირე 25 კაციან პოლიტბიუროში. აქ ნათელ ფავორიტად იკვეთება 57 წლის ძენ მინიერი, მსოფლიოს უდიდესი მეგაპოლისის, ჩუნცინის პარტიის მდივანი და სი ძინპინის პროტეჟე 2000-იანების შუა წლებში.

ეყოფა თუ არა სი ძინპინს პოლიტიკური კაპიტალი, რათა მოახდინოს პროგრამა-მაქსიმუმის რეალიზება და გაუმკლავდეს არაფორმალურ შეზღუდვებს, რომელიც ჩინურ პოლიტიკას ერთმმართველობისგან იცავდა, სულ მალე გახდება ცნობილი. XIX ყრილობა საზეიმოდ 24 ოქტომბერს დასრულდება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

20 October 2017

თურქული გამბიტი

20 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

20 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

20 October 2017

ობამა

20 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

20 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

20 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

20 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

20 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

20 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

20 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

20 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

20 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

20 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

20 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

20 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

20 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

20 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

20 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

20 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

20 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

20 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

20 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

20 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

20 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

20 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

20 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

20 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

20 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

20 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

20 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

20 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

20 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

20 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

20 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

20 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

20 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

20 October 2017

უნგრული სუვერენულობა

20 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

20 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

20 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

20 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

20 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

20 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

20 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

20 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

20 October 2017

დასავლური გახლეჩა

20 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

20 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

20 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

20 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

20 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

20 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

20 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

20 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

20 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

20 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

20 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

20 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

20 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

20 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

20 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

20 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

20 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

20 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

20 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

20 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

20 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

20 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

20 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

20 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

20 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

20 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

20 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

20 October 2017