02 November 2017
  • 772 ნახვა

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ერთი წლის წინ უზბეკეთში და მის მიღმაც ცოტა თუ ივარაუდებდა, რომ შავკატ მირზოევი გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის საპრეზიდენტო პოსტს ღია ბრძოლის და ელიტაში განხეთქილების გარეშე დაიკავებდა. კიდევ უფრო დიდ ეჭვს იწვევდა ახალი ლიდერის უნარი სწრაფად შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლების საკადრო სტრუქტურა. თუმცა პოსტქარიმოვისეულ უზბეკეთში (რომელსაც სტალინის შემდგომ საბჭოთა კავშირს და ფრანკოს შემდგომ ესპანეთს ადარებენ) ერთი წლის გასვლის შემდეგ მირზოევმა შეძლო უზბეკეთის ხელისუფლების შემადგენლობის დიდი ხმაურის გარეშე რადიკალურად შეცვლა და სამი ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებზე დაყრდნობასაც იგი სამომავლოდ გეგმავს ქვეყანაზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. მირზოევის ამ სამ ჯგუფს შეგვიძლია ვუწოდოთ „ოჯახი“, „ყოფილი გადასახლებულები“ და „ახალი ტექნოკრატია“.

 

ბრეჟნევ-რაშიდოვისეული სისტემის დასასრული

მართალია ისლამ ქარიმოვი უზბეკეთს სამი ათწლეული მართავდა, თუმცა საკადრო პოლიტიკაში იგი ბრეჟნევ-რაშიდოვისეულ პრინციპებს მისდევდა. მთავარი იყო სტაბილურობის უზრუნველყოფა ანუ მაღალ პოსტებზე დანიშნულების რაც შეიძლება იშვიათად შეცვლა. ყოფილი ფინანსთა მინისტრი რუსტამ აზიმოვი, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოვლისშემძლე ხელმძღვანელი რუსტამ ინოიატოვი, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ფაიზულა მულაჯანოვი ქარიმოვის სიკვდილის დროს საკუთარ პოსტებს უკვე 15-20 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.

თუმცა უზბეკეთის მოსახლეობის უმრავლესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საკადრო ჭაობზე ხელისუფლებაში. მათ საკუთარზე უკეთ იცოდნენ რუსი მინისტრები, დეპუტატები და გუბერნატორები. ისინი ინფორმაციის დიდ ნაწილს რუსული ტელეარხებიდან იღებდნენ (და იღებენ), რომლებიც უზბეკეთში უფრო პოპულარულია, ვიდრე თავად რუსეთში. უზბეკურ პროპაგანდაში არსებობდა მხოლოდ ერთი საჯარო პოლიტიკოსი და ხელმძღვანელი - ისლამ ქარიმოვი.

მაგალითად, ყოვლისშემძლე რუსტამ ინოიატოვს ორი-სამი ფოტოსურათით იცნობდნენ, რომლებიც მობილური ტელეფონებით ვრცელდებოდა. იგი უზბეკური ტელევიზიით არასდროს უჩვენებიათ 1999 წლიდან გასულ წელს ისლამ ქარიმოვის დასაფლავების ცერემონიამდე. ქარიმოვის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზელიმხან ჰაიდაროვი, რომელიც ქვეყნის გავლენიანი ადამიანების სამეულში შედიოდა, სახეზე მხოლოდ საპრეზიდენტო აპარატის თანამშრომლებმა იცოდნენ.

ერთ ადამიანზე ქვეყნის მთელი პოლიტიკური ცხოვრების მსგავსი კონცენტრაციის გამო უზბეკეთში რეალური უფლებამოსილებები არა თანამდებობით, არამედ პრეზიდენტთან სიახლოვით განისაზღვრებოდა. ამიტომაც ქარიმოვის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზელიმხან ჰაიდაროვით და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს უცვლელი ხელმძღვანელი რუსტამ ინოიატოვით უფრო მეტი გავლენა ჰქონდათ, ვიდრე ხელისუფლებას. უზბეკეთის ახალმა პრეზიდენტმა მირზოევმა ამ სისტემაში არაერთი ათწლეული დაჰყო და მშვენივრად ესმოდა თუ სად არის უზბეკური სახელმწიფო აპარატის ძალის ცენტრები. სწორედ იქ დანიშნა მან დაახლოებული პირები.  

ცენტრალური აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველ ადგილზე ხშირად ავტორიტარული ლიდერების შვილები გამოდიან, თუმცა შავკატ მირზოევთან დაკავშირებით ყველაფერი ოდნავ განსხვავებულად მოხდა. მას არ ჰყავს ბიჭები, მხოლოდ ქალიშვილები, ამიტომაც ახალი ლიდერის კადრებად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ძალოვან ბლოკში მისი ორი სიძე იქცა.

უფროსი სიძე, ოიბეკ ტურსუნოვი მირზოევმა უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნა. მისი მამა ბატირ ტურსუნოვი გენერლის წოდებით დღეს უზბეკეთის ეროვნულ გვარდიაში ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს.

მეორე სიძე, ოტაბეკ შახანოვი, რამდენჯერმე შენიშნეს იმ პირთა შორის, რომელიც პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებისას დაყვებოდა. ამის შემდეგ მალე გამჟღავნდა ინფორმაცია, რომ შახანოვი პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისად, შავკატ მირზოევი თანდათან ახდენს მის ირგვლივ პოლიტიკური ოჯახის ფორმირებას და ერთდროულად იმყარებს როგორც აპარატულ, ასევე ძალოვან წონას.

ცხადია, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ორი სიძის გავლენა მხოლოდ გაიზრდება. ისინი დაიწყებენ ჩინოვნიკური ელიტის და ბიზნესის ყველა ურთიერთობის კურირებას, გავლენას მოახდენენ არა მხოლოდ საკადრო გადანაცვლებებზე, არამედ საკუთრების და გავლენის სფეროების გადანაწილებაზეც. მაგალითად, შახანოვის და ტურსუნოვის გვარები უკვე ფიგურირებენ უზბეკეთში მსხვილი სავაჭრო ბაზრის „აბუ საჰიას“ მესაკუთრის ცვლილების საქმეში, რომელიც ისლამ ქარიმოვის სიძეს, მისი უმცროსი გოგოს ლოლას ქმარს ეკუთვნოდა. ქარიმოვის სიკვდილის შემდეგ ამ ბაზარს სწრაფად დაატყდა თავს შემოწმებების ტალღა. ცხადია, რომ ყველაფერი მხოლოდ ერთი ბაზრით არ შემოიფარგლება.

 

ყოფილი „გადასახლებულების“ გუნდი

მირზოევის საკადრო პოლიტიკის მეორე ძირითადი მიმართულებაა ხელისუფლებაში ყოფილი „გადასახლებული“ ხელმძღვანელების დაბრუნება, რომელთაც თავის დროს პრეზიდენტ ქარიმოვის წყრომა დაიმსახურეს. სავარაუდოდ, მირზოევს ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია თავისი გუნდი, ამიტომაც იგი იძულებულია ძველ მმართველობით კადრებს დაეყრდნოს. მათ შორის კი ირჩევს იმ ფიგურებს, ვინც მაქსიმალურად ლოიალური იქნება უზბეკეთის პოლიტიკურ ოლიმპოზე კვლავ დაბრუნების შესაძლებლობის გამო.

ძველი ჩინოვნიკების დაბრუნება უნდა დაეხმაროს ახალ პრეზიდენტს პოლიტიკურ ელიტაში ძალოვანების წინააღმდეგ ტექნოკრატიული ბლოკის გაძლიერებაში. ცხადია, რომ ბევრ ძველ საჯარო მოხელეებს რთულად შეიძლება ვუწოდოთ ტექნოკრატი, თუმცა მწვავე საკადრო კრიზისის პირობებში დიდი არჩევანი არც არის. სოციალური ლიფტები უზბეკეთში თითქმის არ მუშაობს, ამიტომაც აუცილებელია დაყრდნობა ძველ გვარდიაზე და ცუდ ჩინოვნიკებს შორის ნაკლებად ცუდების ამორჩევა.

გადასახლებიდან დაბრუნებულ ხელმძღვანელებს შეიძლება მივაკუთვნოთ პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ხელმძღვანელი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ულუგბეკ როზიკულოვი, პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლის პირველი მოადგილე საორგანიზაციო-საკადრო საკითხებში რუსტამ კასიმოვი.

ამჟამინდელი პრემიერი აბდულა არიპოვი კლასიკური მაგალითია იმის, რომ ყოფილმა, ჩამოწერილმა საჯარო მოხელემ კვლავ შეიძლება შეიძინოს ძალაუფლება. 2002-2012 წლებში არიპოვი მუშაობდა ვიცე-პრემიერად, თუმცა 2012 წლის შემოდგომაზე უზბეკეთის პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა და იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, უფრო ზუსტად კი კომპანია „უზდუნრობიტის“ (МТС-უზბეკეთის ბრენდი) სასარგებლოდ დამატებითი რეტრანსლატორების დაყენების უკანონო ბრძანების გაცემაში დაადანაშაულა. როგორც ჩანს, რეალური პასუხისმგებლობა არიპოვმა თავიდან აიცილა და 2016 წლის შემოდგომამდე ტაშკენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და რუსული МГУ-ს ტაშკენტის ფილიალში სამეცნიერო მუშაკად მუშაობდა. შემდეგ კი მირზოევის წყალობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობამდე სწრაფად აღზევდა.  

ულუგბეკ როზიკულოვი სახელმწიფო სააგენტო „უზავტოსანოატის“ ტოპ-მენეჯმენტის ხმაურიანი დაკავებების ტალღაში მოყვა, რომელიც 2016 წლის მაისში გაიმართა. უზბეკურ-ამერიკული კონცერნის GM Uzbekistan-ის გენერალურ დირექტორ ტოხირჟონ ჟალილოვთან ერთად როზიკულოვი მანქანების გაყიდვით მაქინაციებში დაადანაშაულეს. უზბეკეთში წარმოებული მანქანები გადიოდა ყაზახეთში საექსპორტოდ, შემდეგ შემოდიოდა უკან უზბეკეთში და ადგილობრივ მოსახლეობაზე საექსპორტო ფასთან შედარებით ორჯერ ძვირად იყიდებოდა. სავარაუდოდ, ულუგბეკ როზიკულოვი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და მხოლოდ შავკატ მირზოევის პრეზიდენტობამ იხსნა რეალური სასჯელისგან.

რუსტამ კასიმოვის თანამდებობა ერთი შეხედვით არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება - პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლის პირველი მოადგილე საორგანიზაციო-საკადრო საკითხებში. თუმცა მისი როლის და პრეზიდენტზე გავლენის დაუფასებლობა არ შეიძლება. 2009 წლამდე კასიმოვი იყო პრემიერ-მინისტრის მოადგილე, სანამ მსოფლიო ეკონომიკის და დიპლომატიის უნივერსიტეტში რექტორად არ დანიშნეს, სადაც იგი სტუდენტებს და პროფესორებს იძულებითი შრომის მომხრედ დაამახსოვრდათ. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით კასიმოვი კარგად ახერხებდა საერთო ენის პოვნას მირზოევთან.

პრეზიდენტის უახლოეს მრჩეველთა წრეში საგარეო პოლიტიკის კუთხით შედის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო ამჟამად სენატის (უმაღლესი პალატის) ხელმძღვანელის მოადგილე სადიკ საფაევი. მას მიიჩნევენ პროდასავლელ პოლიტიკოსად, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2005 წელს ანდიჟანის მოვლენების დროს ტაშკენტსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო დაკარგა. საფაევს კარგად იცნობენ მსოფლიოში და იგი ერთ-ერთი იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსთაგანია, რომელსაც უცხოელებთან გამოსვლა და ქვეყნის პოზიციის პროპაგანდისტული შტამპების გარეშე წარმოჩენა შეუძლია. ასე რომ, მას აქვს ყველანაირი შანსი გახდეს ერთ-ერთი მათგანი, ვინც ახალი პრეზიდენტის ქვეშ უზბეკეთის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს.

აღნიშნული შემთხვევები ყველაზე ნათელი მაგალითებია. საკუთარი მხარდამჭერთა ბაზის შექმნისას მირზოევმა ხელისუფლებაში ბევრი დაქვეითებული საჯარო მოხელე დააბრუნა. ახალი თანამდებობა გამოჩნდა ტაშკენტის ყოფილი მერის კოზიმ ტულიაგანოვისთვისაც, რომელსაც ქარიმოვის დროს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. მირზოევის დროს იგი არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მთავარი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

ყველა ეს ძველი კადრები უნდა დაეხმარონ მირზოევს დროებით მოახდინოს საკადრო შიმშილის კომპენსირება, შეიტანონ თავისი წვლილი ძალაუფლებრივი უფლებამოსილების გადანაწილებაში, ხოლო შემდეგ გაათავისუფლონ გზა ახალი ტექნოკრატებისთვის. უზბეკური პოლიტიკა არ ითმენს მუდმივ კავშირებს, ამიტომაც მირზოევმა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი იყო მრისხანე პრემიერ-მინისტრი, ვერ მოახერხა საკუთარი თანამოაზრეების გუნდის ფორმირება. ახლა მას ამის გაკეთება იმ რესურსებით უწევს, რომელიც მის ხელშია.

 

ტექნოკრატები ძალოვანების წინააღმდეგ

უზბეკეთის სახელმწიფო აპარატში ტექნოკრატების ფართო ჯგუფზე საუბარი ჯერ ნაადრევია. იგი ძველი საბჭოთა პოლიტეკონომიკური სკოლის სანაცვლოდ მხოლოდ ახლა ფორმირდება. უზბეკური ტექნოკრატია ჯერ არ არის მრისხანე ძალოვანებთან დაპირისპირებისთვის მზად. მიუხედავად ამისა, მირზოევმა აშკარად შეისწავლა რუსეთის, ყაზახეთის, სამხრეთ კორეის გამოცდილება ეკონომიკის სამართავად ვესტერნიზებული, თუმცა აპოლიტიკური სპეციალისტების მოწვევის.

მირზოევის პირველმა ნაბიჯებმა ძალოვანების სანაცვლოდ ტექნოკრატების გაძლიერების მომხრეები გააოცა - ახალმა პრეზიდენტმა ხელისუფლებას ჩამოაშორა რუსტამ აზიმოვი, უზბეკეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ქარიმოვის დროს ფაქტიურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მიიჩნევდნენ. სწორედ აზიმოვი წარადგენდა ქვეყანას საერთაშორისო სამიტებზე, ჰქონდა ფართო კონტაქტების ქსელი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში და სარგებლობდა თანამედროვე მმართველის რეპუტაციით, რაც უზბეკეთში დიდი იშვიათობაა.

2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბევრი საუბრობდა აზიმოვის შესაძლო პრემიერ-მინისტრობაზე. იგი ღიად ატარებდა სელექციურ თათბირებს, აკონტროლებდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაკუთრებული დავალებების შესრულებას და ა.შ. აქ აღსანიშნავია, რომ აზიმოვამდე სელექტორულ თათბირებს მხოლოდ მირზოევი მართავდა, როდესაც პრემიერის თანამდებობა ეკავა. სავარაუდოდ, ქარიმოვის სიკვდილის შემდეგ წამყვან პოლიტიკოსებს შორის იყო გარკვეული შეთანხმება, რომ მირზოევი გახდებოდა პრეზიდენტი, ხოლო აზიმოვი - პრემიერი. თუმცა ძალაუფლების გაძლიერებასთან ერთად მირზოევმა ჩათვალა, რომ მსგავსი მოკავშირე აღარ სჭირდება. აზიმოვი მეფრინველეობის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად გაამწესეს.

შესაბამისად, რუსტამ აზიმოვის წასვლაში უფრო იმალება მირზოევის სურვილი ჩამოეშორებინა ტახტის სავარაუდო პრეტენდენტი, ვიდრე უარი ეთქვა ტექნოკრატების ძალაუფლებაში მოსვლაზე. დღეს მირზოევი ცდილობს აჩვენოს, რომ სულ უფრო მეტად ენდობა ახალგაზრდა სპეციალისტებს. ჯერჯერობით ასეთი ადამიანები უზბეკეთში ცოტაა, ხოლო ბევრ თანამდებობაზე მას ძველი კადრების დანიშვნა უწევს. თუმცა ეკონომიკურ უწყებებში მოადგილეების თანამდებობებზე შეინიშნებიან ადამიანები, რომელთაც მომავალში კარგი შანსები აქვთ უზბეკეთის ხელმძღვანელთა პირველ რიგებში ადგილი დაიკავონ. მაგალითად იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული შერზოდ შერმატოვი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს ან საიდკამოლ ხოჯაევი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ახალი თანაშემწე.

მირზოევის საჯარო გამოსვლები კორუფციის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში, მილიციასა და სხვა ძალოვან უწყებებში აჩვენებს, რომ ახალი პრეზიდენტი წინააღმდეგი არ არის შეამციროს მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. კონკრეტული შედეგები ჯერ არ ჩანს, თუმცა სულ მცირე საჯაროდ და უმაღლეს დონეზე ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ დროა შეწყდეს ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა და მას ჩამოშორდეს ჩინოვნიკობა და ძალოვანთა თავნებობა.

მირზოევი გარკვეულწილად ცდილობს, რომ უზბეკეთის ხელისუფლება უფრო ღია გახადოს: იგი აჩვევს ხელისუფლების წევრებს საჯარო ცხოვრებას, აიძულებს მათ მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო თოქ-შოუებში და სხვადასხვა ბრიფინგებში. ამჟამად, რეგიონების ჰაკიმები, დიდი სახელმწიფო კომპანიების დირექტორები, მინისტრები სხედან და პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს, აძლევენ ინტერვიუებს უცხოურ და ადგილობრივ მედიას. ჯერჯერობით მათ ეს ნაკლებად წარმატებულად გამოდით, თუმცა ისინი თანდათან ეცნობიან საჯარო ცხოვრებას და ნაკლებად მძაფრად აღიქვამენ კრიტიკას ინტერნეტში. თავად ქვეყნის მოქალაქეებიც იგებენ დისკუსიების გემოს, თუმცა ამ დისკუსიათა თემები არ ეხება სისტემას და არ წარმოადგენს საფრთხეს რეჟიმის სტაბილურობისთვის. ძირითადად, იქ საუბარია უზბეკეთის ეკონომიკის განვითარებასა და უზბეკური ალფაბეტის გრაფიკის არჩევაზე. თუმცა ასეთი დისკუსიებიც კი წარმოუდგენელი იყო ისლამ ქარიმოვის დროს.

ტექნოკრატების და ძალოვანების ინტერესები უზბეკეთის ხელისუფლებაში განსხვავებულია. პირველი მათგანნი რეჟიმის სტაბილიზაციისთვის აქცენტს აკეთებენ ეკონომიკურ რეფორმებზე, მეორენი კი ნებისმიერ ცვლილებებში ქვეყნის დესტაბილიზაციის რისკს ხედავენ. ტექნოკრატები თვლიან, რომ ქარიმოვისეული მოდელის დემონტაჟი მათთვის კარიერული ზრდისა და გამდიდრების ახალ შესაძლებლობას გახსნის. ძალოვანებს კი ესმით, რომ ეს რეფორმები მათ უკვე არსებულ ფინანსურ ნაკადებზე კონტროლს დააკარგვინებს.

ძალოვანი ბლოკი უზბეკეთში ქარიმოვის დროს წარმოუდგენლად გაიზარდა, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მირზოევი ცდილობს მის დაბალანსებას უფრო გავლენიანი ეკონომიკური ბლოკით. რამდენად მოახერხებს იგი ამას, რთული საკითხია. ჯერჯერობით ახალმა პერზიდენტმა ვერ აჩვენა ქვეყნის სამომავლო განვითარების ნათელი სტრატეგია და სისტემის რეფორმირების მზაობა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება სამომავლოდ პასუხების წარსულში ძიებას და უკვე გამოცდილ ქარიმოვისეულ მმართველობის სტილთან დაბრუნებას შეეცდება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

თურქული გამბიტი

02 November 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

02 November 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

02 November 2017

ობამა

02 November 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

02 November 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

02 November 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

02 November 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

02 November 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

02 November 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

02 November 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

02 November 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

02 November 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

02 November 2017

'პატივი კატალონიას?!'

02 November 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

02 November 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

02 November 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

02 November 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

02 November 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

02 November 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

02 November 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

02 November 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

02 November 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

02 November 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

02 November 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

02 November 2017

ბრექსიტის ლოგიკა

02 November 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

02 November 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

02 November 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

02 November 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

02 November 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

02 November 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

02 November 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

02 November 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

02 November 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

02 November 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

02 November 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

02 November 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

02 November 2017

უნგრული სუვერენულობა

02 November 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

02 November 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

02 November 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

02 November 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

02 November 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

02 November 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

02 November 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

02 November 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

02 November 2017

დასავლური გახლეჩა

02 November 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

02 November 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

02 November 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

02 November 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

02 November 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

02 November 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

02 November 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

02 November 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

02 November 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

02 November 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

02 November 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

02 November 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

02 November 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

02 November 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

02 November 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

02 November 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

02 November 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

02 November 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

02 November 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

02 November 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

02 November 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

02 November 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

02 November 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

02 November 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

02 November 2017

რეფერენდუმი თურქეთში

02 November 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

02 November 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

02 November 2017