24 October 2017
  • 828 ნახვა

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

17 ოქტომბერს კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან ანტიკორუფციული მიტინგი დაიწყო. 18 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის და ათამდე პოლიტიკური პარტიის ხუთი ათასზე მეტმა მხარდამჭერმა მიტინგი ჩაატარა, რადასთან კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქი გაიშალა. აქციის მონაწილეები უკრაინის კანონმდებლობის დაუყოვნებლივ ცვლილებას ითხოვდნენ. პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ კიევის მხარის მესაზღვრეებთან გამოსვლისას განაცხადა, რომ უმაღლეს რადასთან მიტინგის ორგანიზატორთა მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და სისხლისღვრაა.   

საპროტესტო აქციებს დემონსტრანტების პოლიციელებთან შეტაკება მოჰყვა. პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სცადეს კარვების ქალაქის შტურმით აღება. 19 ოქტომბერს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა უმაღლეს რადასთან 700-მდე აქციის მონაწილის შეკრების შესახებ. მოგვიანებით პარტიამ „ახალი ძალების მოძრაობამ“ საპროტესტო აქციების მომავალში გაგრძელება დააანონსა.

საპროტესტო აქციების ინიციატორი საქართველოს ექს-პრეზიდენტი და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებაა. მომიტინგეთა მოთხოვნებში ასევე ჟღერდა მოსახლეობისთვის გაზის ფასების დაკლება, რომელზეც ადრე პრემიერმა ვლადიმირ გროისმანმა ისაუბრა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი. პროტესტანტებმა მოითხოვეს რადაში არჩევნების ახალი წესების დამკვირდებაც - ღია სიებით პროპორციული სისტემაზე გადასვლა. დღეს უკრაინაში მოქმედებს შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა.

კარვების ქალაქში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა დაიმუქრა, რომ „ხუთშაბათის დილა კიევში ცხელი იქნება“ და მომიტინგეებს მოუწოდა არ გამოეშვათ პარლამენტარები სასესიო დარბაზიდან მანამ, სანამ ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას მხარს არ დაუჭერდნენ. საბოლოო ჯამში, მიუხედავად ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მოწოდებისა, უმაღლესი რადას შენობასთან მხოლოდ 200-მდე მომიტინგე მივიდა, მაშინ, როდესაც სასესიო დარბაზში 450-დან 342 დეპუტატი დარეგისტრირდა.   

პეტრე პოროშენკომ აქტიურად გამოიყენა ინიციატივის საკუთარ ხელში აღების ტაქტიკა და ნაწილობრივ მოახდინა პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნების რეალიზაცია. უმაღლესმა რადამ პროტესტის დაწყების დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გააგზავნა პრეზიდენტის კანონპროექტი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მე-80 მუხლის შესწორებას და მისგან იმ ნორმის ამოღებას გულისმობს, რომლის თანახმადაც უკრაინის სახალხო დეპუტატებს გარანტირებული აქვთ ხელშეუხებლობა. მოგვიანებით, ტელევიზიით გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნები ანტიკორუფციული სამართალწარმოების და დეპუტატთა ხელშეუხებლობის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას „მთლიანად ემთხვევა“.  

ამასთან, „კომერსანტის“ წყაროების ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე ძალებმა უარი განაცხადეს პროტესტის მხარდაჭერაზე იმ მემარცხენე მიზნების გამო, რომელიც ანტისახელისუფლებო მოძრაობა „დიდი პოლიტიკური რეფორმის“ მიერ იყო ინიცირებული.

ამავდროულად, რუსეთში აქტიურად განიხილავენ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესაძლო რისკებს. მსგავსი საფრთხის წყაროდ დასახელდა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მშვიდობისმყოფელების განთავსების მცდელობა და კიევის პოლიტიკა განათლების სფეროში. თვითგამოცხადებულ დონბასის რესპუბლიკასთან საზღვრის ჩაკეტვა მინსკის ხელშეკრულების სხვა პირობების შესრულებამდე ამ რეგიონში სისხლისღვრას გამოიწვევს, განაცხადა „ვალდაის“ კლუბის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. პუტინის სიტყვებით, თუ საზღვარს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტამდე და ამ ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებამდე ჩაკეტავენ, ეს „გამოიწვევს სრებრენიცას მსგავს სასაკლაოს რეგიონში“. საუბრობდა რა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება კიევში მზად არ არის შეასრულოს მინსკის ხელშეკრულების პირობები. 7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უარყო მოლაპარაკებების შესაძლებლობა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან, უწოდა მათ „ბოევიკები“ და განაცხადა, რომ სამშვიდობო მისია უნდა განთავსდეს დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე და წვდომა ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის საზღვრის კიევის მიერ უკონტროლო მონაკვეთზე.

კიდევ ერთ პრობლემად იქცა განათლების შესახებ სკანდალური კანონის მიღება: იგი ეროვნულ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე სწავლის მხრივ მკაცრ შეზღუდვებს უწესებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული თანამშრომლობის და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის დირექტორმა ანატოლი ვიქტოროვმა კანონის მიღებას „ძალადობრივი უკრაინიზაციის კურსი“ უწოდა, რომელიც ამ ქვეყანას საერთოევროპულ ღირებულებებს აშორებს, ადამიანის უფლებათა სფეროში უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს და ქვეყანაში „რადიკალურ ნაციონალიზმს კვებავს“. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ კანონის მიღებას „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირის ქმედებებს კიევის ევროინტეგრაციის მიმართულებით დაბლოკავს. 11 ოქტომბერს უნგრეთის საგარეო უწყება უკრაინას სავაჭრო სანქციებითაც დაემუქრა. რუმინეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნული კანონის მიღების გამო უკრაინაში ვიზიტი გააუქმა.

უკრაინაში შესაძლო შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგში აბრუნებს რუსეთის მიერ საკუთარი კარტის გათამაშების და რეგიონში გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების საკითხს. განათლების შესახებ სადავო კანონის მიღება, საპროტესტო აქტივობის ზრდის რისკები, კიევის პრობლემა ეფექტურად გაატაროს რეფორმები - ყველაფერი ეს ერთად აძლიერებს უკრაინის, როგორც მინსკის პროცესის მონაწილის მოწყვლადობას. რუსეთი კი ცდილობს ეს მოწყვლადობა საკუთარ უპირატესობად აქციოს და როგორც მინიმუმ, სამშვიდობო ოპერაციის უკრაინული ვარიანტი ჩააგდოს. უკრაინული პრობლემის მნიშვნელობა დასავლეთისთვის ასევე იკლებს, რაც რუსეთისთვის შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის, თუმცა ამავდროულად არ იწვევს მოლაპარაკებებში მისი პოზიციის გამყარებას, რადგანაც საკითხის გადაწყვეტის კომპრომისული ვარიანტები ჯერჯერობით არ განიხილება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

24 October 2017

თურქული გამბიტი

24 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

24 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

24 October 2017

ობამა

24 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

24 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

24 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

24 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

24 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

24 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

24 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

24 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

24 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

24 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

24 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

24 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

24 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

24 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

24 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

24 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

24 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

24 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

24 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

24 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

24 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

24 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

24 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

24 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

24 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

24 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

24 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

24 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

24 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

24 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

24 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

24 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

24 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

24 October 2017

უნგრული სუვერენულობა

24 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

24 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

24 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

24 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

24 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

24 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

24 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

24 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

24 October 2017

დასავლური გახლეჩა

24 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

24 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

24 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

24 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

24 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

24 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

24 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

24 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

24 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

24 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

24 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

24 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

24 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

24 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

24 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

24 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

24 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

24 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

24 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

24 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

24 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

24 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

24 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

24 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

24 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

24 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

24 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

24 October 2017