25 October 2017
  • 715 ნახვა

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

ფოტო გარეკანზე: ctpost.com


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისა’ ეკონომიკური პროტექციონიზმისა და საერთაშორისო იზოლაციონიზმის საერთო ზოგადი ჩარჩოა, მაგრამ იგი უფრო მეტად ეკონომიკურ მხარეს მოიცავს, ვიდრე პოლიტიკურს. ტრამპი წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, მომდევნო დეკადაში 25 მილიონამდე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს, უფრო მეტის ვიდრე ეს ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ მოახრეხა. ამისათვის აშშ-ის ეკონომიკას ყოველწლიურად მინიმუმ 4%-იანი ზრდა ესაჭიროება.

ამგვარი ზრდის მისაღწევად ტრამპი სამი ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენებას გეგმავს: შეცვალოს აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა, შეამციროს გადასახადები და აღადგინოს მოძველებული ინფრასტრუქტურა.


სავაჭრო პოლიტიკა

1998-2010 წლებში აშშ მისი საწარმოო სამუშაო ადგილების 34% დაკარგა, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და სტაბილური იყო. მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმა ხარჯების დაზოგვის მიზნით და იაფი მუშახელის დასაქმებით მათი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანეს. მაგრამ სამუშაოთა ნაწილის დაკარგვა ტექნოლოგიურმა განვითარებამ - რობოტიკის და ხელოვნური ინტელექტის წარმოებაში დანერგვამ გამოიწვია.

მსგავსი სურათის შესაცვლელად დონალდ ტრამპი რამდენიმე ღონისძიების გატარებას აპირებს. მისი თქმით, ყველა კომპანიას, რომელსაც ამერიკულ ბაზარზე საკუთარი პროდუქტის გაყიდვა ენდომება ამერიკის ტერიტორიაზე უნდა ააშენოს ქარხანა და წარმოებაში ამერიკელი მუშახელი უნდა დაასაქმოს. ამგავრი პრაქტიკა უკვე მოქმედებს ჩინეთში.

ბიზნესისთვის აუთსორსინგის მთავარი დანიშნულების ადგილები ჩინეთი, მექსიკა და ვიეტნამი არიან. ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შესაცვლელად თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩინურ იმპორტზე დამატებით ვალდებულებების დაწესებას აპირებს.

ვიეტნამში ამერიკული ბიზნესის გადინების შესაჩერებლად გაპრეზიდენტებიდან მალევე, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მ ტრანს წყნარი ოკეანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (TPP) დატოვა და ამით პრეზიდენტმა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს ომი გამოუცხადა.

მიუხედავად კაბინეტის და მრჩევლების რჩევისა, აშშ-ის პრეზიდენტს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დასრულება ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირესთან, სამხრეთ კორეასთანაც სურს. მიზეზი იგივეა - აშშ-ის კორეასთან თვალშისაცემი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს.

საფრთხე ემუქრება რამდენიმეწლიან მოლაპარაკებებს ტრანსატალნტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების პარტნიორობის (TTIP) შესახებ, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ჩარჩოს აყალიბებს. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მალევე მოლაპარაკებების პროცესი დროებით შეაჩერა. პრეზიდენტის კრიტიკის საგანი გერმანისთან ვაჭრობაც გახდა, სადაც აშშ-ის 2016 წლის მონაცემებით, 65 მილიარდ დოლარიანი უარყოფითი სალდო აქვს.

აშშ-ის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები სულ 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. მათი უმეტესობა მცირე ეკონომიკაა. შედარებით დიდ ეკონომიკებთან ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს.


აშშ-ის ვაჭრობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში 2016 წელს (მილიარდ დოლარებში)

წელი

ქვეყანა

სავაჭრო ბრუნვა

ექსპორტი

იმპორტი

სალდო

1985

ისრაელი

35

13

22

-9

1994

კანადა

554

267

278

-11

1994

მექსიკა

524

230

294

-64

2001

იორდანია

3

1.45

1.55

- 0.9

2004

ავსტრალია

31.5

22

9.5

12.5

2004

ჩილე

22

13

9

4

2004

სინგაპური

44.5

26.7

17.8

8.9

2006

ბაჰრეინი

1.65

0.9

0.77

0.13

2006

მაროკო

2.9

1.9

1

0.9

2006

ომანი

2.9

1.8

1.1

0.7

2007

პერუ

14

8

6

2

2005

ცენტრალური ამერიკა (კოსტა რიკა, სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, დომინიკის რესპუბლიკა)

52

28.7

23.3

5.5

2012

პანამა

6.5

6.1

0.4

5.7

2012

კოლუმბია

26.8

13

13.8

-0.8

2012

სამხრეთ კორეა

112

42

70

-28



NAFTA

ტრამპის მომდევნო სამიზნე მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჩრდილო ამერიკული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (NAFTA) აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკურლების წევრ კანდასა და მექსიკასთან აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, დონალდ ტრამპმა შეთანხმების პირობების გადახედვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დატოვებით დაიმუქრა. ამ შემთხვევაში მთავარი სამიზნე მაინც მექსიკაა. თუკი მექსიკა შეთანხმების გადახედვას არ დათანხმდებოდა  ტრამპი ქვეყანასთან 35% სავაჭრო ტარიფს შემოიღებდა, რაც წლიურად მექსიკას 300 მილიარდი დოლარით დააზარალებდა. კონგრესის თანხმობის გარეშე პრეზიდენტს დამოუკიდებლად 15% ტარიფის დაწესება თავად შეუძლია. ამ გადაწყვეტილების შედეგად 35%-ით გაძვირებულ პროდუქტს ამერიკელი მომხმარებელი ვეღარ იყიდდა და მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე გაჩნდებოდა და შესაბამისად, მის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

NAFTA-ს გადახედვის მოლაპარაკებები მხარეებმა აგვისტოში დაიწყეს და 17 ოქტომბერს მისი მეოთხე რაუნდი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები 2018 წლის მარტამდე გაგრძელდება.

ამერიკული მხარის მოთხოვნაა ხელშეკრულებას ციფრული ეკონომიკის თავი ჩაემატოს, მოხდეს შრომითი და გარემოს დაცვითი ვალდებულებების დამატება და გაძლიერება, რომელიც უკვე არის შეთანხმების ნაწილი. დამატებით აშშ-ის მიზანი უსამართლო სუბსიდირების და ბაზრის ფუნქციონირებაში სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ჩარევის პრაქტიკის ბოლომდე ლიკვიდაციაა; ასევე თეთრ სახლს ინტელექტუალურ საკუთრებაზე გაურკვეველი შეზღუდვების მოხსნა სურს.

ამას გარდა, აშშ მოითხოვს საკუთარი რძის პროდუქტების, ღვინის და მარცველულის კანადურ ბაზარზე ხელმისაწვდომობას, რასაც არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დასავლეთ კანადის პროვინციების ხელისუფლებები ხის მასალის წარმოების სუბსიდირებაში დაადანაშაულეს, რაც პროდუქტზე ფასებს დაბლა სწევდა და ამერიკულ ხის მასალას უსამართლო კონკურენციას უწევდა. ამ პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში აშშ ამ პროდუქტზე კანადისთვის 20%-იანი ტარიფი დაწესებას აპირებს.

ამასთანავე, ამერიკული მხარე მოითხოვს კონტინენტზე გაყიდული ავტომობილების 62% კონტინენტზევე იყოს წარმოებული, რომელიც კანადურ და მექსიკურ ავტომწარმოებელებს პრობლემებს შეუქმნის, რადგან ისინი ნაწილების იმპორტს ძირითადად აზიიდან ახდენენ.

დონალდ ტრამპი მექსიკას ამერიკულ კომპანიებზე დღგ-ს გაუქმებასაც სთხოვს, რომელიც 16%-ს შეადგენს. მექსიკური კომპანიების ამერიკაში შეტანილ საქონელზე მექსიკა დღგ-ის  ანულირებას ახდენს, ხოლო ამერიკის შემთხვევაში ამერიკული კომპანიებს მისი გადახდა უწევთ. ამგვარი რეჟიმი ამერიკულ კომპანიებს უბიძგებს საკუთარი ბიზნესი მექსიკაში გაიტანონ.

ტრამპს ასევე იმ პროგრამის გაუქმება სურს, რომლის მიხედვითაც ამერიკულ ბინზესს მექსიკაში, სასაზღვრო ზოლთან ახლოს ასაწყობი საწარმოების აშენება და შემდგომ დამზადებული პროდუქტის უკან აშშ-ის ბაზარზე შეტანა შეუძლიათ. აღნიშნული პროგრამით დამზადებულმა პროდუქციამ მექსიკის ექსპორტის 65% შეადგინა და სამუშაო ძალის 30% დაასაქმა. ბუნებრივია, ეს პროგრამა ამერიკული სამუშაო ძალის შემცირებას და მექსიკაში გადადინებას უწყობს ხელს.

ბუნებრივია, მოლაპარაკებებში თეთრ სახლთან საკუთარი მოთხოვნები აქვთ მექსიკასაც და კანადასაც.

თუკი დონალდ ტრამპი ხელშეკრულების დატოვებას გადაწყვეტს, მან გასვლამდე 90 დღით ადრე მხარეებს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს, მას ამისთვის შესაძლოა კონგრესის თანხმობა დასჭირდეს. 1974 წლის ვაჭრობის აქტის მიხედვით, პრეზიდენტს ვაჭრობის შეთანხმებიდან ერთპიროვნულად შეუძლია ქვეყნის გაყვანა. კანონმდებელბი ამტკიცებენ, რომ რადგან ხელშეკრულების რატიფიცირება კონგრესმა მოხდინა, მხოლოდ მას შეუძლია მისივე დატოვებაც.

აშშ-ის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დატოვების შემთხვევაში დარჩენილ ორ მონაწილეს, კანდასა და მექსიკას ერთმანეთთან ვაჭრობის ამ რეჟიმის შენარჩუნება შეეძლებათ.  NAFTA-ს გარეშე მექსიკა და კანადა სავაჭროდ ყველაზე სასურველი ქვეყნების სტატუსი მიენიჭებათ. მექსიკა მთელ მის კონცენტრაციას წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებისკენ - ჩილე, კოლუმბია, პერუ - მიმართავს, ვისთანაც იგი პროდუქტების 94%-ზე ტარიფების გარეშე ვაჭრობს. მექსიკისგან განსხვავებით, კანადამ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (CETA) უკვე გააფორმა და მის ევროპულ რატიფიკაციას ელოდება. შესაბამისად, კანადის პერსპერტივა მექსიკასთან შედარები უფრო დამაკმაყოფილებელია.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას


მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

25 October 2017

თურქული გამბიტი

25 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

25 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

25 October 2017

ობამა

25 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

25 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

25 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

25 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

25 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

25 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

25 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

25 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

25 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

25 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

25 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

25 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

25 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

25 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

25 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

25 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

25 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

25 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

25 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

25 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

25 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

25 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

25 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

25 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

25 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

25 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

25 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

25 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

25 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

25 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

25 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

25 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

25 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

25 October 2017

უნგრული სუვერენულობა

25 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

25 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

25 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

25 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

25 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

25 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

25 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

25 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

25 October 2017

დასავლური გახლეჩა

25 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

25 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

25 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

25 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

25 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

25 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

25 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

25 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

25 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

25 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

25 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

25 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

25 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

25 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

25 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

25 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

25 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

25 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

25 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

25 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

25 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

25 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

25 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

25 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

25 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

25 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

25 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

25 October 2017