30 October 2017
  • 1259 ნახვა

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

25 ოქტომბრის დილას, სახალხო კრების სახლში ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა ჟურნალისტებთან პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ჩინეთის ექვსი ძლევამოსილი ადამიანი ფარდის მიღმიდან რიგრიგობით გამოვიდა და ხელმძღვანელთან ერთად მათთვის გამოყოფილ ადგილებზე განლაგდა - ისინი ხალიჩაზე ნომრიანი ფურცლებით იყო მონიშნული, რათა საკუთარი ადგილი არავის შეშლოდა.

ხუთი წლის წინ სი სწორედ ასე გამოუძღვა სცენაზე წინა, XVIII ყრილობის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ექვს წევრს. თუმცა, გარეგნული მსგავსების მიუხედავად ამ ორი პროტოკოლური ღონისძიების შინაარსი ძირეულად განსხვავდება. სის კოლეგებს შორის მაშინ ორი ყოფილი ლიდერის - ძიან ძემინის და ჰუ ძინტაოს პროტეჟეები იყვნენ, ხოლო თავად გენერალური მდივანი მხოლოდ პირველი იყო თანასწორებს შორის. მთელი ცერემონია კოლექტიური ხელმძღვანელობის იდეას გამოხატავდა.   

ახლა კი მუდმივი კომიტეტის წევრებს გამოუძღვა არა უბრალოდ გენერალური მდივანი, არამედ ადამიანი, რომელიც გასული წლიდან ოფიციალურად ატარებს „პარტიის ბირთვის“ ტიტულს და რომლის სახელიც XIX ყრილობის დასრულების შემდეგ პარტიულ წესდებაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებლის მაო ძედუნის და რეფორმების ნათლიმამა დენ სიაოპინის გვერდით ფიგურირებს.

პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის და 25 კაციანი პოლიტბიუროს შემადგენლობა აჩვენებს, რომ ჩვენს წინაშე უკვე არ არის პარტიის ლენინური ტიპის კოლექტიური ორგანო და არც China Inc.-ის დირექტორთა საბჭო, არამედ ჩინეთისთვის უფრო ჩვეული ძალაუფლების ორგანიზაციის ფორმა - საიმპერატორო კარი.

 

ახლო წრე

რადგან კომპარტიის ყრილობა ძალაუფლებისთვის კონცენტრირებული ბრძოლის გამოხატულებაა, დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ სი ძინპინი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. დიდწილად ეს განაპირობა გასულმა ხუთმა წელმა, რომლის განმავლობაშიც იგი ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. ყრილობის შედეგები პირადი ძალაუფლების გამყარების კუთხით მისი პროგრამა-მაქსიმუმის სრულად შესრულებაა.

უპირველეს ყოვლისა, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის შვიდ წევრს შორის არცერთი არ არის სიზე 10 წლით ახალგაზრდა. მისი ყველა კოლეგა 1950-იან წლებშია დაბადებული (თავად სი 1953 წელს დაიბადა). ბოლო ორი ათწლეული ჩინეთის პოლიტიკაში უმაღლესი ლიდერის და პრემიერის ტანდემი ხელისუფლებაში ორი ხუთწლიანი ვადით იმყოფებოდა, რომელიც კომუნისტური პარტიის ყრილობებით განისაზღვრებოდა და რომლის შუაშიც მუდმივ კომიტეტში მომდევნო თაობის ორი მომავალი ლიდერი შეყავდათ - საქმის კურსში მუდმივად ყოფნისა და გამოცდილების მისაღებად. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი არაფორმალური ტრადიცია დაარღვია XIX ყრილობამ. ამჯერად სის და პრემიერ ლი კეციანს გამოკვეთილი მემკვიდრეები არ ყავთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სიმ მოახერხა შვიდეულში უახლოესი თანამოაზრეების შეყვანა, რომელთაც ჩინურ ძალაუფლების სისტემაში საკვანძო თანამდებობები მიიღეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იერარქიაში მესამე ადამიანი, საყოველთაოჩინური სახალხო წარმომადგენლების ყრილობის (ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) ახალი ხელმძღვანელი ლი ჩჟანშუ.

ლი სი ძინპინის უახლოესი თანამოაზრეა. მათ ერთმანეთი 1980-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს, როდესაც შანსის პროვინციაში (საიდანაც წარმოშობით არის სის ოჯახი) მეზობელ ოლქებს ხელმძღვანელობდნენ. შემდგომ მათი კარიერული გზები გაიყარა, თუმცა ისინი კავშირს ინარჩუნებდნენ. გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ, სიმ ლობირება გაუწია ლის დანიშვნას ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის უფროსად - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განყოფილების, რომელიც პოლიტბიუროს ყველა წევრის გრაფიკს ადგენს და ორგანიზებას უწევს მთელ დოკუმენტაციას, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების მქონე დოკუმენტებს.

ლი ჩჟანშუ მუდმივად დაყვება სის ვოიაჟებში, ხოლო 2015 წლიდან არის გენერალური მდივნის ნდობით აღჭურვილი პირი რუსეთთან სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებებში (ამ სტატუსით იგი ორჯერ შეხვდა ვლადიმერ პუტინს) და რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანტონ ვაინოსთან. სხვათაშორის, ურთიერთობის მსგავსი ფორმატი კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და პირადად ლი ჩჟანშუს სხვა არცერთ სახელმწიფოსთან არ აქვს.

სისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი შვიდეულში არის იერარქიაში მეექვსე კაცი ჩჟაო ლეცზი, დისციპლინის შემოწმების ცენტრალური კომისიის ახალი ხელმძღვანელი, რომელმაც პენსიაზე გასული ვან ციშანი შეცვალა. გენერალური მდივნის მშობლიურ პროვინციაში დაბადებული (და მისი პარტმდივანი 2007-2012 წლებში) ჩჟაო ბოლო ხუთი წელი ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელიც პარტიაში ყველა საკადრო დანიშვნას კურირებს. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი იყო ვან ციშანის თანაშემწე ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელ ჯგუფში მიმდინარე საინსპექციო შემოწმებებში, ანუ მეორე კაცი გენმდივნის დაწყებულ ანტიკორუფციულ კამპანიაში. 

ჩააბარა რა დისციპლინის შემოწმების ცენტრალური კომისია ჩჟაო ლეცზის, სი ძინპინმა შეინარჩუნა სრული კონტოლი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე მრავალათასიანი ოპერატიული თანამშრომლების შტატით, რომელსაც უფლება აქვს სასამართლოს გარეშე დააკავოს 89 მილიონიანი პარტიის წევრები და აწამოს ისინი საიდუმლო ციხეებში.

და ბოლოს, სისთან დაახლოებულია კიდევ ერთი ადამიანი - ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს ახალი ხელმძღვანელი ვან ხუნინი, რომელიც პარტიულ იერარქიაში უკვე მეხუთე ადგილს იკავებს. ვანი 2002 წლიდან ცენტრალურ კომიტეტში პოლიტიკური გამოძიების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და იყო პარტიის მთავარი თეორეტიკოსი, რომელსაც მიაწერენ ძიან ძემინის „სამი წარმომადგენლობის თეორიის“ და ხუ ძინტაოს „სამეცნიერო განვითარების თეორიის“ ავტორობას.

ვანი ორგანულად ჩაეწერა სი ძინპინის გუნდშიც და ითამაშა დიდი როლი ისეთი იდეების ფორმულირებაში, როგორიცაა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, „ოთხი ყოვლისშემძლე“ და ამ ყრილობის შემდეგ კომუნისტური პარტიის წესდებაში შეტანილი „სი ძინპინის იდეები ჩინური სპეციფიკის სოციალიზმზე ახალ ეპოქაში“. ამიტომაც ვანს „სამი იმპერატორის მასწავლებელს“ უწოდებენ. ვან ხუნინს არ აქვს პროვინციის მართვის გამოცდილება, თუმცა ამჟამინდელ თანამდებობაზე იგი კურირებას გაუწევს პარტიის მშენებლობას, იდეოლოგიას და პროპაგანდას, რისთვის მსგავსი გამოცდილება მას არც სჭირდება.

 

მიტმასნილები

პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის დარჩენილი ორი წევრი, ჩინეთის სახალხო-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს მომავალი ხელმძღვანელი ვან იანი და პირველი ვიცე-პრემიერი ხან ჩჟენი სის უახლოეს წრეს არ მიეკუთვნებიან. ვანი ხუ ძინტაოს კადრი და „კომსომოლების დაჯგუფების“ წარმომადგენელია. ხან ჩჟენმა კი მთელი კარიერა შანჰაიში გაიკეთა და საკუთარ დაწინაურებას ძიან ძემინს უნდა უმადლოდეს. თუმცა მას აქვს ნახევარწლიანი მუშაობის გამოცდილება სი ძინპინთან 2007 წელს, როდესაც მომავალი გენერალური მდივანი შანჰაიში ადგილობრივი პარტკომის ხელმძღვანელად გააგზავნეს (ხანი მაშინ შანჰაის მერი იყო).

პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში კომსომოლების და შანჰაის დაჯგუფების წარმომადგენლების გამოჩენა შეიძლება სის სურვილად განვიხილოთ შეინარჩუნოს კონსენსუსი და მთლიანად არ „გადატეხოს“ პარტია - სწორედ ასეთ ინტერპრეტაციას იძლევა გავლენიანი გაზეთი South China Morning Post, რომელიც ჯეკ მას ხელში გადასვლის შემდეგ საგარეო არენაზე პეკინის მესიჯების ტრანსლირების ნახევრად ოფიციალურ არხად გადაიქცა.

გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორის, ვან სიანვეის აზრით, რომელიც პეკინში გადაბარგდა და „რედაქციული პოლიტიკის საკითხებში მრჩევლის“ თანამდებობა დაიკავა, სი ძინპინი თამაშის წესების შენარჩუნების გარანტად გამოდის - ამიტომაც დათანხმდა იგი მუდმივ კომიტეტში ყოფილი გენერალური მდივნების პროტეჟეების შეყვანას და არ დატოვა შვიდეულში უახლოესი მრჩეველი ვან ციშანი, რომელიც არაფორმალური წესებით ასაკობრივი შეზღუდვის გამო პენსიაზე უნდა გასულიყო.

თუმცა ვერსია - „სი - პარტიული ტრადიციების დამცველი“ არანაირად არ ხსნის იმას, თუ რატომ დაარღვია გენერალურმა მდივანმა უფრო მნიშვნელოვანი წესი და არ დაასახელა საკუთარი მემკვიდრეები (ვან სიანვეი ამ კითხვას აკურატულად უვლის გვერდს). სავარაუდოდ საქმე სხვა მოვლენასთან გვაქვს. სის პოზიციები იმდენად გაძლიერდა, რომ წინამორბედების ყველა პროტეჟეს მოშორებამ აზრი დაკარგა - ისინი უკვე დიდი ხანია გენერალური მდივნის დროშის ქვეშ გადავიდნენ, ადიდებენ „ახალი ეპოქის იდეებს“ და სიტყვათშეთანხმება „პარტიის ბირთვს“ სის მომხრეებზე ხშირად იყენებენ.

 

ნდობით აღჭურვილები

სი ძინპინის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია მემკვიდრეების არდასახელებით და პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის შვიდეულში მომხრეთა დიდი რიცხვით არ შემოფარგლულა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 25 კაციან პოლიტბიუროში ასევე სის მომხრეები დომინირებენ, რომელთაც პარტიულ აპარატში საკვანძო პოსტები დაიკავეს. ცენტრალური კომიტეტის ძირითადი დეპარტამენტები, რომლის ხელმძღვანელობაც ავტომატურად იძლევა ადგილს პოლიტბიუროში, მთლიანად სის კონტროლის ქვეშ გადავიდა. უმრავლეს შემთხვევაში ამ დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობა ყოფილმა მოადგილეებმა დაიკავეს - ცხადია, რომ გენერალური მდივანი უკვე ხუთი წლის წინ ფიქრობდა აღნიშნულ საკადრო კომბინაციაზე და ახლა მოახერხა მისი რეალიზება. 

ცენტრალური კომიტეტის კანცელარია გადაიბარა დინ სიუესიანმა, რომელიც სი ძინპინის პირად აპარატს ხელმძღვანელობდა შანჰაის პარტკომიდან მოყოლებული 10 წლის განმავლობაში. კადრების კუთხით ხელძღვანელი გახდა ჩენ სი, სი ძინპინის კურსელი სინხუას უნივერსიტეტში და მისი უახლოსი მეგობარი. ისინი საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და სწორედ სიმ გაუწია ჩენს რეკომენდაცია პარტიაში მიღების წინ. პროპაგანდის განყოფილებას სათავეში ჩაუდგა ხუან კუნმინი, რომელიც სის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდა 1990-იან წლებში ჩჟენციანის და ფუცზიანის პროვინციებში.

ერთადერთი მნიშვნელოვანი განყოფილება ცენტრალურ კომიტეტში, რომლის მოადგილის თანამდებობასაც დანიშნული ფიგურა სის პირველი ხუთი წლის განმავლობაში არ იკავებდა, გახდა პოლიტიკური კვლევების ახალი კურატორი ლიუ ხე. ლიუ და სი კულუარული ინფორმაციით ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და პეკინში ერთმანეთის გვერდით ეზოებში გაიზარდნენ - ეს კარგად ხსნის იმ წარმოუდგენელ ნდობას, რომელსაც სი ლიუს მიმართ განიცდის (მათი კარიერა 2012 წლამდე არ გადაკვეთილა).

ბოლო ხუთ წელიწადში ლიუ ხე, ბრწყინვალე მაკროეკონომისტი ჰარვარდის დიპლომით, დიდი ხანი მუშაობდა სახელმწიფო გეგმის სტრუქტურებში, იყო გენერალური მდივნის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი, იკავებდა პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობას ცენტრალური კომიტეტის ეკონომიკის ჯგუფში, რომელსაც თავად სი ძინპინი ხელმძღვანელობდა. ლიუ ხე - არის სტრუქტურული რეფორმების პაკეტის ავტორი, რომელიც ცენტრალური კომიტეტის 2013 წლის პლენუმზე დაამტკიცეს. იგი დაყვება სის საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობაში, რომლის დროსაც გენერალური მდივანი მას საკუთარი ეკონომიკური გუნდის საკვანძო წევრად წარადგენდა ხოლმე (ასე წარადგინა ლიუ პუტინთან და ბარაკ ობამასთან). სწორედ ლიუს უკავშირდებიან ამერიკელი მინისტრები მაკროეკონომიკური სიტუაციასთან დაკავშირებით, სწორედ იგი ტროლავდა ორი წლის წინ პრემიერ ლი კეციანის ეკონომიკურ პოლიტიკას პარტიული რუპორის „ჟენმინ ჟიბაოს“ პირველი გვერდებიდან. ლიუს ახალ ვითარებაში პირდებოდნენ ვიცე-პრემიერის პოსტს, თუმცა კაბინეტური სამუშაო იდეებსა და მესიჯებზე პირდაპირი წვდომით უმაღლეს ლიდერთან უფრო მიესადაგება მის ბექგრაუნდს და აკადემიურ ტემპერამენტს.

ცენტრალური კომიტეტში უმნიშვნელოვანეს განყოფილებებში საკუთარი მეთაურების გარდა სის პოლიტბიუროში ეყოლება თავისი ძალოვანებიც. შეიარაღებული ძალებს პოლიტბიუროში წარმოადგენს მხოლოდ ორი გენერალი: სიუ ცილიანი და ჩჟან იუსია - სის მოადგილეები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ სამხედრო საბჭოზე, რომელზე კონტროლიც უმაღლეს ლიდერისთვის უზრუნველყოფს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის, უძლიერესი სახელმწიფოს სახელმწიფოში ლოიალობას.

ცენტრალურ სამხედრო საბჭოში ყრილობის შემდეგ არ დანიშნულა სამოქალაქო მოადგილე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სი არ აპირებს ამ მნიშვნელოვან თანამდებობას შეელიოს 2022 წლის შემდეგ (თუმცა სამოქალაქო მოადგილის დანიშვნა შეიძლება XX ყრილობის ჩატარებამდეც, მაგრამ ჯერჯერობით სი ამის მზადყოფნას არ ავლენს). სამოქალაქო ძალოვანების კურირებას გასწევს გენერალური მდივნისადმი სრულიად ლოიალური გო შენკუნი - ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკურ-სამართლებრივი კომისიის ახალი მეთაური, რომელიც ამ პოზიციაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელმძღვანელის (შინაგან საქმეთა მინისტრის ანალოგი) თანამდებობიდან გადავიდა.

 

ახალი თაობა

პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს შორის პოსტების გადანაწილება თანდათან გაირკვევა 2018 წლის მარტამდე, როდესაც სახალხო წარმომადგენელთა საერთოჩინური ყრილობის სესიაზე გამოცხადდება სახელმწიფო საბჭოს, თავად კრების, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს და ბევრი სხვა ფორმალური სახელმწიფო ორგანოს შემადგენლობა. ამავდროულად, საბოლოოდ გაცხადდება პოლიტბიუროს ახალი წევრები ვიცე-პრემიერების და საკვანძო რეგიონების პარტკომების ხელმძღვანელების თანამდებობაზე.

ერთ-ერთი ინტრიგაა - გახდება თუ არა პირველად ვიცე-პრემიერი პოლიტბიუროში საგარეო პოლიტიკის კურატორი იან ჩზეცი. ბოლო დიპლომატი, რომელიც პოლიტბიუროში შედიოდა და ვიცე-პრემიერად მუშაობდა (1993-2003 წლებში) იყო ძიან ძეჩენი, გამოჩენილი სოვეტოლოგი და ამერიკანისტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ტიანანმენის მოვლენების შემდეგ და ითამაშა დიდი როლი რუსეთთან სასაზღვრო მოლაპარაკებებში.

2003 წლიდან საგარეო პოლიტიკის კურატორი პოლიტბიუროში არ შესულა, ასე რომ იანის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და პროფესიონალი ამერიკანისტის (იგი აშშ-ში ჩინეთის ელჩიც იყო) დაწინაურება ჩინეთის ხელისუფლებისთვის საგარეო პოლიტიკის მზარდ მნიშვნელობას ასახავს.

ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტბიუროს დარჩენილი წევრები ან სის პირდაპირი პროტეჟეები, ან მისდამი ლოიალურად განწყობილი პარტიული ბოსები არიან. ოდნავ გვერდით დგას ამხანაგი ხუ ჩუნხუა, 106 მილიონიანი პროვინცია გუანდუნის ხელმძღვანელი, რომლესაც მისი პატრონი ხუ ძინტაო სის მემკვიდრედ ამზადებდა. თუმცა ახალ პირობებში ყოფილი ლიდერების აზრს სისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ასე რომ ხუ ჩუნხუა არ მოხვდა პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში და ადვილადაც გადარჩა - მისი პოტენციური მეწყვილე, პოლიტბიუროს გასული შემადგენლობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი სუნ ჩჟენცაი ივლისში სამუშაოს ჩამოაშორეს და ამჟამად გამოძიების ქვეშ იმყოფება.

თუმცა ხუ კვლავინდებულად ყველაზე ახალგაზრდაა პოლიტბიუროში, ფაქტი არ არის, რომ სი ძინპინი მასში 2022 წელს მემკვიდრეს ხედავს. რადგან პოლიტბიუროში შევიდა გენერალური მდივნის პროტეჟე ძენ მინიერიც, რომელიც 1960 წელს დაიბადა და სულ სამი წლით უფროსია ხუზე. ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის ახალი ხელმძღვანელი დენ სიუესიანიც მხოლოდ 55 წლისაა (თუმცა, პირველ პოზიციაზე მის წამოყენებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მას პროვინციის მართვის გამოცდილება არ აქვს).

ამ საკადრო გადანაწილებაში სი ძინპინის საკადრო მანევრებისთვის ფართო ველი იხსნება. 2022 წელს მას მოუწევს მხოლოდ ჩინეთის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება (რასაც ჩინეთის კონსტიტუცია მოითხოვს, თუ მას არ გადაწერენ) - ყველაზე ფორმალურის და ნაკლებადმნიშვნელოვანის საკუთარი თანამდებობებიდან. იგი შეძლებს 2022 წელს, XX ყრილობის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი კომპარტიის გენერალური მდივნის და ცენტრალური სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა კიდევ ხუთი წლით დაიტოვოს (პარტიის და სახელმწიფოს მეთაურის პოსტების გაყოფით წარმატებით ცხოვრობს მეზობელი კომუნისტური ვიეტნამი და თავად ჩინეთის ისტორიაშიც ყველა პოსტის გაერთიანების პრაქტიკა მხოლოდ 1990-იანი წლებიდან დაიწყო). შეიძლება გენერალური მდივნის პოსტი სიმ რომელიმე თავის მომხრეს მისცეს, რომელმაც პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში საკმარისი გამოცდილება მიიღო - ცენტრალური სამხედრო საბჭოს კონტროლით და სანდო ადამიანების ქსელით საკვანძო პოსტებზე სი ძინპინს რეალური მართვის ყველა ბერკეტი დარჩება. 

სის კიდევ აქვს დრო გადაწყვიტოს, თუ როგორ გააგრძელებს იგი ძალაუფლების კონსოლიდირებას. 25 ოქტომბრის შემდეგ ის არ არის მხოლოდ პირველი თანასწორთა შორის პოლიტბიუროში ან China Inc.-ის CEO. იგი არის ძლიერი იმპერატორი, რომელმაც ორი სუსტი წინამორბედის შემდეგ უნდა აღადგინოს საკუთარი წითელი დინასტიის პოზიციები. მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, მიუძღვნის თუ არა სი მომდევნო ხუთ წელს რეჟიმის შემდგომ კონსოლიდაციას თუ საკუთარ სიძლიერეს აუცილებელი სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად გამოიყენებს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

30 October 2017

თურქული გამბიტი

30 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

30 October 2017

ობამა

30 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

30 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

30 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

30 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

30 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

30 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

30 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

30 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

30 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

30 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

30 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

30 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

30 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

30 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

30 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

30 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

30 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

30 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

30 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

30 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

30 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

30 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

30 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

30 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

30 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

30 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

30 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

30 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

30 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

30 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

30 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

30 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

30 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

30 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

30 October 2017

უნგრული სუვერენულობა

30 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

30 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

30 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

30 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

30 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

30 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

30 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

30 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

30 October 2017

დასავლური გახლეჩა

30 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

30 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

30 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

30 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

30 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

30 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

30 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

30 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

30 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

30 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

30 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

30 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

30 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

30 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

30 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

30 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

30 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

30 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

30 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

30 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

30 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

30 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

30 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

30 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

30 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

30 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

30 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

30 October 2017