01 November 2017
  • 768 ნახვა

თურქული გამბიტი

ფოტო გარეკანზე: theadelaidian.net


25 ოქტომბერს ევროპის კავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ - ევროპულმა საბჭომ ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიის განხილვისას მიანიშნა, რომ გაერთიანებას თურქეთისთვის გაწევრიანებამდე გამოყოფილი თანხების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა სურს. გაერთიანების წევრი ქვეყნების განცხადებით, თურქეთში ბოლო დროინდელმა მოვლენებმა საკმაოდ შეასუსტა კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტები, რაც მანამდე არსებობდა ქვეყანაში. დროში გაწელილი ეს გარემოებები ევროპულ მხარეს საშუალებას აღარ აძლევს თურქეთს აქამდე არსებული პოლიტიკით მიუდგეს და თვალი დახუჭოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან შეფერხებაზე. ევროკავშირის თურქეთისადმი კიდევ ერთი შენიშვნა თურქეთის მიერ საბაჟო კავშირის ნორმების უპატივცემულობაში გამოიხატებოდა. როგორც ჩანს, თურქეთი ბერძნულ კვიპროსთან 1995 წელს გაფორმებული საბაჟო შეთანხმების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიანიშნა იმაზეც, რომ მან ევროპულ კომისიას გაერთიანების მიერ თურქეთისათვის გაწევრიანების მოსამზადებლად გამოყოფილი თანხების რაციონალური შეზღუდვისკენ მოუწოდა. ეს თანხა 2014-2020 წლების გეგმისთვის 4.5 მილიარდ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ევროპული კავშირი თურქეთთან მიღწეულ მიგრანტთა შეთანხმებას ძალაში დატოვებს და მისით გათვალისწინებული თანხების თურქეთისთვის გადარიცხვას გააგრძელებს.

მერკელისა და დონალდ ტუსკის რიტორიკა შედარებით რბილი იყო. ისინი ცდილობენ  თურქეთთან ხიდები არ დაწვან და ცივილურ ფორმებში შეინარჩუნონ ინტერესთა კონფლიქტი. კანცლერმა იდეის სახით თურქეთისთვის ახალი ფორმატის მოფიქრებაც შესთავაზა კოლეგებს, რომლის მიხედვითაც, თურქეთს სპეციალური პარტნიორის სტატუსი მიენიჭება და გაწევრიანების გეგმები დროებით შეჩერდება.

გერმანიის და ნიდერლანდების დიპლომატიური პოზიციებისგან გასხვავებით, საკმაოდ მკაცრი რიტორიკა აქვს ავსტრიასა და დანიას. ქვეყნები თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. რაც შეეხება საფრანგეთს, იტალიას და საბერძნეთს, მათ ანკარასთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სტატუს კვოს შენარჩუნება სურთ.

ჯერ კიდევ ივნისში ევროპის პარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების შეჩერებას დაუჭირა მხარი და ქვეყანაში აპრილში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმი გააკრიტიკა, რომელიც საკუთრივ ძალაუფლების კონცენტრაციას პრეზიდენტის ხელში მაქსიმალურად ახდენს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა თურქი დიპლომატებისგან, რომელთაც ევროპული მხარე თურქი მოქალაქეების პოლიტიკური ნების ნიველირებასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირი ‘აღარ სჭირდება’.

მთავარი, რასაც ევროპული მხარე თურქეთს ედავება კავშირში გასაწევრიანებლად საჭირო კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაუკმაყოფილებაა. კრიტერიუმები სამ ნაწილად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ნაწილებად იყოფა. პოლიტიკურ ნაწილში თურქეთი არღვევს იმ ინსტიტუციების სტაბილურ განვითარებას, რომელთაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ადამიანთა და სხვადასხვა ტიპის უმცირესობათა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყონ. კრიტერიუმების ეკონომიკური ნაწილი კანდიდატი ქვეყნისგან საბაზრო ეკონომიკის, საბაზრო ძალებისა და კონკურენციის ხელშეწყობას გულისხმობს. ადმინისტრაციული მხარე კანდიდატი ქვეყნისგან გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას ითხოვს.

თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ჯერ კიდევ 1963 წელს მიაღწია. 1995 წელს თურქეთის საბაჟო კავშირის წევრი გახდა, ხოლო ოთხი წლის შემდგომ მას ოფიციალურად ევროპული გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. თურქეთის ევროკავშირთან სწრულფასოვან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში პერიოდულად განვითარებული პოლიტიკური კრიზისების გამო მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.

 

გაწევრიანებამდელი დახმარების ინსტრუმენტი (IPA)

IPA წარმოადგენს ევროკავშირის საშუალებას ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს კანდიდატ ქვეყანას, რათა ის შემდგომში სრულფასოვნად შეხვდეს გაერთიანების წევრობას. ამჟამად პროგრამის მეორე ნაწილი ხორციელდება. IPA I 2007-2013 წლებში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში კანდიდატი ქვეყნებისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა 11.5 მილიარდი ევრო გამოყო. პროგრამის მეორე ნაწილი 2014 წლიდან ამოქმედდა და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი ბიუჯეტი 11.7 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, საითკენაც ფინანსების უნდა მიემართოს. მათ შორის არიან საჯარო მმართველობის რეფორმის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

IPA II-ის ფარგლებში თურქეთისთვის 4.5 მილიარდი ევროა გამოყოფილი, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით უნდა გაიხარჯოს: დემოკრატია და მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კონკურენცია და ინოვაციების ხელშეწყობა, განათლება და სოციალური პოლიტიკები, სოფლის მეურნეობა და რურალური განვითარება.

პროგრამა უკვე სამი წელია რაც ხორციელდება და გეგმით 2020 წლამდე უნდა გაგრძელდეს. თუკი ბრიუსელში პროგრამის გაწერილი თანხების შემცირებას და/ან მისი გადარიცხვის შეწყვეტას გადაწყვეტენ, ბუნებრივია, IPA II თურქეთისთვის დასრულდება. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად ბრიუსელში კონსენსუსის მიღწევაა საჭირო, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის თურქეთის მეზობლები სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერენ.

 

შიდა პოლიტიკა - კარგი პარტია

25 ოქტომბერს თურქეთის მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტი მოხდა. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მერალ აკშენერმა ოპოზიციური ‘კარგი პარტია’ (Iyi Parti) ჩამოაყალიბა და მომავალში მთავარ ანტიერდოღანულ მოძრაობად ჩამოყალიბებას გეგმავს. აკშენერი და მისი პარტია 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადება და ერდოღანის მმართველობის დასრულებას შეეცდება. პარტია ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელია და მკვეთრ ოპონირებას უწევს აპრილის რეფერენდუმის შედეგებს, რომელმაც თურქეთის პოლიტიკური სისტემა შეცვალა. პარტიის მთავარი მიზანი თურქეთის კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევაა.

პარტიის პროგრამის მიზნების მიხედვით, აკშენერს სურს თურქეთი მსოფლიო ტოპ 10 ეკონომიკაში შეიყვანოს, შეამციროს უმუშევრობა 8%-მდე, ქალებში წერა კითხვის მაჩვენებელი 100%-მდე აიყავანოს, სასკოლო განათლება 11 წლიანი გახადოს, განახორციელოს ევროპის კავშირის მიერ მედიის თავისუფლების ნორმების დაცვა და თურქეთის პასპორტი ღირებული და პატივსაცემი გახადოს.

აკშენერი ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ყოფილი წევრია, საიდანაც ის მხარდაჭერას ელის. მისი ყოფილი პარტიიდან მის ახალ პარტიაში უკვე გადავიდნენ პოლიტიკოსების ნაწილი. კარგი პარტიის წევრები გახდნენ დემოკრატიული მემარცხენე (DSP) და მთავარი ოპოზიური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენლებიც. ‘კარგ პარტიას’ თურქეთის პარლამენტის ხუთი დეპუტატი უკვე შეურთდა. აკშენერს რადიკალ მემარჯვენეების, ანტიერდოღანისტი მემარცხენეების, ქალების და იმ ამომრჩევლების ხმების მოზიდვა მოუწევს, რომელიც არჩევნებში პასიურია. მემარჯვენე-ცენტრისტული ნიშა ერდოღანს და მის სამართლიანობის და განვითარების პარტიას აქვს დაკავებული და მათი ხმების მოპოვება ყოფილ შსს მინისტრს გაუჭირდება.

თურქეთში თვლიან, რომ 2019 წლისთვის აკშენერი ერდოღანის მთავარი მეტოქე იქნება და შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემებიც კი შეუქმნას მას. 


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

01 November 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

01 November 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

01 November 2017

ობამა

01 November 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

01 November 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

01 November 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

01 November 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

01 November 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

01 November 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

01 November 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

01 November 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

01 November 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

01 November 2017

'პატივი კატალონიას?!'

01 November 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

01 November 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

01 November 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

01 November 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

01 November 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

01 November 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

01 November 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

01 November 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

01 November 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

01 November 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

01 November 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

01 November 2017

ბრექსიტის ლოგიკა

01 November 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

01 November 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

01 November 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

01 November 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

01 November 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

01 November 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

01 November 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

01 November 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

01 November 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

01 November 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

01 November 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

01 November 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

01 November 2017

უნგრული სუვერენულობა

01 November 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

01 November 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

01 November 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

01 November 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

01 November 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

01 November 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

01 November 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

01 November 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

01 November 2017

დასავლური გახლეჩა

01 November 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

01 November 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

01 November 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

01 November 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

01 November 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

01 November 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

01 November 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

01 November 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

01 November 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

01 November 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

01 November 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

01 November 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

01 November 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

01 November 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

01 November 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

01 November 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

01 November 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

01 November 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

01 November 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

01 November 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

01 November 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

01 November 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

01 November 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

01 November 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

01 November 2017

რეფერენდუმი თურქეთში

01 November 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

01 November 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

01 November 2017