23 October 2017
  • 619 ნახვა

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

სექტემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ინიციატივით, იაპონიის იმპერატორმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა, ხოლო ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები 22 ოქტომბერს დანიშნა. თავად ქვედა პალატის ვადამდე დათხოვნის ფაქტი იაპონიაში უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. ბოლოს იაპონელმა სახალხოდ არჩეულმა პარლამენტარებმა საკუთარი ოთხწლიანი ვადა ბოლომდე შორეულ 1976 წელს მიიყვანეს. აბეს მიერ გაწეული პოლიტიკური რისკისთვის მომენტი იდეალურად იყო შერჩეული: ეკონომიკა იზრდება, ოპოზიცია გახლეჩილია, ხოლო იაპონიის თავზე მფრენი ჩრდილოკორეული რაკეტები საზოგადოების საგარეო საფრთხის წინაშე მობილიზებას უზრუნველყოფენ. აბეს მიზანს წარმოადგენდა პარლამენტში მანდატების 2/3-ის მიღება, რაც მას მესამე ვადით პრემიერად არჩევის გარანტიას აძლევს. არჩევნებში აბემ დასახულ მიზანს მიაღწია. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის და კომეიტოს ალიანსმა 465-დან 311 მანდატი მოიპოვა. არჩევნებზე აქტივობამ 53,7% შეადგინა, რასაც გარკვეულწილად ხელი ტაიფუნმა „ლანმა“ შეუშალა.  

არჩევნებზე აბეს მთავარი კონკურენტი იყო ტოკიოს პოპულარული გუბერნატორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი იურიკო კოიკე, რომელიც არჩევნებზე მის მიერ ახალშექმნილი რეფორმისტულ-კონსერვატორული პარტია „კიბუს“ („იმედის პარტია“) სახელით მონაწილეობდა. კიბუს სახელით არჩევნებში მონაწილეობდნენ უდიდესი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის კანდიდატებიც, რომლის უფლებაც მათ არჩევნებამდე ახალარჩეულმა ლიდერმა სეიძი მაეჰარამ მისცა. თუმცა მაეჰარას და კოიკეს მოლაპარაკებებმა ოპოზიციაში არეულობა გამოიწვია, რადგან ტოკიოს ხელმძღვანელმა დემოკრატების „მემარცხენე-ლიბერალურ“ ელემენტებზე უარი თქვა და მხოლოდ იმ კანდიდატებთან თანამშრომლობას დათანხმდა, რომლებიც იმედის პარტიის საკონსტიტუციო რეფორმას უჭერდა მხარს. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც დემოკრატების რიგებში, ასევე პაციფისტური კონსტიტუციის მომხრეებში. დემოკრატების ლიბერალურმა ფრთამ ახალი ოპოზიციური პარტია შექმნეს და საკუთარ თავს კონსტიტუციური დემოკრატები უწოდა. მის ლიდერად იქცა იუკიო ედანო, პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანას კაბინეტის ყოფილი მდივანი. კონსტიტუციურმა დემოკრატებმა 51 მანდატი მოიპოვეს. განხეთქილების და ოპოზიციაში პრობლემების გამო კოიკეს პარტიამ, რომელმაც მმართველი ძალა ტოკიოს ბოლო ორ არჩევნებში დაამარცხა, მხოლოდ 49 მანდატი მიიღო.

მმართველი ლიბერალ-დემოკრატების და კომეიტოს პარტიას მანდატების 2/3 ანუ 310 დეპუტატის ადგილის ქვედა პალატაში კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად სჭირდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ მთავარი ცვლილება მე-9 პუნქტს შეეხება, რომელიც იაპონიას შეიარაღებული ძალების შექმნას უკრძალავს. ცივი ომის დროს 40 წლიანი მმართველობის პერიოდში პარტიას არასდროს აუღია თავის თავზე მსგავსი სერიოზული ინიციატივა, თუმცა ბოლო დროს აბეს მხრიდან ხშირად ისმის საუბარი იაპონიის მილიტარიზაციის შესახებ. თავად ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაშიც არსებობს ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, ხოლო კოალიციური „კომეიტო“ თავისი ხასიათით პაციფისტურია და მე-9 პუნქტის ცვლილებას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.

თუმცა, კვალიფიციური უმრავლესობის შემთხვევაშიც კი, აბე სავარაუდოდ არ ეცდება ქვეყნის მილიტარისტული წარსულისკენ დაბრუნებას. იგი უფრო ჭკვიანურად მოიქცევა და შეცვლის საკონსტიტუციო მუხლების განმარტებებს, ე.წ. კომენტარებს კონსტიტუციისთვის. შედეგად აბე სასურველ შედეგს მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების რთული გზის გარეშე, რასაც საყოველთაო რეფერენდუმი, პარლამენტის ორივე პალატის 2/3-ის მხარდაჭერა და საჯარო დისკუსიები დაჭირდება.

რაც შეეხება ეკონომიკას, ყველაზე მწვავე საკითხი იქნება სამომხმარებლო საქონელზე გადასახადის 10%-ით გაზრდა, რაც აბეს აზრით ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი დამატებითი რესურსების მობილიზებას უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბერების და დაბალი შობადობის ფონზე. უმრავლესობა პარლამენტში აბეს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

საგარეო პოლიტიკის კუთხით არჩევნები მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოიტანს. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ფორმირება ტრადიციულად მოხდება აშშ-სთან ურთიერთობის ჭრილში. ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო აბე კვლავ ეცდება ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. მიუხედავად „ქორის“ რეპუტაციისა იგი მუდმივად ინარჩუნებდა სამუშაო დიალოგს პეკინთან და ცდილობდა მრჩევლების დონეზე სიტუაციის განმუხტვას. რუსეთთან დიალოგი კი ბოლო წლებში უფრო აქტიურად მიმდინარეობს, რასაც პუტინთან ხშირი შეხვედრები და გახშირებული ეკონომიკური ურთიერთობები ადასტურებს. საბოლოოდ ძირითად მომენტებად სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას დარჩება: სავაჭრო ურთიერთობები - თუ ყურადღებას გავამახვილებთ ჩინეთზე, ტერიტორიული დავა - თუ ვისაუბრებთ რუსეთზე და ჩრდილოეთ კორეული პრობლემა - თუ აქცენტს სამხრეთ კორეაზე გავაკეთებთ.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

23 October 2017

თურქული გამბიტი

23 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

23 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

23 October 2017

ობამა

23 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

23 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

23 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

23 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

23 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

23 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

23 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

23 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

23 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

23 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

23 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

23 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

23 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

23 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

23 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

23 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

23 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

23 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

23 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

23 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

23 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

23 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

23 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

23 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

23 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

23 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

23 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

23 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

23 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

23 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

23 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

23 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

23 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

23 October 2017

უნგრული სუვერენულობა

23 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

23 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

23 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

23 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

23 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

23 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

23 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

23 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

23 October 2017

დასავლური გახლეჩა

23 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

23 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

23 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

23 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

23 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

23 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

23 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

23 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

23 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

23 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

23 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

23 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

23 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

23 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

23 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

23 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

23 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

23 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

23 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

23 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

23 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

23 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

23 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

23 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

23 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

23 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

23 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

23 October 2017