23 October 2017
  • 586 ნახვა

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

ფოტო გარეკანზე: japantimes.co.jp


ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვების შემდგომ, 22 ოქტომბერს ჩეხეთშიც მორიგმა ევროსკეპტიკოსმა და საიმიგრაციო პოლიტიკის შეზღუდვის მომხრე, ანტიისტებლიშმენტურმა ‘უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობამ’ იგივე ANO-მ და მისმა მილიარდელმა ლიდერმა ანდრეი ბაბიშმა ხმაურიან გამარჯვებას მიაღწიეს. მოძრაობის მიერ მიღებულ ხმათა 30% თითქმის სამჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს. მეორე ადგილიც ასევე მემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ (ODS) დაიკავა. ყოფილმა მმართველმა სოციალ-დემოკრატთა პარტიამ ხმათა მხოლოდ 7.4%-ის მოგროვება და მეშვიდე ადგილზე გასვლა მოახერხა, რაც მათთვის 1993 წლიდან მოყოლებული უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია.

ყოფილი ფინანსთა მინისტრის ანდრეი ბაბიშის პერსონას ხშირად აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ადარებენ. ტრამპის მსგავსად ბაბიშიც მისი ბიზნეს გამოცდილების პოლიტიკაში გამოყენებას აპირებს, მათ შორის მთავრობის ბიზნესმენებით დაკომპლექტებას, ბიუროკრატიის შემცირებას და კორუფციასთან ბრძოლას. ANO-ს გამარჯვების მთავარი მიზეზი სწორედ ჩეხეთში შექმნილი კორუფციული პოლიტიკური სისტემაა, რომელიც მოსახლეობაში წლებია გაღიზიანებას იწვევს. ANO-ს მიერ პოლიტიკურ სისტემაზე მძაფრმა რეაქციამ და მისმა არაპარტიულმა, თავისუფალი მოძრაობის სახემ წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა. ამ კუთხით პარალელი შეიძლება საფრანგეთში ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ ემანუელ მაკრონის მოძრაობა ‘წინთან’ (En Marche) გაივლოს. ტრამპის მსგავსად ბაბიშს ნეიტივისტური ხედვები აქვს. იგი მიგრანტების ჩეხეთში შესვლის წინააღმდეგია და ბრიუსელის მიერ შემუშავებულ მიგრანტთა კვოტებით გადანაწილების იდეას მხარს არ უჭერს. ამ ხედვით ჩეხეთიც ვიშეგრადის სხვა ქვეყნების ჯგუფში ერთიანდება. ამასთანავე, ბაბიში ქრისტიანული ღირებულებების მატარებელია და ჩეხეთში კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა სურს.

ანდრეი ბაბიშმა მისი მინისტრობის სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში საგადასახადო სისტემის გაჯანსაღება და გაციფრულება მოახდინა. მაგრამ იგი კორუფციულ სკანდალში მაინც გაეხვა. მას საკუთარი საკვების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და ქიმიური საწარმოებისთვის ევროკავშირიდან სუბსიდიის სახით ორი მილიონი ევროს უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, იგი ჩეხეთში მაინც პოპულარულია. ამას განაპირობებს მისი კომპანიების ფართო ქსელი და მასში დასაქმებული მოქალაქეები. ამას გარდა იგი ჩეხეთში ორი ყველაზე პოპულარული გაზეთის მფლობელიცაა.

 

ბაბიში და ევროკავშირი

ჩეხეთი პოსტკომუნისტური ქვეყნებში ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნად ითვლება. ცხოვრების სტანდარტიც ქვეყანაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ოფიციალური ბრიუსელის დახმარებით ჩეხეთმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და გაერთიანების სხვა ძველ წევრებსაც - პორტუგალია, საბერძნეთი - გადაუსწრო. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ევროპული კავშირის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და კავშირში მეტი ინტეგრაციის წინააღმდეგია. მათ არ სურთ ევროზონაში შესვლა, რადგან ამით ბრიუსელს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მიეცემა ჩეხეთის განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინოს ან შესაძლოა წარმოქმნას კრიზისები, რომელთაც უკვე ადგილი აქვს გაერთიანებაში. უნდა აღინიშნოს ის, რომ წინა მთავრობამ მოახერხა და უმუშევრობის დონე ევროპის მასშტაბით მინიმალურ ზღვარზე დაიყვანა და ამასთანავე, ეკონომიკის სტაბილურ ზრდას მიაღწია. მაგრამ ეს ჩეხი ამომრჩევლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დასაქმება ძირითადად პრეკარიატული იყო, ხოლო ეკონომიკური ზრდა სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე არ ასახულა.

მიუხედავად ერთი შეხედვით ბაბიშისა და ANO-ს ხედვების პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობების პოლიტიკებთან მსგავსებისა, მოძრაობა და მისი ლიდერი მათ არალიბერალურ იდეოლოგიას არ იზიარებს. ბაბიშის თქმით, ჩეხეთი დარჩება გერმანიის მნიშვნელოვან მოკავშირედ, რადგან გერმანია ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია ოფიციალური პრაღა ვარშავა-ბუდაპეშტის, და ახლა უკვე ვენისაც,  ბრიუსელის საწინააღმდეგო ღერძს შეურთდეს. მიუხედავად გარკვეულ პოლიტიკებში თანხვედრის არქონისა, ბაბიში ევროპული გაერთიანების მხარდამჭერად მაინც რჩება.

პოლონეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით ბაბიშს ასევე სხვა დამოკიდებულება აქვს რუსეთთან. მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თბილი დამოკიდებულება აქვს. მიუხედავად ამისა, ANO-ს რუსეთის მიმართ გარკვეული, ცხადი პოლიტიკა არ გააჩნია, მაგრამ ყირიმის ოკუპაციას მაინც გმობს და ევროპული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. ანდრეი ბაბიშის რუსეთის მიმართ ამგვარ ხედვებს მისი პრეზიდენტ მილოშ ზემანთან მეგობრობა მნიშვნელოვნად განაპირობებს. ჩეხეთის პრეზიდენტი ყველაზე პრორუსული მმართველია ევროპული ქვეყნების მასშტაბით. იგი ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების მოხსნის მომხრეა.

ჯერ კიდევ გაურკვევლია თუ რომელ პარტიებთან შექმნის ANO კოალიციას, მაგრამ ნათელია მხოლოდ ის, რომ ჩეხეთში პოლიტიკის განმსაზღვრელი ამიერიდან ეს მოძრაობა გახდება.


ოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

23 October 2017

თურქული გამბიტი

23 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

23 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

23 October 2017

ობამა

23 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

23 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

23 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

23 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

23 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

23 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

23 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

23 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

23 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

23 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

23 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

23 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

23 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

23 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

23 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

23 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

23 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

23 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

23 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

23 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

23 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

23 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

23 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

23 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

23 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

23 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

23 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

23 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

23 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

23 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

23 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

23 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

23 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

23 October 2017

უნგრული სუვერენულობა

23 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

23 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

23 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

23 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

23 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

23 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

23 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

23 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

23 October 2017

დასავლური გახლეჩა

23 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

23 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

23 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

23 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

23 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

23 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

23 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

23 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

23 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

23 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

23 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

23 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

23 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

23 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

23 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

23 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

23 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

23 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

23 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

23 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

23 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

23 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

23 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

23 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

23 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

23 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

23 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

23 October 2017